კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ქარ­თველ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ რა­ა­ნა­ნა­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში გა­ი­მარ­ჯვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რი­ზო ფონ­დი 125 ათა­სი დო­ლა­რი იყო.

ქარ­თველ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში 180-ე ად­გილს იკა­ვებს, ზე­დი­ზედ და­ა­მარ­ცხა ავ­სტრი­ე­ლი, სლო­ვე­ნი­ე­ლი, რუსი და მოლ­დო­ვე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი, ფი­ნალ­ში კი სლო­ვაკ ლუ­კაშ ლაც­კოს სძლია - 4:6, 6:4, 6:3. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნალ­ში მისი მე­ტო­ქე, ლუ­კაშ ლაც­კო მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში 99-ეა. ამ გა­მარ­ჯვე­ბით ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მთა­ვარ პრიზ­თან ერ­თად (18 ათა­სი აშშ დო­ლა­რი) 110 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლაც მო­ი­პო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ქალაქ რაანანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი იყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 180-ე ადგილს იკავებს, ზედიზედ დაამარცხა ავსტრიელი, სლოვენიელი, რუსი და მოლდოველი მეტოქეები, ფინალში კი სლოვაკ ლუკაშ ლაცკოს სძლია - 4:6, 6:4, 6:3. აღსანიშნავია, რომ ფინალში მისი მეტოქე, ლუკაშ ლაცკო მსოფლიო რეიტინგში 99-ეა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა მთავარ პრიზთან ერთად (18 ათასი აშშ დოლარი) 110 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია