სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკომპრომისო თემურ ყვითელაშვილის "კაცობის თეზისები"
უკომპრომისო თემურ ყვითელაშვილის "კაცობის თეზისები"

გა­მორ­ჩე­უ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რე, შე­სა­შუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მე­ტის­მე­ტად თვითკრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ხელ­გან­თქმულ და ლე­გენ­დად ქცე­ულ ან­სამ­ბლში უკ­რავ­და და ში­გა­და­შიგ მღე­რო­და კი­დეც. მუ­შა­ობ­და და მუ­შა­ობს ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნალ ქარ­თველ მომ­ღე­რალ­თან ერ­თად. ღი­მი­ლით მე­უბ­ნე­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ ორ პო­პუ­ლა­რულ ან­სამ­ბლში არ და­მიკ­რავს - "მზი­ურ­სა" და "ნერ­გებ­ში", სა­მა­გი­ე­როდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკვე გაზ­რდილ "მზი­უ­რე­ლებ­თან" - მაია ჯა­ბუ­ას­თან, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან, თამ­რი­კო გვერდწი­თელ­თან ვმე­გობ­რობ­დი და ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დიო. იც­ვლე­ბო­და ან­სამ­ბლე­ბი, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი, შემ­დეგ - გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი და მას­შტა­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად კი იხ­ვე­წე­ბო­და შე­მოქ­მე­დე­ბა და შე­მოქ­მე­დიც სულ უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბო­და არა მხო­ლოდ სამ­შობ­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში... და მა­ინც, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მუ­სი­კო­სის, გი­ტა­რის­ტის, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ზი­ცი­ის ავ­ტო­რი­სა და მომ­ღერ­ლის­თვის - თე­მურ ყვი­თე­ლაშ­ვი­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი თბი­ლი­სუ­რი გა­მოს­ვლე­ბით და­ი­წყო.

- ჩემი ცხოვ­რე­ბა, ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. ბუ­ნე­ბი­თაც ბევ­რის­გან გან­ვსხვავ­დე­ბი - დის­ციპ­ლი­ნის კაცი ვარ და ის გა­რე­მო მიყ­ვარს, სა­დაც წეს­რი­გია, სა­დაც სი­ტყვა - სი­ტყვაა, სა­დაც არა­ვინ აგ­ვი­ა­ნებს და ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს; სა­დაც ერ­თგუ­ლე­ბაა - მოკ­ლედ, ვიდ­რე სცე­ნამ­დე მი­ვალთ, ჯერ სხვა პრინ­ცი­პებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ და მერე ვლა­პა­რა­კობ მუ­სი­კა­ზე; ჯერ თე­მუ­რი ვარ და მერე - გი­ტა­რის­ტი. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბის გამო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე და კი­დევ იმ­დენს დავ­კარ­გავ, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. რა ვქნა, ვე­რა­ვის ახი­რე­ბებს ვერ ავი­ტან! ვა­კონ­ტრო­ლებ სა­კუ­თარ თავს და ვცდი­ლობ, მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვა არ და­ვარ­ღვიო, ვინ­მეს არა­ფე­რი გა­ვუ­ფუ­ჭო და დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ვუქ­მნა. ჰოდა, არ მეს­მის, სხვამ რა­ტომ უნდა გა­მი­ფუ­ჭოს რამე? იმას არ ვამ­ბობ, - გვერ­დით არა­ვინ დამ­დგო­მია-მეთ­ქი, - ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და არი­ან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ რა­საც მი­ვაღ­წიე, მა­ინც სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბით. მამა 1977 წელს გარ­და­მეც­ვა­ლა. "ძლი­ე­რი ზურ­გი" არას­დროს მქო­ნია და არც არა­ვის წა­უკ­რავს ჩემ­თვის ხელი. თა­ნაც, ჩემი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს ვთხოვ­დი. ამი­ტომ ჩემი პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის მხო­ლოდ ჩემი იყო და არა­ვის ვახ­ვევ­დი თავს. სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბით კი ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წიე, რისი მიღ­წე­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და, დღე­საც ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ. სხვი­სი არ ვიცი და ჩემ­თვის ფა­სე­უ­ლია, სა­კუ­თა­რი შრო­მით, წე­სი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­თა და პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით ამ­დენს რომ მი­აღ­წევ, მაგ­რამ შენ­მა პრინ­ცი­პებ­მა არა­ვის უნდა ავ­ნოს. თუ რა­მეს აკე­თებ, კარ­გად უნდა გა­ა­კე­თო, თუ არა და, სა­ერ­თოდ არ უნდა გა­ა­კე­თო. მა­გა­ლი­თად, თუ ვთქვათ, ჟურ­ნა­ლისტს ან სხვას ხვდე­ბი და თან იცი, წამ­და­უ­წუმ სა­ათ­ზე მო­გი­წევს ყუ­რე­ბა, ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ შეხ­ვდე. ჩემ­თან რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვინ­მემ სა­ათს რომ და­უ­წყოს ყუ­რე­ბა, იქა­უ­რო­ბას და­ვა­ტო­ვე­ბი­ნებ! სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ვის­თა­ნაც მი­მუ­შა­ვია სოლო კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­თვის იმ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბით ვცხოვ­რობ­დი ანუ არას­დროს ვი­ყუ­რე­ბო­დი სა­ათ­ზე და სა­კუ­თარ თავ­ზეც არ ვფიქ­რობ­დი; ვფიქ­რობ­დი მხო­ლოდ იმა­ზე, რა სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­მეძ­ლო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ასე ვცხოვ­რობ და სხვის­გა­ნაც ამა­ვეს მო­ვი­თხოვ.

- 2013 წლის ბო­ლოს მერ­ვე ალ­ბო­მი - "ჩემი თბი­ლი­სი" გა­მო­ე­ცით, ცოტა ხნის წინ კი სიმ­ღე­რა­ზე - "შო­რე­უ­ლი გზე­ბი", რომ­ლის მუ­სი­კაც კომ­პო­ზი­ტორ მე­რაბ მა­მუ­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის, თა­ვად მე­რა­ბის რე­ჟი­სო­რო­ბი­თა და თქვე­ნი შეს­რუ­ლე­ბით კლი­პიც გა­და­ი­ღეთ. ალ­ბათ უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ წლის ან ბოლო წლე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ა­ჯა­მეთ. მა­ინც რო­გო­რი იყო თქვენ­თვის 2013 წელი?

- არც ჰო­როს­კო­პით ვინ­ტე­რეს­დე­ბი და არც ცრუ­მორ­წმუ­ნე ვარ, ამი­ტომ ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არც რი­ცხვი "13" მი­მაჩ­ნია თარ­სად. ასე რომ, რი­ცხვიც მშვე­ნი­ე­რია და 2013 წე­ლიც ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მქონ­და გას­ტრო­ლე­ბის, მას­ტერკლა­სე­ბი­სა და სა­ერ­თოდ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით. რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქტს გა­მოვ­ყოფ: ციმ­ბირ­ში ჩა­ვა­ტა­რე საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბას მი­ე­ძღვნა. ვა­მა­ყობ, რომ ჩვენს უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს - ილია მე­ო­რეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა. მან ციმ­ბირ­ში მშე­ნე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის­თვის სა­ჩუ­ქა­რიც გა­მა­ტა­ნა. რო­დე­საც უწ­მინ­დე­სის სა­ხე­ლით ეს სა­ჩუ­ქა­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­სა და ირ­კუტსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორს სა­ხალ­ხოდ გა­და­ვე­ცი, იქვე გა­მო­ვა­ცხა­დე: ამ­ჯე­რად თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბას და­ვარ­ღვევ და კონ­ცერტს პატ­რი­არ­ქის უსაყ­ვარ­ლე­სი ნა­წარ­მო­ე­ბით და­ვი­წყებ-მეთ­ქი. და და­ვი­წყე შუ­ბერ­ტის "ავე მა­რია"... ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ამაღ­ლე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი გა­მო­ვი­და.

შემ­დეგ მო­ნა­კო­ში გახ­ლდით, მერე მოს­კოვ­ში უკვე მე­ცხრა­მე­ტედ - მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ხელ­წო­დე­ბით "მუ­ზი­კა მოსკვა" იმარ­თე­ბა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა­ტით მო­ე­წყო: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის "ნამ შოუმ", გერ­მა­ნი­ის "მუ­ზიკ მე­სამ" და "მუ­ზი­კა მოსკვამ" ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რეს, სა­პა­ტიო სტუმ­რად მი­მიწ­ვი­ეს, რად­გან მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი ბრენ­დის სახე გახ­ლა­ვართ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმ გა­მო­ფე­ნა­ზე და­ვუ­კა­რი და რამ­დე­ნი­მე მას­ტერკლა­სიც ჩა­ვა­ტა­რე. შემ­დეგ ჩე­რე­პო­ვე­ცის სა­ერ­თა­შო­რი­სო რო­კ­ფეს­ტი­ვალ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით დიდი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვე­დი და 2013 წელსვე გად­მომ­ცეს სა­ხე­ლო­ბი­თი გი­ტა­რა - ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე მსოფ­ლიო მას­შტა­ბის გი­ტა­რე­ბის ოს­ტატს, არ­მენ ბულ­ბუ­ლი­ანს ერე­ვან­ში სა­ღა­მო მი­უ­ძღვნეს, მე კი სტუმ­რის სტა­ტუ­სით მი­მიწ­ვი­ეს და ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბა ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას და­უთ­მეს. და­ვუ­კა­რი ჩემი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ინი­ცი­ა­ლე­ბით დამ­შვე­ნე­ბულ ბა­ტო­ნი არ­მე­ნის გი­ტა­რა­ზე, სა­ღა­მოს ბო­ლოს კი ეს გი­ტა­რა მი­სახ­სოვ­რეს... აქვე გა­ვიხ­სე­ნებ ახალ­ცი­ხე­ში შარ­შან­წინ ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ცერტს, სა­დაც იმ­დე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ვი­და, სცე­ნა­ზეც კი იჯდა ხალ­ხი. აც­რემ­ლე­ბუ­ლი ვუკ­რავ­დი, რად­გან ცხო­ნე­ბუ­ლი ჩემი მშობ­ლე­ბი მედგნენ თვალ­წინ. ისი­ნი წარ­მო­შო­ბით ახალ­ცი­ხი­დან იყ­ვნენ. მა­მამ მხო­ლოდ 55 წე­ლი­წადს იცხოვ­რა და აქე­დან 40 წელი ახალ­ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა. მათ იქვე იქორ­წი­ნეს, მაგ­რამ მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. ახ­ლაც ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის, ამ ამ­ბავს რომ ვიხ­სე­ნებ: იმ კონ­ცერ­ტი­დან რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, 2013 წლის 30 ივ­ნისს "ახალ­ცი­ხე­ლო­ბა­ზე" ახალ­ცი­ხის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქედ ამირ­ჩი­ეს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?.. წლე­ბი გა­ვი­და და სწო­რედ იმ ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე გავ­ხდი, რო­მე­ლიც ჩემს მშობ­ლებს ასე გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­დათ!.. კი­დევ ცოტა ხანი გა­ვი­და და და­მი­რე­კეს, 6 ოქ­ტომ­ბერს, "თბი­ლი­სო­ბას" აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ეს­წროთ, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქედ აგირ­ჩი­ე­სო. ეს ჩემ­თვის შოკი იყო! ხაზ­გას­მით ვამ­ბობ: რა მიღ­წე­ვა არ მქო­ნია, 37 წლი­სა ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რიც კი გავ­ხდი, მაგ­რამ თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩემ­თვის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო აღ­მოჩ­ნდა. ეს ჯილ­დო მა­ნამ­დეც მქონ­და, ვიდ­რე ბა­ტო­ნი გიგი უგუ­ლა­ვა საქ­ვეყ­ნოდ გად­მომ­ცემ­და, რად­გან თბი­ლის­ში უდი­დეს სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად კი­დევ ერთხელ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­მი­დას­ტუ­რეს ეს აღი­ა­რე­ბა. 6 რი­ცხვში და­მა­ჯილ­დო­ეს "ქარ­ვას­ლა­ში", 7 ოქ­ტომ­ბერს კი დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ახა­ლი ალ­ბო­მის - "ჩემი თბი­ლი­სის" პრე­ზენ­ტა­ცია და სოლო კონ­ცერ­ტი მო­ვა­წყვე. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი და ამის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ბა­ტო­ნებს გიგი უგუ­ლა­ვა­სა და მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვას, ქალ­ბა­ტონ ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძეს და ბა­ტონ ონი­სე მეტ­რე­ველს...

- ბა­ტო­ნო თე­მურ, მა­ინც რო­გო­რია თქვე­ნი თბი­ლი­სი?

- ჩემი თბი­ლი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია, ჩემი თბი­ლი­სი ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ქა­ლა­ქია. ჩემი ახა­ლი ალ­ბო­მის ბუკ­ლე­ტის უკა­ნა მხა­რეს, თბი­ლი­სის ფო­ტოს თავ­ზე წარ­წე­რაა: "ვუ­ძღვნი ჩემ­თვის მსოფ­ლი­ო­ში ნო­მერ პირ­ველ ქა­ლაქს - ჩემს თბი­ლისს". უამ­რა­ვი ჯილ­დო მი­მი­ღია, მაგ­რამ არც ერთ მათ­განს ჩემი ცხოვ­რე­ბა ფი­ნან­სუ­რად არ შე­უც­ვლია - რო­გორც აქამ­დე ვცხოვ­რობ­დი, დღე­საც ზუს­ტად ისე ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ იმ საქ­მეს ვა­კე­თებ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს - ეს პრო­ფე­სია კი არ არის, ჩემი ცხოვ­რე­ბაა, რო­მელ­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლე მი­ვუ­ძღვე­ნი.

- მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში და­გიკ­რავთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად რო­მე­ლი გა­მოს­ვლა მი­გაჩ­ნი­ათ?

- არ გა­გიკ­ვირ­დეთ, რა­საც ვი­ტყვი, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ: ხომ ზე­დარ­ბა­ზებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რამ ახლა 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ქა­რელ­ში მო­წყო­ბილ კონ­ცერტს გა­ვიხ­სე­ნებ. ქა­რე­ლი­დან და­მი­რე­კეს და მთხო­ვეს, მათი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის კონ­ცერ­ტი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. დავ­თან­ხმდი და ორ­გა­ნი­ზა­ტორს ერ­თა­დერ­თი რამ ვთხო­ვე: გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ მან­ქა­ნა, სა­დაც უკან თა­ვი­სუფ­ლად დავ­ჯდე­ბი-მეთ­ქი. გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ შე­მის­რუ­ლეს და მხო­ლოდ ბო­ლოს, ქა­რელ­ში შე­ი­ტყვეს მძღო­ლის­გან, რომ მთე­ლი გზა, საათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­რე­ლე­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად ვრე­პე­ტი­ცი­ობ­დი. თქვენს კი­თხვას ასე ვუ­პა­სუ­ხებ: თუ წე­სი­ე­რი და ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ და შენს მო­სას­მე­ნად მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს პა­ტივს სცემ, ყვე­ლა გა­მოს­ვლა ერ­თნა­ი­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხოლო თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ზრდის, ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნის მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვან, გა­მორ­ჩე­ულ გა­მოს­ვლას ვი­გუ­ლის­ხმებთ, იმ­დე­ნი მქო­ნია, მარ­თლაც შე­მიძ­ლია და­ვიტ­რა­ბა­ხო - მსოფ­ლი­ოს ლე­გენ­დებ­თან ერ­თად და­მიკ­რავს, რო­მელ­თა ნა­წი­ლი უკვე ცო­ცხა­ლიც აღარ არის. მათ კონ­ცერ­ტებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით გა­მოვ­სულ­ვარ. რამ­დე­ნი ცდუ­ნე­ბაა ცხოვ­რე­ბა­ში და არა­ფერს გა­ვუ­გი­ჟე­ბი­ვარ, სა­მა­გი­ე­როდ იცით, რა მი­ვი­ღე? ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც და ვის­ზეც ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებ­ში წა­მი­კი­თხავს და მათ­თან შეხ­ვედ­რა არა­რე­ა­ლუ­რად, მი­უწ­ვდომ­ლად მი­მიჩ­ნე­ვია, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა! მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც ლე­გენ­დურ ლეს პოლს მო­ვიყ­ვან, ვის მიერ გა­მო­გო­ნილ გი­ტა­რა­ზეც მთე­ლი მსოფ­ლიო უკ­რავს. სწო­რედ მან მი­მიწ­ვია ნიუ-იორკში და 91 წლის ლე­გენ­დამ ტა­იმს-სქვე­რის გულ­ში, 51-ე ქუ­ჩა­ზე თვი­თონ­ვე გა­მო­მა­ცხა­და, - დღეს ჩვენ­თან მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გი­ტა­რის­ტი თე­მურ ყვი­თე­ლაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა და ახლა მას ვთხოვ სცე­ნა­ზეო! ასეთ მო­მენ­ტში ხომ შე­იძ­ლე­ბა, ინ­ფარ­ქტი და­გე­მარ­თოს ადა­მი­ანს? ეს რომ გა­ვი­გო­ნე, მახ­სოვს, ცივ­მა ოფ­ლმა და­მას­ხა. კი­დევ ბევ­რმა ლე­გენ­დამ მი­მიწ­ვია სცე­ნა­ზე, უამ­რავ დარ­ბაზ­შიც და­მიკ­რავს, "კარ­ნე­გი-ჰო­ლით" და­წყე­ბუ­ლი, სა­დაც ჩემ გარ­და პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან არც ერთ გი­ტა­რისტს არ ჩა­უ­ტა­რე­ბია სოლო კონ­ცერ­ტი; ასე­ვე, მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ბრენ­დის სახე ვი­ყა­ვი და ვარ.

- გი­ნე­სის რე­კორდსმე­ნო­ბის ამ­ბა­ვიც გა­იხ­სე­ნეთ...

- ამა­ზე იშ­ვი­ა­თად ვსა­უბ­რობ - რა­საც მი­ვაღ­წიე, იმ წარ­მა­ტე­ბე­ბის ფონ­ზე გი­ნე­სი რა მო­სა­ტა­ნია?! თუმ­ცა ამ რე­კორდმა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა ჩემი დის­ციპ­ლი­ნა, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა, იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის მა­რა­გი და სხვა. ეს სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა არ იყო, ეს იყო მა­რა­თო­ნი, რო­მელ­საც ციმ­ბი­რის ქა­ლაქ ან­გარ­სკში მცხოვ­რებ­მა ჩემ­მა დიდ­მა მე­გო­ბარ­მა - და­ვით ტა­ტუ­ლაშ­ვილ­მა "გი­ნე­სის" სახე მის­ცა - მან­ვე და­ა­ფი­ნან­სა და ინ­გლი­სი­დან დამ­კვირ­ვებ­ლე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნა (სხვა­თა შო­რის, და­ვით­მა და­ა­ფი­ნან­სა ჩემი ახა­ლი ალ­ბო­მიც "ჩემი თბი­ლი­სი"). 30 სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვუკ­რავ­დი და სა­ათ­ში მხო­ლოდ 3 წუთს შე­მეძ­ლო შე­მეს­ვე­ნა, ამ დრო­ში კი ვე­რა­ფერს მო­ას­წრებ­დი ადა­მი­ა­ნი. 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ფრა­ზაც კი არ უნდა გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო. მე ეს შევ­ძე­ლი და თა­ნაც - მა­ღალ დო­ნე­ზე. და­ვამ­ტკი­ცე, რომ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ზღვა­რი არ აქვს. მთე­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე ამ­დგა­რი მიკ­რავ­და ტაშს, ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ სა­ხე­ლო­ბი­თი გი­ტა­რაც გად­მომ­ცა, გუ­ბერ­ნა­ტორ­მა კი ჩემს პა­ტივ­სა­ცე­მად დიდი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თა. მე­ო­რე დი­ლით, ვი­თომ 33 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არც და­მიკ­რავს, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, დი­ლის 6 სა­ათ­ზე გა­ვიღ­ვი­ძე და ამი­თაც ყვე­ლა გა­ვა­ოგ­ნე, ხოლო ირ­კუტსკი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ მოვფრი­ნავ­დი, მთე­ლი 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რე­ბი ავ­ტოგ­რაფს მარ­თმევ­დნენ (იცი­ნის).

- თქვენს ახალ კლიპ­ში გი­ტა­რა­ზე თე­მურ ყვი­თე­ლაშ­ვი­ლი-უმ­ცრო­სი ანუ თქვე­ნი ვა­ჟიც უკ­რავს. თქვენს ოჯახ­ზე მი­ამ­ბეთ..

- ჩემი მე­უღ­ლე - ლანა ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნაა. ცო­ლად რომ შე­ვირ­თე, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ბა­ლე­რი­ნა იყო. ლა­ნამ კარ­გად იცის ხე­ლოვ­ნე­ბის ფასი; იცის, ეს რა შრო­მას მო­ი­თხოვს და ჩემ­თვის ხელი რომ შე­ე­წყო, სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა დათ­მო. ახლა დი­ა­სახ­ლი­სია და მეც და შვი­ლებ­საც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. ორი შვი­ლი გვყავს - მაია და თე­მუ­რი. ვოც­ნე­ბობ­დი, ბავ­შვე­ბი უპირ­ვე­ლე­სად, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, პი­როვ­ნე­ბე­ბი გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. მა­ი­ამ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და ახლა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გი ად­ვო­კა­ტი გა­მო­ვა, თე­მუ­რი კი... კა­რა­ტის­ტია და მე რომ ახალ­ცი­ხის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­მა­ნი­ჭეს, სწო­რედ მა­შინ, მან იე­რუ­სა­ლი­მი­დან, მა­კა­ბი­ა­დის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მე­და­ლი ჩა­მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კას, მარ­თა­ლია, ჩემი ვაჟი 15 წლი­საა, ჯერ სკო­ლა­ში სწავ­ლობს, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, მუ­სი­კით ცხოვ­რობს და თა­ვი­სი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფან­ტას­ტი­კუ­რად უკ­რავს. პირ­ვე­ლად 11 წლი­სა გა­მო­ვიყ­ვა­ნე ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, ჩემს ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე და მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მო­ა­წო­ნა თავი. 7 ოქ­ტომ­ბრის კონ­ცერ­ტზეც და­უკ­რა და მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თია კვლავ და­იმ­სა­ხუ­რა. ვნა­ხოთ, რას იზამს მო­მა­ვალ­ში უმ­ცრო­სი თე­მურ ყვი­თე­ლაშ­ვი­ლი.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

უკომპრომისო თემურ ყვითელაშვილის "კაცობის თეზისები"

უკომპრომისო თემურ ყვითელაშვილის "კაცობის თეზისები"

გამორჩეულად შრომისმოყვარე, შესაშურად მოწესრიგებული და მეტისმეტად თვითკრიტიკული ადამიანია. საქართველოს ყველა სახელგანთქმულ და ლეგენდად ქცეულ ანსამბლში უკრავდა და შიგადაშიგ მღეროდა კიდეც. მუშაობდა და მუშაობს ყველა პროფესიონალ ქართველ მომღერალთან ერთად. ღიმილით მეუბნება: საქართველოს მხოლოდ ორ პოპულარულ ანსამბლში არ დამიკრავს - "მზიურსა" და "ნერგებში", სამაგიეროდ მოგვიანებით, უკვე გაზრდილ "მზიურელებთან" - მაია ჯაბუასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან, თამრიკო გვერდწითელთან ვმეგობრობდი და ვთანამშრომლობდიო. იცვლებოდა ანსამბლები, საკონცერტო დარბაზები, შემდეგ - გეოგრაფიული არეალი და მასშტაბები, შესაბამისად კი იხვეწებოდა შემოქმედება და შემოქმედიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში... და მაინც, სახელგანთქმული მუსიკოსის, გიტარისტის, ბევრი საინტერესო კომპოზიციის ავტორისა და მომღერლისთვის - თემურ ყვითელაშვილისთვის ყველაფერი თბილისური გამოსვლებით დაიწყო.

- ჩემი ცხოვრება, ბევრისგან განსხვავებით, სხვაგვარად წარიმართა. ბუნებითაც ბევრისგან განვსხვავდები - დისციპლინის კაცი ვარ და ის გარემო მიყვარს, სადაც წესრიგია, სადაც სიტყვა - სიტყვაა, სადაც არავინ აგვიანებს და ყველას თავისი ადგილი აქვს; სადაც ერთგულებაა - მოკლედ, ვიდრე სცენამდე მივალთ, ჯერ სხვა პრინციპებს ვითვალისწინებ და მერე ვლაპარაკობ მუსიკაზე; ჯერ თემური ვარ და მერე - გიტარისტი. სწორედ ამ პრინციპების გამო უამრავი ადამიანი დავკარგე და კიდევ იმდენს დავკარგავ, რამდენიც საჭირო იქნება. რა ვქნა, ვერავის ახირებებს ვერ ავიტან! ვაკონტროლებ საკუთარ თავს და ვცდილობ, მიცემული სიტყვა არ დავარღვიო, ვინმეს არაფერი გავუფუჭო და დისკომფორტი არ შევუქმნა. ჰოდა, არ მესმის, სხვამ რატომ უნდა გამიფუჭოს რამე? იმას არ ვამბობ, - გვერდით არავინ დამდგომია-მეთქი, - ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და არიან ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რასაც მივაღწიე, მაინც საკუთარი შრომითა და შესაძლებლობით. მამა 1977 წელს გარდამეცვალა. "ძლიერი ზურგი" არასდროს მქონია და არც არავის წაუკრავს ჩემთვის ხელი. თანაც, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ვერავის ვერაფერს ვთხოვდი. ამიტომ ჩემი პრობლემა ყოველთვის მხოლოდ ჩემი იყო და არავის ვახვევდი თავს. საკუთარი წარმატებებით კი ძალიან ვამაყობ და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველაფერს მივაღწიე, რისი მიღწევაც შეიძლებოდა, დღესაც ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ფასეულია, საკუთარი შრომით, წესიერი ცხოვრებითა და პრინციპების დაცვით ამდენს რომ მიაღწევ, მაგრამ შენმა პრინციპებმა არავის უნდა ავნოს. თუ რამეს აკეთებ, კარგად უნდა გააკეთო, თუ არა და, საერთოდ არ უნდა გააკეთო. მაგალითად, თუ ვთქვათ, ჟურნალისტს ან სხვას ხვდები და თან იცი, წამდაუწუმ საათზე მოგიწევს ყურება, ჯობია, საერთოდ არ შეხვდე. ჩემთან რეპეტიციაზე ვინმემ საათს რომ დაუწყოს ყურება, იქაურობას დავატოვებინებ! საქართველოსა თუ მსოფლიოს მასშტაბით, ვისთანაც მიმუშავია სოლო კარიერის პარალელურად, ყოველთვის იმ ხალხის ინტერესებით ვცხოვრობდი ანუ არასდროს ვიყურებოდი საათზე და საკუთარ თავზეც არ ვფიქრობდი; ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რა სარგებლის მოტანა შემეძლო იმ ადამიანებისთვის. ასე ვცხოვრობ და სხვისგანაც ამავეს მოვითხოვ.

- 2013 წლის ბოლოს მერვე ალბომი - "ჩემი თბილისი" გამოეცით, ცოტა ხნის წინ კი სიმღერაზე - "შორეული გზები", რომლის მუსიკაც კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილს ეკუთვნის, თავად მერაბის რეჟისორობითა და თქვენი შესრულებით კლიპიც გადაიღეთ. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ წლის ან ბოლო წლების ნამუშევარი შეაჯამეთ. მაინც როგორი იყო თქვენთვის 2013 წელი?

- არც ჰოროსკოპით ვინტერესდები და არც ცრუმორწმუნე ვარ, ამიტომ ბევრისგან განსხვავებით, არც რიცხვი "13" მიმაჩნია თარსად. ასე რომ, რიცხვიც მშვენიერია და 2013 წელიც ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული მქონდა გასტროლების, მასტერკლასებისა და საერთოდ, შემოქმედებითი თვალსაზრისით. რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გამოვყოფ: ციმბირში ჩავატარე საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ეკლესიის მშენებლობას მიეძღვნა. ვამაყობ, რომ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს - ილია მეორეს ძალიან უყვარს ჩემი შემოქმედება. მან ციმბირში მშენებარე ეკლესიისთვის საჩუქარიც გამატანა. როდესაც უწმინდესის სახელით ეს საჩუქარი ეკლესიის წინამძღვარსა და ირკუტსკის ოლქის გუბერნატორს სახალხოდ გადავეცი, იქვე გამოვაცხადე: ამჯერად თანამიმდევრობას დავარღვევ და კონცერტს პატრიარქის უსაყვარლესი ნაწარმოებით დავიწყებ-მეთქი. და დავიწყე შუბერტის "ავე მარია"... ძალიან ამაღელვებელი და ამაღლებული კონცერტი გამოვიდა.

შემდეგ მონაკოში გახლდით, მერე მოსკოვში უკვე მეცხრამეტედ - მუსიკალური ინსტრუმენტების გამოფენაზე, რომელიც ტრადიციულად, სახელწოდებით "მუზიკა მოსკვა" იმართება, მაგრამ ამჯერად უჩვეულო ფორმატით მოეწყო: ამერიკის შეერთებული შტატების "ნამ შოუმ", გერმანიის "მუზიკ მესამ" და "მუზიკა მოსკვამ" ერთობლივად ჩაატარეს, საპატიო სტუმრად მიმიწვიეს, რადგან მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ბრენდის სახე გახლავართ. რასაკვირველია, იმ გამოფენაზე დავუკარი და რამდენიმე მასტერკლასიც ჩავატარე. შემდეგ ჩერეპოვეცის საერთაშორისო როკფესტივალშიც საქართველოს სახელით დიდი წარმატებით გამოვედი და 2013 წელსვე გადმომცეს სახელობითი გიტარა - ამერიკაში მოღვაწე მსოფლიო მასშტაბის გიტარების ოსტატს, არმენ ბულბულიანს ერევანში საღამო მიუძღვნეს, მე კი სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს და ერთი განყოფილება ჩემს შემოქმედებას დაუთმეს. დავუკარი ჩემი სახელისა და გვარის ინიციალებით დამშვენებულ ბატონი არმენის გიტარაზე, საღამოს ბოლოს კი ეს გიტარა მისახსოვრეს... აქვე გავიხსენებ ახალციხეში შარშანწინ ჩატარებულ კონცერტს, სადაც იმდენი მაყურებელი მოვიდა, სცენაზეც კი იჯდა ხალხი. აცრემლებული ვუკრავდი, რადგან ცხონებული ჩემი მშობლები მედგნენ თვალწინ. ისინი წარმოშობით ახალციხიდან იყვნენ. მამამ მხოლოდ 55 წელიწადს იცხოვრა და აქედან 40 წელი ახალციხეში გაატარა. მათ იქვე იქორწინეს, მაგრამ მე თბილისში დავიბადე. ახლაც ჟრუანტელი მივლის, ამ ამბავს რომ ვიხსენებ: იმ კონცერტიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, 2013 წლის 30 ივნისს "ახალციხელობაზე" ახალციხის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. წარმოგიდგენიათ?.. წლები გავიდა და სწორედ იმ ქალაქის საპატიო მოქალაქე გავხდი, რომელიც ჩემს მშობლებს ასე გამორჩეულად უყვარდათ!.. კიდევ ცოტა ხანი გავიდა და დამირეკეს, 6 ოქტომბერს, "თბილისობას" აუცილებლად უნდა დაესწროთ, თბილისის საპატიო მოქალაქედ აგირჩიესო. ეს ჩემთვის შოკი იყო! ხაზგასმით ვამბობ: რა მიღწევა არ მქონია, 37 წლისა ღირსების ორდენის კავალერიც კი გავხდი, მაგრამ თბილისის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის უმაღლესი ჯილდო აღმოჩნდა. ეს ჯილდო მანამდეც მქონდა, ვიდრე ბატონი გიგი უგულავა საქვეყნოდ გადმომცემდა, რადგან თბილისში უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთხელ, ოფიციალურად დამიდასტურეს ეს აღიარება. 6 რიცხვში დამაჯილდოეს "ქარვასლაში", 7 ოქტომბერს კი დიდ საკონცერტო დარბაზში ახალი ალბომის - "ჩემი თბილისის" პრეზენტაცია და სოლო კონცერტი მოვაწყვე. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ბატონებს გიგი უგულავასა და მამუკა ქაცარავას, ქალბატონ ნეკა სებისკვერაძეს და ბატონ ონისე მეტრეველს...

- ბატონო თემურ, მაინც როგორია თქვენი თბილისი?

- ჩემი თბილისი განუმეორებელია, ჩემი თბილისი ყველაზე მაგარი ქალაქია. ჩემი ახალი ალბომის ბუკლეტის უკანა მხარეს, თბილისის ფოტოს თავზე წარწერაა: "ვუძღვნი ჩემთვის მსოფლიოში ნომერ პირველ ქალაქს - ჩემს თბილისს". უამრავი ჯილდო მიმიღია, მაგრამ არც ერთ მათგანს ჩემი ცხოვრება ფინანსურად არ შეუცვლია - როგორც აქამდე ვცხოვრობდი, დღესაც ზუსტად ისე ვცხოვრობ, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - ეს პროფესია კი არ არის, ჩემი ცხოვრებაა, რომელსაც მთელი სიცოცხლე მივუძღვენი.

- მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში დაგიკრავთ. ყველაზე მნიშვნელოვნად რომელი გამოსვლა მიგაჩნიათ?

- არ გაგიკვირდეთ, რასაც ვიტყვი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ: ხომ ზედარბაზებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ახლა 2013 წლის სექტემბერში, ქარელში მოწყობილ კონცერტს გავიხსენებ. ქარელიდან დამირეკეს და მთხოვეს, მათი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის კონცერტი ჩამეტარებინა. დავთანხმდი და ორგანიზატორს ერთადერთი რამ ვთხოვე: გამომიგზავნეთ მანქანა, სადაც უკან თავისუფლად დავჯდები-მეთქი. გაუკვირდათ, მაგრამ შემისრულეს და მხოლოდ ბოლოს, ქარელში შეიტყვეს მძღოლისგან, რომ მთელი გზა, საათ-ნახევრის განმავლობაში ქარელელებთან შესახვედრად ვრეპეტიციობდი. თქვენს კითხვას ასე ვუპასუხებ: თუ წესიერი და ნორმალური ადამიანი ხარ და შენს მოსასმენად მოსულ მაყურებელს პატივს სცემ, ყველა გამოსვლა ერთნაირად მნიშვნელოვანია. ხოლო თუ შემოქმედებითი ზრდის, ახლის აღმოჩენის მხრივ მნიშვნელოვან, გამორჩეულ გამოსვლას ვიგულისხმებთ, იმდენი მქონია, მართლაც შემიძლია დავიტრაბახო - მსოფლიოს ლეგენდებთან ერთად დამიკრავს, რომელთა ნაწილი უკვე ცოცხალიც აღარ არის. მათ კონცერტებზე სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოვსულვარ. რამდენი ცდუნებაა ცხოვრებაში და არაფერს გავუგიჟებივარ, სამაგიეროდ იცით, რა მივიღე? ბავშვობიდან მოყოლებული, რაც და ვისზეც ენციკლოპედიებში წამიკითხავს და მათთან შეხვედრა არარეალურად, მიუწვდომლად მიმიჩნევია, ჩემს ცხოვრებაში განხორციელებულა! მაგალითად, თუნდაც ლეგენდურ ლეს პოლს მოვიყვან, ვის მიერ გამოგონილ გიტარაზეც მთელი მსოფლიო უკრავს. სწორედ მან მიმიწვია ნიუ-იორკში და 91 წლის ლეგენდამ ტაიმს-სქვერის გულში, 51-ე ქუჩაზე თვითონვე გამომაცხადა, - დღეს ჩვენთან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი იმყოფება და ახლა მას ვთხოვ სცენაზეო! ასეთ მომენტში ხომ შეიძლება, ინფარქტი დაგემართოს ადამიანს? ეს რომ გავიგონე, მახსოვს, ცივმა ოფლმა დამასხა. კიდევ ბევრმა ლეგენდამ მიმიწვია სცენაზე, უამრავ დარბაზშიც დამიკრავს, "კარნეგი-ჰოლით" დაწყებული, სადაც ჩემ გარდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან არც ერთ გიტარისტს არ ჩაუტარებია სოლო კონცერტი; ასევე, მსოფლიოს რამდენი სახელგანთქმული ბრენდის სახე ვიყავი და ვარ.

- გინესის რეკორდსმენობის ამბავიც გაიხსენეთ...

- ამაზე იშვიათად ვსაუბრობ - რასაც მივაღწიე, იმ წარმატებების ფონზე გინესი რა მოსატანია?! თუმცა ამ რეკორდმა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩემი დისციპლინა, ფიზიკური მომზადება, იმპროვიზაციის უნარი, მუსიკალური განათლებისა და ცოდნის მარაგი და სხვა. ეს სპორტული შეჯიბრება არ იყო, ეს იყო მარათონი, რომელსაც ციმბირის ქალაქ ანგარსკში მცხოვრებმა ჩემმა დიდმა მეგობარმა - დავით ტატულაშვილმა "გინესის" სახე მისცა - მანვე დააფინანსა და ინგლისიდან დამკვირვებლებიც ჩამოიყვანა (სხვათა შორის, დავითმა დააფინანსა ჩემი ახალი ალბომიც "ჩემი თბილისი"). 30 საათზე მეტხანს ვუკრავდი და საათში მხოლოდ 3 წუთს შემეძლო შემესვენა, ამ დროში კი ვერაფერს მოასწრებდი ადამიანი. 4 საათის განმავლობაში ერთი მუსიკალური ფრაზაც კი არ უნდა გამეორებულიყო. მე ეს შევძელი და თანაც - მაღალ დონეზე. დავამტკიცე, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი მიკრავდა ტაშს, ერთმა კომპანიამ სახელობითი გიტარაც გადმომცა, გუბერნატორმა კი ჩემს პატივსაცემად დიდი წვეულება გამართა. მეორე დილით, ვითომ 33 საათის განმავლობაში არც დამიკრავს, ჩვეულებისამებრ, დილის 6 საათზე გავიღვიძე და ამითაც ყველა გავაოგნე, ხოლო ირკუტსკიდან საქართველოში რომ მოვფრინავდი, მთელი 6 საათის განმავლობაში თვითმფრინავის მგზავრები ავტოგრაფს მართმევდნენ (იცინის).

- თქვენს ახალ კლიპში გიტარაზე თემურ ყვითელაშვილი-უმცროსი ანუ თქვენი ვაჟიც უკრავს. თქვენს ოჯახზე მიამბეთ..

- ჩემი მეუღლე - ლანა ყოფილი ბალერინაა. ცოლად რომ შევირთე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა იყო. ლანამ კარგად იცის ხელოვნების ფასი; იცის, ეს რა შრომას მოითხოვს და ჩემთვის ხელი რომ შეეწყო, საკუთარი კარიერა დათმო. ახლა დიასახლისია და მეც და შვილებსაც ძალიან გვეხმარება. ორი შვილი გვყავს - მაია და თემური. ვოცნებობდი, ბავშვები უპირველესად, კარგი ადამიანები, პიროვნებები გამოსულიყვნენ. მაიამ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა მაგისტრატურაში სწავლობს. დარწმუნებული ვარ, კარგი ადვოკატი გამოვა, თემური კი... კარატისტია და მე რომ ახალციხის საპატიო მოქალაქეობა მომანიჭეს, სწორედ მაშინ, მან იერუსალიმიდან, მაკაბიადის ოლიმპიური თამაშებიდან ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოუტანა საქართველოს. რაც შეეხება მუსიკას, მართალია, ჩემი ვაჟი 15 წლისაა, ჯერ სკოლაში სწავლობს, მაგრამ ფაქტობრივად, მუსიკით ცხოვრობს და თავისი ასაკიდან გამომდინარე, ფანტასტიკურად უკრავს. პირველად 11 წლისა გამოვიყვანე ფილარმონიაში, ჩემს ერთ-ერთ კონცერტზე და მაყურებელს ძალიან მოაწონა თავი. 7 ოქტომბრის კონცერტზეც დაუკრა და მაყურებლის სიმპათია კვლავ დაიმსახურა. ვნახოთ, რას იზამს მომავალში უმცროსი თემურ ყვითელაშვილი.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება