კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრევლი, რომელიც "კაზანტიპს" აპროტესტებს, ჟურნალისტებს დაემუქრა: "საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ"
მრევლი, რომელიც "კაზანტიპს" აპროტესტებს, ჟურნალისტებს დაემუქრა: "საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ"

გან­მუ­ხუ­რის ხიდ­თან შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი, რო­მე­ლიც დღე დი­ლი­დან "კა­ზან­ტი­პის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია-მსვლე­ლო­ბას მარ­თავს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ისი­ნი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ფო­ტო­ებს უღე­ბენ, აცხა­დე­ბენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შავ­რაზ­მელ­თა ბან­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან და ცდი­ლო­ბენ პრო­ვო­კა­ცია შე­ი­ტა­ნონ დღე­ვან­დელ მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ა­ში.

ისი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტებს ემუქ­რე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ "სა­კუ­თარ თავს უნდა და­აბ­რა­ლონ, რაც მო­უ­ვათ".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ანაკ­ლი­ა­ში "კა­ზან­ტი­პის" ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მრევლს ზნე­ო­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მათ თან აქვთ პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რით - "ნუ გა­და­ვაქ­ცევთ სა­ქარ­თვე­ლოს სო­დომ-გო­მო­რად", "ვთხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ და­უშ­ვას გარ­ყვნი­ლე­ბის ქა­და­გე­ბა", "კა­ზან­ტი­პი გარ­ყვნი­ლე­ბაა".

მსვლე­ლო­ბა­ში არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ სა­მარ­ცხვი­ნოა, როცა სა­ხელ­მწი­ფო პროს­ტი­ტუ­ცი­ას უჭერს მხარს.

ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გან­მუ­ხუ­რის ხიდდ­თან არი­ან შეკ­რე­ბი­ლი. ხიდ­ზე გა­დას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას მათ პო­ლი­ცია არ აძ­ლევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მრევლი, რომელიც "კაზანტიპს" აპროტესტებს, ჟურნალისტებს დაემუქრა: "საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ"

მრევლი, რომელიც "კაზანტიპს" აპროტესტებს, ჟურნალისტებს დაემუქრა: "საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ"

განმუხურის ხიდთან შეკრებილი მრევლი, რომელიც დღე დილიდან "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას მართავს, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ, აცხადებენ, რომ ჟურნალისტები შავრაზმელთა ბანდის წარმომადგენლები არიან და ცდილობენ პროვოკაცია შეიტანონ დღევანდელ მშვიდობიან აქციაში.

ისინი ჟურნალისტებს ემუქრებიან და ამბობენ, რომ "საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რაც მოუვათ".

აქციის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა".

მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები განმუხურის ხიდდთან არიან შეკრებილი. ხიდზე გადასვლის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია