პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს
არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ და­კა­ვე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ერთხელ უკვე არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. იგი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, ლე­ვან თა­ლაკ­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 2010 წელს გა­ა­სა­მარ­თლეს. მას სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, 239-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი ე.წ. უდოს კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში შე­ი­წყა­ლეს.

თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩის N50-თან მკვლე­ლო­ბა 2 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. მოკ­ლუ­ლია 25 წლის ლაშა მა­ხა­რა­ძე. მა­ხა­რა­ძეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ორ­ჯერ ეს­რო­ლეს.

მა­ხა­რა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას მას გული უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. 4 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს ვლა­დი­მერ ბ., რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით არის პირი, რო­მელ­მაც აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მი­იყ­ვა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემოვლითი გზებით, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

ეჭვმიტანილი განზრახ მკვლელობისთვის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი. იგი ახალგაზრდა მამაკაცის, ლევან თალაკვაძის მკვლელობის საქმეზე 2010 წელს გაასამართლეს. მას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არსებული ინფორმაციით, იგი ე.წ. უდოს კომისიის ფარგლებში შეიწყალეს.

თბილისში, აბაშიძის ქუჩის N50-თან მკვლელობა 2 სექტემბერს მოხდა. მოკლულია 25 წლის ლაშა მახარაძე. მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.

მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 4 სექტემბერს დააკავეს ვლადიმერ ბ., რომელიც გამოძიების ცნობით არის პირი, რომელმაც აბაშიძის ქუჩაზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიიყვანა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ