პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელის ქართულ ღვინოს რუსული ემბარგოს შემთხვევაში: ალტერნატიული ბაზრები და მეღვინეები მოსალოდნელ სირთულეებზე
რა ელის ქართულ ღვინოს რუსული ემბარგოს შემთხვევაში: ალტერნატიული ბაზრები და მეღვინეები მოსალოდნელ სირთულეებზე

და­უ­წე­სებს თუ არა რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო ემ­ბარ­გოს, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის, თუმ­ცა რო­გორ იმოქ­მე­დებს რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გო ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე, მათ შო­რის ღვი­ნის ექ­სპორტზე, ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებს მივ­მარ­თეთ.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას მეღ­ვი­ნე როს­ტომ სე­სი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბა ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მეღ­ვი­ნე­ო­ბა წამ­ყვა­ნი ბიზ­ნე­სია, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა სა­ჭი­რო გახ­დე­ბა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ბა­ზა­რი იყო, მაგ­რამ მეღ­ვი­ნე­ებ­მა რუ­სე­თის გამო ისი­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩრდილ­ში მო­აქ­ცი­ეს, რაც ვფიქ­რობ რომ ცუ­დია.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ძი­რი­თა­დად გა­დის უკ­რა­ი­ნა­ში, ბე­ლო­რუს­ში, აშშ-ში, ჩი­ნეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ყა­ზა­ხე­თი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ბა­ზა­რია, მაგ­რამ აქ ნუს­ხი­დან პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი ლი­დე­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნეთს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ეს ქვე­ყა­ნა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ცი­ის­თვის უზარ­მა­ზა­რი ბა­ზა­რია. ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­ლე­ბი ღვი­ნის, მით უმე­ტეს, წი­თე­ლი ღვი­ნის სმას მი­ეჩ­ვივ­ნენ. წი­თე­ლი ღვი­ნო კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა და ვფიქ­რობ, მსოფ­ლი­ო­შიც", - ამ­ბობს როს­ტომ სე­სი­აშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბის ფასს ბა­ზა­რი ად­გენს:

"რაც შე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს როლს, ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი ად­გი­ლი გან­სა­ზღვრუ­ლია სუბ­სი­დი­ის ჭრილ­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს სუბ­სი­დი­რე­ბით ეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც წელს არ ვიცი რო­გორ იყო, მაგ­რამ გა­სულ წლებ­ში წი­თელ ყუ­რძენ­ზე 15 თეთ­რი იყო, თეთრზე კი 25. ასე­ვე არის სა­ხელ­მწი­ფო ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც ჭარბ ყუ­რძენს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში ით­ვი­სებს და თა­ვი­სი რე­სურ­სე­ბით რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკე­თებს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გო ყუ­რძნის ფას­ზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. თუმ­ცა კარ­გად გვახ­სოვს შარ­შან­დე­ლი წელი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ბა­ზარ­მა გა­ნა­პი­რო­ბა - ეს იყო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფასი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში და­ფიქ­სირ­და. ამ­ხე­ლა ფასი ქარ­თულ ყუ­რძენს არას­დროს ჰქო­ნია, ეს იყო 3 ლარი და 15 თეთ­რი",- ამ­ბობს როს­ტომ სე­სი­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს, შპს "კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის თქმით, მო­სა­ლოდ­ნე­ლი რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გო სა­სი­ა­მოვ­ნო არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მათი კომ­პა­ნია ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ბაზ­რებს ყო­ველ­თვის ეძებს.

"არ ვფიქ­რობ, რომ ამას ემ­ბარ­გოს სახე ექ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, სა­სი­ხა­რუ­ლო არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბა ჩვენ არც არას­დროს შეგ­ვი­ჩე­რე­ბია და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ. ეს არ არის მხო­ლოდ რუ­სე­თი­სა და ახლო მე­ზობ­ლე­ბის პრობ­ლე­მა და მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ ქარ­თულ ღვი­ნო­ზე არ არის და­ვარ­დნი­ლი, ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­შია ეს პრობ­ლე­მა.

ამ­ჟა­მად ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 15 ქვე­ყა­ნას­თან ვმუ­შა­ობთ, შარ­შან გვქონ­და წარ­მა­ტე­ბა ტა­ი­ლან­დის ბა­ზარ­ზე, წელს რამ­დე­ნი­მე ბა­ზარ­თან ვმუ­შა­ობთ და ვფიქ­რობ, წლის ბო­ლოს კი­დევ ერთ აზი­ურ ბა­ზარ­ზე შე­ვალთ. რუ­სეთ­შიც შეგ­ვაქვს ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია, რამ­დე­ნი­მე კონ­ტრაქ­ტი გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც რუ­სეთ­ში შევ­დი­ვართ", - ამ­ბობს ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბის ფასს ბა­ზა­რი ად­გენს, ეს არის მო­თხოვ­ნი­სა და მი­წო­დე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი ფასი და ის რთვე­ლის პე­რი­ოდ­ში დგინ­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმოქ­მე­დებს თუ არა ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბის ფას­ზე რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გო, აქ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ზო­გა­დად, არც ემ­ბარ­გო გვაქვს და არც ფა­სის და­წე­ვა­ზე ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი, ფასი იქ­ნე­ბა სა­ბაზ­რო, მაგ­რამ თვი­თონ გა­ყიდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ, რომ შარ­შან­დე­ლი ფასი არ იქ­ნე­ბა, ხოლო ემ­ბარ­გოს მო­ლო­დინ­ში წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან გარ­და რუ­სე­თი­სა, არის სხვა ბაზ­რე­ბი და სხვა პრო­დუქ­ცია", - ამ­ბობს ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე.

შპს "წი­ნან­დლის ძვე­ლი მარ­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის, ელ­დარ მილ­დი­ა­ნის თქმით, რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბის ფასი და­ე­ცე­მა.

"ჩვენ ღვი­ნო გაგ­ვაქვს პო­ლო­ნეთ­ში, კა­ნა­და­ში, ჩი­ნეთ­ში და ა.შ. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა რა­ო­დე­ნო­ბის პრო­დუქ­ტი გაგ­ვაქვს და ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებ­ზე ვმუ­შა­ობთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფასს, სა­ხელ­მწი­ფო ად­გენს ფასს, შარ­შან ჩა­ბა­რე­ბის ფასი 3 ლარი და 15 თეთ­რი იყო, წელს იმე­დია ნორ­მა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა, რომ ჩვენც შეგ­ვეძ­ლოს ნორ­მა­ლურ ფა­სად გა­ყიდ­ვა, რად­გან გლეხ­საც ხელი შე­ე­წყოს და ჩვენც", - ამ­ბობს ელ­დარ მილ­დი­ა­ნი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რა ელის ქართულ ღვინოს რუსული ემბარგოს შემთხვევაში: ალტერნატიული ბაზრები და მეღვინეები მოსალოდნელ სირთულეებზე

რა ელის ქართულ ღვინოს რუსული ემბარგოს შემთხვევაში: ალტერნატიული ბაზრები და მეღვინეები მოსალოდნელ სირთულეებზე

დაუწესებს თუ არა რუსეთი საქართველოს სავაჭრო ემბარგოს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა როგორ იმოქმედებს რუსული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინის ექსპორტზე, ამ თემაზე სასაუბროდ სფეროს სპეციალისტებსა და ქართული ღვინის კომპანიებს მივმართეთ.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას მეღვინე როსტომ სესიაშვილი ამბობს, რომ რუსული ემბარგოს დაწესება ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ მეღვინეობა წამყვანი ბიზნესია, ალტერნატიული ბაზრების მოძიება საჭირო გახდება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალტერნატიული ბაზარი იყო, მაგრამ მეღვინეებმა რუსეთის გამო ისინი მეტ-ნაკლებად ჩრდილში მოაქციეს, რაც ვფიქრობ რომ ცუდია.

ქართული ღვინო ძირითადად გადის უკრაინაში, ბელორუსში, აშშ-ში, ჩინეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ყაზახეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია, მაგრამ აქ ნუსხიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნები ლიდერობენ.

რაც შეეხება ჩინეთს, მოგეხსენებათ ეს ქვეყანა ნებისმიერი პროდუქციისთვის უზარმაზარი ბაზარია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინელები ღვინის, მით უმეტეს, წითელი ღვინის სმას მიეჩვივნენ. წითელი ღვინო კი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ვფიქრობ, მსოფლიოშიც", - ამბობს როსტომ სესიაშვილი.

მისი თქმით, ყურძნის ჩაბარების ფასს ბაზარი ადგენს:

"რაც შეხება სახელმწიფოს როლს, ამ შემთხვევაში მისი ადგილი განსაზღვრულია სუბსიდიის ჭრილში, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კერძო კომპანიებს სუბსიდირებით ეხმარება, რომელიც წელს არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ გასულ წლებში წითელ ყურძენზე 15 თეთრი იყო, თეთრზე კი 25. ასევე არის სახელმწიფო ქარხანა, რომელიც ჭარბ ყურძენს საბაზრო ღირებულებაში ითვისებს და თავისი რესურსებით რეალიზაციას უკეთებს.

სავარაუდოდ, რუსული ემბარგო ყურძნის ფასზე გავლენას მოახდენს. თუმცა კარგად გვახსოვს შარშანდელი წელი, რომელიც რუსეთის ბაზარმა განაპირობა - ეს იყო ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც ისტორიაში დაფიქსირდა. ამხელა ფასი ქართულ ყურძენს არასდროს ჰქონია, ეს იყო 3 ლარი და 15 თეთრი",- ამბობს როსტომ სესიაშვილი.

რაც შეეხება თავად ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" გენერალური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მოსალოდნელი რუსული ემბარგო სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ მათი კომპანია ალტერნატიულ ბაზრებს ყოველთვის ეძებს.

"არ ვფიქრობ, რომ ამას ემბარგოს სახე ექნება, რა თქმა უნდა, სასიხარულო არ იქნება, მაგრამ ალტერნატიული ბაზრების მოძიება ჩვენ არც არასდროს შეგვიჩერებია და ყველა ქვეყანაში აქტიურად ვმუშაობთ. ეს არ არის მხოლოდ რუსეთისა და ახლო მეზობლების პრობლემა და მსყიდველუნარიანობა მხოლოდ ქართულ ღვინოზე არ არის დავარდნილი, ზოგადად მსოფლიოშია ეს პრობლემა.

ამჟამად ჩვენ დაახლოებით 15 ქვეყანასთან ვმუშაობთ, შარშან გვქონდა წარმატება ტაილანდის ბაზარზე, წელს რამდენიმე ბაზართან ვმუშაობთ და ვფიქრობ, წლის ბოლოს კიდევ ერთ აზიურ ბაზარზე შევალთ. რუსეთშიც შეგვაქვს ჩვენი პროდუქცია, რამდენიმე კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული, რისი მეშვეობითაც რუსეთში შევდივართ", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

მისივე თქმით, ყურძნის ჩაბარების ფასს ბაზარი ადგენს, ეს არის მოთხოვნისა და მიწოდების შუალედური ფასი და ის რთველის პერიოდში დგინდება.

"რაც შეეხება იმოქმედებს თუ არა ყურძნის ჩაბარების ფასზე რუსული ემბარგო, აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ზოგადად, არც ემბარგო გვაქვს და არც ფასის დაწევაზე ყოფილა საუბარი, ფასი იქნება საბაზრო, მაგრამ თვითონ გაყიდვებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შარშანდელი ფასი არ იქნება, ხოლო ემბარგოს მოლოდინში წინასწარ პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, ვინაიდან გარდა რუსეთისა, არის სხვა ბაზრები და სხვა პროდუქცია", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

შპს "წინანდლის ძველი მარნის" დამფუძნებელის, ელდარ მილდიანის თქმით, რუსული ემბარგოს დაწესების შემთხვევაში ყურძნის ჩაბარების ფასი დაეცემა.

"ჩვენ ღვინო გაგვაქვს პოლონეთში, კანადაში, ჩინეთში და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რაოდენობის პროდუქტი გაგვაქვს და ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ალტერნატიულ გზებზე ვმუშაობთ.

რაც შეეხება ფასს, სახელმწიფო ადგენს ფასს, შარშან ჩაბარების ფასი 3 ლარი და 15 თეთრი იყო, წელს იმედია ნორმალური ფასი იქნება, რომ ჩვენც შეგვეძლოს ნორმალურ ფასად გაყიდვა, რადგან გლეხსაც ხელი შეეწყოს და ჩვენც", - ამბობს ელდარ მილდიანი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია