კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკო გამსახურდია 26 მაისისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
კოკო გამსახურდია 26 მაისისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი ქარ­თველ ხალ­ხს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მე­გობ­რე­ბო, გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დღეს. 2018 წლამ­დე სულ 4 წე­ლი­წა­დი დარ­ჩა, რომ მისი აქტი, ხელ­მო­წე­რი­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის და მთავ­რო­ბის წევრთა მიერ 100 წლი­სა შეს­რულ­დეს.

გი­ლო­ცავთ ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მე­რაბ კოს­ტა­ვას და­ბა­დე­ბის დღეს. ამ დღეს 1980 წლი­დან (ანუ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გა­და­სახ­ლე­ბი­დან ჩა­მოს­ვლი­დან) იმ­ჟა­მად ნა­ხევ­რად ია­ტაკ­ქვე­შა, დი­სი­დენ­ტურ-სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლუ­რი და პატ­რი­ო­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი მე­რაბ კოს­ტა­ვას სახ­ლში აღ­ვნიშ­ნავ­დით ხოლ­მე.

მინ­და ჩვენს ამ დღე­სას­წა­ულ­ზე ასე­ვე აღ­ვნიშ­ნო უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რაც კარ­გია მშვი­დო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის მთელს რე­გი­ონ­ში.

უკ­რა­ი­ნამ საკ­მაო ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით აირ­ჩია ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მისი სა­ხე­ლია პეტ­რო პო­რო­შენ­კო, 49 წლის, გა­ნათ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო იუ­რის­ტი. კარ­გი დიპ­ლო­მა­ტი, მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შო­კო­ლა­დის წარ­მო­ე­ბა­ში, (მისი ფირ­მის ბრენ­დია "რო­შენ," ცნო­ბი­ლი ევ­რო­პა­ში) ფლობს და­ახ­ლო­ე­ბით 2 მლრდ. ქო­ნე­ბას. პო­ლი­ტი­კა­შია უკვე 2 ათე­ულ წელ­ზე მეტი. პო­რო­შენ­კოს თა­ვი­დან არ იღებ­დნენ მა­იდ­ნის ოპო­ზი­ცი­ა­ში, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მას ად­გი­ლი და­უთ­მო ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ და წა­რად­გი­ნა პარ­ტია "უდა­რის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად.

აი რას წერს მას­ზე რაულ ჩი­ლა­ჩა­ვა, ჩემი მე­გო­ბა­რი, უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი და უკ­რა­ი­ნის ელჩი ლატ­ვი­ა­ში ამ რა­მო­დე­ნი­მე წლის წინ: "იმ პა­სი­ანშში... იგი მა­ინც ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტი იყო: არის ერუ­დი­რე­ბუ­ლი, უცხო ენე­ბის მცოდ­ნე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, კარ­გი ეკო­ნო­მის­ტი, პატ­რი­ო­ტი, გა­მოკ­ვე­თი­ლად პრო­ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის. მან უკვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თა­ვი­სი სამი პრი­ო­რი­ტე­ტი: ომის დამ­თავ­რე­ბა, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია. დიდ პო­ლი­ტი­კა­ში იგი მო­დის შეკ­ვე­ცი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბე­ბით, ამი­ტომ მო­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებ­თან სა­ჭი­რო ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­კუ­თა­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნი­ჭის მთე­ლი სი­სავ­სით გა­მოვ­ლე­ნა. მისი ყვე­ლა გეგ­მის წარ­მა­ტე­ბა კი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უპირ­ვე­ლე­სად იმა­ზე თუ რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას, მით უმე­ტეს რომ უკვე თქვა - ყი­რი­მი და ევ­რო­პუ­ლი კურ­სი ვაჭ­რო­ბის სა­გა­ნი არ იქ­ნე­ბაო."მე­მარ­ჯვე­ნე სექ­ტო­რის ლი­დერ­მა, დმიტ­რო ია­როშ­მა ხმე­ბის 1 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო. ამი­თი დას­რულ­და მითი "ფა­შის­ტურ" მა­ი­დან­ზე.

ასე რომ, უკ­რა­ი­ნის ეს წარ­მა­ტე­ბა ვგო­ნებ, უნდა გა­უ­ხარ­დეს ყვე­ლას, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია მშვი­დო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რო­გორც ევ­რო­პა­ში, ისე ევ­რო­პა-აზი­ის სა­ზღვარ­ზე. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მაქ­სი­მა­ლუ­რი უნდა გა­კეთ­დეს", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კოკო გამსახურდია 26 მაისისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

კოკო გამსახურდია 26 მაისისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ”ფეისბუქის” პირად გვერდზე უკრაინაში წარმატებით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

”მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. 2018 წლამდე სულ 4 წელიწადი დარჩა, რომ მისი აქტი, ხელმოწერილი დამფუძნებელი კრების და მთავრობის წევრთა მიერ 100 წლისა შესრულდეს.

გილოცავთ ასევე ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს. ამ დღეს 1980 წლიდან (ანუ ზვიად გამსახურდიას გადასახლებიდან ჩამოსვლიდან) იმჟამად ნახევრად იატაკქვეშა, დისიდენტურ-სამართალდამცველური და პატრიოტული მოძრაობის წევრები მერაბ კოსტავას სახლში აღვნიშნავდით ხოლმე.

მინდა ჩვენს ამ დღესასწაულზე ასევე აღვნიშნო უკრაინაში წარმატებულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც კარგია მშვიდობისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის სტაბილურობისთვის მთელს რეგიონში.

უკრაინამ საკმაო ერთსულოვნებით აირჩია ახალი პრეზიდენტი და მისი სახელია პეტრო პოროშენკო, 49 წლის, განათლებით საერთაშორისო იურისტი. კარგი დიპლომატი, მსხვილი ბიზნესმენი შოკოლადის წარმოებაში, (მისი ფირმის ბრენდია "როშენ," ცნობილი ევროპაში) ფლობს დაახლოებით 2 მლრდ. ქონებას. პოლიტიკაშია უკვე 2 ათეულ წელზე მეტი. პოროშენკოს თავიდან არ იღებდნენ მაიდნის ოპოზიციაში, მაგრამ მოულოდნელად მას ადგილი დაუთმო ვიტალი კლიჩკომ და წარადგინა პარტია "უდარის" საპრეზიდენტო კანდიდატად.

აი რას წერს მასზე რაულ ჩილაჩავა, ჩემი მეგობარი, უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოეტი და უკრაინის ელჩი ლატვიაში ამ რამოდენიმე წლის წინ: "იმ პასიანშში... იგი მაინც ყველაზე მისაღები კანდიდატი იყო: არის ერუდირებული, უცხო ენების მცოდნე, წარმატებული ბიზნესმენი, კარგი ეკონომისტი, პატრიოტი, გამოკვეთილად პროევროპული ორიენტაციის. მან უკვე ჩამოაყალიბა თავისი სამი პრიორიტეტი: ომის დამთავრება, კორუფციასთან ბრძოლა, ევროინტეგრაცია. დიდ პოლიტიკაში იგი მოდის შეკვეცილი საპრეზიდენტო უფლებებით, ამიტომ მოუწევს ხელისუფლების შტოებთან საჭირო ბალანსის შესანარჩუნებლად საკუთარი დიპლომატიური ნიჭის მთელი სისავსით გამოვლენა. მისი ყველა გეგმის წარმატება კი დამოკიდებული იქნება უპირველესად იმაზე თუ რამდენად მოახერხებს ვლადიმერ პუტინთან საერთო ენის გამონახვას, მით უმეტეს რომ უკვე თქვა - ყირიმი და ევროპული კურსი ვაჭრობის საგანი არ იქნებაო."მემარჯვენე სექტორის ლიდერმა, დმიტრო იაროშმა ხმების 1 პროცენტი მიიღო. ამითი დასრულდა მითი "ფაშისტურ" მაიდანზე.

ასე რომ, უკრაინის ეს წარმატება ვგონებ, უნდა გაუხარდეს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და დამოუკიდებლობა როგორც ევროპაში, ისე ევროპა-აზიის საზღვარზე. ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალური უნდა გაკეთდეს”, - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს