კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკანასკნელი გასეირნება "როლს-როისით" - დამკრძალავი ბიურო ყველაზე მდიდრული "კატაფალკებით"
უკანასკნელი გასეირნება "როლს-როისით" - დამკრძალავი ბიურო ყველაზე მდიდრული "კატაფალკებით"

ბრი­ტა­ნეთ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო სა­ხელ­წო­დე­ბით A.W. Lymn, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­პარ­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა. კომ­პა­ნი­ას უძ­ვირ­ფა­სე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ჰყავს - მათ შო­რის 39 "როლს-რო­ი­სი" და "ბენტლი".

ფირ­მის უახ­ლე­სი "როლს-რო­ი­სე­ბი" კლა­სი­კურ "gregorian silver" ფერ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. ამ დრო­ის­თვის საქ­მეს 15 Rolls-Royce Phantom აკე­თებს. ორი Phantom ახლა მზად­დე­ბა (ვე­ნე­ცი­ა­ში), ახლო მო­მა­ვალ­ში კი კი­დევ 5 "როლ­სის" გა­და­კე­თე­ბაა და­გეგ­მი­ლი. "ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი Phantom-ის ექ­სკლუ­ზი­ურ "კა­ტა­ფალ­კად" გა­და­კე­თე­ბას 6 თვე და 500 000 ფუნ­ტი სჭირ­დე­ბა. მან­ქა­ნე­ბი ნო­ტინ­გე­მი­დან იტა­ლი­ა­ში ჩაგ­ვყავს. ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, უახ­ლეს ეგ­ზემპლა­რებს კი არ ვყი­დუ­ლობთ, არა­მედ მე­ო­რა­დებს," - აცხა­დებს ფირ­მის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი რობ ლი­პი­ტი.

ცხა­დია, "როლს-რო­ი­სით" უკა­ნას­კნე­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა იაფი არ არის. "ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა ყვა­ვი­ლე­ბის გა­რე­შე 10 000-დან 15 000 ფუნ­ტი ღირს. თუმ­ცა ეს ფასი შე­იძ­ლე­ბა გა­ორ­მაგ­დეს კი­დეც - გა­აჩ­ნია, სჭირ­დე­ბა თუ არა კლი­ენტს ეს­კორ­ტი და სად ხდე­ბა და­საფ­ლა­ვე­ბა," - ამ­ბობს რობ ლი­პი­ტი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

უკანასკნელი გასეირნება "როლს-როისით" - დამკრძალავი ბიურო ყველაზე მდიდრული "კატაფალკებით"

უკანასკნელი გასეირნება "როლს-როისით" - დამკრძალავი ბიურო ყველაზე მდიდრული "კატაფალკებით"

ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს დამკრძალავი ბიურო სახელწოდებით A.W. Lymn, რომელიც პირველ რიგში გრანდიოზული ავტოპარკით გამოირჩევა. კომპანიას უძვირფასესი ავტომობილები ჰყავს - მათ შორის 39 "როლს-როისი" და "ბენტლი".

ფირმის უახლესი "როლს-როისები" კლასიკურ "gregorian silver" ფერშია გადაწყვეტილი. ამ დროისთვის საქმეს 15 Rolls-Royce Phantom აკეთებს. ორი Phantom ახლა მზადდება (ვენეციაში), ახლო მომავალში კი კიდევ 5 "როლსის" გადაკეთებაა დაგეგმილი. "ერთი ჩვეულებრივი Phantom-ის ექსკლუზიურ "კატაფალკად" გადაკეთებას 6 თვე და 500 000 ფუნტი სჭირდება. მანქანები ნოტინგემიდან იტალიაში ჩაგვყავს. ხარჯების დაზოგვის მიზნით, უახლეს ეგზემპლარებს კი არ ვყიდულობთ, არამედ მეორადებს," - აცხადებს ფირმის საავტომობილო მიმართულების კოორდინატორი რობ ლიპიტი.

ცხადია, "როლს-როისით" უკანასკნელი გასეირნება იაფი არ არის. "ჩვენი მომსახურება ყვავილების გარეშე 10 000-დან 15 000 ფუნტი ღირს. თუმცა ეს ფასი შეიძლება გაორმაგდეს კიდეც - გააჩნია, სჭირდება თუ არა კლიენტს ესკორტი და სად ხდება დასაფლავება," - ამბობს რობ ლიპიტი.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს