პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14-20 ოქტომბრის ასტროლოგიური მოვლენები
14-20 ოქტომბრის ასტროლოგიური მოვლენები

ამ კვი­რა­ში ყვე­ლა ფა­რუ­ლი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­დე­ბა და სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა, მაგ­რამ გაფრ­თხილ­დით, და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და აგ­რე­სი­ის დონე გაზ­რდი­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია ცვლი­ლე­ბა სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში.

კვი­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ხელ­საყ­რე­ლი დროა დიდი ხნის პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

13 ოქ­ტომ­ბერს მერ­კუ­რი პლუ­ტონ­თან და­ძა­ბულ ას­პექ­ტში იყო და კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა. ამ დროს კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და აზ­როვ­ნე­ბის პლა­ნე­ტა მო­რი­ელ­შია. შე­იძ­ლე­ბა და­უ­ფიქ­რებ­ლად ნათ­ქვამ­მა სი­ტყვებ­მა და ქმე­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი. გირ­ჩევთ, ას­ჯერ და­ფიქ­რდეთ და აწონ-და­წო­ნოთ და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი.

14 ოქ­ტომ­ბერს მზი­სა და მარ­სის ზუს­ტი და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა, ხოლო ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დულ ურანს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მზი­სა და იუ­პი­ტე­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერთქმე­დე­ბა ოდ­ნავ არ­ბი­ლებს და­ძა­ბუ­ლო­ბას. თუმ­ცა, დღე სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლია კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის­თვის. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კლი­მა­ტი ხელს არ უწყობს ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. იყა­ვით ფრთხი­ლი, მო­ე­რი­დეთ ბასრ და მჭრელ ნივ­თებ­თან მუ­შა­ო­ბას; სა­ჭეს­თან სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას. არ გირ­ჩევთ კა­მათს და და­ძა­ბუ­ლო­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ნუ გა­მო­ავ­ლენთ აგ­რე­სი­ას.

15 ოქ­ტომ­ბერს ვე­ნე­რა ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია რეტ­როგ­რა­დულ ნეპ­ტუნ­თან, რაც აუმ­ჯო­ბე­სებს ატ­მოს­ფე­როს, ხელს უწყობს შთა­გო­ნე­ბას და წყვეტს დიდი ხნის პრობ­ლე­მებს. ამ დღეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ფორ­მა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბით. კარ­გი დღეა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, მაგ­რამ ნუ გა­და­ვარ­დე­ბით ილუ­ზი­ებ­ში, ნუ გახ­დე­ბით სა­სიყ­ვა­რუ­ლო აფე­რის­ტის მსხვერ­პლი. აგ­რეთ­ვე არ გირ­ჩევთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას.

16 ოქ­ტომ­ბრი­დან პლუ­ტო­ნის თხის რქის ბოლო გრა­დუს­ში ყოფ­ნამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს ტრანსფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში, სტრუქ­ტუ­რებ­ში და ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში. 20 ნო­ემ­ბერს პლუ­ტო­ნი თხის რქას სა­ბო­ლო­ოდ და­ტო­ვებს და მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში გა­და­ვა.

17 ოქ­ტომ­ბერს, 15:26-ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა ვერ­ძში. ამ დღეს ვე­ნე­რა მშვილ­დო­სან­ში გა­და­ვა და მეტ სი­ხა­რულს და სიმ­სუ­ბუ­ქეს მო­ი­ტანს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მო­ი­ტანს ემო­ცი­ებს, არ გირ­ჩევთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, აგ­რე­სი­უ­ლო­ბას. იყა­ვით გა­აზ­რე­ბუ­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი.

ბედ­ნი­ერ კვი­რას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

14-20 ოქტომბრის ასტროლოგიური მოვლენები

14-20 ოქტომბრის ასტროლოგიური მოვლენები

ამ კვირაში ყველა ფარული ფაქტი გამოვლინდება და სიმართლე გაირკვევა, მაგრამ გაფრთხილდით, დაძაბულობისა და აგრესიის დონე გაზრდილია. შესაძლებელია ცვლილება სამთავრობო სტრუქტურებში.

კვირის მეორე ნახევარში ხელსაყრელი დროა დიდი ხნის პრობლემების გადასაჭრელად და ურთიერთობების გასაძლიერებლად.

13 ოქტომბერს მერკური პლუტონთან დაძაბულ ასპექტში იყო და კიდევ რამდენიმე დღე ექნება გავლენა. ამ დროს კომუნიკაციისა და აზროვნების პლანეტა მორიელშია. შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა და ქმედებებმა გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. გირჩევთ, ასჯერ დაფიქრდეთ და აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

14 ოქტომბერს მზისა და მარსის ზუსტი დაძაბული ასპექტი გველოდება, ხოლო ვენერა რეტროგრადულ ურანს ეწინააღმდეგება. მზისა და იუპიტერის ჰარმონიული ურთიერთქმედება ოდნავ არბილებს დაძაბულობას. თუმცა, დღე სრულიად შეუფერებელია კონსტრუქციული დიალოგისთვის. ფსიქოლოგიური კლიმატი ხელს არ უწყობს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას. იყავით ფრთხილი, მოერიდეთ ბასრ და მჭრელ ნივთებთან მუშაობას; საჭესთან სიჩქარის გადაჭარბებას. არ გირჩევთ კამათს და დაძაბულობას გარშემო მყოფებთან. ნუ გამოავლენთ აგრესიას.

15 ოქტომბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია რეტროგრადულ ნეპტუნთან, რაც აუმჯობესებს ატმოსფეროს, ხელს უწყობს შთაგონებას და წყვეტს დიდი ხნის პრობლემებს. ამ დღეს ურთიერთობების გაძლიერება შესაძლებელია ფორმალური შეთანხმებებით, დიპლომატიურობით. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მეგობრული შეხვედრებისთვის, მაგრამ ნუ გადავარდებით ილუზიებში, ნუ გახდებით სასიყვარულო აფერისტის მსხვერპლი. აგრეთვე არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

16 ოქტომბრიდან პლუტონის თხის რქის ბოლო გრადუსში ყოფნამ შეიძლება გამოიწვევს ტრანსფორმაცია სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებში, სტრუქტურებში და ფინანსურ სექტორში. 20 ნოემბერს პლუტონი თხის რქას საბოლოოდ დატოვებს და მერწყულის ნიშანში გადავა.

17 ოქტომბერს, 15:26-ზე სავსემთვარეობა გველოდება ვერძში. ამ დღეს ვენერა მშვილდოსანში გადავა და მეტ სიხარულს და სიმსუბუქეს მოიტანს პირად ურთიერთობებში. სავსემთვარეობა მოიტანს ემოციებს, არ გირჩევთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას, აგრესიულობას. იყავით გააზრებული და ჰარმონიული.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!