სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რძალმა მამამთილს საყვარელთან შეუსწრო - როგორ იქცა სათნო მამამთილი შურისმაძიებლად
რძალმა მამამთილს საყვარელთან შეუსწრო - როგორ იქცა სათნო მამამთილი შურისმაძიებლად

"გა­მარ­ჯო­ბა. გთხოვთ, ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­მიწ­ვი­ოთ. მინ­და გული გა­და­გი­შა­ლოთ და გი­ამ­ბოთ, თუ რო­გორ გა­მამ­წა­რა მა­მამ­თილ­მა მას მერე, რაც საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მყოფს, შემ­თხვე­ვით მოვ­კა­რი თვა­ლი. ნე­ტავ, იმ დღეს სახ­ლი­დან არ გავ­სუ­ლი­ყა­ვი... "ნა­შას­თან" ერ­თად რომ არ მე­ნა­ხა, ვფიქ­რობ, ისევ ბედ­ნი­ე­რად ვი­ცხოვ­რებ­დი ქმრის გვერ­დით და ჩემს ოჯახს დან­გრე­ვის საფრ­თხე არ და­ე­მუქ­რე­ბო­და... ძა­ლი­ან გთხოვთ, მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გი­ამ­ბოთ. იქ­ნებ ამ წე­რი­ლის წა­კი­თხვის შემ­დეგ მა­ინც მიხ­ვდეს ჩემი მა­მამ­თი­ლი, რომ ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა მა­შინ და­უშ­ვა, როცა ჩემ­ში "ჩამ­შვე­ბი" და­ი­ნა­ხა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ დე­დამ­თილ­თან, ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ­რე­ო­და..." - ეს წე­რი­ლი 23 წლის ია კა­ხელ­მა მომ­წე­რა. გო­გო­ნას ერთ-ერთ პარკში შევ­ხვდი. მის­მა მო­ნა­თხრობ­მა და მა­მამ­თი­ლის შუ­რის­ძი­ე­ბის მე­თო­დებ­მა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა.

- ნა­ად­რე­ვად, 18 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში გა­ვი­ცა­ნი. იქ იყ­ვნენ მისი მშობ­ლე­ბიც. სა­მამ­თი­ლო­საც ისე მო­ვე­წო­ნე, გა­ხა­რე­ბუ­ლი ამ­ბობ­და: ამ ქორ­წილ­ში ჩა­მოს­ვლა, ქე­ი­ფის გარ­და, იმი­ტო­მაც ღირ­და, ეს გო­გო­ნა რომ გაგ­ვეც­ნოო. მერე ჩემს მშობ­ლებ­საც და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ: თქვე­ნი შვი­ლი რძლად გვინ­და და თუ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი გექ­ნე­ბათ, მოგ­ვა­თხო­ვე­თო. დე­დამ "და­მიც­ვა", - არ­სად გვეჩ­ქა­რე­ბა, ჯერ რა დროს მისი გა­თხო­ვე­ბა­აო? მაგ­რამ ხომ იცით, სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს რო­გორ უჭირთ თა­ვის გა­ტა­ნა, შვი­ლის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა და მა­მამ თქვა: დავ­ფიქ­რდეთ, ნუ ავჩ­ქარ­დე­ბით, იქ­ნებ ბავ­შვებს მარ­თლა მოს­წონთ ერ­თმა­ნე­თიო. ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღეს კა­ხას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ, კახა კი ნა­თე­სა­ვის ოჯახ­ში და­ტო­ვეს. ის ჩემ­ზე 5 წლით იყო უფ­რო­სი, არ­სად სწავ­ლობ­და და ეტყო­ბა, მისი და­ო­ჯა­ხე­ბა ამი­ტო­მაც ეჩ­ქა­რე­ბო­დათ.

- შენს მშობ­ლებს რამ მო­ა­წო­ნა უსაქ­მუ­რი სა­სი­ძო?

- უსაქ­მუ­რი არ იყო, მუ­შა­ობ­და. მარ­თა­ლია, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ სწავ­ლობ­და, მაგ­რამ ინ­გლი­სუ­რი იცო­და, კომ­პი­უ­ტე­რის აწყო­ბა ეხერ­ხე­ბო­და და სამ­სა­ხუ­რიც ჰქონ­და, თან - რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და და ხელ­ფა­სიც კარ­გი ჰქონ­და; თავს იმის უფ­ლე­ბა­საც აძ­ლევ­და, თან­ხა სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­ეფ­ლან­გა. მა­გა­ლი­თად, ქორ­წი­ლის დღეს დამ­კვრე­ლე­ბი გა­ამ­დიდ­რა. ნე­ტავ გე­ნა­ხათ, მათ­კენ მი­მა­ვალ კა­ხას რომ და­ი­ნა­ხავ­დნენ, სი­ხა­რუ­ლის­გან რო­გორ ჭყვი­ტი­ნებ­დნენ. რო­გორც მერე გა­ვი­გე, და­ახ­ლო­ე­ბით 200 ლა­რამ­დე უჩუ­ქე­ბია მათ­თვის.

- ცო­ლო­ბა­ზე რო­გორ და­გი­თან­ხმა?

- ეს არ გას­ჭირ­ვე­ბია (იღი­მის). მე­ო­რე დღე­საც შევ­ხვდი. მეც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა თბი­ლი­სე­ლი ბიჭი და მო­მა­ვალ­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვაც. მა­ნამ­დეც მყავ­დნენ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, მაგ­რამ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებს ხე­ლებ­ში შეჰ­ყუ­რებ­დნენ და ხში­რად, ჯი­ბე­ში გახ­ვრე­ტი­ლი თეთ­რი­ა­ნიც არ ეგ­დოთ, ისე­ვე, რო­გორც მე... მე­ო­რე დღე­საც მშვე­ნივ­რად გა­ვერ­თეთ ქორ­წი­ლის ნა­სუფ­რალ­ზე, მე­სა­მე დღეს კი შინ მო­მად­გა, ჩემს მშობ­ლებს კი­დევ ერთხელ და­ე­ლა­პა­რა­კა. დე­დამ უთხრა, - მინ­დო­და, ჯერ ეს­წავ­ლა. ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე იყოო. კახა დაჰ­პირ­და, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა რა პრობ­ლე­მაა? თა­ნაც, სტუ­დენ­ტი შვი­ლის­თვის ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბაც აღარ მო­გი­წევთ და აღარც მისი სწავ­ლის ფუ­ლის შოვ­ნა­ზე ფიქ­რი დაგ­ჭირ­დე­ბა­თო. მა­მას სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის ტვინ­ში სის­ხლი ჩა­ექ­ცა, - არი­ქა, ეშ­ვე­ლა ჩემს გო­გო­ნა­სო, მაგ­რამ უთხრა: შვი­ლო, ჯერ კარ­გად და­ფიქ­რდი და თუ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დე­გაც ამ აზ­რზე იქ­ნე­ბი, მოდი და ია და­ნიშ­ნეო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ისი­ნიც გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ოჯა­ხის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი რომ და­ა­ყე­ნეს გზა­ზე, რად­გან შინ ჩემ­ნა­ი­რი კი­დევ სამი ჰყავ­დათ (იღი­მის)... მოკ­ლედ, კახა წა­ვი­და, მე სო­ფელ­ში დავ­რჩი, მაგ­რამ გული მას გა­ვა­ტა­ნე.

- რამ­დენ ხან­ში შეხ­ვდით ისევ ერ­თმა­ნეთს?

- ზუს­ტად ერთი თვის თავ­ზე მა­მას­თან და მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად გვეს­ტუმ­რა, მა­მას ჩემი ხელი სთხო­ვა. კა­ხას მა­მამ თით­ზე ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი მო­მარ­გო და თქვა: დღე­ი­დან ჩემი შვი­ლი ხარ, მე კი შენი მამა. კახა თუ გა­წყე­ნი­ნებს, ჩემ­თან ექ­ნე­ბა საქ­მეო. თავი რო­მე­ლი­ღაც ზღაპ­რის გმი­რი მე­გო­ნა. მე­ში­ნო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მა­რი არ ყო­ფი­ლი­ყო და თვა­ლის გა­ხე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ზღა­პა­რი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო... კა­ხამ პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და ხელი შე­მი­წყო სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სებ­ზეც დავ­დი­ო­დი, რად­გან სო­ფელ­ში ამ ენის შეს­წავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, ჩემ­თვის კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნათ და მათ მეც გა­მუდ­მე­ბით თვა­ლებ­ში შევ­ცი­ცი­ნებ­დი. სას­წავ­ლებ­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სახ­ლს ვა­ლა­გებ­დი, კერ­ძებს ვამ­ზა­დებ­დი და რო­გორც კარგ დი­ა­სახ­ლისს შე­ე­ფე­რე­ბა, ოჯა­ხის წევ­რებს ისე ვხვდე­ბო­დი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ერ, შეკ­რულ ოჯა­ხად ვცხოვ­რობ­დით. დე­დამ­თი­ლი ამ­ბობ­და: იმ სო­ფელ­ში ოქ­როს კვერ­ცხი ვი­პო­ვეთ, რომ­ლი­და­ნაც ულა­მა­ზე­სი წი­წი­ლა გა­მო­ი­ჩე­კა და ის ახლა ჩვენს სახ­ლში იზ­რდე­ბა. მად­ლო­ბა, რომ შინ დაბ­რუ­ნე­ბულს მა­ნე­ბივ­რებ და აქაც საქ­მე არ მხვდე­ბაო. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა­ში ვი­ყა­ვით. სულ მე­ში­ნო­და, ასე­თი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის. მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ერთ დღე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რა­ღაც მომ­ხდა­რი­ყო და ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბაც დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, ამის მი­ზე­ზი მა­მამ­თი­ლი თუ გახ­დე­ბო­და.

- მა­მამ­თი­ლი საყ­ვა­რელ­თან ერ­თად, რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ი­ჭი­რე?

- მაღ­ლივ კორ­პუ­სამ­დე რა­ღაც მან­ძილს ფე­ხით გავ­დი­ო­დი. შო­რი­დან მა­მამ­თი­ლის მან­ქა­ნა რომ შევ­ნიშ­ნე, გა­მიკ­ვირ­და, - აქ რა უნდა-მეთ­ქი? წე­სით, სამ­სა­ხურ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თა­ვის სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში თავ­ჩარ­გუ­ლი. შე­მე­შინ­და, - და­ვი­ჯე­რო, ჩემს გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად მო­ვი­და-მეთ­ქი? ჯერ ვი­ფიქ­რე, ისე მო­ვიქ­ცე­ვი, თით­ქოს ვერ და­ვი­ნა­ხე-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე სა­კუ­თარ თავს გა­ვუბ­რაზ­დი: "და­სა­მა­ლი რა გაქვს? უნდა მიხ­ვი­დე და უთხრა, რომ ტყუ­ი­ლად ში­შობს, რომ მის შვილს არას­დროს უღა­ლა­ტებ!" ჰოდა, იმის ნაც­ვლად, რომ სას­წავ­ლე­ბელ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი, გზი­დან გა­და­ვუხ­ვიე, მის მან­ქა­ნას მი­ვა­დე­ქი. ის და მისი ქალი ისე იყ­ვნენ ლა­პა­რაკ­ში გარ­თუ­ლე­ბი, მხო­ლოდ მა­შინ შე­მამ­ჩნი­ეს, როცა მათ თავს და­ვა­დე­ქი. მეც გვი­ან შევ­ნიშ­ნე, მან­ქა­ნა­ში ქალი რომ იჯდა, თო­რემ შე­იძ­ლე­ბო­და, უკან და­მე­ხია...

- რომ და­გი­ნა­ხა, რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- აღელ­და, მე კი მო­ვუ­ბო­დი­შე და სწრა­ფად გა­ვე­ცა­ლე... იმ დღეს ლექ­ცი­ა­ზე დაშ­ტე­რე­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი და ლექ­ტორ­მაც შე­ნიშ­ვნა მომ­ცა. ვუ­თხა­რი, - თავს შე­უძ­ლოდ ვგრძნობ-მეთ­ქი და სახ­ლში გა­მიშ­ვა. ქუ­ჩა­ში ვი­ხე­ტი­ა­ლე, მერე სახ­ლთან ახ­ლოს, პარკში ჩა­მოვ­ჯე­ქი და დავ­ფიქ­რდი, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი? დე­დამ­თი­ლის მო­ტყუ­ე­ბა ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი, არც მა­მამ­თი­ლის "ჩაშ­ვე­ბა" ივარ­გებ­და. ამი­ტომ ვარ­ჩიე, პირ­ში წყა­ლი ჩა­მე­გუ­ბე­ბი­ნა. ფიქ­რებ­მა შე­მი­ყო­ლია და შინ მის­ვლა და­მაგ­ვი­ან­და. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ სახ­ლის მი­ლა­გე­ბა მო­ვას­წა­რი. ჯერ კახა მო­ვი­და, მერე - დე­დამ­თი­ლი. მა­მამ­თილ­მა რომ და­იგ­ვი­ა­ნა, ჯერ ცოლ­მა და­უ­რე­კა, მერე შვილ­მა, - სად ხარ, რა ხდე­ბაო? - უჩე­მოდ ივახ­შმეთ, მაგ­ვი­ან­დე­ბაო. კა­ხას­თვის უკი­თხავს: ჩემი რძა­ლი რო­გორ არის? ხომ კარგ ხა­სი­ათ­ზე­აო? როცა გა­ი­გო, რომ კარ­გად ვი­ყა­ვი, ეტყო­ბა, შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა და ცოტა ხან­ში შინ მობ­რძან­და. თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებ­და, აინ­ტე­რე­სებ­და, რას ვფიქ­რობ­დი, რისი გამ­კე­თე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. მუც­ლის ტკი­ვი­ლი მო­ვი­მი­ზე­ზე და სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში გა­ვე­დი. ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის უკვე 2 თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი. დი­ლით ოთა­ხი­დან გვი­ან გა­ვე­დი. მა­მამ­თი­ლი სახ­ლში დამ­ხვდა და მი­თხრა, - მოდი, და­ვი­ლა­პა­რა­კო­თო. - სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რია, თქვე­ნი თა­ვი­სა თა­ვად­ვე იცით, მაგ­რამ ეს რომ ნა­ტამ (ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა) გა­ი­გოს, გული ძა­ლი­ან ეტ­კი­ნე­ბა-მეთ­ქი. - მერე სა­ი­დან გა­ი­გებს, ამის თქმას შენ ხომ არ აპი­რე­ბო? - კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ შე­მეძ­ლოს, მაგ­რამ ამას ვერ გა­ვა­კე­თებ, ასე­თი გმი­რიც არ ვარ. ამი­ტომ, თქვე­ნი არ იყოს, მეც ტყუ­ილ­ში მო­მი­წევს ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი. და­მი­წყო ახ­სნა, - ის ქალი ჩემი საყ­ვა­რე­ლი კი არა, უბ­რა­ლოდ, ძვე­ლი ნაც­ნო­ბია. რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და, და­მი­რე­კა, უნდა გე­ლა­პა­რა­კოო და უარს ხომ არ ვე­ტყო­დი? თან, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც საქ­მე ჰქონ­და და იქ ამი­ტომ მი­ვე­დიო. არა­და, ის გოგო მის ძველ ნაც­ნობს კი არა, სტუ­დენტს უფრო ჰგავ­და, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო. ვუ­თხა­რი, - არაფ­რის ახ­სნა არ არის სა­ჭი­რო. უბ­რა­ლოდ, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცოლს უერ­თგუ­ლებთ, მე კი ამ საქ­მე­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არ მაქვს და გთხოვთ, ნუ­რა­ფერ­ში გამ­რევთ-მეთ­ქი. ეტყო­ბა, ჩემი სი­ტყვე­ბი არ მო­ე­წო­ნა, რად­გან მას მერე, სულ ეჭ­ვის თვა­ლით მი­ყუ­რებ­და, ჩემს დამ­ცი­რე­ბას ცდი­ლობ­და და ცოლს ჩემ­ზე რა­ღა­ცებს ეჩურ­ჩუ­ლე­ბო­და. არ ვიცი, ნერ­ვი­უ­ლო­ბამ იმოქ­მე­და თუ რა იყო, მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლა. ეს გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ კი­დევ უფრო მე­ტად და­ვე­ჩაგ­რე. კა­ხას ეუბ­ნე­ბო­და, - რა გახ­და, ამ­დენ ხანს შვი­ლიშ­ვი­ლი რომ ვერ მა­ჩუ­ქე­თო?.. ერთხელ ყური მოვ­კა­რი, ცოლს ეუბ­ნე­ბო­და: ჯერ ვერ და­ფეხ­მძიმ­და, ახლა კი, როცა გვე­გო­ნა, გვეშ­ვე­ლა, მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა. ეს და კახა ერ­თად დიდ­ხანს ვერ გაძ­ლე­ბე­ნო. დე­დამ­თილ­მა რა უპა­სუ­ხა, არ ვიცი, რად­გან ამ სი­ტყვე­ბის გა­გო­ნე­ბამ ჩემ­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და და გო­ნე­ბა დავ­კარ­გე.

- როცა მა­მამ­თილ­თან მარ­ტო რჩე­ბო­დი, არა­ფერს ეუბ­ნე­ბო­დი? არ საყ­ვე­დუ­რობ­დი, რომ უსა­მარ­თლოდ გექ­ცე­ო­და?

- ერთხელ ვუ­თხა­რი: გა­ვი­გო­ნე, ჩემ­ზე რაც თქვით-მეთ­ქი. გა­ი­ცი­ნა: აბა, რა გე­გო­ნა? ხომ იცი, სხვის საქ­მე­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბაო! - კი, მაგ­რამ მე ხომ არა­ვის­თვის არა­ფე­რი მით­ქვამს და რა­ღას მერ­ჩით-მეთ­ქი? - ჩემ­თვის ჭკუ­ის და­რი­გე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს. სოფ­ლი­დან, ჯურღმუ­ლი­დან გა­მო­გათ­რიე, შენ კი ახლა მტრად გა­და­მე­ქე­ციო. ვუმ­ტკი­ცებ­დი, ასე არ არის, ძა­ლი­ან მინ­და, მხარ­ში ამო­გიდ­გეთ და თუ მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ იმ ქალ­თან აღა­რა­ფე­რი გა­კავ­ში­რებთ, მეც სუფ­თა სინ­დი­სით ვი­ცხოვ­რებ, გულ­ში ბოღ­მას არ და­ვი­ტო­ვებ-მეთ­ქი. დამ­ცი­ნა: მეტი საქ­მე არ მაქს, "ბულ­კი­ვით" გოგო რძლის გამო მი­ვა­ტო­ვო. ხმა­საც ვერ ამო­ი­ღებ. თუ ზედ­მეტს იტყვი, ამ სახ­ლს და­ტო­ვე­ბო... ბოლო დროს ურ­თი­ერ­თო­ბა დე­დამ­თილ­თა­ნაც და­მე­ძა­ბა. სულ ჰგო­ნია, რომ ვა­ტყუ­ებ; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ღა­ცებს ვეპ­რან­ჭე­ბი და სულ და­კი­თხვას მი­წყობს, - სად იყა­ვი, რას აკე­თებ­დიო? ამას წი­ნათ მი­თხრა: გი­ნე­კო­ლოგ­თან უნდა წა­გიყ­ვა­ნო, მარ­თლა უშ­ვი­ლოდ არ და­ტო­ვო ჩემი ვა­ჟიო. მის­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი მწყინს, მაგ­რამ ხმა­საც ვერ ვი­ღებ: ბო­ლოს და ბო­ლოს, მას ხომ პირ­ვე­ლად თა­ვად ვუ­ღა­ლა­ტე, როცა ქმრის უსაქ­ცი­ე­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვუ­თხა­რი? ჰოდა, ახლა შე­დეგს ვიმ­კი და როცა გულს მტკენს, ღი­მი­ლით ვე­უბ­ნე­ბი: ნუ გე­ში­ნი­ათ, კა­ხას და სა­კუ­თარ თავს ბავ­შვს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუ­ჩენ-მეთ­ქი...

- კახა ვე­რა­ფერს ხვდე­ბა?

- ბოლო დროს მგო­ნი, მა­მამ კა­ხა­საც მი­ა­წო­და "შხა­მი" და ახლა მა­საც ვე­ღარ ვცნობ - სულ ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ბუ­ზღუ­ნებს, თით­ქოს ეჭ­ვი­ა­ნობს კი­დეც და რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვუს­წა­რი, ჩან­თას, ტე­ლე­ფონს რომ მი­მოწ­მებ­და. აღარ ვიცი, ამ ყვე­ლა­ფერს რო­დემ­დე ავი­ტან. უკვე ისე­თი და­ძა­ბუ­ლი ვარ, შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს "ავ­ფეთ­ქდე" და სი­მარ­თლე ვთქვა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ისევ მე და­მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მა­მამ­თი­ლი და­მე­მუქ­რა: რა­მეს თუ იტყვი, იცო­დე, მეც შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ თა­ვად და­გი­ნა­ხე ვი­ღაც ბი­ჭთან ერ­თად, მაგ­რამ შვი­ლის გამო პირ­ში წყა­ლი ჩა­ვი­გუ­ბე. იცო­დე, ცოლი და­მი­ჯე­რებს, შენ კი კახა აუ­ცი­ლებ­ლად გა­გაგ­დებს სახ­ლი­და­ნო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეც მოხ­დე­ბა... ერთ წამ­ში აღ­მოვ­ჩნდი ჯო­ჯო­ხეთ­ში და გა­მო­სა­ვალს ვერ ვპო­უ­ლობ. არა­და, მარ­თლა მიყ­ვარს ქმა­რი, დე­დამ­თი­ლი და რო­გორც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მა­მამ­თი­ლის მი­მართ დღემ­დე თბი­ლი გრძნო­ბა მაქვს. ერ­თა­დერ­თი, რისი გა­გე­ბაც მსურს, ის არის, რომ მას საყ­ვა­რე­ლი აღარ ჰყავს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ფიქ­რებ, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცი, როცა სი­მარ­თლე დავ­მა­ლე. ვი­ფიქ­რებ, რომ ამ საქ­ცი­ე­ლით მათი ოჯა­ხი დან­გრე­ვის­გან ვიხ­სე­ნი, მაგ­რამ მა­მამ­თი­ლი სუ­ლაც არ ცდი­ლობს, და­მარ­წმუ­ნოს, რომ ცო­ლის ერ­თგუ­ლია.

P.S. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვწე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რძალმა მამამთილს საყვარელთან შეუსწრო - როგორ იქცა სათნო მამამთილი შურისმაძიებლად

რძალმა მამამთილს საყვარელთან შეუსწრო - როგორ იქცა სათნო მამამთილი შურისმაძიებლად

"გამარჯობა. გთხოვთ, ინტერვიუზე მიმიწვიოთ. მინდა გული გადაგიშალოთ და გიამბოთ, თუ როგორ გამამწარა მამამთილმა მას მერე, რაც საყვარელთან ერთად მყოფს, შემთხვევით მოვკარი თვალი. ნეტავ, იმ დღეს სახლიდან არ გავსულიყავი... "ნაშასთან" ერთად რომ არ მენახა, ვფიქრობ, ისევ ბედნიერად ვიცხოვრებდი ქმრის გვერდით და ჩემს ოჯახს დანგრევის საფრთხე არ დაემუქრებოდა... ძალიან გთხოვთ, მომეცით საშუალება, ყველაფერი გიამბოთ. იქნებ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც მიხვდეს ჩემი მამამთილი, რომ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ჩემში "ჩამშვები" დაინახა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დედამთილთან, ქმართან ურთიერთობა ამრეოდა..." - ეს წერილი 23 წლის ია კახელმა მომწერა. გოგონას ერთ-ერთ პარკში შევხვდი. მისმა მონათხრობმა და მამამთილის შურისძიების მეთოდებმა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვა.

- ნაადრევად, 18 წლის ასაკში გავთხოვდი. მომავალი მეუღლე ნათესავის ქორწილში გავიცანი. იქ იყვნენ მისი მშობლებიც. სამამთილოსაც ისე მოვეწონე, გახარებული ამბობდა: ამ ქორწილში ჩამოსვლა, ქეიფის გარდა, იმიტომაც ღირდა, ეს გოგონა რომ გაგვეცნოო. მერე ჩემს მშობლებსაც დაელაპარაკნენ: თქვენი შვილი რძლად გვინდა და თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, მოგვათხოვეთო. დედამ "დამიცვა", - არსად გვეჩქარება, ჯერ რა დროს მისი გათხოვებააო? მაგრამ ხომ იცით, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს როგორ უჭირთ თავის გატანა, შვილისთვის განათლების მიცემა და მამამ თქვა: დავფიქრდეთ, ნუ ავჩქარდებით, იქნებ ბავშვებს მართლა მოსწონთ ერთმანეთიო. ქორწილის მეორე დღეს კახას მშობლები თბილისში დაბრუნდნენ, კახა კი ნათესავის ოჯახში დატოვეს. ის ჩემზე 5 წლით იყო უფროსი, არსად სწავლობდა და ეტყობა, მისი დაოჯახება ამიტომაც ეჩქარებოდათ.

- შენს მშობლებს რამ მოაწონა უსაქმური სასიძო?

- უსაქმური არ იყო, მუშაობდა. მართალია, უნივერსიტეტში არ სწავლობდა, მაგრამ ინგლისური იცოდა, კომპიუტერის აწყობა ეხერხებოდა და სამსახურიც ჰქონდა, თან - რამდენიმე ადგილას მუშაობდა და ხელფასიც კარგი ჰქონდა; თავს იმის უფლებასაც აძლევდა, თანხა სურვილისამებრ გაეფლანგა. მაგალითად, ქორწილის დღეს დამკვრელები გაამდიდრა. ნეტავ გენახათ, მათკენ მიმავალ კახას რომ დაინახავდნენ, სიხარულისგან როგორ ჭყვიტინებდნენ. როგორც მერე გავიგე, დაახლოებით 200 ლარამდე უჩუქებია მათთვის.

- ცოლობაზე როგორ დაგითანხმა?

- ეს არ გასჭირვებია (იღიმის). მეორე დღესაც შევხვდი. მეც ძალიან მომეწონა თბილისელი ბიჭი და მომავალში თბილისში ცხოვრების პერსპექტივაც. მანამდეც მყავდნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ისეთები, რომლებიც მშობლებს ხელებში შეჰყურებდნენ და ხშირად, ჯიბეში გახვრეტილი თეთრიანიც არ ეგდოთ, ისევე, როგორც მე... მეორე დღესაც მშვენივრად გავერთეთ ქორწილის ნასუფრალზე, მესამე დღეს კი შინ მომადგა, ჩემს მშობლებს კიდევ ერთხელ დაელაპარაკა. დედამ უთხრა, - მინდოდა, ჯერ ესწავლა. ნიჭიერი მოსწავლე იყოო. კახა დაჰპირდა, სწავლის გაგრძელება რა პრობლემაა? თანაც, სტუდენტი შვილისთვის ბინის დაქირავებაც აღარ მოგიწევთ და აღარც მისი სწავლის ფულის შოვნაზე ფიქრი დაგჭირდებათო. მამას სიხარულისგან ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა, - არიქა, ეშველა ჩემს გოგონასო, მაგრამ უთხრა: შვილო, ჯერ კარგად დაფიქრდი და თუ რამდენიმე დღის შემდეგაც ამ აზრზე იქნები, მოდი და ია დანიშნეო. ძალიან ბედნიერი ვიყავი მშობლების გადაწყვეტილებით. ისინიც გახარებულები იყვნენ, ოჯახის უფროსი ქალიშვილი რომ დააყენეს გზაზე, რადგან შინ ჩემნაირი კიდევ სამი ჰყავდათ (იღიმის)... მოკლედ, კახა წავიდა, მე სოფელში დავრჩი, მაგრამ გული მას გავატანე.

- რამდენ ხანში შეხვდით ისევ ერთმანეთს?

- ზუსტად ერთი თვის თავზე მამასთან და მეგობარ ბიჭთან ერთად გვესტუმრა, მამას ჩემი ხელი სთხოვა. კახას მამამ თითზე ნიშნობის ბეჭედი მომარგო და თქვა: დღეიდან ჩემი შვილი ხარ, მე კი შენი მამა. კახა თუ გაწყენინებს, ჩემთან ექნება საქმეო. თავი რომელიღაც ზღაპრის გმირი მეგონა. მეშინოდა, ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო და თვალის გახელის შემთხვევაში, ზღაპარი არ დასრულებულიყო... კახამ პირობა შეასრულა და ხელი შემიწყო სწავლის გაგრძელებაში. უნივერსიტეტში ვსწავლობ, ინგლისური ენის კურსებზეც დავდიოდი, რადგან სოფელში ამ ენის შესწავლა შეუძლებელი იყო. მეუღლის მშობლები ცდილობდნენ, ჩემთვის კომფორტი შეექმნათ და მათ მეც გამუდმებით თვალებში შევციცინებდი. სასწავლებლიდან დაბრუნებული სახლს ვალაგებდი, კერძებს ვამზადებდი და როგორც კარგ დიასახლისს შეეფერება, ოჯახის წევრებს ისე ვხვდებოდი. მოკლედ, ძალიან ბედნიერ, შეკრულ ოჯახად ვცხოვრობდით. დედამთილი ამბობდა: იმ სოფელში ოქროს კვერცხი ვიპოვეთ, რომლიდანაც ულამაზესი წიწილა გამოიჩეკა და ის ახლა ჩვენს სახლში იზრდება. მადლობა, რომ შინ დაბრუნებულს მანებივრებ და აქაც საქმე არ მხვდებაო. მოკლედ, ერთმანეთის პატივისცემაში ვიყავით. სულ მეშინოდა, ასეთი დიდი ბედნიერების. მქონდა მოლოდინი, რომ ერთ დღესაც შესაძლებელი იყო, რაღაც მომხდარიყო და ჩემი ბედნიერებაც დასრულებულიყო, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ამის მიზეზი მამამთილი თუ გახდებოდა.

- მამამთილი საყვარელთან ერთად, რა ვითარებაში გამოიჭირე?

- მაღლივ კორპუსამდე რაღაც მანძილს ფეხით გავდიოდი. შორიდან მამამთილის მანქანა რომ შევნიშნე, გამიკვირდა, - აქ რა უნდა-მეთქი? წესით, სამსახურში უნდა ყოფილიყო, თავის საქაღალდეებში თავჩარგული. შემეშინდა, - დავიჯერო, ჩემს გასაკონტროლებლად მოვიდა-მეთქი? ჯერ ვიფიქრე, ისე მოვიქცევი, თითქოს ვერ დავინახე-მეთქი, მაგრამ მერე საკუთარ თავს გავუბრაზდი: "დასამალი რა გაქვს? უნდა მიხვიდე და უთხრა, რომ ტყუილად შიშობს, რომ მის შვილს არასდროს უღალატებ!" ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ სასწავლებელში შევსულიყავი, გზიდან გადავუხვიე, მის მანქანას მივადექი. ის და მისი ქალი ისე იყვნენ ლაპარაკში გართულები, მხოლოდ მაშინ შემამჩნიეს, როცა მათ თავს დავადექი. მეც გვიან შევნიშნე, მანქანაში ქალი რომ იჯდა, თორემ შეიძლებოდა, უკან დამეხია...

- რომ დაგინახა, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- აღელდა, მე კი მოვუბოდიშე და სწრაფად გავეცალე... იმ დღეს ლექციაზე დაშტერებული ვიჯექი და ლექტორმაც შენიშვნა მომცა. ვუთხარი, - თავს შეუძლოდ ვგრძნობ-მეთქი და სახლში გამიშვა. ქუჩაში ვიხეტიალე, მერე სახლთან ახლოს, პარკში ჩამოვჯექი და დავფიქრდი, როგორ მოვქცეულიყავი? დედამთილის მოტყუება ჩემთვის ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ვიცოდი, არც მამამთილის "ჩაშვება" ივარგებდა. ამიტომ ვარჩიე, პირში წყალი ჩამეგუბებინა. ფიქრებმა შემიყოლია და შინ მისვლა დამაგვიანდა. შესაბამისად, მხოლოდ სახლის მილაგება მოვასწარი. ჯერ კახა მოვიდა, მერე - დედამთილი. მამამთილმა რომ დაიგვიანა, ჯერ ცოლმა დაურეკა, მერე შვილმა, - სად ხარ, რა ხდებაო? - უჩემოდ ივახშმეთ, მაგვიანდებაო. კახასთვის უკითხავს: ჩემი რძალი როგორ არის? ხომ კარგ ხასიათზეაო? როცა გაიგო, რომ კარგად ვიყავი, ეტყობა, შვებით ამოისუნთქა და ცოტა ხანში შინ მობრძანდა. თვალებში მიყურებდა, აინტერესებდა, რას ვფიქრობდი, რისი გამკეთებელი ვიყავი. მუცლის ტკივილი მოვიმიზეზე და საძინებელ ოთახში გავედი. ცნობისთვის, ამ დროისთვის უკვე 2 თვის ფეხმძიმე ვიყავი. დილით ოთახიდან გვიან გავედი. მამამთილი სახლში დამხვდა და მითხრა, - მოდი, დავილაპარაკოთო. - სალაპარაკო არაფერია, თქვენი თავისა თავადვე იცით, მაგრამ ეს რომ ნატამ (ჩემმა დედამთილმა) გაიგოს, გული ძალიან ეტკინება-მეთქი. - მერე საიდან გაიგებს, ამის თქმას შენ ხომ არ აპირებო? - კარგი იქნებოდა, რომ შემეძლოს, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, ასეთი გმირიც არ ვარ. ამიტომ, თქვენი არ იყოს, მეც ტყუილში მომიწევს ცხოვრება-მეთქი. დამიწყო ახსნა, - ის ქალი ჩემი საყვარელი კი არა, უბრალოდ, ძველი ნაცნობია. რაღაც პრობლემა ჰქონდა, დამირეკა, უნდა გელაპარაკოო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან, უნივერსიტეტშიც საქმე ჰქონდა და იქ ამიტომ მივედიო. არადა, ის გოგო მის ძველ ნაცნობს კი არა, სტუდენტს უფრო ჰგავდა, ძალიან ახალგაზრდა იყო. ვუთხარი, - არაფრის ახსნა არ არის საჭირო. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ ცოლს უერთგულებთ, მე კი ამ საქმეში ჩარევის უფლება არ მაქვს და გთხოვთ, ნურაფერში გამრევთ-მეთქი. ეტყობა, ჩემი სიტყვები არ მოეწონა, რადგან მას მერე, სულ ეჭვის თვალით მიყურებდა, ჩემს დამცირებას ცდილობდა და ცოლს ჩემზე რაღაცებს ეჩურჩულებოდა. არ ვიცი, ნერვიულობამ იმოქმედა თუ რა იყო, მუცელი მომეშალა. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად დავეჩაგრე. კახას ეუბნებოდა, - რა გახდა, ამდენ ხანს შვილიშვილი რომ ვერ მაჩუქეთო?.. ერთხელ ყური მოვკარი, ცოლს ეუბნებოდა: ჯერ ვერ დაფეხმძიმდა, ახლა კი, როცა გვეგონა, გვეშველა, მუცელი მოეშალა. ეს და კახა ერთად დიდხანს ვერ გაძლებენო. დედამთილმა რა უპასუხა, არ ვიცი, რადგან ამ სიტყვების გაგონებამ ჩემზე ცუდად იმოქმედა და გონება დავკარგე.

- როცა მამამთილთან მარტო რჩებოდი, არაფერს ეუბნებოდი? არ საყვედურობდი, რომ უსამართლოდ გექცეოდა?

- ერთხელ ვუთხარი: გავიგონე, ჩემზე რაც თქვით-მეთქი. გაიცინა: აბა, რა გეგონა? ხომ იცი, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ შეიძლებაო! - კი, მაგრამ მე ხომ არავისთვის არაფერი მითქვამს და რაღას მერჩით-მეთქი? - ჩემთვის ჭკუის დარიგების უფლება არ გაქვს. სოფლიდან, ჯურღმულიდან გამოგათრიე, შენ კი ახლა მტრად გადამექეციო. ვუმტკიცებდი, ასე არ არის, ძალიან მინდა, მხარში ამოგიდგეთ და თუ მეცოდინება, რომ იმ ქალთან აღარაფერი გაკავშირებთ, მეც სუფთა სინდისით ვიცხოვრებ, გულში ბოღმას არ დავიტოვებ-მეთქი. დამცინა: მეტი საქმე არ მაქს, "ბულკივით" გოგო რძლის გამო მივატოვო. ხმასაც ვერ ამოიღებ. თუ ზედმეტს იტყვი, ამ სახლს დატოვებო... ბოლო დროს ურთიერთობა დედამთილთანაც დამეძაბა. სულ ჰგონია, რომ ვატყუებ; ეჩვენება, რომ უნივერსიტეტში ვიღაცებს ვეპრანჭები და სულ დაკითხვას მიწყობს, - სად იყავი, რას აკეთებდიო? ამას წინათ მითხრა: გინეკოლოგთან უნდა წაგიყვანო, მართლა უშვილოდ არ დატოვო ჩემი ვაჟიო. მისგან ეს ყველაფერი მწყინს, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებ: ბოლოს და ბოლოს, მას ხომ პირველად თავად ვუღალატე, როცა ქმრის უსაქციელობის შესახებ არაფერი ვუთხარი? ჰოდა, ახლა შედეგს ვიმკი და როცა გულს მტკენს, ღიმილით ვეუბნები: ნუ გეშინიათ, კახას და საკუთარ თავს ბავშვს აუცილებლად გავუჩენ-მეთქი...

- კახა ვერაფერს ხვდება?

- ბოლო დროს მგონი, მამამ კახასაც მიაწოდა "შხამი" და ახლა მასაც ვეღარ ვცნობ - სულ ცუდ ხასიათზეა, ბუზღუნებს, თითქოს ეჭვიანობს კიდეც და რამდენჯერმე შევუსწარი, ჩანთას, ტელეფონს რომ მიმოწმებდა. აღარ ვიცი, ამ ყველაფერს როდემდე ავიტან. უკვე ისეთი დაძაბული ვარ, შეიძლება, ნებისმიერ დროს "ავფეთქდე" და სიმართლე ვთქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, ისევ მე დამადანაშაულებენ. მამამთილი დამემუქრა: რამეს თუ იტყვი, იცოდე, მეც შემიძლია იმის თქმა, რომ თავად დაგინახე ვიღაც ბიჭთან ერთად, მაგრამ შვილის გამო პირში წყალი ჩავიგუბე. იცოდე, ცოლი დამიჯერებს, შენ კი კახა აუცილებლად გაგაგდებს სახლიდანო. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება... ერთ წამში აღმოვჩნდი ჯოჯოხეთში და გამოსავალს ვერ ვპოულობ. არადა, მართლა მიყვარს ქმარი, დედამთილი და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მამამთილის მიმართ დღემდე თბილი გრძნობა მაქვს. ერთადერთი, რისი გაგებაც მსურს, ის არის, რომ მას საყვარელი აღარ ჰყავს. ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებ, რომ სწორად მოვიქეცი, როცა სიმართლე დავმალე. ვიფიქრებ, რომ ამ საქციელით მათი ოჯახი დანგრევისგან ვიხსენი, მაგრამ მამამთილი სულაც არ ცდილობს, დამარწმუნოს, რომ ცოლის ერთგულია.

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია