სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
ყაზბეგის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე ლომ­ბარ­დში, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შე­ვიდ­ნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

ტე­რი­ტო­რია ისევ შე­მო­სა­ზღვრუ­ლია და უცხო პი­რებს მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი შე­ნო­ბი­დან ჯერ არ გა­მო­უს­ვე­ნე­ბი­ათ. ჯერ ისევ შე­ნო­ბა­ში ჰყავთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნე­ბით ჩი­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­შინ მოკ­ლა.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულს, მიმ­დი­ნა­რე წლის 4 თე­ბერ­ვალს, შუ­ა­დღეს, თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე მის მიერ ნა­ქი­რა­ვებ ვა­ლუ­ტის გა­დამცლელ პუნ­ქტში, გვერ­დით მდე­ბა­რე სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რის მე­პატ­რო­ნე 1958 წელს და­ბა­დე­ბულ გე­ნა­დი ლო­მი­ძეს­თან თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და, რის შემ­დე­გაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. გე­ნა­დი ლო­მი­ძე მძი­მე ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ჯი­ხურ­ში ჩა­ი­კე­ტა და თვით­მკვლე­ლო­ბით იმუქ­რე­ბო­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 15-სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლის გა­ნი­ა­რა­ღე­ბა შეძ­ლეს და ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სსსკ-ის 108-ე მუხ­ლით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ყაზბეგის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ყაზბეგის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ყაზბეგის გამზირზე ლომბარდში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები შევიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, შენობაში იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც, რომლებიც კომენტარს არ აკეთებენ.

ტერიტორია ისევ შემოსაზღვრულია და უცხო პირებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. მოკლულის ცხედარი შენობიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ. ჯერ ისევ შენობაში ჰყავთ სამართალდამცავებს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ეროვნებით ჩინელი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თანამშრომელი სავარაუდოდ, გუშინ მოკლა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, შუადღეს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონე 1958 წელს დაბადებულ გენადი ლომიძესთან თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გენადი ლომიძე მძიმე ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ