პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქისტური ტრადიციები - ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს და მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''
ქისტური ტრადიციები - ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს და მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''

ბავ­შვო­ბა­ში ქის­ტი ქარ­თვე­ლუ­რი ტო­მე­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­გო­ნა. ისე, რო­გორც მეგ­რე­ლი, ლაზი, ხევ­სუ­რი, აჭა­რე­ლი. არ მახ­სოვს, ეს აზრი ვა­ჟას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა, თუ მა­ნამ­დე... ასეა თუ ისე, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­სუ­ლი პი­რა­დად შევ­ხვდი ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ ქარ­თუ­ლად, თუმ­ცა როცა მათ გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე და მათი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მო­ვის­მი­ნე, დავ­რწმუნ­დი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვა­ი­ნა­ხუ­რი ტო­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გვა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა "შვი­ლით" მთავ­რდე­ბა, პას­პორ­ტში კი ეროვ­ნე­ბა ქის­ტი უწე­რი­ათ. ეს ხალ­ხი კარ­გად იც­ნობს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ მათ­თან, თუმ­ცა ქარ­თვე­ლე­ბის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ხა­სი­ა­თი აქვთ. რო­გორც მუს­ლი­მებს ჩვე­ვი­ათ, დღემ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ებს. კავ­კა­სი­უ­რი ოჯა­ხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბის ადა­თი ქის­ტებ­თან დღემ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლია. რა თა­ვი­სუ­ბუ­რე­ბე­ბი და უც­ნა­უ­რო­ბე­ბი აქვს ქის­ტურ ოჯა­ხებს, ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი ქის­ტე­ბი გვი­ამ­ბო­ბენ.

ლია მარ­გოშ­ვი­ლი, ქის­ტი, პან­კი­სის ხე­ო­ბის მკვიდ­რი:

- რო­გორც კი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მო­მი­ტა­ცეს. თუ ბიჭს გოგო მო­ე­წო­ნე­ბა, მო­ტა­ცე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. თუ გო­გოს არ უნდა და საქმროს­თან არ დარ­ჩა, მისი წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ბი­ჭის გვა­რის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "ფეხ­ზე დად­გე­ბა", რად­გან ქა­ლის პრო­ტეს­ტი მათ და­წუ­ნე­ბა­სა და სირ­ცხვილს ნიშ­ნავს. ამი­ტომ უყ­ვარს თუ არ უყ­ვარს, მა­ინც უნდა დარ­ჩეს, სა­ერ­თო საქ­მის­თვის ასე ჯო­ბია.

- პა­ტარ­ძა­ლი რო­გორ იქ­ცე­ვა?

- მას გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­რი­დე­ბა მარ­თებს ქმრის ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე დღე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს. თუ დე­დამ­თი­ლი ან ქმრის რო­მე­ლი­მე ნა­თე­სა­ვი პა­ტარ­ძლის "ალა­პა­რა­კე­ბას" მო­ი­სურ­ვებს, უნდა უთხრას: წყა­ლი მო­მი­ტა­ნეო, როცა და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლებს, ყურ­ში ეტყვის, მე თუ არ და­გა­ფა­სე, ღმერ­თმა და­გა­ფა­სო­სო. ამის შემ­დეგ ჯერ იმას­თან შე­უძ­ლია ლა­პა­რა­კი, ვი­საც წყა­ლი მი­უ­ტა­ნა, შემ­დეგ კი თან­და­თან "ქმა­რე­უ­ლებ­შიც" ში­ნა­ურ­დე­ბა.

- ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი დღემ­დე მოქ­მე­დებს?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი ქის­ტი პა­ტარ­ძა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ასე მო­იქ­ცეს.

- სი­ძეც ასე იქ­ცე­ვა, თუ ის უფრო თა­მა­მია "ცო­ლე­უ­რებ­ში"?

- არა, უფრო თა­მა­მია, თუმ­ცა რა­ღაც შე­ზღუდ­ვე­ბი მის­თვი­საც არ­სე­ბობს.

- რო­გორც ვიცი, ქისტ მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ცო­ლის ყო­ლის უფ­ლე­ბა აქვს...

- დიახ, შე­უძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად ოთხი ცოლი ჰყავ­დეს, თუ მათი შე­ნახ­ვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს. მათ შო­რის გა­ნა­თხო­ვა­რი და გა­მო­შო­რე­ბუ­ლი ქა­ლის მოყ­ვა­ნის უფ­ლე­ბაც აქვთ.

- ოთხი­ვე ცოლი ერთ სახ­ლში ჰყავს თუ ცალ-ცალ­კე?

- ვის რო­გორც შე­უძ­ლია, ჩემს ახ­ლო­ბელს ჰყავს ოთხი ცოლი, ოთხი­ვე ერთ სახ­ლში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ქისტური ტრადიციები - ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს და მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''

ქისტური ტრადიციები - ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს და მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''

ბავშვობაში ქისტი ქართველური ტომების ერთ-ერთი წარმომადგენელი მეგონა. ისე, როგორც მეგრელი, ლაზი, ხევსური, აჭარელი. არ მახსოვს, ეს აზრი ვაჟას ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა, თუ მანამდე... ასეა თუ ისე, პანკისის ხეობაში ჩასული პირადად შევხვდი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა როცა მათ გამოველაპარაკე და მათი ტრადიციების შესახებ მოვისმინე, დავრწმუნდი, რომ ქართველები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაინახური ტომის წარმომადგენელთა გვარების უმეტესობა ''შვილით'' მთავრდება, პასპორტში კი ეროვნება ქისტი უწერიათ. ეს ხალხი კარგად იცნობს ქართულ ტრადიციებს და ახლო ურთიერთობა აქვთ მათთან, თუმცა ქართველებისგან მკვეთრად განსხვავებული ტრადიციები და ხასიათი აქვთ. როგორც მუსლიმებს ჩვევიათ, დღემდე ინარჩუნებენ უძველეს ტრადიციებს. კავკასიური ოჯახისთვის დამახასიათებელი უფროს-უმცროსობის ადათი ქისტებთან დღემდე შემონახულია. რა თავისუბურებები და უცნაურობები აქვს ქისტურ ოჯახებს, ამის შესახებ ადგილობრივი ქისტები გვიამბობენ.

ლია მარგოშვილი, ქისტი, პანკისის ხეობის მკვიდრი:

- როგორც კი სკოლა დავამთავრე, მომიტაცეს. თუ ბიჭს გოგო მოეწონება, მოტაცება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ გოგოს არ უნდა და საქმროსთან არ დარჩა, მისი წასვლის შემთხვევაში, ბიჭის გვარის ყველა წარმომადგენელი ''ფეხზე დადგება'', რადგან ქალის პროტესტი მათ დაწუნებასა და სირცხვილს ნიშნავს. ამიტომ უყვარს თუ არ უყვარს, მაინც უნდა დარჩეს, საერთო საქმისთვის ასე ჯობია.

- პატარძალი როგორ იქცევა?

- მას გარკვეული ხნის განმავლობაში მორიდება მართებს ქმრის ნათესავებთან ურთიერთობაში. რამდენიმე დღე საერთოდ არ ლაპარაკობს. თუ დედამთილი ან ქმრის რომელიმე ნათესავი პატარძლის ''ალაპარაკებას'' მოისურვებს, უნდა უთხრას: წყალი მომიტანეო, როცა დავალებას შეასრულებს, ყურში ეტყვის, მე თუ არ დაგაფასე, ღმერთმა დაგაფასოსო. ამის შემდეგ ჯერ იმასთან შეუძლია ლაპარაკი, ვისაც წყალი მიუტანა, შემდეგ კი თანდათან ''ქმარეულებშიც'' შინაურდება.

- ეს ტრადიციები დღემდე მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, ყველა ახალმოყვანილი ქისტი პატარძალი ვალდებულია ასე მოიქცეს.

- სიძეც ასე იქცევა, თუ ის უფრო თამამია ''ცოლეურებში''?

- არა, უფრო თამამია, თუმცა რაღაც შეზღუდვები მისთვისაც არსებობს.

- როგორც ვიცი, ქისტ მამაკაცს რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება აქვს...

- დიახ, შეუძლია ერთდროულად ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ მათი შენახვის მატერიალური საშუალება აქვს. მათ შორის განათხოვარი და გამოშორებული ქალის მოყვანის უფლებაც აქვთ.

- ოთხივე ცოლი ერთ სახლში ჰყავს თუ ცალ-ცალკე?

- ვის როგორც შეუძლია, ჩემს ახლობელს ჰყავს ოთხი ცოლი, ოთხივე ერთ სახლში.

გაგრძელება

"საპატიო თბილისელის" წოდება გურამ დოჩანაშვილს და ცხრა ექიმს მიენიჭა - ფოტოები უჩვეულო "თბილისობის" საღამოდან

"ასე მგონია, ახლაც გვეხუმრება და სადაცაა გამოჩნდება" - 61 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელვაჩაურში, მდინარეში ეძებენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია

"მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის" - ძალოსნობის ფედერაცია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო მწუხარებას გამოთქვამს