კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განუკითხაობა საქართველოს სანავთობო ბაზარზე - საწვავის გაიაფება აკრძალულია?!
განუკითხაობა საქართველოს სანავთობო ბაზარზე - საწვავის გაიაფება აკრძალულია?!

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნავ­თო­ბო ბა­ზარ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა. მსხვი­ლი ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რე­ბი უფრო მე­ტად ყვლე­ფენ ავ­ტომფლო­ბე­ლებს, ვიდ­რე ამას წინა მთავ­რო­ბი­სას სჩა­დი­ოდ­ნენ. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ფასი ქვე­მოთ მი­ე­ქა­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბას არა­ვინ აპი­რებს. ამ პრო­ცეს­ზე უკვე აღარც მთავ­რო­ბა რე­ა­გი­რებს. მთავ­რო­ბის სი­ჩუ­მე კი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ისევ ბა­დებს კი­თხვას - ამ­ჯე­რად ვის ჯი­ბე­ში მი­ე­ქა­ნე­ბა სა­ნავ­თო­ბო სექ­ტორ­ში შე­სუ­ლი დიდი მო­გე­ბის წილი?

დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ფასი ბოლო 2 წლის მი­ნი­მუმ­ზეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სის (პლატ­ცის) მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამ­ჯე­რად, პლატ­ცის მი­ხედ­ვით 1 ტონა ბენ­ზი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 900 დო­ლა­რია, ხოლო 1 ტონა (ელ-62) დი­ზე­ლი 813 დო­ლა­რი ღირს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სე­ბი რამ­დე­ნი­მე თვეა სტა­ბი­ლუ­რად ქვე­ვით მო­ი­წევს, რაც კარ­გა ხნის წი­ნათ აძ­ლევ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რებს, რომ ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლი გა­ე­ი­ა­ფე­ბი­ნათ. რო­გორც ჩანს, ისი­ნი უზარ­მა­ზარ მო­გე­ბას ვერც მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სის პი­რო­ბებ­ში ელე­ვი­ან.

ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, რომ 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი და­პი­რე­ბა სა­ნავ­თო­ბო ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლი­ი­სა და კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის მოშ­ლა იყო, ასე­ვე ბა­ზარ­ზე მძლავ­რი კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნი­ის შე­მოყ­ვა­ნა. ამას კონ­კუ­რენ­ცი­ის გაზ­რდა და საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა უნდა მოჰ­ყო­ლო­და. ჯერ­ჯე­რო­ბით კი მო­ნო­პო­ლია (ოლი­გო­პო­ლია) ისევ მძვინ­ვა­რებს, არც ახა­ლი კომ­პა­ნია შე­მო­სუ­ლა და მთავ­რო­ბის ხედ­ვა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უკვე სრუ­ლი­ად უც­ნო­ბია.

"რე­ზო­ნან­სმა" გა­და­წყვი­ტა მეტი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის ამ­ჟა­მინ­დე­ლი და 2 წლის წი­ნან­დე­ლი ფა­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ე­და­რე­ბი­ნა. შე­დე­გი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. 2012 წლის სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, "პლატ­ცის" მი­ხედ­ვით, 1 ტონა ბენ­ზი­ნი, სა­შუ­ა­ლოდ, 1025 დო­ლა­რი ღირ­და. იმ დროს, საკ­მა­ოდ მყა­რი იყო ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი და 1 დო­ლა­რი 1,66 ლარს შე­ად­გენ­და. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ან­გა­რიშ­დეს 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნის სა­ბი­თუ­მო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

კერ­ძოდ, ლა­რის კურ­სზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 1 ტონა ბენ­ზი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1701 ლარი იყო. ამას ემა­ტე­ბო­და დღგ - 306 ლარი, აქ­ცი­ზი - 250 ლარი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა - 85 ლარი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კომ­პა­ნი­ებს 1 ტონა ბენ­ზი­ნის შეს­ყიდ­ვი­სას 2342 ლა­რის ხარ­ჯის გა­წე­ვა უწევ­დათ. თუ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს 1300 ლიტრზე გავ­ყოფთ (1 ტონა ბენ­ზი­ნის მო­ცუ­ლო­ბა) 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,8 ლა­რია. იმ პე­რი­ოდ­ში, სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნი, 2,12 ლარი ღირ­და. სა­ბი­თუ­მო­სა და სა­ცა­ლო ფასს შო­რის სხვა­ო­ბა 32 თეთ­რამ­დე იყო.

ამ­ჟა­მად კი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. იგი­ვე გათ­ვლე­ბით, 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნის სა­ბი­თუ­მო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,67 ლა­რია. აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი საწ­ვა­ვის შეს­ყიდ­ვი­სას, სულ მი­ნი­მუმ 5%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. თუ ამ ფაქ­ტორ­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნის სა­ბი­თუ­მო ფასი კი­დევ უფრო და­ბა­ლია - 1,6 ლარი! ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი უკვე 40-45 თეთ­რი­ან მარ­ჟას გა­დას­ცდნენ. ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არას­დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის იყო კრი­ტი­კა, რომ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი მა­ში­ნაც უზარ­მა­ზა­რი მო­გე­ბით საქ­მი­ა­ნობ­დნენ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

განუკითხაობა საქართველოს სანავთობო ბაზარზე - საწვავის გაიაფება აკრძალულია?!

განუკითხაობა საქართველოს სანავთობო ბაზარზე - საწვავის გაიაფება აკრძალულია?!

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოს სანავთობო ბაზარზე აბსოლუტური განუკითხაობაა. მსხვილი ნავთობიმპორტიორები უფრო მეტად ყვლეფენ ავტომფლობელებს, ვიდრე ამას წინა მთავრობისას სჩადიოდნენ. უკვე რამდენიმე თვეა, მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასი ქვემოთ მიექანება, საქართველოში კი საწვავის გაიაფებას არავინ აპირებს. ამ პროცესზე უკვე აღარც მთავრობა რეაგირებს. მთავრობის სიჩუმე კი მოსახლეობაში ისევ ბადებს კითხვას - ამჯერად ვის ჯიბეში მიექანება სანავთობო სექტორში შესული დიდი მოგების წილი?

დღეისათვის მსოფლიოში ნავთობის ფასი ბოლო 2 წლის მინიმუმზეა. საქართველოში ბენზინისა და დიზელის ღირებულება საერთაშორისო ფასის (პლატცის) მიხედვით განისაზღვრება. ამჯერად, პლატცის მიხედვით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 900 დოლარია, ხოლო 1 ტონა (ელ-62) დიზელი 813 დოლარი ღირს.

საერთაშორისო ფასები რამდენიმე თვეა სტაბილურად ქვევით მოიწევს, რაც კარგა ხნის წინათ აძლევდა შესაძლებლობას ნავთობიმპორტიორებს, რომ ბენზინი და დიზელი გაეიაფებინათ. როგორც ჩანს, ისინი უზარმაზარ მოგებას ვერც მინიმალური საერთაშორისო ფასის პირობებში ელევიან.

ყველას კარგად ახსოვს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება სანავთობო ბაზარზე მონოპოლიისა და კარტელური გარიგებების მოშლა იყო, ასევე ბაზარზე მძლავრი კონკურენტი კომპანიის შემოყვანა. ამას კონკურენციის გაზრდა და საწვავის ღირებულების შემცირება უნდა მოჰყოლოდა. ჯერჯერობით კი მონოპოლია (ოლიგოპოლია) ისევ მძვინვარებს, არც ახალი კომპანია შემოსულა და მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე სრულიად უცნობია.

"რეზონანსმა" გადაწყვიტა მეტი თვალსაჩინოებისთვის ამჟამინდელი და 2 წლის წინანდელი ფასები ერთმანეთისთვის შეედარებინა. შედეგი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 2012 წლის სექტემბრის ბოლოს, "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი, საშუალოდ, 1025 დოლარი ღირდა. იმ დროს, საკმაოდ მყარი იყო ეროვნული ვალუტის კურსი და 1 დოლარი 1,66 ლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლების მიხედვით შესაძლებელია დაანგარიშდეს 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება 2012 წლის არჩევნებამდე.

კერძოდ, ლარის კურსზე გაანგარიშებით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 1701 ლარი იყო. ამას ემატებოდა დღგ - 306 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება - 85 ლარი და საბოლოო ჯამში, კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 2342 ლარის ხარჯის გაწევა უწევდათ. თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ (1 ტონა ბენზინის მოცულობა) 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,8 ლარია. იმ პერიოდში, საცალო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი, 2,12 ლარი ღირდა. საბითუმოსა და საცალო ფასს შორის სხვაობა 32 თეთრამდე იყო.

ამჟამად კი ასეთი მდგომარეობაა. იგივე გათვლებით, 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება 1,67 ლარია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობკომპანიები საწვავის შესყიდვისას, სულ მინიმუმ 5%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. თუ ამ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი კიდევ უფრო დაბალია - 1,6 ლარი! ნავთობპროდუქტები უკვე 40-45 თეთრიან მარჟას გადასცდნენ. ასეთი მაღალი მაჩვენებელი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არასდროს დაფიქსირებულა, თუმცა ყოველთვის იყო კრიტიკა, რომ ნავთობპროდუქტები მაშინაც უზარმაზარი მოგებით საქმიანობდნენ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია