სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობოტმა რუბიკის კუბი რეკორდულად მოკლე დროში ააწყო
რობოტმა რუბიკის კუბი რეკორდულად მოკლე დროში ააწყო

ბრი­ტა­ნე­ლი ინ­ჟინ­რე­ბის, მაიკ დობ­სო­ნის და დე­ვიდ გელ­დი­ე­მის შექ­მნილ­მა რო­ბოტ­მა CubeStormer 3, ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. მან­ქა­ნამ რუ­ბი­კის კუბი 3,253 წამ­ში აა­წყო.

რე­კორ­დი 15 მარტს ბირ­მინ­გემ­ში გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა. დრო, რო­მე­ლიც რო­ბოტ­მა აჩ­ვე­ნა, რო­გორც მე­ქა­ნი­კუ­რი მან­ქა­ნე­ბის, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. წინა რე­კორ­დი - 5,35 წამი რო­ბოტ CubeStormer 2-ს ეკუთ­ვნო­და, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც ასე­ვე დობ­სო­ნი და გელ­დი­ე­მი იყ­ვნენ. ადა­მი­ა­ნებ­ში, რე­კორდსმე­ნად ჰო­ლან­დი­ე­ლი მეთს ვალ­კი ით­ვლე­ბა, რო­მელ­მაც კუბი ზო­მით 3x3x3, 5,55 წამ­ში აა­წყო.

რუ­ბი­კის კუ­ბიკს რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც "ლე­გოს" კონ­სტრუქ­ტო­რის დე­ტა­ლე­ბის­გა­ნაა აგე­ბუ­ლი, ოთხი "ხე­ლით" აწყობ­და. "ტვი­ნის" სა­ხით ბრი­ტა­ნელ­მა ინ­ჟინ­რებ­მა რვა ბირ­თვი­ა­ნი პრო­ცე­სო­რის მქო­ნე სმარ­ტფო­ნი Samsung Galaxy S4 გა­მო­ი­ყე­ნეს.

ახა­ლი რე­კორ­დის მფლო­ბე­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი მი­ზა­ნი, არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. CubeStormer 3-მა კლა­სი­კუ­რი 3x3x3 ზო­მის რუ­ბი­კის კუბი აა­წყო. თუმ­ცა დე­ვიდ გელ­დი­ე­მი "არას­ტან­დარ­ტუ­ლი" კუ­ბე­ბის ამ­წყო­ბი რო­ბო­ტე­ბის შექ­ნი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი. რო­ბოტ­მა MultiCuber 3, კუბი ზო­მით 4x4x4 ერთ წუთ­სა და 18,68 წამ­ში აა­წყო. 9x9x9-იან კუ­ბიკს კი - MultiCuber 999-მ 34 წთ და 25,89 წამი მო­ან­დო­მა.

რუ­ბი­კის კუბი, 1974 წელს უნ­გრელ­მა მო­ქან­და­კემ და არ­ქი­ტექ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ერნო რუ­ბიკ­მა გა­მო­ი­გო­ნა. ის დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ თავ­სა­ტე­ხად რჩე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

რობოტმა რუბიკის კუბი რეკორდულად მოკლე დროში ააწყო

რობოტმა რუბიკის კუბი რეკორდულად მოკლე დროში ააწყო

ბრიტანელი ინჟინრების, მაიკ დობსონის და დევიდ გელდიემის შექმნილმა რობოტმა CubeStormer 3, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მანქანამ რუბიკის კუბი 3,253 წამში ააწყო.

რეკორდი 15 მარტს ბირმინგემში გამართულ ფესტივალზე შედგა. დრო, რომელიც რობოტმა აჩვენა, როგორც მექანიკური მანქანების, ასევე ადამიანებისთვისაც საუკეთესო მაჩვენებელია. წინა რეკორდი - 5,35 წამი რობოტ CubeStormer 2-ს ეკუთვნოდა, რომლის ავტორებიც ასევე დობსონი და გელდიემი იყვნენ. ადამიანებში, რეკორდსმენად ჰოლანდიელი მეთს ვალკი ითვლება, რომელმაც კუბი ზომით 3x3x3, 5,55 წამში ააწყო.

რუბიკის კუბიკს რობოტი, რომელიც "ლეგოს" კონსტრუქტორის დეტალებისგანაა აგებული, ოთხი "ხელით" აწყობდა. "ტვინის" სახით ბრიტანელმა ინჟინრებმა რვა ბირთვიანი პროცესორის მქონე სმარტფონი Samsung Galaxy S4 გამოიყენეს.

ახალი რეკორდის მფლობელების მომავალი მიზანი, არსებული შედეგის გაუმჯობესებაა. CubeStormer 3-მა კლასიკური 3x3x3 ზომის რუბიკის კუბი ააწყო. თუმცა დევიდ გელდიემი "არასტანდარტული" კუბების ამწყობი რობოტების შექნითაცაა ცნობილი. რობოტმა MultiCuber 3, კუბი ზომით 4x4x4 ერთ წუთსა და 18,68 წამში ააწყო. 9x9x9-იან კუბიკს კი - MultiCuber 999-მ 34 წთ და 25,89 წამი მოანდომა.

რუბიკის კუბი, 1974 წელს უნგრელმა მოქანდაკემ და არქიტექტურის მასწავლებელმა, ერნო რუბიკმა გამოიგონა. ის დღემდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თავსატეხად რჩება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს