სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ნახა კლინიკური სიკვდილისას პოეტმა ნანა ცინცაძემ?
რა ნახა კლინიკური სიკვდილისას პოეტმა ნანა ცინცაძემ?

ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რია პო­ე­ტი ნანა ცინ­ცა­ძე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, თქვე­ნი პო­ე­ზია არაფ­რით არ ჰგავს ქა­ლის შექ­მნილ ლექ­სებს, რით შე­გიძ­ლი­ათ ახ­სნათ ასე­თი "ხელ­წე­რა"?

- ვა­ღი­ა­რებ, რომ არ ვაზ­როვ­ნებ, რო­გორც ქალი. ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლის ტვი­ნი არ მაქვს. სა­ოც­რად ძლი­ე­რია ჩემ­ში ანა­ლი­ზი­სა და სინ­თე­ზის მო­მენ­ტი, თუმ­ცა სუსტ სქესს ვე­კუთ­ვნი, მა­ინც სტაბ­რე­ზი მირ­ჩევ­ნია წყევ­ლას, როცა მაბ­რა­ზე­ბენ, სტაბ­რე­ზი გამ­რავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, გამ­რავ­ლე­ბა არ სჯო­ბია გა­ცამ­ტვე­რე­ბა­სა და მი­წის პი­რი­სა­გან აღგ­ვას?... ზო­დი­ა­ქო­თი ქალ­წუ­ლი ვარ და ვა­ტა­რებ ყვე­ლა იმ ნი­შანს, რაც ახა­სი­ა­თებს ქალ­წულს. ჩემი ზო­დი­ა­ქოს თა­ნახ­მად, მა­ინ­ტე­რე­სებს იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი სამ­ყა­რო, ეზო­თე­რი­კა, სა­კუ­თა­რი სუ­ლის ლა­ბი­რინ­თებ­ში წვდო­მა, ბავ­შვო­ბი­დან­ვე მაქვს ძლი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცია, ხში­რად ჩემს ინ­ტუ­ი­ცი­ურ მგრძნო­ბე­ლო­ბას ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას ახ­ლად გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ვა­მოწ­მებ სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით, ყა­ვის ფინ­ჯნის მო­მარ­ჯვე­ბით და ვი­თომ მარ­ჩი­ე­ლო­ბით. სი­ნამ­დვი­ლე­ში ვა­მოწ­მებ ჩემს მე­ექ­ვსე გრძნო­ბას მიჩ­ქმა­ლულ პო­ტენ­ცი­ას მის­ტი­კუ­რი ხედ­ვი­სას, რაც ყვე­ლა ადა­მი­ანს მეტ-ნაკ­ლე­ბად გვაქვს გახ­სნი­ლი. ტე­ლე­პა­თი­უ­რად ყო­ველ­თვის ვგრძნობ, ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს რო­დის რა უჭირთ, ამი­ტო­მაც, სა­ჭი­რო დროს და სა­ჭი­რო ად­გი­ლას ვჩნდე­ბი იმათ­თან. სწო­რედ, ეს ინ­ტუ­ი­ცია მეხ­მა­რე­ბა, გა­ვარ­ჩიო, ჩემ­თან მო­სულ პა­ცი­ენტს ორ­გა­ნუ­ლი პა­თო­ლო­გია სჭირს, შავი მა­გი­ის თუ ენერ­გო­ზე­მოქ­მე­დე­ბის მსხვერ­პლია, მა­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს სკეპ­ტი­კო­სი, უნდა გა­ვი­დეს შორს ეზო­თე­რი­კუ­ლი წი­ა­ღი­დან, რად­გან სწო­რედ ამ ცოდ­ნი­დან მო­დის ყვე­ლა სნე­უ­ლე­ბის წა­მა­ლი - მა­ლა­მო. ყვე­ლა ეს სა­ი­დუმ­ლო ბუ­ნე­ბა­შია გან­ფე­ნი­ლი და არც ისე ძნე­ლია მიგ­ნე­ბა, თუ გუ­ლის­ყუ­რით მო­ვუს­მენთ "ბუ­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო" ენას, რო­მე­ლიც ჟა­მის და­სა­ბა­მი­დან არ­სე­ბობს, რო­გორც ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი იტყო­და, "არ­სე­ბობს ენა რამ სა­ი­დუმ­ლო, უა­სა­კოს და უსუ­ლოს შო­რის". ალ­ბათ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ პრო­ფე­სი­ით ექი­მი-თე­რა­პევ­ტი არა­სო­დეს არ ვსვამ მე­დი­კა­მენ­ტებს, თუკი არ­სე­ბობს მისი შემ­ცვლე­ლი, ეფექ­ტის მომ­ტა­ნი ფი­ტო­თე­რა­პი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლე­ბით უფრო მიც­ნობს, მაგ­რამ გა­მო­ცე­მუ­ლი მაქვს წიგ­ნე­ბი მკურ­ნალ მცე­ნა­რე­ებ­ზე, სა­დაც წი­ნა­პარ­თა ცოდ­ნა­სა და ძველ ფეს­ვებს ვუბ­რუნ­დე­ბი ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის ორომ­ტრი­ა­ლით დაღ­ლი­ლი და გაბ­რუ­ე­ბუ­ლი. ეს, ალ­ბათ, სი­გი­ჟეა, რო­მე­ლიც მე­პა­ტი­ე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში შე­მოქ­მედ­თა­გან მხო­ლოდ პო­ეტს უწო­დე­ბენ გიჟს, მსოფ­ლიო პო­ე­ზი­ას­თან და პო­ეტ­თა ხვედრთან ჩემ­მა შე­ხე­ბამ და­მარ­წმუ­ნა, რომ ეს რე­ა­ლო­ბაა...

- რო­გო­რია ნანა ცინ­ცა­ძის­თვის პო­ე­ტუ­რი სი­გი­ჟე, ექ­სტა­ზი, თუ გნე­ბავთ, ზე­ნა­არ­თან კავ­ში­რი?

- ზე­ცი­დან მკარ­ნა­ხობს სათ­ქმელს და

მეც ვწერ არე­ულ სტრი­ქო­ნებს,

მერე თა­ვის­თა­ვად ლაგ­დე­ბა,

რა­საც მა­მაღ­მერ­თი იგო­ნებს.

- ამ­ბო­ბენ, სიყ­ვა­რუ­ლი პო­ე­ზი­ის და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი­აო. სატ­რფი­ა­ლო ლექ­სის შექ­მნას სჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტი?

- პი­რა­დად ჩემ­თვის საკ­მა­რი­სია ვნა­ხო ფილ­მი, ეპი­ზო­დი, რომ ადა­მი­ან­თა და­ნახ­ვა­საც მო­აქვს იმ­პულ­სე­ბი, ასე­ვე მუ­სი­კას, რა­ი­მე ლექსს. ასე რომ, ხში­რად

ლექ­სი ეძღვნე­ბა თა­ვად სიყ­ვა­რულს,

ზოგ­ჯერ ად­რე­ულს, ხან­და­ხან გვი­ანს,

არ და­ი­ჯე­რო, რომ ჩემს ად­რე­სატს

კერ­ძოდ ვი­ღა­ცის სა­ხე­ლი ჰქვია.

გარ­და ამი­სა, ალ­ბათ, ყვე­ლა პო­ე­ტი ელო­დე­ბა ცხოვ­რე­ბის შე­მოდ­გო­მამ­დე კი­დევ ერთი აპ­რი­ლის წა­კი­დე­ბას და თუ ეჭ­ვე­ბის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლი ოტე­ლო მოვა ჩემ­თან, რო­გორ­მე ავიც­დენ დახ­რჩო­ბას (იცი­ნის) და ისეთ ლექსს შევ­ქმნი, რო­მე­ლიც თვი­თონ იქ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის წყა­რო:

ვარ მა­თხო­ვა­რი, ხელ­გაწ­ვდი­ლი ვით მეფე ლირი,

გვირ­გვინს და შიმ­შილს ერ­თდრო­უ­ლად დაღ­ლი­ლი ვტი­რი,

ვარ კა­ლი­გუ­ლა, ბალ­თა­ზა­რი, ნე­რო­ნი თა­ვად,

თუ დამ­ჭირ­დე­ბა წიხლს და­ვა­ჭერ მო­ნას და თა­ვადს,

ან თა­ვად ლამა, უც­ნა­უ­რი ცო­ცხა­ლი ღმერ­თი,

მა­ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ვარ ევა,

ფეხ­ზე მკი­დია, ედემ­ში თუ ვე­რა­ვინ შევა.

ვარ ან­გე­ლო­ზი, ხან ეშ­მა­კი, მაც­დუ­რი ფრი­ად,

და ჩემს უმ­სგავ­სო მოქ­მე­დე­ბებს თუ ვუ­წერ ფრი­ადს,

მაგ­რამ არა ვარ ეჭ­ვე­ბის­გან მოკ­ლუ­ლი მავ­რი,

და სიყ­ვა­რუ­ლის არ დამ­ყვე­ბა ნი­ა­დაგ ჯავ­რი,

ვერ შე­ვი­ცო­დე კა­ლი­გუ­ლა, ნე­რო­ნი, ლირი,

დეზ­დე­მო­ნას­თან ისევ ერ­თად სიყ­ვა­რულს ვტი­რი,

მა­თხო­ვა­რი­ვით გა­მიწ­ვდია ორი­ვე ხელი

და ეჭ­ვე­ბის­გან გა­გი­ჟე­ბულ ოტე­ლოს ველი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, რო­გორ ფიქ­რობთ, ჩვე­ნი ბედ-იღ­ბა­ლი ჩვენს ხელ­თაა, თუ წი­ნას­წარ და მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი გზით მი­დის?

- კარ­გია, თუ ადა­მი­ა­ნი შე­ერ­კი­ნე­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბელ ბე­დის­წე­რას, არ შე­ე­გუ­ე­ბა არა­ფერს, რაც არ მოს­წონს, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ სა­დღაც უჩე­მოდ და­ი­წე­რა ჩემი ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენს თავს ხდე­ბა, უფ­ლის ნე­ბაა.

ათა­სი ღამე გა­ი­მე­ტა ჩემ­თვის გან­გე­ბამ,

ათას­მე­ერ­თე მო­ი­ძი­ეს მცხოვ­რებ­თა მი­წის

ვე­რა­ფერს შევ­ცვლით, არ გვინ­და და მა­ინც ღამ­დე­ბა,

ბე­დის მწე­რალ­მა ყვე­ლა­ფე­რი უჩ­ვე­ნოდ იცის.

სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ამ უც­ნა­უ­რი იდუ­მა­ლი სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის ყვე­ლა ნი­უ­ან­სი, მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში დავ­სწრე­ბო­დი ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის უდი­დე­სი მკვლე­ვა­რის აკა­დე­მი­კოს ივე­რი ფრან­გიშ­ვი­ლის ლექ­ცი­ებს, ხოლო სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის გაყ­რის მის­ტე­რია სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე.

- კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი გა­მოს­ცა­დეთ?

- არ ვიცი, რა სა­ხე­ლი და­ვარ­ქვა ამ ყვე­ლა­ფერს. სა­ში­ნე­ლი სტრე­სი მქონ­და, ტაქ­სი გა­მო­ვი­ძა­ხე კლი­ნი­კა­ში წა­სას­ვლე­ლად, მე­გო­ნა, ცო­ცხა­ლი ვერ მი­ვაღ­წევ­დი კლი­ნი­კამ­დე. უცებ ვიგ­რძე­ნი, სული რო­გორ მოს­წყდა სხე­ულს და ზე­ვი­დან რო­გორ ვუ­ყუ­რებ­დი ჩემს თავს, რო­გორც სხვა ადა­მი­ანს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სული დაბ­რუნ­და კუთ­ვნილ ად­გი­ლას (სა­სუ­ლე), ვიგ­რძე­ნი ეს პრო­ცე­სი და დავ­მშვიდ­დი. ტაქ­სის მძღოლს ვუ­თხა­რი: შე­გიძ­ლი­ათ, ნელა ია­როთ, ახლა აღა­რა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბა-მეთ­ქი.

- თქვენს პო­ე­ზი­ას და­ვუბ­რუნ­დეთ, რო­დის და­წე­რეთ პირ­ვე­ლი ლექ­სი და რო­დის იგ­რძე­ნი თავი ნამ­დვილ შე­მოქ­მე­დად?

- პირ­ვე­ლი ლექ­სი 12 წლი­სამ დავ­წე­რე, თუმ­ცა ნამ­დვილ შე­მოქ­მე­დად თავი 30 წლის ასაკ­ში ვიგ­რძე­ნი. მე მი­მაჩ­ნია, რომ მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი ქმნის ნამ­დვილ პო­ე­ზი­ას, მე მქონ­და მი­ზე­ზი, ტკი­ვი­ლით შექ­მნი­ლი პო­ე­ზი­ის, მგო­ნია, რომ ბედ­ნი­ერ­სა და გა­ხა­რე­ბულ ადა­მი­ანს არა­ფე­რი შე­უქ­მნია ფა­სე­უ­ლი პო­ე­ზი­ა­ში, რად­გან რო­გორც ლადო ასა­თი­ა­ნი ამ­ბობს, - "ლექ­სი შვე­ლის ყო­ველ­გვარ ტკი­ვილს და ლექ­სი თვი­თონ ტკი­ვი­ლი არის". თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ამ ტკი­ვილ­მა, რო­მე­ლიც ლექსს შობს, არ უნდა შე­ა­წუ­ხოს მკი­თხვე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად და მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლად მი­ი­ტა­ნოს მკი­თხვე­ლის გუ­ლამ­დე. მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი პირ­ვე­ლი პო­ე­ტი კრე­ბუ­ლი ექ­სპრომ­ტე­ბის წიგ­ნია, სა­დაც სტრი­ქონ­თა დახ­ვე­წა­ზე და მხატ­ვრულ ფორ­მებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა არ გა­მი­მახ­ვი­ლე­ბია, მე მად­ლო­ბე­ლი ვარ პო­ე­ტე­ბის, რომ­ლებ­მაც გა­აკ­რი­ტი­კეს ჩემი ლექ­სე­ბი, მათ­მა შე­ნიშ­ვნებ­მა, რო­გორც პო­ე­ტი, გამ­ზარ­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მათ იცი­ან პო­ე­ტი­კის წე­სე­ბი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არ იყე­ნე­ბენ. სა­ხა­რე­ბი­სე­ულ სიბ­რძნეს გვი­ან ვე­ზი­ა­რე, ერ­თგან წერს ლადო ასა­თი­ა­ნი: სა­ხა­რე­ბას სი­ტყვის შე­საც­ნო­ბად უნდა კი­თხუ­ლობ­დე და სი­ცო­ცხლე წარ­მარ­თი­ვით უნდა გიყ­ვარ­დეს. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა მი­ხა­რია იმით, რომ ღვთის შეც­ნო­ბა მი­წევს კა­ცი­სა და ღმერ­თის სა­ხით. ჩე­მე­უ­ლი ხედ­ვა მაქვს და ჩე­მე­უ­ლი აღ­ქმა სა­ხა­რე­ბის, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რიც ბევ­რია და ღვთა­ებ­რი­ვიც.

- ნანა ცინ­ცა­ძის ლექ­სე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თველ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა სიმ­ღე­რე­ბად აქ­ცია, რო­გორ ფიქ­რობთ, ლექ­სის გა­და­სარ­ჩე­ნად სწო­რად მიგ­ნე­ბუ­ლი მუ­სი­კა საკ­მა­რი­სია?

- არ არის საკ­მა­რი­სი, ლექ­სი თვი­თო­ნაც უნდა იყოს მუ­სი­კა, თუნ­დაც მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ხა­ტო­ვა­ნი და ლა­მა­ზი. ქარ­თულ­მა ესტრა­დამ უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი მოგ­ვცა, როცა მდა­რე ტექსტს ლა­მა­ზი მუ­სი­კა ვერ შვე­ლის, ლა­მა­ზი სიმ­ღე­რა ხა­ტო­ვა­ნი ლექ­სი­სა და მუ­სი­კის სინ­თე­ზია, რო­მე­ლიც ვერ იტანს ჩარ­ჩო­ებს.

ლექ­სის­თვის მოხ­სნი­ლია ტაბუ ჩარ­ჩო­ე­ბით,

რით­მა ხან­ძა­რია ას­ტრალ­ში თა­კა­რა,

იქ და­ნა­ვარ­დო­ბენ ლა­ღად მა­ჩო­ე­ბი

და ერთი სი­ცო­ცხლე ლექ­სის­თვის არ კმა­რა.

- სიზ­მარ­თა სა­უფ­ლო რო­გო­რია ნანა ცინ­ცა­ძის­თვის?

- პო­ე­ტუ­რი, ხან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. სიზ­მრის ფე­ნო­მე­ნი დღემ­დე ვე­რა­ვინ ახ­სნა და მა­ინც მგო­ნია, სიზ­მარს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ციო ნიშ­ნავს, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის ვნე­ბის მე­სი­ჯე­ბი არ წა­ი­კი­თხო, ან უპას­ხუ­ოდ და­ტო­ვო, რად­გან სიზ­მა­რი ბევ­რჯერ ცდი­ლობს ფა­თე­რა­კი აგა­ცი­ლოს თა­ვი­დან, ან გა­გაფრ­თხი­ლოს, ან მი­გა­ნიშ­ნოს მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გია და ტაქ­ტი­კა. მოკ­ლედ, სა­ჭი­რო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო სიზ­მა­რი, არ მოგ­ვე­ცე­მო­და. კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრე­ბი იმა­ზე მიგ­ვი­თი­თებს, რა უჭირს ქვეც­ნო­ბი­ერს და ზოგ­ჯერ ლა­მა­ზი სიზ­მა­რი მთელ სი­ცო­ცხლე­დაც ღირს. სიზ­მარ­ში არ არ­სე­ბობს რა­ი­მე ბა­რი­ე­რი, მი­უწ­ვდო­მე­ლი, ზოგ­ჯერ სიზ­მა­რი წა­მის მა­რა­დი­სო­ბას გა­ნატ­რე­ბი­ნებს, სიზ­მარ­ში ყვე­ლაფ­რის შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბა, რა­საც ცხა­დად ფიქ­რით ვერ უშ­ვე­ლი, თუ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მე­ოც­ნე­ბე არ ხარ. ამ­ბო­ბენ, პო­ე­ტე­ბი სიმ­ღე­რის ჟამ­საც ბავ­შვე­ბად რჩე­ბი­ა­ნო, რამ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლია თქვენ­თვის ბავ­შვე­ბის­დრო­ინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა, სხვე­ბის არ ვიცი, მე კი უკვე დიდი ხა­ნია სი­ბე­რეს სილა გა­ვა­წა­ნი...

- რო­გორ?

- ყვე­ლას, ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას შე­მიძ­ლია გულ­წრფე­ლად ვუ­თხრა:

მე შენი ტოლი ვარ, გული არ ბერ­დე­ბა,

კა­ბა­საც ჩა­ვიც­ვამ მოკ­ლეს,

ნუ მე­ტყვი ვი­ღა­ცამ მო­მი­წყო თავ­დას­ხმა,

შენი ბავ­შვო­ბა მოკ­ლეს.

სი­ცო­ცხლეს სჭირ­დე­ბა ჭექა და ქუ­ხი­ლი,

მერე მოწ­მენ­დი­ლი დილა,

სი­ბე­რემ მეს­რო­ლა თეთ­რი ხელ­თათ­მა­ნი,

რად­გან გა­ვა­წა­ნი სილა.

- სი­ბე­რის­თვის სი­ლის გაწ­ვნას მხო­ლოდ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია არ ემ­სა­ხუ­რე­ბა, მსოფ­ლი­ოს მე­დი­ცი­ნა მი­მარ­თუ­ლია იქით, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა გა­ა­ხან­გრძლი­ვოს. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია სუფ­თა გული, რო­მე­ლიც შორს არის შუ­რი­სა და ღვარ­ძლის­გან, სი­ბე­რეს სი­ლის გაწ­ვნა სიჭრ­დე­ბა. ამი­ტო­მაც ვე­ცა­დოთ, დიდ­ხანს ვი­ყოთ ახალ­გაზ­რდე­ბი, სი­ბე­რე­შიც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ლა­მა­ზე, რად­გან ჩვენ ეს გვინ­და თუ არ გვინ­და, სი­ბე­რეს­თან ახ­ლოს დევს სიკ­ვდი­ლის ცელი, სი­ცო­ცხლე კი უფ­ლის სა­ბოძ­ვარ­თა­გან ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია. თუმ­ცა ისიც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ღმერ­თი თა­ვის ბრწყინ­ვა­ლე ქმნი­ლე­ბას ადა­მი­ანს სა­ბო­ლო­ოდ გა­სა­წი­რად ვერ იმე­ტებს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც აგ­რძე­ლებს მის ყო­ფი­ე­რე­ბას.

მაია ია­სეშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა ნახა კლინიკური სიკვდილისას პოეტმა ნანა ცინცაძემ?

რა ნახა კლინიკური სიკვდილისას პოეტმა ნანა ცინცაძემ?

ჩვენი რუბრიკის სტუმარია პოეტი ნანა ცინცაძე.

- ქალბატონო ნანა, თქვენი პოეზია არაფრით არ ჰგავს ქალის შექმნილ ლექსებს, რით შეგიძლიათ ახსნათ ასეთი "ხელწერა"?

- ვაღიარებ, რომ არ ვაზროვნებ, როგორც ქალი. ამბობენ, რომ ქალის ტვინი არ მაქვს. საოცრად ძლიერია ჩემში ანალიზისა და სინთეზის მომენტი, თუმცა სუსტ სქესს ვეკუთვნი, მაინც სტაბრეზი მირჩევნია წყევლას, როცა მაბრაზებენ, სტაბრეზი გამრავლების საშუალებაა, გამრავლება არ სჯობია გაცამტვერებასა და მიწის პირისაგან აღგვას?... ზოდიაქოთი ქალწული ვარ და ვატარებ ყველა იმ ნიშანს, რაც ახასიათებს ქალწულს. ჩემი ზოდიაქოს თანახმად, მაინტერესებს იდუმალებით მოცული სამყარო, ეზოთერიკა, საკუთარი სულის ლაბირინთებში წვდომა, ბავშვობიდანვე მაქვს ძლიერი ინტუიცია, ხშირად ჩემს ინტუიციურ მგრძნობელობას ფსიქოლოგიურ გამოცდილებას ახლად გაცნობილ ადამიანებთან ვამოწმებ სხვადასხვა მეთოდებით, ყავის ფინჯნის მომარჯვებით და ვითომ მარჩიელობით. სინამდვილეში ვამოწმებ ჩემს მეექვსე გრძნობას მიჩქმალულ პოტენციას მისტიკური ხედვისას, რაც ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად გვაქვს გახსნილი. ტელეპათიურად ყოველთვის ვგრძნობ, ჩემს საყვარელ ადამიანებს როდის რა უჭირთ, ამიტომაც, საჭირო დროს და საჭირო ადგილას ვჩნდები იმათთან. სწორედ, ეს ინტუიცია მეხმარება, გავარჩიო, ჩემთან მოსულ პაციენტს ორგანული პათოლოგია სჭირს, შავი მაგიის თუ ენერგოზემოქმედების მსხვერპლია, მაგიური ზემოქმედება ძალიან ჰგავს ფსიქიკურ აშლილობას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სკეპტიკოსი, უნდა გავიდეს შორს ეზოთერიკული წიაღიდან, რადგან სწორედ ამ ცოდნიდან მოდის ყველა სნეულების წამალი - მალამო. ყველა ეს საიდუმლო ბუნებაშია განფენილი და არც ისე ძნელია მიგნება, თუ გულისყურით მოვუსმენთ "ბუნების საიდუმლო" ენას, რომელიც ჟამის დასაბამიდან არსებობს, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი იტყოდა, "არსებობს ენა რამ საიდუმლო, უასაკოს და უსულოს შორის". ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ პროფესიით ექიმი-თერაპევტი არასოდეს არ ვსვამ მედიკამენტებს, თუკი არსებობს მისი შემცვლელი, ეფექტის მომტანი ფიტოთერაპიული საშუალება. საზოგადოება პოეტური კრებულებით უფრო მიცნობს, მაგრამ გამოცემული მაქვს წიგნები მკურნალ მცენარეებზე, სადაც წინაპართა ცოდნასა და ძველ ფესვებს ვუბრუნდები ტექნიკური პროგრესის ორომტრიალით დაღლილი და გაბრუებული. ეს, ალბათ, სიგიჟეა, რომელიც მეპატიება. მსოფლიოში შემოქმედთაგან მხოლოდ პოეტს უწოდებენ გიჟს, მსოფლიო პოეზიასთან და პოეტთა ხვედრთან ჩემმა შეხებამ დამარწმუნა, რომ ეს რეალობაა...

- როგორია ნანა ცინცაძისთვის პოეტური სიგიჟე, ექსტაზი, თუ გნებავთ, ზენაართან კავშირი?

- ზეციდან მკარნახობს სათქმელს და

მეც ვწერ არეულ სტრიქონებს,

მერე თავისთავად ლაგდება,

რასაც მამაღმერთი იგონებს.

- ამბობენ, სიყვარული პოეზიის დაბადების პირველი მიზეზიაო. სატრფიალო ლექსის შექმნას სჭირდება კონკრეტული ადრესატი?

- პირადად ჩემთვის საკმარისია ვნახო ფილმი, ეპიზოდი, რომ ადამიანთა დანახვასაც მოაქვს იმპულსები, ასევე მუსიკას, რაიმე ლექსს. ასე რომ, ხშირად

ლექსი ეძღვნება თავად სიყვარულს,

ზოგჯერ ადრეულს, ხანდახან გვიანს,

არ დაიჯერო, რომ ჩემს ადრესატს

კერძოდ ვიღაცის სახელი ჰქვია.

გარდა ამისა, ალბათ, ყველა პოეტი ელოდება ცხოვრების შემოდგომამდე კიდევ ერთი აპრილის წაკიდებას და თუ ეჭვებისგან გაგიჟებული ოტელო მოვა ჩემთან, როგორმე ავიცდენ დახრჩობას (იცინის) და ისეთ ლექსს შევქმნი, რომელიც თვითონ იქნება სიყვარულის წყარო:

ვარ მათხოვარი, ხელგაწვდილი ვით მეფე ლირი,

გვირგვინს და შიმშილს ერთდროულად დაღლილი ვტირი,

ვარ კალიგულა, ბალთაზარი, ნერონი თავად,

თუ დამჭირდება წიხლს დავაჭერ მონას და თავადს,

ან თავად ლამა, უცნაური ცოცხალი ღმერთი,

მაინტერესებს ყველაფერი, რადგან ვარ ევა,

ფეხზე მკიდია, ედემში თუ ვერავინ შევა.

ვარ ანგელოზი, ხან ეშმაკი, მაცდური ფრიად,

და ჩემს უმსგავსო მოქმედებებს თუ ვუწერ ფრიადს,

მაგრამ არა ვარ ეჭვებისგან მოკლული მავრი,

და სიყვარულის არ დამყვება ნიადაგ ჯავრი,

ვერ შევიცოდე კალიგულა, ნერონი, ლირი,

დეზდემონასთან ისევ ერთად სიყვარულს ვტირი,

მათხოვარივით გამიწვდია ორივე ხელი

და ეჭვებისგან გაგიჟებულ ოტელოს ველი.

- ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ბედ-იღბალი ჩვენს ხელთაა, თუ წინასწარ და მკაცრად განსაზღვრული გზით მიდის?

- კარგია, თუ ადამიანი შეერკინება მისთვის მიუღებელ ბედისწერას, არ შეეგუება არაფერს, რაც არ მოსწონს, მაგრამ მაინც მგონია, რომ სადღაც უჩემოდ დაიწერა ჩემი ცხოვრება და ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, უფლის ნებაა.

ათასი ღამე გაიმეტა ჩემთვის განგებამ,

ათასმეერთე მოიძიეს მცხოვრებთა მიწის

ვერაფერს შევცვლით, არ გვინდა და მაინც ღამდება,

ბედის მწერალმა ყველაფერი უჩვენოდ იცის.

სხვათა შორის, ყოველთვის მაინტერესებდა ამ უცნაური იდუმალი სამყაროს შეცნობის ყველა ნიუანსი, მქონდა ბედნიერება, მეცნიერებათა აკადემიაში დავსწრებოდი ამოუცნობი მოვლენების უდიდესი მკვლევარის აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ლექციებს, ხოლო სულისა და სხეულის გაყრის მისტერია საკუთარ თავზე გამოვცადე.

- კლინიკური სიკვდილი გამოსცადეთ?

- არ ვიცი, რა სახელი დავარქვა ამ ყველაფერს. საშინელი სტრესი მქონდა, ტაქსი გამოვიძახე კლინიკაში წასასვლელად, მეგონა, ცოცხალი ვერ მივაღწევდი კლინიკამდე. უცებ ვიგრძენი, სული როგორ მოსწყდა სხეულს და ზევიდან როგორ ვუყურებდი ჩემს თავს, როგორც სხვა ადამიანს, მაგრამ რამდენიმე წუთში სული დაბრუნდა კუთვნილ ადგილას (სასულე), ვიგრძენი ეს პროცესი და დავმშვიდდი. ტაქსის მძღოლს ვუთხარი: შეგიძლიათ, ნელა იაროთ, ახლა აღარაფერი დამემართება-მეთქი.

- თქვენს პოეზიას დავუბრუნდეთ, როდის დაწერეთ პირველი ლექსი და როდის იგრძენი თავი ნამდვილ შემოქმედად?

- პირველი ლექსი 12 წლისამ დავწერე, თუმცა ნამდვილ შემოქმედად თავი 30 წლის ასაკში ვიგრძენი. მე მიმაჩნია, რომ მოზღვავებული ტკივილი ქმნის ნამდვილ პოეზიას, მე მქონდა მიზეზი, ტკივილით შექმნილი პოეზიის, მგონია, რომ ბედნიერსა და გახარებულ ადამიანს არაფერი შეუქმნია ფასეული პოეზიაში, რადგან როგორც ლადო ასათიანი ამბობს, - "ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არის". თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ტკივილმა, რომელიც ლექსს შობს, არ უნდა შეაწუხოს მკითხველი და ყველაფერი ლამაზად და მაღალმხატვრულად მიიტანოს მკითხველის გულამდე. მიმაჩნია, რომ ჩემი პირველი პოეტი კრებული ექსპრომტების წიგნია, სადაც სტრიქონთა დახვეწაზე და მხატვრულ ფორმებზე ყურადღება არ გამიმახვილებია, მე მადლობელი ვარ პოეტების, რომლებმაც გააკრიტიკეს ჩემი ლექსები, მათმა შენიშვნებმა, როგორც პოეტი, გამზარდეს. სამწუხაროა, რომ მათ იციან პოეტიკის წესები, მაგრამ რატომღაც არ იყენებენ. სახარებისეულ სიბრძნეს გვიან ვეზიარე, ერთგან წერს ლადო ასათიანი: სახარებას სიტყვის შესაცნობად უნდა კითხულობდე და სიცოცხლე წარმართივით უნდა გიყვარდეს. მართლმადიდებლობა მიხარია იმით, რომ ღვთის შეცნობა მიწევს კაცისა და ღმერთის სახით. ჩემეული ხედვა მაქვს და ჩემეული აღქმა სახარების, სადაც ადამიანურიც ბევრია და ღვთაებრივიც.

- ნანა ცინცაძის ლექსები თითქმის ყველა ქართველმა კომპოზიტორმა სიმღერებად აქცია, როგორ ფიქრობთ, ლექსის გადასარჩენად სწორად მიგნებული მუსიკა საკმარისია?

- არ არის საკმარისი, ლექსი თვითონაც უნდა იყოს მუსიკა, თუნდაც მარტივი, მაგრამ ხატოვანი და ლამაზი. ქართულმა ესტრადამ უამრავი მაგალითი მოგვცა, როცა მდარე ტექსტს ლამაზი მუსიკა ვერ შველის, ლამაზი სიმღერა ხატოვანი ლექსისა და მუსიკის სინთეზია, რომელიც ვერ იტანს ჩარჩოებს.

ლექსისთვის მოხსნილია ტაბუ ჩარჩოებით,

რითმა ხანძარია ასტრალში თაკარა,

იქ დანავარდობენ ლაღად მაჩოები

და ერთი სიცოცხლე ლექსისთვის არ კმარა.

- სიზმართა საუფლო როგორია ნანა ცინცაძისთვის?

- პოეტური, ხან ჩვეულებრივი. სიზმრის ფენომენი დღემდე ვერავინ ახსნა და მაინც მგონია, სიზმარს ყურადღება არ მიაქციო ნიშნავს, ყველაზე ახლობელი ადამიანის ვნების მესიჯები არ წაიკითხო, ან უპასხუოდ დატოვო, რადგან სიზმარი ბევრჯერ ცდილობს ფათერაკი აგაცილოს თავიდან, ან გაგაფრთხილოს, ან მიგანიშნოს მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. მოკლედ, საჭირო რომ არ ყოფილიყო სიზმარი, არ მოგვეცემოდა. კოშმარული სიზმრები იმაზე მიგვითითებს, რა უჭირს ქვეცნობიერს და ზოგჯერ ლამაზი სიზმარი მთელ სიცოცხლედაც ღირს. სიზმარში არ არსებობს რაიმე ბარიერი, მიუწვდომელი, ზოგჯერ სიზმარი წამის მარადისობას განატრებინებს, სიზმარში ყველაფრის შეცვლა შეიძლება, რასაც ცხადად ფიქრით ვერ უშველი, თუ გამოუსწორებელი მეოცნებე არ ხარ. ამბობენ, პოეტები სიმღერის ჟამსაც ბავშვებად რჩებიანო, რამდენად ახლობელია თქვენთვის ბავშვებისდროინდელი რეალობა, სხვების არ ვიცი, მე კი უკვე დიდი ხანია სიბერეს სილა გავაწანი...

- როგორ?

- ყველას, ყველა ახალგაზრდას შემიძლია გულწრფელად ვუთხრა:

მე შენი ტოლი ვარ, გული არ ბერდება,

კაბასაც ჩავიცვამ მოკლეს,

ნუ მეტყვი ვიღაცამ მომიწყო თავდასხმა,

შენი ბავშვობა მოკლეს.

სიცოცხლეს სჭირდება ჭექა და ქუხილი,

მერე მოწმენდილი დილა,

სიბერემ მესროლა თეთრი ხელთათმანი,

რადგან გავაწანი სილა.

- სიბერისთვის სილის გაწვნას მხოლოდ პლასტიკური ქირურგია არ ემსახურება, მსოფლიოს მედიცინა მიმართულია იქით, რომ ახალგაზრდობა გაახანგრძლივოს. ჯანსაღი ცხოვრების წესია სუფთა გული, რომელიც შორს არის შურისა და ღვარძლისგან, სიბერეს სილის გაწვნა სიჭრდება. ამიტომაც ვეცადოთ, დიდხანს ვიყოთ ახალგაზრდები, სიბერეშიც შევინარჩუნოთ სილამაზე, რადგან ჩვენ ეს გვინდა თუ არ გვინდა, სიბერესთან ახლოს დევს სიკვდილის ცელი, სიცოცხლე კი უფლის საბოძვართაგან ყველაზე ძვირფასია. თუმცა ისიც საყურადღებოა, რომ ღმერთი თავის ბრწყინვალე ქმნილებას ადამიანს საბოლოოდ გასაწირად ვერ იმეტებს, რომ გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს მის ყოფიერებას.

მაია იასეშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

"ტელეფონზე არ მპასუხობს, ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია. ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს" - რას ამბობს ბერტა ხაფავა კახი კავსაძეზე

პენსიონერმა ჯულიეტა ილურიძემ მომენტალურ ლატარია ,,7-11-21’’-ში 50 000 ლარი მოიგო

„საპარტნიორო ფონდმა“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა