ნიუ იორკში, მანჰეტენის ცენტრში, სასტუმრო Marriott Maarqius-ის სამეჯლისო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია BID - BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS-ის (პრეზიდენტი ხოსე პრიეტო) ექსპერტთა ჯგუფის მიერ 100-ზე მეტი ქვეყნიდან შერჩეული კომპანიების სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოების ცერემონიალი. საამაყო და აღნიშვნის ღირსია ის, რომ საქართველოდან ფარმაცევტულ კომპანია "კამელინს" ხვდა ჯილდოდ უმაღლეს კატეგორიათა შორის ერთ-ერთი და მიენიჭა პრიზი QUALITY SUMMIT - ოქროს კატეგორია.
პრიზი "QUALITY SUMMIT" ენიჭება კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ QC 100-ის კრიტერიუმებს, რომელიც ეფუძნება კომპანიების ტექნოლოგიურ განახლებას, ეფექტური და მოქნილი საქმიანობის მოდელს, პროდუქციის ხარისხის მუდმივ ამაღლებას და სხვ.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ კომპანია "კამელინის" დამფუძნებლები ქეთევან მაღლაკელიძე და ავთანდილ მახარობლიძე, აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი კობა გურიელიძე. ეს ჯილდო სხვადასხვა დროს ერგოთ ისეთ კორპორაციებს, როგორებიცაა კრაისლერი, ტატა, ინდიან ოილ კორპორეიშენი, კორეა ელქტრიკ ფოუერ კორპორეიშენი, რაოეესი, დუბაი თაუერი, ალკოა კორპორეიშენი და სხვა უმსხვილესი კომპანიები.
ორგანიზაცია BID - BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS 28 წლის განმავლობაში ავრცელებს QC 100-ის ხარისხის მოდელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, ასევე წარმოადგენს ხარისხის კულტურის გავრცელების ლიდერს მსოფლიოში. ყოველწლიურად აღნიშნულ ღონისძიებას ფართოდ აშუქებენ მედიასაშუალებები.
კობა გურიელიძე- კომპანია "კამელინის" აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა
დოქტორი:
- საერთაშორისო ორგანიზაცია BID - BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS, წლებია, რაც აწყობს იმ კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალს, რომლებიც ხარისხსა და წარმოების მაღალ დონეზე არიან ორიენტირებულნი. ასევე, ითვალისწინებენ იმას, თუ რა წარმატებას აღწევ მოკლე დროში და რამდენად ინოვაციური ხარ. ოქროს ნომინაცია პრესტიჟულია და გვიხარია, რომ "კამელინი" მისი მფლობელი გახდა. მათ გაითვალისწინეს ჩვენი კომპანიის წარმოების ხარისხი, ის ინოვაციები, რომლებითაც "კამელინი" მუდმივად გამოირჩევა , ასევე სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებთ.
დახურული სისტემით ხდება ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ეს გამარჯვება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს "კამელინის" სანდოობასა და მის მაღალ ხარისხზე. კომპანია "კამელინი" გარდა იმისა, რომ ზრუნავს საკუთარი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, მუდმივად ცდილობს ტექნოლოგიების განახლებასა და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას. რა თქმა უნდა, აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ კვლევების საფუძველზე და პრაქტიკიდან გამომდინარე, უმძიმეს პაციენტებში "კამელინით" მკურნალობისას მეტწილად ხდება სიმსივნური პროცესების შეჩერება, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის საგრძნობი მატება. 2004 წლიდან, პრეპარატ "კამელინის" ავტორის, ქირურგის, ბატონ ძაგული მაღლაკელიძის პირად არქივებში დაცულ უზარმაზარ პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით, დაფუძნდა თანამედროვე სტანდარტების ფარმაცევტული კომპანია "კამელინი", შეიქმნა სამეცნიერო ჯგუფი და დაიწყო პრეპარატ "კამელინის" უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა. ამ დროიდან დაწყებული "კამელინმა" უმოკლეს დროში მოიარა უცხოეთის ცნობილი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები. "კამელინზე" განხორციელებულმა კვლევებმა ცხადყო პრეპარატის დიდი პოტენციალი, როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. "კამელინის" სუბსტანციაზე წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი) შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვ.) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. "კამელინი" 100 %-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიულია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. "კამელინის" სუბსტანციაზე წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი) შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვ.) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. "კამელინის" იმუნომოდულირებელი თვისების გამოვლენამ მისი ეფექტურობის მექანიზმის ახსნის საშუალება მოგვცა არსებითად განსხვავებული დაავადებებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს.
P.S. ქართული წარმოების 5 ფორმის პრეპარატი "კამელინ მ1"- ინექცია, "კამელინ მ2"- კაფსულა, "კამელინ მ3"-მალამო, "კამელინ მ4"-სანთლები და "კამელინფლუ"-სპრეი გამოიყენება სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული და სხვა დაავადებების დროს.
მოამზადა მაია ცომაიამ
"კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა.
დარეკეთ:
2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-75-04-08;
599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33.
R