კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანების მიერ შვილებისთვის დატოვებული წერილები და ანდერძები
ცნობილი ადამიანების მიერ შვილებისთვის დატოვებული წერილები და ანდერძები

მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლა მა­რა­დი­უ­ლი თე­მაა - წინა თა­ო­ბას არას­დროს მოს­წონს ახა­ლი თა­ო­ბის ნა­მოქ­მე­და­რი. ასე იყო ად­რეც და ასეა ახ­ლაც, თუმ­ცა მა­მე­ბი, თა­ვის სათ­ქმელს ყო­ველ­თვის მა­ინც ამ­ბო­ბენ და შვი­ლებს ზოგ­ჯერ ან­დერ­ძად, ზოგ­ჯერ და­რი­გე­ბად, შე­გო­ნე­ბად უტო­ვე­ბენ, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა, თუ გნე­ბავთ, კა­ნო­ნიც კი.

Ambebi.ge ასეთ ოთხ "წე­რილ-ან­დერძს" გთა­ვა­ზობთ, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო კლა­სი­კო­სებს ეკუთ­ვნით და სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი­სად­მია მი­წე­რი­ლი.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია - "წე­რი­ლი ვა­ჟი­სად­მი":

"მე სულ მგო­ნია, როცა შენს ახ­ლოს არა ვარ, შენ ჭკვი­ა­ნად იქ­ნე­ბი. მე, ერ­თის მხრით, გული მტკი­ვა, რომ შენი ბავ­შვო­ბა თავ­დე­ბა. მე­ო­რეს მხრით, მი­ხა­რია, რომ შენ სა­და­ცაა, ყვე­ლა ჩემს სურ­ვილს გა­ი­გებ და მალე მხარ­ში ამო­მიდ­გე­ბი. ალ­ბათ, შენ­თვის და­მი­წე­რია (თუ მი­თარ­გმნია) მე ჰო­მე­რო­სის სი­ტყვე­ბი: "ზევსს გე­ფი­ცე­ბი, აგე­ლაი, ზევსს და მა­მა­ჩე­მის ტკი­ვი­ლებს". ჩვენ ვცხოვ­რობთ ძლი­ერ სე­რი­ო­ზულ დრო­ში და აწი, დროა, შენ სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დო, რათა შეძ­ლო, გახ­დე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი. გზა­ში მე გა­და­ვი­კი­თხე შენი საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. ყვე­ლა­ნი უკვე სიყრმი­დან­ვე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ დიდი ამ­ბე­ბი­სათ­ვის. გახ­სოვ­დეს, ეს ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყენ­ზე მო­სა­წყე­ნია, თუ ადა­მი­ა­ნი არ იწ­ვის რა­ი­მე მა­ღა­ლი და ზე­აღმტა­ცი ამ­ბე­ბი­სათ­ვის. ამის გა­რე­შე სხვა ყვე­ლა­ფე­რი ემ­სგავ­სე­ბა იმ სა­ცო­დავ და უში­ნა­არ­სო ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც ეწე­ვი­ან ხოლ­მე მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. თუნ­დაც ჩემი გამ­წა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდე­ე­ბის მო­ლაშ­ქრედ არ წარ­მო­მედ­გი­ნა ჩემი თავი, ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ­დი იმ ქა­რიშ­ხლებს, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნაც ასე თუ ისე შევ­ძე­ლი.

შენი მა­მი­კო. 1955 წელი".

პ.ს. ქარ­თვე­ლი კაცი, მი­თუ­მე­ტეს ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს თა­ვის ერს და სამ­შობ­ლოს, არ უნდა მო­დი­ო­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში ერის ინ­ტე­რე­სებ­თან, უნდა იღწ­ვო­დეს მხო­ლოდ ერის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არ უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სხვა ათას­ნა­ირ "ჭეშ­მა­რი­ტე­ბას!" მა­შინ ხარ ბრძენ­კა­ციც და მხო­ლოდ ამას ჰქვია ერის­კა­ცო­ბაც, სხვას კი არა­ფერს!

ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის წე­რი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი­სად­მი:

"ჩემო გო­გო­ნა!

ახლა ღა­მეა. შობა ღამე. ჩემს პა­ტა­რა ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში ყვე­ლა უაბ­ჯრო მე­ცი­ხოვ­ნემ ძილს მის­ცა თავი. სძი­ნავს შენს და-ძმას. დე­და­შენ­საც კი ჩა­ე­ძი­ნა. შენ ისე შორს ხარ ჩემ­გან,… მაგ­რამ დაე, თვა­ლის­ჩი­ნი წა­მერ­თვას, თუ ახ­ლაც, ამ წუთს, შენს სუ­რათს არ ვუმ­ზერ­დე. ის აქ არის, მა­გი­და­ზე, ჩემს გულ­თან ახ­ლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპ­რულ პა­რიზ­ში. ელი­სეს მინ­დვ­რე­ბის თე­ატ­რში. დი­დე­ბულ სცე­ნა­ზე ცეკ­ვავ. ხომ კარ­გად ვიცი ეს, მაგ­რამ მა­ინც, წყნა­რი ღა­მის მდუ­მა­რე­ბა­ში თით­ქოს ცხა­დად ჩა­მეს­მის შენი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა. ვხე­დავ შენს თვა­ლებს, ზამ­თრის ცაზე გაბ­ნე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი­ვით რომ კი­ა­ფო­ბენ. ვიცი, ამ ლა­მაზ სპექ­ტაკლში ხა­ნის­გან და­ტყვე­ვე­ბუ­ლი სპარ­სე­ლი მზე­თუ­ნა­ხა­ვის როლს ას­რუ­ლებ. იყა­ვი მზე­თუ­ნა­ხა­ვი და იცეკ­ვე. იყა­ვი ვარ­სკვლა­ვი და იკაშ­კა­შე. მაგ­რამ თუკი მა­ყუ­რებ­ლის მად­ლო­ბამ და აღ­ტა­ცე­ბამ და­გათ­როს, თუ მორ­თმე­უ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის სურ­ნე­ლე­ბამ თავ­ბრუ და­გას­ხას, გან­მარ­ტოვ­დი სად­მე კუ­თხე­ში და ჩემი წე­რი­ლი წა­ი­კი­თხე, ყური მი­უგ­დე მა­მა­შე­ნის ხმას. მე მა­მა­შე­ნი ვარ ჯე­რალ­დი­ნა! მე ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი ვარ, ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი!

იცი კი, რამ­დენ­ჯერ დამ­თე­ნე­ბია შენს სას­თუ­მალ­თან? სულ პა­წია ზღაპ­რებს გიყ­ვე­ბო­დი! ხან მძი­ნა­რი მზე­თუ­ნა­ხა­ვი­სას, ხან ბო­რო­ტი გვე­ლე­შა­პი­სას. ხოლო როცა ჩემს ბე­ბერ თვა­ლებს ძილი წა­მო­ე­პა­რე­ბო­და, დავ­ცი­ნო­დი მას და ასე ვე­უბ­ნე­ბო­დი: "გამ­შორ­დი!" მე ჩემი გო­გოს ოც­ნე­ბე­ბი მეზ­მა­ნე­ბი­ან! მე ვხე­დავ­დი შენს ოც­ნე­ბებს, ჯე­რალ­დი­ნა. ვხე­დავ­დი შენს მო­მა­ვალს, შენს დღე­ვან­დელ დღეს! ვხე­დავ­დი სცე­ნა­ზე მო­ცეკ­ვა­ვე ასულს, ცაზე მო­ფარ­ფა­ტე ფე­რი­ას. მეს­მო­და, რო­გორ ლა­პა­რა­კობ­დნენ ხალ­ხში: "ხე­დავთ ამ გო­გო­ნას? ერთი ბე­ბე­რი კლო­უ­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია, არ გახ­სოვთ, ჩარ­ლის რომ ეძახ­დნენ?"

ჰო, მე ჩარ­ლი ვარ! ბე­ბე­რი მას­ხა­რა. დღეს შენი ჯე­რია. იცეკ­ვე! მე ფარ­თხუ­ნა, და­კონ­კი­ლი შარ­ვლით ვცეკ­ვავ­დი, შენ პრინ­ცე­სას აბ­რე­შუ­მის სა­მო­სი გმო­სავს. ეგ ცეკ­ვა და ტა­შის გრი­ა­ლი დრო­დად­რო ცაში აგ­ტყორ­ცნის. გაფ­რინ­დი, გაფ­რინ­დი იქით, მაგ­რამ ხან­და­ხან მი­წა­ზეც და­ეშ­ვი! შენ უნდა ნახო ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა, ცხოვ­რე­ბა იმ ქუ­ჩის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი­სა, შიმ­ში­ლი­სა­გან და­ო­სე­ბულ­ნი, სი­ცი­ვი­თა და სი­ღა­ტა­კით ათრთო­ლე­ბულ­ნი რომ რო­კა­ვენ! მათი ხვედ­რი მეც მიწ­ვნე­ვია, ჯე­რალ­დი­ნა. იმ ჯა­დოს­ნურ ღა­მე­ებ­ში, შენ რომ ჩემს ზღაპ­რებ­თან იძი­ნებ­დი, მე არ მე­ძი­ნა. დავ­ყუ­რებ­დი შენს საყ­ვა­რელ სა­ხეს, ვუს­მენ­დი შენი გუ­ლის­ფეთ­ქვას და ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბო­დი: "ჩარ­ლი, ნუთუ ეს ღლა­პი შენ ოდეს­მე გა­გიც­ნობს?" შენ არ მიც­ნობ მე ჯე­რალ­დი­ნა, იმ შო­რე­ულ ღა­მე­ებ­ში უამ­რავ ზღა­პარს გიყ­ვე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემი ზღა­პა­რი არა­სო­დეს მი­ამ­ბია. ისიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ზღა­პა­რია, ჯე­რალ­დი­ნა. ზღა­პა­რი მში­ე­რი მას­ხა­რი­სა, ლონ­დო­ნის ღა­ტაკ­თა კვარტლებ­ში რომ მღე­რო­და და ცეკ­ვავ­და, მერე კი მო­წყა­ლე­ბას აგ­რო­ვებ­და! აი, ჩემი ზღა­პა­რი! მე ვიცი, რა არის შიმ­ში­ლი, ვიცი, რას ნიშ­ნავს უსახ­ლკა­რო­ბა! ეგ კი­დევ რაა, მე გა­მოვ­ცა­დე და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი მო­ხე­ტი­ა­ლე მას­ხა­რი­სა, რომ­ლის მკერ­დში მო­ბო­ბოქ­რე სი­ა­მა­ყის ოკი­ა­ნე სა­მო­წყა­ლოდ გა­დაგ­დე­ბულ მო­ნე­ტებს უნდა და­ეშ­რო. მაგ­რამ მა­ინც, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ცო­ცხა­ლი ვარ, ცო­ცხლებ­ზე კი მუ­დამ ცო­ტას ლა­პა­რა­კო­ბენ.

შენ ჩემი გვა­რი­სა ხარ - ჩაპ­ლი­ნი! ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ეს გვა­რი მთელს დე­და­მი­წას აცი­ნებ­და, მაგ­რამ ის სი­ცი­ლი რაა იმას­თან, რაც მე მი­ტი­რია, ჯე­რალ­დი­ნა. სამ­ყა­რო სა­დაც შენ ცხოვ­რობ, მარ­ტო ცეკ­ვის და მუ­სი­კის სა­უფ­ლო რო­დია!…

ჯე­რალ­დი­ნა! შუ­ა­ღა­მი­სას იმ დი­დე­ბუ­ლი დარ­ბა­ზი­დან რომ გა­მოხ­ვალ, და­ი­ვი­წყე შენი მდი­და­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, მაგ­რამ არ და­გა­ვი­წყდეს ტაქ­სის მძღოლს ცო­ლის ამ­ბა­ვი გა­მოჰ­კი­თხო. შე­იძ­ლე­ბა ცოლი ფეხ­მძი­მედ ჰყავს და იმის ფუ­ლიც არა აქვთ, რომ თა­ვი­ან­თი პირ­მ­შო­სათ­ვის სახ­ვე­ვე­ბი იყი­დონ. თუ ასეა, ადე­ქი და ჩა­უ­დე ფული ჯი­ბე­ში. მე ბან­კში ნათ­ქვა­მი მაქვს, რომ ეს ხარ­ჯე­ბი გა­გის­ტუმ­რონ. სხვას კი მუ­დამ ყვე­ლას ზუს­ტად გა­და­უ­ხა­დე! დრო­დად­რო მეტ­რო­ში ჩადი. ქა­ლა­ქი და­ათ­ვა­ლი­ე­რე, იარე ფე­ხით ან ავ­ტო­ბუ­სით. ხალ­ხს და­აკ­ვირ­დი! ქვრივ-ობ­ლებს შე­ხე­დე! და თუნ­დაც დღე­ში ერთხელ მა­ინც შენს თავს უთხა­რი: "მეც ერთ-ერთი ამათ­გა­ნი ვარ!"

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათ­გა­ნი ხარ, ჩემო გო­გო­ნა. ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­ნამ ცაში ასაფ­რე­ნად ფრთებს უბო­ძებ­დეს ადა­მი­ანს, ჯერ ფე­ხებ­ში ურტყამს. როცა დად­გე­ბა წამი და იგ­რძნობ, რო­გორ მაღ­ლდე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­ზე, მა­შინ­ვე გადი სცე­ნი­დან. პირ­ვე­ლი­ვე ტაქ­სი და­ი­ჭი­რე და პა­რი­ზის გა­რე­უბ­ნებს მი­ა­შუ­რე. მე კარ­გად ვიც­ნობ ამ უბ­ნებს. იქ იხი­ლავ მო­ცეკ­ვა­ვე ქა­ლიშ­ვი­ლებს - შენ­სა­ვე მსგავ­სთ, შენ­ზე უფრო გრა­ცი­ო­ზუ­ლებს, შენ­ზე ამა­ყებს. შენი თე­ატ­რის ჩი­რაღ­დნე­ბის თვა­ლის­მომჭრელ ელ­ვა­რე­ბას იქ ვერ­სად ნა­ხავ! მათი სცე­ნის პრო­ჟექ­ტო­რი მთვა­რეა. და­აკ­ვირ­დი, აბა, კარ­გად და­აკ­ვირ­დი: შენ­ზე უკეთ ხომ არ ცეკ­ვა­ვენ? გა­მო­ტყდი, ჩემო გო­გო­ნა. ცო­ტას როდი შეხ­ვდე­ბი ისეთს, ვინც შენ­ზე უკეთ ცეკ­ვავს, ვინც შენ­ზე კარ­გად თა­მა­შობს და ეს გახ­სოვ­დეს: ჩარ­ლის ოჯახ­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ვინ­მე ისე­თი ხეპ­რე, რომ მე­ეტ­ლი­სათ­ვის უკ­მე­ხი სი­ტყვა ეთ­ქვას ან სე­ნის სა­ნა­პი­რო­ზე მჯდა­რი მა­თხოვ­რის­თვის და­ე­ცი­ნოს…

ჩარ­ლი წავა, ჯე­რალ­დი­ნა, და შენ იცო­ცხლებ. არ მინ­და, ოდეს­მე სი­ღა­ტა­კე გა­მოს­ცა­დო. ამ წე­რილ­თან ერ­თად გიგ­ზავ­ნი ჩე­კის წიგ­ნაკს - ხარ­ჯე, რამ­დენ­საც მო­ი­სურ­ვებ, ოღონდ, გახ­სოვ­დეს: ორ ფრანკს რომ და­ხარ­ჯავ, შენს თავს უთხა­რი, მე­სა­მე მო­ნე­ტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთ­ვნის ვინ­მე სხვას, უც­ნობს, ვი­საც ის ერთი ფრან­კიც სა­ნატ­რე­ლი აქვს. მისი პოვ­ნა არ გა­გი­ჭირ­დე­ბა. საკ­მა­რი­სია მო­ინ­დო­მო და ამ უც­ნობ ღა­ტა­კებს ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ნა­ხავ. ფულ­ზე იმი­ტომ გე­ლა­პა­რა­კე­ბი, რომ კარ­გად ვიცი, ამ დე­მო­ნის მაც­დუ­რი ძალა,…ჯე­რალ­დი­ნა, დიდ­ხანს გა­მოვ­დი­ო­დი ცირ­კში და მუ­დამ ში­შით შევ­ცქე­რო­დი ბა­გირ­ზე ასულ ჯამ­ბა­ზებს, მაგ­რამ აი, რა მინ­და გი­თხრა, ჩემო გო­გო­ნა, - ადა­მი­ანს ძირს, მყარ მი­წა­ზე უფრო ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ფეხი და­უც­დეს, ვიდ­რე ჯამ­ბაზს იმ ვე­რაგ თოკ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ამ სა­ღა­მოს თვა­ლი მოგ­ტა­ცოს რო­მე­ლი­მე ბრი­ლი­ან­ტის ელ­ვა­რე­ბამ და მა­შინ შენი და­ცე­მა გარ­და­უ­ვა­ლია. შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დღე და უცხო პრინ­ცის მშვე­ნი­ერ­მა სა­ხემ და­გა­ტყვე­ვოს. იმ წუ­თი­დან შენ უცა­დი მუ­შა­ი­თი ხარ, გა­მო­უც­დე­ლებს კი ბა­გი­რი მუ­დამ ღა­ლა­ტობს, ნუ გა­ყი­დი შენს გულს ოქ­რო­სა და სამ­კა­უ­ლის­თვის. იცო­დე, ყვე­ლა­ზე დიდი ბრი­ლი­ან­ტი მზეა, ის კი, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლას ერ­თი­ა­ნად დაგ­ვნა­თის, ხოლო, როცა ჟამი დაჰ­კრავს და სიყ­ვა­რუ­ლი გეწ­ვე­ვა, გუ­ლით შე­იყ­ვა­რე შენი რჩე­უ­ლი…სა­მუ­შაო ძნე­ლი გაქვს. ვიცი სხე­ულს სიფ­რი­ფა­ნა აბ­რე­შუ­მის ნა­ჭე­რი გი­ფა­რავს. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხე­ლით სცე­ნა­ზე შე­იძ­ლე­ბა შიშ­ვე­ლიც გა­მოხ­ვი­დე, მაგ­რამ იქი­დან კი­დევ უფრო უმ­წიკ­ვლო და შე­მო­სი­ლი უნდა დაბ­რუნ­დე.…

ან­გე­ლო­ზი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ მუ­დამ ვცდი­ლობ­დი, ადა­მი­ა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

მე ბე­ბე­რი ვარ და ჩემი სი­ტყვე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერს, მაგ­რამ მა­ინც, ასე მგო­ნია, შენი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი იმას უნდა ეკუთ­ვნო­დეს, ვინც შენს გა­შიშ­ვლე­ბულ სულს შე­იყ­ვა­რებს. რა ვუ­ყოთ მერე, თუ ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა ამ სა­კი­თხზე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა, თუ ასე ჯერ კი­დევ ათი წლის წი­ნათ ფიქ­რობ­დნენ. ნუ გე­ში­ნია, ეგ ათი წელი ვერ და­გა­ბე­რებს ჯე­რალ­დი­ნა, მე მინ­და, რომ შენ ამ შიშ­ველ­თა კუნ­ძუ­ლის უკა­ნას­კნე­ლი ქვე­შევ­რდო­მი იყო.

ვიცი, მა­მებს და შვი­ლებს ნი­ა­დაგ ბრძო­ლა აქვთ ერ­თმა­ნეთ­ში. მე­ო­მე ჩემო გო­გო­ნა, ჩემს აზ­რებს ეომე. მე არ მიყ­ვარს მორ­ჩი­ლი შვი­ლე­ბი. და ვიდ­რე ამ ბა­რათს ჩემი ცრემ­ლი არ დას­დე­ნია, მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ეს შო­ბა­ღა­მე სას­წა­უ­ლე­ბის ღა­მეა. მინ­და, მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და შენ მარ­თლა გა­ი­გო ყვე­ლა­ფე­რი, - ყვე­ლა­ფე­რი, რაც შენ­თვის მინ­დო­და მეთ­ქვა.

ჩარ­ლი და­ბერ­და, ჯე­რალ­დი­ნა! ადრე თუ გვი­ან თეთ­რი სას­ცე­ნო კა­ბის მა­გი­ერ შა­ვებ­ში უნდა გა­მო­ე­წყო და ჩემს საფ­ლავ­ზე მოხ­ვი­დე. ახლა არ მინ­და, გული გატ­კი­ნო, მაგ­რამ ხან­და­ხან სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დე - იქ მე და­მი­ნა­ხავ. შენს ძარ­ღვებ­ში ჩემი სის­ხლი ჩქეფს. მინ­და, რომ მა­ში­ნაც კი, როცა ჩემს ძარ­ღვებ­ში სის­ხლი დი­ნე­ბას შე­წყვეტს, არ და­ი­ვი­წყო მა­მა­შე­ნი ჩარ­ლი. ან­გე­ლო­ზი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ მუ­დამ ვცდი­ლობ­დი, ადა­მი­ა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეცა­დე შენც.

გკოც­ნი, ჯე­რალ­დი­ნა

შენი ჩარ­ლი"

ლევ ტოლსტო­ის წე­რი­ლი შვი­ლებს - "ვიდ­რე და­ქორ­წინ­დე­ბო­დეთ":

"ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გო­ბა­რო ილია, შენ მიერ ტა­ნი­ას­თვის მი­წე­რი­ლი წე­რი­ლი უკვე მო­ვი­და. ვხე­დავ, თან­და­თან უახ­ლოვ­დე­ბი და­სა­ხულ მი­ზანს. მსურს ორი­ვეს მოგ­წე­როთ - ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს ეტყვი ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჩემ­თვის ეს დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით და ამავდრო­უ­ლად ში­შით ვუ­ყუ­რებ. ასე ვფიქ­რობ: თუ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ქორ­წინ­დე­ბა, ამის­გან კარ­გი არა­ფე­რი გა­მო­ვა. აქ­ციო ქორ­წი­ნე­ბა ძი­რი­თად მიზ­ნად ისე, რომ სხვა ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე გა­და­დო - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ქორ­წი­ნე­ბა რო­გორც კავ­ში­რი მას­თან, ვინც გიყ­ვარს, დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ეს ძალ­ზე ნა­თე­ლია, თუ და­უ­ფიქ­რდე­ბი. მი­ზა­ნი ქორ­წი­ნე­ბაა? კარ­გი და­ქორ­წინ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ? თუ სხვა მი­ზა­ნი არ გაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, ორ­ჯერ რთუ­ლი გახ­დე­ბა შენ­თვის რომ იპო­ვო.

რო­გორც წესი, ადა­მი­ა­ნე­ბი ქორ­წინ­დე­ბი­ან და ივი­წყე­ბენ ამის შე­სა­ხებ. მათ ხომ მშვე­ნი­ე­რი მოვ­ლე­ნე­ბი ელო­დე­ბათ წინ: ცოლ­ქმრო­ბა, ბავ­შვე­ბი... ეს მოვ­ლე­ნე­ბი თით­ქოს­და აყა­ლი­ბე­ბენ კი­დეც ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს სა­ში­ში ილუ­ზი­აა.

მშობ­ლე­ბი რომ­ლე­ბიც, ყო­ველ დღეს, მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ატა­რე­ბენ და სხვა მი­ზა­ნი არ გა­აჩ­ნი­ათ, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის არ­სის შეც­ნო­ბას გვერ­დზე დე­ბენ და სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც მათ სა­ბო­ლო­ოდ ეწ­ვე­ვათ, არის ის, რომ არ იცი­ან რის­თვის ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი გვერ­დზე დე­ბენ ამ კი­თხვას, მაგ­რამ ვერ­საც გა­ექ­ცე­ვი­ან, რად­გან მო­უ­წევთ აღ­ზარ­დონ შვი­ლე­ბი, წინ გა­უ­ძღვნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფერ ღი­რე­ბულს ვერ ას­წავ­ლი­ან. ამის შემ­დეგ ისი­ნი სა­კუ­თარ ღირ­სე­ბებს კარ­გა­ვენ და ბედ­ნი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც მათ ქო­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მხო­ლოდ მო­სა­შე­ნე­ბელ ნა­ხირს ემ­სგავ­სე­ბი­ან.

ამი­ტო­მაც ვთვლი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რე­ბენ, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ უკვე მზად არი­ან ამის­თვის, უფრო მე­ტად უნდა აი­ძუ­ლონ თავი, ნათ­ლად გა­ერ­კვნენ სა­კუ­თარ აზ­რებ­ში. იმი­სათ­ვის, რომ გა­ერ­კვე, სა­ჭი­როა, გა­ნი­ხი­ლო ის ვი­თა­რე­ბა და პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­შიც გი­წევს და გი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. გან­სა­ზღვრე, რას მი­იჩ­ნევ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ცხოვ­რე­ბა­ში და რას - არა. გა­ი­გე რისი გწამს, რას მი­იჩ­ნევ მუდ­მივ და შე­უც­ვლელ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად და რით ხელ­მძღვა­ნე­ლობ ცხოვ­რე­ბა­ში. და არა მხო­ლოდ აღ­მო­ა­ჩი­ნე, არა­მედ და­ა­ლა­გე კი­დეც გო­ნე­ბა­ში და ეცა­დე პრაქ­ტი­კა­ში გა­ა­ტა­რო. ის­წავ­ლე რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნო პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან ვიდ­რე არ გა­მოც­დი, ვერ შეძ­ლებ თქვა გრწამს თუ არა.

ვიცი შენი რწმე­ნის შე­სა­ხებ და ეს რწმე­ნა, ან შენს საქ­ცი­ელ­ში მისი ყო­ვე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, უფრო ნათ­ლად ვიდ­რე ოდეს­მე, უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბო გო­ნე­ბა­ში და პრაქ­ტი­კუ­ლი გზით გა­ნაწ­რთო.

შენი რწმე­ნა ისაა, რომ შენი კე­თილ­დღე­ო­ბა შედ­გე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რო­მელ­თაც უყ­ვარ­ხარ და გიყ­ვარს. ამის მი­საღ­წე­ვად, მაქვს სამი სტრა­ტე­გია, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ვი­ყე­ნებ. მათი პრაქ­ტი­კა­ში გა­ტა­რე­ბა არას­დროს არის საკ­მა­რი­სი და ახლა ეს შენ აუ­ცი­ლებ­ლად გჭირ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი, იმი­სათ­ვის, რომ შეძ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და მათ­გა­ნაც და­იმ­სა­ხუ­რო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ეჩ­ვიო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებს ელო­დე მათ­გან - ეს ძალ­ზე რთუ­ლი რა­მაა. თუ ბევ­რს ველი მათ­გან და ამის გამო, ხში­რად მიც­რუვ­დე­ბა იმე­დი, სა­ბო­ლო­ოდ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, უფრო საყ­ვე­დუ­რე­ბით ავივ­სო მათ მი­მართ, ვიდ­რე მიყ­ვარ­დეს.

მე­ო­რე, იმი­სათ­ვის, რომ გიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი საქ­ცი­ე­ლით და არა სი­ტყვე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აკე­თო ის, რა­საც მათ­თვის სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს. ამა­საც მძი­მე შრო­მა სჭირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით შენს ასაკ­ში, რო­დე­საც ამის სწავ­ლა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

მე­სა­მე, იმი­სათ­ვის, რომ გიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი და მა­თაც უყ­ვარ­დე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის­წავ­ლო თა­ნაგ­რძნო­ბა, მორ­ჩი­ლე­ბა და რთულ ადა­მი­ა­ნებ­თან და საგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - მათ­თან ისე მოქ­ცე­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა, რომ არ აწყე­ნი­ნო. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­მუ­შა­ოა, რო­მე­ლიც არ უნდა შე­წყვი­ტო იმ წუ­თი­დან როცა გა­იღ­ვი­ძებ, წუ­თამ­დე როცა ისევ ძილს მის­ცემ თავს. ამას­თან, ის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მეა, რად­გან დღი­დან დღემ­დე იზე­ი­მებ შენი ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის წარ­მა­ტე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღებ და­მა­ტე­ბით ჯილ­დოს, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ შე­ამ­ჩნევ, მაგ­რამ ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გახ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში - ეს იქ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი სხვა ადა­მი­ან­თა მხრი­დან.

ასე რომ, ჩემო მე­გო­ბა­რო ილია, გირ­ჩევთ ორ­თა­ვეს, იცხოვ­რეთ და იფიქ­რეთ იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლად, რამ­დე­ნა­დაც შე­გიძ­ლი­ათ, რად­გან ეს ერ­თა­დერ­თი გზაა, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ნამ­დვი­ლად ერთ გზა­ზე მი­დი­ხართ თუ არა და ჭკვი­ა­ნუ­რია თუ არა, რომ დღეს ერ­თმა­ნეთს ხე­ლე­ბი ჩა­კი­დეთ? და თუ გულ­წრფე­ლე­ბი ხართ, მო­მავ­ლის­თვი­საც მზად ხართ.

თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი ქორ­წი­ნე­ბის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა კი არ უნდა იყოს, არა­მედ უნდა იღ­ვწო­დეთ, რათა სიყ­ვა­რუ­ლი და ნდო­ბა და­ნერ­გოთ დე­და­მი­წა­ზე. ქორ­წი­ნე­ბის მი­ზა­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ეხ­მა­რონ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­შა­უ­ლი და ეგო­იზ­მი ისაა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ იმის­თვის არი­ან ერ­თად, რომ ცხოვ­რე­ბით ისი­ა­მოვ­ნონ. და ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი მო­წო­დე­ბა ამ სამ­ყა­რო­ში იმათ აქვთ, ვინც იმის­თვის ცო­ცხლობს, რომ უფალს ემ­სა­ხუ­როს ამ სამ­ყა­რო­ში კარ­გი საქ­მის კე­თე­ბით.

ნუ აუ­რევ ერ­თმა­ნეთ­ში მცი­რედ­სა და რე­ა­ლურს. რა­ტო­მაც არ უნდა აირ­ჩი­ოს ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ზე დიდი მი­ზა­ნი?! მა­შინ როცა ყვე­ლა­ზე დიდ მი­ზანს აირ­ჩევ, უნდა მთე­ლი გუ­ლით მის­დიო მას. ნუ აირ­ჩევ მცი­რე მიზ­ნებს, უბ­რა­ლოდ მათ არაფ­რის­კენ მივ­ყა­ვართ. და­ვი­ღა­ლე წე­რით, თუმ­ცა კი­დევ ბევ­რი დამ­რჩა სათ­ქმე­ლი. გკოც­ნი."

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ან­დერ­ძი

მწე­რალ­მა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა თა­ვის 10 წლის შვილს - ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს ალ­ბომ­ში ჩა­უ­წე­რა - "ჩვე­ნი დრო­ის ათი მცნე­ბა".

"ჩვე­ნი დრო­ის ათი მცნე­ბა

1. შენ ხარ მა­რა­დი­უ­ლი, გა­ნუყ­რე­ლი და ერ­თგუ­ლი წევ­რი და მსა­ხუ­რი შენი მშო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი.

2. შენი სამ­შობ­ლოს მტე­რი შენი პი­რა­დი მტე­რია, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი, შენი პი­რა­დი მე­გო­ბა­რი.

3. ყვე­ლა­ფე­რი, რაც გაქვს და გექ­ნე­ბა, შენი სი­ცო­ცხლეც კი, შენს მა­მულს ეკუთ­ვნის. შენ ხარ მისი მუდ­მი­ვი მო­ვა­ლე და გა­ნუყ­რე­ლი შვი­ლი.

4. მი­ე­ცი მას წრფე­ლი გუ­ლით ყო­ვე­ლი­ვე და ისიც მოგ­ცემს ყო­ვე­ლი­ვეს.

5. მა­ინც მუდ­მივ მხო­ლოდ შენი თა­ვის იმე­დი იქო­ნიე. ისე იცხოვ­რე, ვი­თომ ამ ქვეყ­ნად არც მო­ვა­ლე გყო­ლია და არც მშვე­ლე­ლი.

6. გა­ნა­გე თავი შენი და და­უ­მორ­ჩი­ლე გო­ნე­ბას შენი ჟინი, კერ­პი გული და ურჩი სურ­ვი­ლე­ბი.

7. გზის გაკ­ვლე­ვა და გა­მარ­ჯვე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ შრო­მით და პა­ტი­ოს­ნე­ბით. ზარ­მა­ცო­ბა, ცუღ­ლუ­ტო­ბა, სიც­რუე და სი­ყალ­ბე ადა­მი­ანს ადრე თუ გვი­ან უეჭ­ვე­ლად და­ღუ­პავს.

8. სა­ნამ სა­კუ­თარ ფეხ­ზე არ დამ­დგარ­ხარ, მშობ­ლებს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ჯე­რე. იმათ შენ­თვის მხო­ლოდ სი­კე­თე უნ­დათ. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კუ­თარ ჭკუ­ას, ჟინს და გუ­ლის ზრახ­ვას ნუ აჰ­ყვე­ბი.

9. თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­ი­ძი­ნე და თა­ვის თა­ვის ფასი ის­წავ­ლე, მაგ­რამ ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებ. არ გა­ა­მაყ­დე.

10. ბო­ლოს და ბო­ლოს, ყო­ველ­თვის სჯობს სამი რამ: პირ­ვე­ლი - შრო­მა, მე­ო­რე - შრო­მა და მე­სა­მე - შრო­მა.

შენი მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი"

ლალი ფა­ცია

მომ­ზა­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ცნობილი ადამიანების მიერ შვილებისთვის დატოვებული წერილები და ანდერძები

ცნობილი ადამიანების მიერ შვილებისთვის დატოვებული წერილები და ანდერძები

მამათა და შვილთა ბრძოლა მარადიული თემაა - წინა თაობას არასდროს მოსწონს ახალი თაობის ნამოქმედარი. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც, თუმცა მამები, თავის სათქმელს ყოველთვის მაინც ამბობენ და შვილებს ზოგჯერ ანდერძად, ზოგჯერ დარიგებად, შეგონებად უტოვებენ, რომელშიც მოცემულია მთელი ცხოვრების სამოქმედო პროგრამა, თუ გნებავთ, კანონიც კი.

Ambebi.ge ასეთ ოთხ "წერილ-ანდერძს" გთავაზობთ, რომლებიც მსოფლიო კლასიკოსებს ეკუთვნით და საკუთარი შვილებისადმია მიწერილი.

კონსტანტინე გამსახურდია - "წერილი ვაჟისადმი":

"მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: "ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს". ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.

შენი მამიკო. 1955 წელი".

პ.ს. ქართველი კაცი, მითუმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღწვოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ "ჭეშმარიტებას!" მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!

ჩარლი ჩაპლინის წერილი ქალიშვილისადმი:

"ჩემო გოგონა!

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან,… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებოდი! ხან მძინარი მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: "გამშორდი!" მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: "ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ, ჩარლის რომ ეძახდნენ?"

ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით, მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება, ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: "ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?" შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა, იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია. ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ - ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა, მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ, რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: "მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!"

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს. როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს - შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის ჩირაღდნების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს…

ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ. არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს - ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ, გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი, ამ დემონის მაცდური ძალა,…ჯერალდინა, დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა, ჩემო გოგონა, - ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის, ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს. ვიცი სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე.…

ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი.

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს ჯერალდინა, მე მინდა, რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.

ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა, მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, - ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა, გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე - იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი"

ლევ ტოლსტოის წერილი შვილებს - "ვიდრე დაქორწინდებოდეთ":

"ჩემო ძვირფასო მეგობარო ილია, შენ მიერ ტანიასთვის მიწერილი წერილი უკვე მოვიდა. ვხედავ, თანდათან უახლოვდები დასახულ მიზანს. მსურს ორივეს მოგწეროთ - ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს ეტყვი ჩემი შეხედულების შესახებ. ჩემთვის ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელსაც სიამოვნებით და ამავდროულად შიშით ვუყურებ. ასე ვფიქრობ: თუ ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის ქორწინდება, ამისგან კარგი არაფერი გამოვა. აქციო ქორწინება ძირითად მიზნად ისე, რომ სხვა ყველაფერი გვერდზე გადადო - ასეთ შემთხვევაში, ქორწინება როგორც კავშირი მასთან, ვინც გიყვარს, დიდი შეცდომა იქნება. ეს ძალზე ნათელია, თუ დაუფიქრდები. მიზანი ქორწინებაა? კარგი დაქორწინდი, მაგრამ შემდეგ? თუ სხვა მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, ორჯერ რთული გახდება შენთვის რომ იპოვო.

როგორც წესი, ადამიანები ქორწინდებიან და ივიწყებენ ამის შესახებ. მათ ხომ მშვენიერი მოვლენები ელოდებათ წინ: ცოლქმრობა, ბავშვები... ეს მოვლენები თითქოსდა აყალიბებენ კიდეც ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საშიში ილუზიაა.

მშობლები რომლებიც, ყოველ დღეს, მხოლოდ ბავშვების აღზრდაში ატარებენ და სხვა მიზანი არ გააჩნიათ, საკუთარი ცხოვრების არსის შეცნობას გვერდზე დებენ და სასჯელი, რომელიც მათ საბოლოოდ ეწვევათ, არის ის, რომ არ იციან რისთვის ცხოვრობენ. ისინი გვერდზე დებენ ამ კითხვას, მაგრამ ვერსაც გაექცევიან, რადგან მოუწევთ აღზარდონ შვილები, წინ გაუძღვნენ, მაგრამ ვერაფერ ღირებულს ვერ ასწავლიან. ამის შემდეგ ისინი საკუთარ ღირსებებს კარგავენ და ბედნიერებას, რომელიც მათ ქონაზეა დამოკიდებული და მხოლოდ მოსაშენებელ ნახირს ემსგავსებიან.

ამიტომაც ვთვლი, რომ ადამიანებმა, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, რადგან ფიქრობენ, რომ უკვე მზად არიან ამისთვის, უფრო მეტად უნდა აიძულონ თავი, ნათლად გაერკვნენ საკუთარ აზრებში. იმისათვის, რომ გაერკვე, საჭიროა, განიხილო ის ვითარება და პირობები, რომელშიც გიწევს და გიწევდა ცხოვრება. განსაზღვრე, რას მიიჩნევ მნიშვნელოვნად ცხოვრებაში და რას - არა. გაიგე რისი გწამს, რას მიიჩნევ მუდმივ და შეუცვლელ ჭეშმარიტებად და რით ხელმძღვანელობ ცხოვრებაში. და არა მხოლოდ აღმოაჩინე, არამედ დაალაგე კიდეც გონებაში და ეცადე პრაქტიკაში გაატარო. ისწავლე როგორ გამოიყენო პრაქტიკულად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ვიდრე არ გამოცდი, ვერ შეძლებ თქვა გრწამს თუ არა.

ვიცი შენი რწმენის შესახებ და ეს რწმენა, ან შენს საქციელში მისი ყოველი გამოვლინება, უფრო ნათლად ვიდრე ოდესმე, უნდა ჩამოაყალიბო გონებაში და პრაქტიკული გზით განაწრთო.

შენი რწმენა ისაა, რომ შენი კეთილდღეობა შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც უყვარხარ და გიყვარს. ამის მისაღწევად, მაქვს სამი სტრატეგია, რომელსაც მუდმივად ვიყენებ. მათი პრაქტიკაში გატარება არასდროს არის საკმარისი და ახლა ეს შენ აუცილებლად გჭირდება.

პირველი, იმისათვის, რომ შეძლო ადამიანების სიყვარული და მათგანაც დაიმსახურო, აუცილებლად უნდა მიეჩვიო, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ელოდე მათგან - ეს ძალზე რთული რამაა. თუ ბევრს ველი მათგან და ამის გამო, ხშირად მიცრუვდება იმედი, საბოლოოდ იძულებული ვარ, უფრო საყვედურებით ავივსო მათ მიმართ, ვიდრე მიყვარდეს.

მეორე, იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები საქციელით და არა სიტყვებით, აუცილებლად უნდა აკეთო ის, რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს. ამასაც მძიმე შრომა სჭირდება, განსაკუთრებით შენს ასაკში, როდესაც ამის სწავლა ადამიანის ბუნებრივი მოვალეობაა.

მესამე, იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები და მათაც უყვარდე, აუცილებელია ისწავლო თანაგრძნობა, მორჩილება და რთულ ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობა - მათთან ისე მოქცევის ხელოვნება, რომ არ აწყენინო. ეს ყველაზე რთული სამუშაოა, რომელიც არ უნდა შეწყვიტო იმ წუთიდან როცა გაიღვიძებ, წუთამდე როცა ისევ ძილს მისცემ თავს. ამასთან, ის ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რადგან დღიდან დღემდე იზეიმებ შენი ზრდისა და განვითარების წარმატებას და საბოლოოდ მიიღებ დამატებით ჯილდოს, რომელსაც თავდაპირველად ვერ შეამჩნევ, მაგრამ ძალზე სასიამოვნო გახდება მომავალში - ეს იქნება სიყვარული სხვა ადამიანთა მხრიდან.

ასე რომ, ჩემო მეგობარო ილია, გირჩევთ ორთავეს, იცხოვრეთ და იფიქრეთ იმდენად გულწრფელად, რამდენადაც შეგიძლიათ, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ აღმოაჩინოთ ნამდვილად ერთ გზაზე მიდიხართ თუ არა და ჭკვიანურია თუ არა, რომ დღეს ერთმანეთს ხელები ჩაკიდეთ? და თუ გულწრფელები ხართ, მომავლისთვისაც მზად ხართ.

თქვენი ცხოვრების მიზანი ქორწინებისგან სიამოვნების მიღება კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იღვწოდეთ, რათა სიყვარული და ნდობა დანერგოთ დედამიწაზე. ქორწინების მიზანია, ადამიანები ერთმანეთს დაეხმარონ ამ მიზნის მიღწევაში.

ყველაზე დიდი დანაშაული და ეგოიზმი ისაა, როცა ადამიანები მხოლოდ იმისთვის არიან ერთად, რომ ცხოვრებით ისიამოვნონ. და ყველაზე ღირსეული მოწოდება ამ სამყაროში იმათ აქვთ, ვინც იმისთვის ცოცხლობს, რომ უფალს ემსახუროს ამ სამყაროში კარგი საქმის კეთებით.

ნუ აურევ ერთმანეთში მცირედსა და რეალურს. რატომაც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა ყველაზე დიდი მიზანი?! მაშინ როცა ყველაზე დიდ მიზანს აირჩევ, უნდა მთელი გულით მისდიო მას. ნუ აირჩევ მცირე მიზნებს, უბრალოდ მათ არაფრისკენ მივყავართ. დავიღალე წერით, თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი. გკოცნი."

მიხეილ ჯავახიშვილის ანდერძი

მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის შვილს - ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა - "ჩვენი დროის ათი მცნება".

"ჩვენი დროის ათი მცნება

1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.

3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.

10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.

შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი"

ლალი ფაცია

მომზადებულია სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია