მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება ბანკეტი საქართველოში: მე-12 კლასელებმა საბანკეტო ტანსაცმლის ფული ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხეს
რა ჯდება ბანკეტი საქართველოში: მე-12 კლასელებმა საბანკეტო ტანსაცმლის ფული ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხეს

ინ­ტერ­ნეტ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ფო­ტოს, რო­მელ­ზე­დაც და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლი. ფო­ტოს "ფე­ის­ბუკ­ში" შექ­მნი­ლი გვერ­დი "მე ვარ აბი­ტუ­რი­ენ­ტი" ავ­რცე­ლებს და შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის მი­ნა­წერს ურ­თავს:

"ესე­ნი არი­ან მე-12 კლა­სე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, ბან­კე­ტის ტან­საც­მელ­ზე ფული არ და­ე­ხარ­ჯათ და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შვთა სახ­ლში გა­და­რი­ცხეს თან­ხა". რო­მე­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ეს დიდსუ­ლო­ვა­ნი საქ­ცი­ე­ლი, პოსტსა და კო­მენ­ტა­რებ­ში ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი.

ფოტო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­წო­ნა, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ ეს ბავ­შვე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

"შე­გი­წი­როთ უფა­ლი... ასე­თი რამე რომ მეს­მის, მი­ხა­რია, იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი მე­სა­ხე­ბა, რომ არ გა­დავ­შენ­დე­ბით", "სწო­რი პო­ზი­ცი­აა, ყო­ჩაღ, ბავ­შვე­ბო", "ყო­ჩაღ, იქ­ნებ სხვებ­მაც მი­ბა­ძონ" - ასე­თი ში­ნარ­სის კო­მენ­ტა­რე­ბი ფო­ტოს მრავ­ლად აქვს. გა­მოთ­ქმუ­ლია სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბე­ბიც - "ბან­კე­ტი ცხოვ­რე­ბა­ში ერთხე­ლაა", "ამისდ გა­კე­თე­ბა არა­სა­ბან­კე­ტო დღე­საც შე­იძ­ლე­ბო­და" და მსგავ­სი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ფო­ტო­ზე სერ­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი, რომ­ლებ­მაც დე­ვი­ზით - "შენი წუ­თი­ე­რი ბრწყინ­ვა­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის მთელ ცხოვ­რე­ბად ღირს" - ბან­კეტ­ზე და­ზო­გი­ლი ხარ­ჯე­ბი ავად­მყოფ ბავ­შვებს მო­ახ­მა­რეს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პოს­ტის ასე­თი რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბა ზო­გა­დად, სა­ბან­კე­ტო ხარ­ჯე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბამ, უფრო სწო­რად, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უმუ­შევ­რო­ბა­სა და და­ბალ ხელ­ფა­სებ­ზე წუხს, სა­ბან­კე­ტო ხარ­ჯებს მა­ინც ხელ­გაშ­ლი­ლად ის­ტუმ­რე­ბენ.

და­ახ­ლო­ე­ბით, რა თან­ხის და­ხარ­ჯვა უწევთ მშობ­ლებს შვი­ლე­ბის ბან­კე­ტი­სათ­ვის, რო­გო­რია სამ­ზა­დი­სი და გა­ი­მე­ო­რებ­დნენ თუ არა სერ­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის საქ­ცი­ელს ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც.

თორ­ნი­კე დვა­ლი, აბი­ტუ­რი­ენ­ტი: "გე­თან­ხმე­ბით, კარ­გი იდე­აა, რომ სა­ბან­კე­ტო ფული ავად­მყოფ ბავ­შვებს გა­და­უ­რი­ცხეს, მაგ­რამ მათ, ალ­ბათ, კი­დევ უყი­დიდ­ნენ მშობ­ლე­ბი ახალ ტან­საც­მელს, მე ვი­კი­თხო, გა­ჭირ­ვე­ბულ­მა. ისევ სა­ბან­კე­ტოდ თუ მი­ყი­დი­ან რა­მეს, მერე ვინ­ღაა ჩემი პატ­რო­ნი. თან ახალ­გაზ­რდებს ურ­ჩევ­ნი­ათ გა­ერ­თონ, ვიდ­რე ვინ­მეს და­ეხ­მა­რონ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კე­ტო ხარ­ჯებს, თუ ლი­ლო­ში წახ­ვალ ტან­საც­მლის სა­ყიდ­ლად, 200 ლარ­ში ჩა­ე­ტე­ვი. თუ მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ივ­ლი, 500-600 ლარი მა­ინც და­გე­ხარ­ჯე­ბა. ამას ემა­ტე­ბა რეს­ტო­რა­ნი და ექ­სკურ­სია. ჩემს კლას­ში ცო­ტა­ნი ვართ, ჩემ­მა პა­რა­ლე­ლურ­მა კლას­მა კი 5000 ლარი მარ­ტო რეს­ტორ­ნის და­ხურ­ვა­ში გა­და­ი­ხა­და."

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რა ჯდება ბანკეტი საქართველოში: მე-12 კლასელებმა საბანკეტო ტანსაცმლის ფული ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხეს

რა ჯდება ბანკეტი საქართველოში: მე-12 კლასელებმა საბანკეტო ტანსაცმლის ფული ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხეს

ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოს, რომელზედაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან აღბეჭდილი. ფოტოს "ფეისბუკში" შექმნილი გვერდი "მე ვარ აბიტურიენტი" ავრცელებს და შემდეგი შინაარსის მინაწერს ურთავს:

"ესენი არიან მე-12 კლასელები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ბანკეტის ტანსაცმელზე ფული არ დაეხარჯათ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადარიცხეს თანხა". რომელი სკოლის მოსწავლეებმა ჩაიდინეს ეს დიდსულოვანი საქციელი, პოსტსა და კომენტარებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

ფოტო უამრავმა ადამიანმა მოიწონა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ბავშვები ქართველები არიან.

"შეგიწიროთ უფალი... ასეთი რამე რომ მესმის, მიხარია, იმედის ნაპერწკალი მესახება, რომ არ გადავშენდებით", "სწორი პოზიციაა, ყოჩაღ, ბავშვებო", "ყოჩაღ, იქნებ სხვებმაც მიბაძონ" - ასეთი შინარსის კომენტარები ფოტოს მრავლად აქვს. გამოთქმულია საწინააღმდეგო მოსაზრებებიც - "ბანკეტი ცხოვრებაში ერთხელაა", "ამისდ გაკეთება არასაბანკეტო დღესაც შეიძლებოდა" და მსგავსი.

სინამდვილეში ფოტოზე სერბი აბიტურიენტები არიან აღბეჭდილნი, რომლებმაც დევიზით - "შენი წუთიერი ბრწყინვალება ვიღაცისთვის მთელ ცხოვრებად ღირს" - ბანკეტზე დაზოგილი ხარჯები ავადმყოფ ბავშვებს მოახმარეს.

სავარაუდოდ, ზემოხსენებულ პოსტის ასეთი რეზონანსულობა ზოგადად, საბანკეტო ხარჯების აქტუალურობამ, უფრო სწორად, არაადეკვატურობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმრავლესობა უმუშევრობასა და დაბალ ხელფასებზე წუხს, საბანკეტო ხარჯებს მაინც ხელგაშლილად ისტუმრებენ.

დაახლოებით, რა თანხის დახარჯვა უწევთ მშობლებს შვილების ბანკეტისათვის, როგორია სამზადისი და გაიმეორებდნენ თუ არა სერბი აბიტურიენტების საქციელს ქართველი მოსწავლეებიც.

თორნიკე დვალი, აბიტურიენტი: "გეთანხმებით, კარგი იდეაა, რომ საბანკეტო ფული ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხეს, მაგრამ მათ, ალბათ, კიდევ უყიდიდნენ მშობლები ახალ ტანსაცმელს, მე ვიკითხო, გაჭირვებულმა. ისევ საბანკეტოდ თუ მიყიდიან რამეს, მერე ვინღაა ჩემი პატრონი. თან ახალგაზრდებს ურჩევნიათ გაერთონ, ვიდრე ვინმეს დაეხმარონ. რაც შეეხება საბანკეტო ხარჯებს, თუ ლილოში წახვალ ტანსაცმლის საყიდლად, 200 ლარში ჩაეტევი. თუ მაღაზიებში გაივლი, 500-600 ლარი მაინც დაგეხარჯება. ამას ემატება რესტორანი და ექსკურსია. ჩემს კლასში ცოტანი ვართ, ჩემმა პარალელურმა კლასმა კი 5000 ლარი მარტო რესტორნის დახურვაში გადაიხადა."

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია