მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი - მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა
რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი - მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა

უკ­რა­ი­ნა­ში უკვე არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი იბ­რძვის. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენს ომებ­ში და­ღუ­პულ ბი­ჭებ­თან ერ­თად, უკვე უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის და­ტი­რე­ბაც გვი­წევს, თუმ­ცა ისი­ნი, ვინც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბრძო­ლაც არის. უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქმდე­ბე­ბის დროს, კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა. ალე­კო გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, ლუ­განსკის ოლ­ქში, ტე­რო­რის­ტებ­თან შე­ტა­კე­ბა­ში მა­შინ მოჰ­ყვა, რო­დე­საც ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ესხნენ თავს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ობი­ექტს მო­ხა­ლი­სე­ე­ბი იცავ­დნენ. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მისი ქარ­თვე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი აცხა­დებს, ალე­კო ქა­ლაქ სჩას­ტე­ში იყო და ად­გი­ლობ­რი­ვებს ინ­სტრუქ­ტაჟს უტა­რებ­და. შე­ტა­კე­ბა, რომ­ლის დრო­საც ალე­კოს­თან ერ­თად კი­დევ ერთი უკ­რა­ი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა, ლა­მის მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და...

ირაკ­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო:

- ალე­კო ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო. ად­გი­ლობ­რი­ვებს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­და. პრო­ფე­სი­ით სამ­ხედ­რო - მე-3 ბრი­გა­დის G2 სერ­ჯან­ტი იყო. მერე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან წა­მო­ვი­და და უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მო­ვი­და, სა­დაც სამ­ხედ­რო­ებს წვრთნი­და. აქა­უ­რე­ბის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს... უკ­რა­ი­ნუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის "აი­და­რის" წევ­რი იყო... ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ომში მი­დის, თა­ნაც ბრძო­ლის წინა ხაზ­ზეა, იმა­ზეც ფიქ­რობს, რომ შე­იძ­ლე­ბა ტყვია მა­საც მოხ­ვდეს. სიკ­ვდილ­ზე ყვე­ლას გვაქვს ნა­ფიქ­რი. თუმ­ცა, მა­ინც ძნე­ლია, რო­დე­საც მე­გო­ბარს კარ­გავ.

მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. ასეთ თე­მებ­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბი არ ვლა­პა­რა­კობთ, მით უფრო, რომ ალე­კო ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, ალ­ბათ ორი თვე იქ­ნე­ბა რაც უკ­რა­ი­ნა­შია, მაგ­რამ ბი­ჭე­ბის­გან ვიცი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა არ ჰქონ­და, მისი ოჯა­ხი თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და... თა­ვის საქ­მე­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ცუ­დია, რომ ასებ­თი ტო­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს, თუმ­ცა ალე­კო, აქ ჩვენს გვერ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­საც იცავ­და.

- ლუ­განსკის ოლ­ქის იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ალე­კო და­ი­ღუ­პა, ომის წინა ხაზი გა­დის?

- ახლა აქ ყველ­გან ლა­მის წინა ხა­ზია... ძა­ლი­ან მძი­მე ღამე გვქონ­და და სა­ერ­თოდ, მძი­მე დღე­ე­ბი გვაქვს, რად­გან მთე­ლი ფრონ­ტის ხაზ­ზე სა­დაზ­ვერ­ვო დი­ვერ­სი­ულ ჯგუ­ფებ­თან შე­ტა­კე­ბე­ბი მუდ­მი­ვად ხდე­ბა. რუ­სე­თი ისევ გა­ნაგ­რძობს სე­პა­რა­ტის­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და დახ­მა­რე­ბას.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი - მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა

რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი - მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა

უკრაინაში უკვე არაერთი ქართველი იბრძვის. სამწუხაროა, რომ ჩვენს ომებში დაღუპულ ბიჭებთან ერთად, უკვე უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების დატირებაც გვიწევს, თუმცა ისინი, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ამბობენ, რომ ეს საქართველოსთვის ბრძოლაც არის. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებების დროს, კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ალეკო გრიგოლაშვილი, ლუგანსკის ოლქში, ტერორისტებთან შეტაკებაში მაშინ მოჰყვა, როდესაც ისინი საავადმყოფოს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს მოხალისეები იცავდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში მისი ქართველი თანამებრძოლი აცხადებს, ალეკო ქალაქ სჩასტეში იყო და ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს უტარებდა. შეტაკება, რომლის დროსაც ალეკოსთან ერთად კიდევ ერთი უკრაინელი დაიღუპა, ლამის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა...

ირაკლი, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო:

- ალეკო ახალი ჩამოსული იყო. ადგილობრივებს თავის გამოცდილებას უზიარებდა. პროფესიით სამხედრო - მე-3 ბრიგადის G2 სერჯანტი იყო. მერე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წამოვიდა და უკრაინაში ჩამოვიდა, სადაც სამხედროებს წვრთნიდა. აქაურებისთვის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს... უკრაინული ბატალიონის "აიდარის" წევრი იყო... ძალიან დამწყდა გული, როდესაც ადამიანი ომში მიდის, თანაც ბრძოლის წინა ხაზზეა, იმაზეც ფიქრობს, რომ შეიძლება ტყვია მასაც მოხვდეს. სიკვდილზე ყველას გვაქვს ნაფიქრი. თუმცა, მაინც ძნელია, როდესაც მეგობარს კარგავ.

მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ასეთ თემებზე სამხედროები არ ვლაპარაკობთ, მით უფრო, რომ ალეკო ახალი ჩამოსული იყო, ალბათ ორი თვე იქნება რაც უკრაინაშია, მაგრამ ბიჭებისგან ვიცი, რომ მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა, მისი ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობდა... თავის საქმეში პროფესიონალი იყო, ცუდია, რომ ასებთი ტოვებენ საქართველოს, თუმცა ალეკო, აქ ჩვენს გვერდით, საქართველოსაც იცავდა.

- ლუგანსკის ოლქის იმ ქალაქში, სადაც ალეკო დაიღუპა, ომის წინა ხაზი გადის?

- ახლა აქ ყველგან ლამის წინა ხაზია... ძალიან მძიმე ღამე გვქონდა და საერთოდ, მძიმე დღეები გვაქვს, რადგან მთელი ფრონტის ხაზზე სადაზვერვო დივერსიულ ჯგუფებთან შეტაკებები მუდმივად ხდება. რუსეთი ისევ განაგრძობს სეპარატისტების შეიარაღებასა და დახმარებას.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია