პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ქალაქის საიდუმლო...
ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ქალაქის საიდუმლო...

ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წყალ­სა­ცა­ვებს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა. ის თბი­ლი­სი­სა და მცხე­თის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­ში სე­რი­ო­ზულ როლს თა­მა­შობს.

რა უძღვო­და მის აშე­ნე­ბას წინ, რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო მის და­სა­გუ­ბებ­ლად დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთი სოფ­ლის წყალ­ქვეშ მოქ­ცე­ვა - ამ და კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე გე­ო­ლო­გია-მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტს ირაკ­ლი მი­ქა­ძეს მივ­მარ­თეთ:

"ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვი მარ­თლაც ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც კომ­პლექ­სუ­რი ფუნ­ქცია აკის­რია: ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის – ზა­ფხუ­ლის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი­სა და ქა­ლა­ქე­ბის, თბი­ლი­სი­სა და მცხე­თის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის.

1971 წელს სო­ფელ ჟინ­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო ჟინ­ვა­ლის ჰიდ­რო­კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა და სო­ფე­ლი დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში მო­ექ­ცა. ამის გამო, სო­ფელ ჟინ­ვა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­და­ა­სახ­ლეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს სოფ­ლე­ბის – არა­ნი­სი­სა და ბიჩ­ნი­გა­ურთკარს შო­რის, მცი­რე ნა­წი­ლი - სო­ფელ ჩინ­თის მახ­ლობ­ლად.

ამ წყალ­სა­ცა­ვის შექ­მნის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი ჰე­სის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში მდგო­მა­რე­ობ­და. წყალ­სა­ცა­ვი ას­რუ­ლებს მდი­ნა­რე არაგ­ვის ზა­ფხუ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის ფუნ­ქცი­ას, ქა­ლა­ქე­ბის თბი­ლი­სი­სა და მცხე­თის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მე­ო­რა­დია, რად­გან თბი­ლის­სა და მცხე­თას წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სხვა ვა­რი­ან­ტე­ბიც აქვს.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ უმ­ჯო­ბე­სია მო­სახ­ლე­ო­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ხოლო ზე­და­პი­რუ­ლი წყლე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. მი­წის­ქვე­შა წყლე­ბით წყალ­მო­მა­რა­გე­ბას სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს, რად­გან და­ცუ­ლია რო­გორც და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა­გან, ასე­ვე, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დრო­საც.

- ამ­ბო­ბენ, რომ 2008 წლის ომის დროს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, რომ ეს ობი­ექ­ტი რუ­სებს და­ე­ბომ­ბათ...

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის დროს რომ და­ე­ბომ­ბათ ჟინ­ვა­ლის ჰესი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სი არა მარ­ტო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, არა­მედ, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გა­რე­შეც დარ­ჩე­ბო­და.

- მეც­ნი­ე­რუ­ლად, გე­ო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­დე­ნად სწო­რად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი წყალ­სა­ცა­ვის­თვის ად­გი­ლი შერ­ჩე­უ­ლი?

- რაც შე­ე­ხე­ბა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი­სა და წყალ­სა­ცა­ვის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვას, ეს კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხია და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ: მდი­ნა­რის ჰიდ­რო­ლო­გი­ურ პა­რა­მეტ­რებს, ხე­ო­ბის გე­ო­მორ­ფო­ლო­გი­ას, გე­ო­ლო­გი­ას, ეკო­ლო­გი­ას, ეკო­ნო­მი­კურ მხა­რეს, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­ცე­მი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ობი­ექ­ტე­ბამ­დე მან­ძილს, წყლის გა­ფილ­ტვრის პი­რო­ბებ­სა და ა.შ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ჰე­სის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა პა­სუ­ხობს ყვე­ლა მო­თხოვ­ნას.

ამას­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე ჩა­ტარ­დეს ტე­რი­ტო­რი­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვის შემ­თხვე­ვა­ში ეს მო­თხოვ­ნა და­ირ­ღვა, რად­გან არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო ერ­თდრო­უ­ლად, 1971 წელს.

- ცნო­ბი­ლია, რომ წყლის ქვეშ მო­ექ­ცა წყალ­ქვეშ მოქ­ცე­ულ სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი ტა­ძა­რიც, რომ­ლის გუმ­ბა­თიც მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც წყალ­სა­ცავ­ში წყლის დონე იკ­ლებს.

- ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ: ის­ტო­რი­უ­ლად, ქარ­თუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, და­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქა­ლა­ქი XII სა­უ­კუ­ნის მე-2 ნა­ხე­ვარ­ში აღ­მო­ცენ­და, ხოლო და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი გა­ცი­ლე­ბით ადრე უნდა არ­სე­ბუ­ლი­ყო. ჟინ­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დის ის­ტო­რი­ულ-არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბი. 1971 წელს ჟინ­ვა­ლის ჰიდ­რო­კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ის, არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ჟინ­ვა­ლის კომ­პლექ­სის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცია (ხელ­მძღვა­ნე­ლი რ. რა­მიშ­ვი­ლი), რო­მელ­მაც ფარ­თოდ გა­შა­ლა მუ­შა­ო­ბა დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში. სო­ფელ ჟინ­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სრუ­ლი გა­თხრე­ბი ვერ მო­ხერ­ხდა და მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გან­ძის დიდი ნა­წი­ლი წყალ­მა და­ფა­რა.

იმ ად­გი­ლას, სა­დაც დღეს ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვია, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მდი­და­რი, ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქი ჟინ­ვა­ლი მდე­ბა­რე­ობ­და თა­ვი­სი ციხე-კოშ­კე­ბით, გზე­ბი­თა და სა­სახ­ლე­ე­ბით. იქ ცხოვ­რე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, შეღ­წე­ვა და და­სახ­ლე­ბა ჭირ­და, გა­თხრე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გა­მოჩ­ნდა მათი ნა­სახ­ლა­რე­ბი. მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მდე­ბა­რე ეს მდი­და­რი სა­ვაჭ­რო-სა­ხე­ლოს­ნო ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც დიდ­ვაჭ­რე­ბი მი­მო­დი­ოდ­ნენ, მთე­ლი კავ­კა­სი­ის კარს აკონ­ტრო­ლებ­და. წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში ქა­ლა­ქი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა იმ დროს, როცა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ყივ­ჩა­ღე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა. შემ­დეგ ჟინ­ვა­ლი, თა­მარ­მა - დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში მის ერ­თგულ ჭი­ა­ბერ მან­და­ტურ­თუ­ხუ­ცესს უბო­ძა. გა­თხრე­ბის დროს, ეკ­ლე­სი­ის ქვეშ ჭი­ა­ბერ მან­და­ტურ­თუ­ხუ­ცე­სის გა­ძარ­ცვუ­ლი სა­მარ­ხი აღ­მოჩ­ნდა, აკ­ლდა­მა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ჭი­ა­ბე­რის საფ­ლავ­ზე მი­მობ­ნე­უ­ლი იყო თა­მა­რის­დრო­ინ­დე­ლი 17 მო­ნე­ტა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მხო­ლოდ ორი ცალი იყო მსოფ­ლი­ო­ში - ერთი პე­ტერ­ბურ­გში, ხოლო მე­ო­რე - ინ­გლის­ში.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 7-8 ეკ­ლე­სია გა­უ­თხრე­ლი დარ­ჩა, წყალ­მა და­ფა­რა აუ­ა­რე­ბა ბრინ­ჯა­ოს, რკი­ნი­სა და ოქ­როს ია­რა­ღი და სამ­კა­უ­ლი. ერთ-ერთი ჟინ­ვა­ლის კოშ­კის ნა­ხე­ვა­რი მხა­რე უკვე ჩა­მონ­გრე­უ­ლი იყო, როცა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სას­მე­ლი წყლის აუზი და ღა­მის სა­თე­ვი ოთა­ხე­ბი.

- ეს ქვეყ­ნის­თვის დიდი და­ნა­კარ­გია.

- ტრა­გე­დი­აა ასე­თი სიმ­დიდ­რის წყლით დატ­ბორ­ვა. ჟინ­ვა­ლის კაშ­ხალ­თან ჩა­ი­ძი­რა მდი­ნა­რის აქეთ და იქით სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ქა­ლა­ქის ჭიშ­კა­რიც და XII სა­უ­კუ­ნის "ჯვა­რი­პა­ტი­ოს­ნის" სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც 6 თვე წყალ­შია მოქ­ცე­უ­ლი, 6 თვე კი წყლის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცა­ვი 1984 წლამ­დე დატ­ბო­რი­ლი არ ყო­ფი­ლა, გან­სხვა­ვე­ბით წალ­კის წყალ­სა­ცა­ვის­გან, რომ­ლის დატ­ბორ­ვაც 1947 წლი­დან და­ი­წყო. გარ­და ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის ტაძ­რი­სა, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ნან­გრე­ვი ჩანს. 80-იან წლე­ბამ­დე, სა­ნამ ეს ტე­რი­ტო­რია და­იტ­ბო­რე­ბო­და, "ჯვა­რი­პა­ტი­ოს­ნის" ეკ­ლე­სია დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის წმი­და სა­ლო­ცავ­სა და ის­ტო­რი­ულ ძეგლს წარ­მო­ად­გენ­და. ტაძ­რის წყლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი კედ­ლე­ბის დაშ­ლა. ტაძ­რის ქვე­ბის გა­მო­ფიტ­ვის პრო­ცე­სი იმ­დე­ნად სწრა­ფად ხდე­ბა, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლოს თაღი, რო­მე­ლიც ბა­ზი­ლი­კურ ტა­ძარს ჯერ კი­დევ თავ­ზე ად­გას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ჯვა­რი­პა­ტი­ოს­ნის" ეკ­ლე­სი­ის იდენ­ტუ­რი ტა­ძა­რი ამ ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს აშენ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მოქ­მე­დია.

დატ­ბორ­ვის შემ­დეგ, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ფუძლვლი­ა­ნი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. წყალ­ქვეშ სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ამი­ტომ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და უწყე­ბე­ბის მხრი­დან მათი კვლე­ვა ტაძ­რე­ბის წყლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში უნდა მოხ­დეს. ამას­თან, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა უნდა შეძ­ლოს მათი მო­ნა­ხუ­ლე­ბა, რად­გან წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც წყალ­სა­ცა­ვი ამო­ივ­სე­ბა მდი­ნა­რის ნა­ტა­ნი მა­სა­ლით, იგი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ვერ შეძ­ლებს, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი კი შლამ­ში ჩა­ი­ძი­რე­ბა.

- მო­სახ­ლე­ო­ბას არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია ტაძ­რის წყალ­ში მოქ­ცე­ვა?

- რო­გორ არა, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბას დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, დიდი პო­ლე­მი­კა გა­ი­მარ­თა მა­შინ­დელ პრე­სის ფურ­ცლებ­ზეც. მო­სახ­ლე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნიც­დი­და "ჯვა­რი­პა­ტი­ოს­ნის" სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რი­სა და სა­საფ­ლა­ო­ე­ბის დატ­ბორ­ვას. ტა­ძა­რი ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს, ხოლო სა­საფ­ლა­ო­ე­ბი გა­და­ი­ტა­ნეს. ეს ნამ­დვი­ლი ტრა­გე­დია იყო.

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და სა­კავ­ში­რო მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლად ემორ­ჩი­ლე­ბო­და, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მრავ­ლად არი­ან ე.წ. "ტექ­ნოკ­რა­ტე­ბი", რომ­ლე­ბიც პირ­ველ რიგ­ში უწყებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­დი­ან და მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად მი­იჩ­ნე­ვენ ეკო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბებს.

ეს სა­კი­თხი დღე­საც მწვა­ვედ დგას მდი­ნა­რე ენ­გუ­რის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც გან­ზრა­ხუ­ლია ჰე­სე­ბის კას­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბა. ხუ­დო­ნ­ჰე­სის პრო­ექ­ტის გამო ანა­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ბლო­კი­რე­ბულ იქნა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ, რო­გორც მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის მა­ღალ რისკს და მო­ი­თხოვს რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის (ხა­ი­შის, გაღ­მა ხა­ი­შის, ტო­ბა­რის, და­კა­რის, ლუ­ხის, ლა­ჯა­რის, ქვე­და წვირ­მინ­დი­სა და და­ლალ­ხო­რა­ლის) გა­და­სახ­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, და­იტ­ბო­რე­ბა წმინ­და გი­ორ­გი­სა და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ეკ­ლე­სი­ე­ბი და სოფ­ლე­ბის ხა­ი­ში­სა და ტო­ბა­რის სა­საფ­ლა­ო­ე­ბი.

- რაც შე­ე­ხე­ბა ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცავს, ხდე­ბა თუ არა მისი პე­რი­ო­დუ­ლი შე­კე­თე­ბა, გაწ­მენ­და?

- რაც შე­ე­ხე­ბა ჟინ­ვა­ლი­ჰე­სის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს, ისი­ნი გეგ­მა­ზო­მი­ე­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­რე­მონტდა მი­წის­ქვე­შა წნე­ვი­ა­ნი ნა­კა­დის გამ­ტა­რი 628 მეტ­რი სიგ­რძის გვი­რა­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა წყლის მი­წო­დე­ბა 36,7 კმ მან­ძილ­ზე, სა­ლე­ქარ მო­ედ­ნებ­ზე და შემ­დეგ სა­გუ­რა­მოს წყალ­სა­ქაჩ­ზე, თბი­ლი­სი­სა და მცხე­თის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მიზ­ნით, ასე­ვე, მდი­ნა­რე იო­რის დაბ­ლო­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბის მო­სარ­წყა­ვად...

ფოტო: სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლი, ივა ჩი­ტა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იოსები
1

მანდატურთუხუცესი "ჭიაბერი"- არის შოთა რუსთველი, შოთა ივანესძე ორბელი ბაგრატიონი - კლარჯ ხელმწიფეთა შთამომავალი.......იხ. .......

ია
2

ვინმემ იცის რომელ დღეებშია შესაძლო ამ ეკლესიის ნახვა? რამოდენიმე წლის წინ ვიყავი, თუმცა დრო დამავიწყდა.

მადლობა წინასწარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ქალაქის საიდუმლო...

ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ქალაქის საიდუმლო...

ჟინვალის წყალსაცავი საქართველოს მასშტაბით წყალსაცავებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ის თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგებაში სერიოზულ როლს თამაშობს.

რა უძღვოდა მის აშენებას წინ, რატომ გახდა საჭირო მის დასაგუბებლად დუშეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის წყალქვეშ მოქცევა - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელ ექსპერტს ირაკლი მიქაძეს მივმართეთ:

"ჟინვალის წყალსაცავი მართლაც ყველაზე ახალგაზრდაა საქართველოში, რომელსაც კომპლექსური ფუნქცია აკისრია: ჰიდროელექტროსადგურის – ზაფხულის მარეგულირებელისა და ქალაქების, თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების.

1971 წელს სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე დაიწყო ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა და სოფელი დატბორვის ზონაში მოექცა. ამის გამო, სოფელ ჟინვალის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაასახლეს ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს სოფლების – არანისისა და ბიჩნიგაურთკარს შორის, მცირე ნაწილი - სოფელ ჩინთის მახლობლად.

ამ წყალსაცავის შექმნის უპირველესი მიზანი ჰესის მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მდგომარეობდა. წყალსაცავი ასრულებს მდინარე არაგვის ზაფხულის რეგულირების ფუნქციას, ქალაქების თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების უზრუნველყოფა მეორადია, რადგან თბილისსა და მცხეთას წყალმომარაგების სხვა ვარიანტებიც აქვს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმჯობესია მოსახლეობის წყალმომარაგება მიწისქვეშა წყლების საშუალებით განხორციელდეს, ხოლო ზედაპირული წყლებით იმ შემთხვევაში, როცა სხვა საშუალება არ არსებობს. მიწისქვეშა წყლებით წყალმომარაგებას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან დაცულია როგორც დაბინძურებისაგან, ასევე, საომარი მოქმედებების დროსაც.

- ამბობენ, რომ 2008 წლის ომის დროს სერიოზული საფრთხე არსებობდა, რომ ეს ობიექტი რუსებს დაებომბათ...

- წარმოიდგინეთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს რომ დაებომბათ ჟინვალის ჰესი, ასეთ შემთხვევაში, თბილისი არა მარტო ელექტროენერგიის, არამედ, წყალმომარაგების გარეშეც დარჩებოდა.

- მეცნიერულად, გეოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რამდენად სწორად არის აღნიშნული წყალსაცავისთვის ადგილი შერჩეული?

- რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის ადგილმდებარეობის შერჩევას, ეს კომპლექსური საკითხია და ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებენ: მდინარის ჰიდროლოგიურ პარამეტრებს, ხეობის გეომორფოლოგიას, გეოლოგიას, ეკოლოგიას, ეკონომიკურ მხარეს, ელექტროენერგიის გადაცემისა და წყალმომარაგების ობიექტებამდე მანძილს, წყლის გაფილტვრის პირობებსა და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ჰესის ადგილმდებარეობა პასუხობს ყველა მოთხოვნას.

ამასთან, აუცილებელი პირობაა, მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდეს ტერიტორიის არქეოლოგიური გამოკვლევა. ჟინვალის წყალსაცავის შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაირღვა, რადგან არქეოლოგიური გამოკვლევები და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ერთდროულად, 1971 წელს.

- ცნობილია, რომ წყლის ქვეშ მოექცა წყალქვეშ მოქცეულ სოფელში არსებული ტაძარიც, რომლის გუმბათიც მაშინ ჩნდება, როდესაც წყალსაცავში წყლის დონე იკლებს.

- ცოტა შორიდან დავიწყებ: ისტორიულად, ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, დაბის ტერიტორიაზე ქალაქი XII საუკუნის მე-2 ნახევარში აღმოცენდა, ხოლო დასახლებული პუნქტი გაცილებით ადრე უნდა არსებულიყო. ჟინვალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები. 1971 წელს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი), რომელმაც ფართოდ გაშალა მუშაობა დატბორვის ზონაში. სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის დიდი ნაწილი წყალმა დაფარა.

იმ ადგილას, სადაც დღეს ჟინვალის წყალსაცავია, შუა საუკუნეების მდიდარი, ქართული ქალაქი ჟინვალი მდებარეობდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებითა და სასახლეებით. იქ ცხოვრება პრესტიჟულად მიიჩნეოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭრები მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად გამოჩნდა იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოასახლა. შემდეგ ჟინვალი, თამარმა - დროებით სარგებლობაში მის ერთგულ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს უბოძა. გათხრების დროს, ეკლესიის ქვეშ ჭიაბერ მანდატურთუხუცესის გაძარცვული სამარხი აღმოჩნდა, აკლდამაში ბევრი საინტერესო რამ იყო შემორჩენილი. ჭიაბერის საფლავზე მიმობნეული იყო თამარისდროინდელი 17 მონეტა, რომელიც მანამდე მხოლოდ ორი ცალი იყო მსოფლიოში - ერთი პეტერბურგში, ხოლო მეორე - ინგლისში.

არქეოლოგიური კვლევების მიუხედავად, 7-8 ეკლესია გაუთხრელი დარჩა, წყალმა დაფარა აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღი და სამკაული. ერთ-ერთი ჟინვალის კოშკის ნახევარი მხარე უკვე ჩამონგრეული იყო, როცა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სასმელი წყლის აუზი და ღამის სათევი ოთახები.

- ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

- ტრაგედიაა ასეთი სიმდიდრის წყლით დატბორვა. ჟინვალის კაშხალთან ჩაიძირა მდინარის აქეთ და იქით სანაპიროზე მდებარე ქალაქის ჭიშკარიც და XII საუკუნის "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძარი, რომელიც 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება.

ჟინვალის წყალსაცავი 1984 წლამდე დატბორილი არ ყოფილა, განსხვავებით წალკის წყალსაცავისგან, რომლის დატბორვაც 1947 წლიდან დაიწყო. გარდა ბაზილიკური ტიპის ტაძრისა, იქ ძალიან ბევრი ნანგრევი ჩანს. 80-იან წლებამდე, სანამ ეს ტერიტორია დაიტბორებოდა, "ჯვარიპატიოსნის" ეკლესია დიდი მნიშვნელობის წმიდა სალოცავსა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. ტაძრის წყლისგან გათავისუფლების პერიოდში, მიმდინარეობს მისი კედლების დაშლა. ტაძრის ქვების გამოფიტვის პროცესი იმდენად სწრაფად ხდება, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოიშალოს თაღი, რომელიც ბაზილიკურ ტაძარს ჯერ კიდევ თავზე ადგას.

აღსანიშნავია, რომ "ჯვარიპატიოსნის" ეკლესიის იდენტური ტაძარი ამ ტერიტორიის სიახლოვეს აშენდა, რომელიც ამჟამად მოქმედია.

დატბორვის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე საფუძლვლიანი არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. წყალქვეშ სამუშაოების ჩატარება საკმაოდ რთულია, ამიტომ შესაბამისი ორგანიზაციებისა და უწყებების მხრიდან მათი კვლევა ტაძრების წყლისგან გათავისუფლების პერიოდში უნდა მოხდეს. ამასთან, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შეძლოს მათი მონახულება, რადგან წლების შემდეგ, როდესაც წყალსაცავი ამოივსება მდინარის ნატანი მასალით, იგი ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კი შლამში ჩაიძირება.

- მოსახლეობას არ გაუპროტესტებია ტაძრის წყალში მოქცევა?

- როგორ არა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და საზოგადოებამ, წყალსაცავის მშენებლობას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, დიდი პოლემიკა გაიმართა მაშინდელ პრესის ფურცლებზეც. მოსახლეობა განსაკუთრებით განიცდიდა "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძრისა და სასაფლაოების დატბორვას. ტაძარი ვერ გადაარჩინეს, ხოლო სასაფლაოები გადაიტანეს. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში გადაწყვეტილებებს იღებდა საკავშირო მთავრობა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება სრულად ემორჩილებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც მრავლად არიან ე.წ. "ტექნოკრატები", რომლებიც პირველ რიგში უწყებრივი ინტერესებიდან გამოდიან და მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ ეკოლოგიურ და სოციალურ-კულტურულ ფასეულობებს.

ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას მდინარე ენგურის ხეობაში, სადაც განზრახულია ჰესების კასკადის მშენებლობა. ხუდონჰესის პროექტის გამო ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ბლოკირებულ იქნა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, როგორც მშენებლობა, რომელიც შეიცავს ეკოლოგიური კატასტროფის მაღალ რისკს და მოითხოვს რამდენიმე სოფლის (ხაიშის, გაღმა ხაიშის, ტობარის, დაკარის, ლუხის, ლაჯარის, ქვედა წვირმინდისა და დალალხორალის) გადასახლებას. გარდა ამისა, დაიტბორება წმინდა გიორგისა და ანდრია პირველწოდებულის ეკლესიები და სოფლების ხაიშისა და ტობარის სასაფლაოები.

- რაც შეეხება ჟინვალის წყალსაცავს, ხდება თუ არა მისი პერიოდული შეკეთება, გაწმენდა?

- რაც შეეხება ჟინვალიჰესის სარემონტო სამუშაოებს, ისინი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, გარემონტდა მიწისქვეშა წნევიანი ნაკადის გამტარი 628 მეტრი სიგრძის გვირაბი, რომლის საშუალებით ხდება წყლის მიწოდება 36,7 კმ მანძილზე, სალექარ მოედნებზე და შემდეგ საგურამოს წყალსაქაჩზე, თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების მიზნით, ასევე, მდინარე იორის დაბლობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად...

ფოტო: სერგო ედიშერაშვილი, ივა ჩიტაური