პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ფორჩხიძე: ''მლიქვნელი, ფარისეველი და მაფიოზი ვარ''
დათო ფორჩხიძე: ''მლიქვნელი, ფარისეველი და მაფიოზი ვარ''

წელს პრო­ექტს "ახა­ლი ხმა" ხმა­უ­რის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. იყო და­პი­რის­პი­რე­ბა კონ­კურ­სან­ტსა და მწვრთნელს შო­რის, უთან­ხმო­ე­ბა მწვრთნე­ლებს შო­რის. ფი­ნალ­ში ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი დათო ფორჩხი­ძე და მაია დარსმე­ლი­ძეც ვნა­ხეთ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კვლავ დათო ფორჩხი­ძის გუნ­დის წევ­რი მარი ჩა­ჩხი­ა­ნი გახ­და.გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და მისი მწვრთნე­ლი რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმრნენ.- დათო, მა­რის გა­მარ­ჯვე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი შენ მო­გა­წერს. იმი­ტომ არა, რომ მარი გა­მარ­ჯვე­ბის ღირ­სი არ იყო, მა­ყუ­რე­ბელს უყ­ვარ­ხარ, რო­გორ გგო­ნია, რისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ეს?- ალ­ბათ, იმის, რომ მინ­და, ბავ­შვი, რო­მელ­მაც ამირ­ჩია, ჩემი ცუდი საქ­ცი­ე­ლით არ დავ­ღუ­პო.

- ცუდი საქ­ცი­ე­ლი ხში­რად ეკ­რანს მიღ­მა რჩე­ბა.- არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ. ამ შო­უ­ში ბევ­რი რამ გა­მოჩ­ნდა... მარი ცოტა და­მე­ჩაგ­რა. არც კი ვი­ცო­დი, რომ ფი­ნალ­ში გა­ვი­დო­და. წინა ორ შო­უ­ში მყავ­და ჩემი ფა­ვო­რი­ტე­ბი. ამ ჯერ­ზე გუნდში მყავ­და ხუთი ისე­თი ბავ­შვი, რო­მელ­საც ოთხი­ვე მწვრთნე­ლი შე­მო­უბ­რუნ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ამ კარ­გი ბავ­შვე­ბი­დან ერთი მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებ­და, დიდი გახ­ლდათ. ალო­გი­კურს ამა­ში ვე­რა­ფერს ვხე­დავ. წე­სით, ბრმა კას­ტინგზე ეს შოუ უკვე მო­გე­ბუ­ლი უნდა მქო­ნო­და.

- თუმ­ცა სხვა მწვრთნე­ლებ­საც ჰყავ­დათ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი...- რა თქმა უნდა. იმის მტკი­ცე­ბას არ და­ვი­წყებ, მა­რის რომ არ გა­ე­მარ­ჯვა, კრი­მი­ნა­ლი, და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბო­და-მეთ­ქი. მე­ტიც, სხვის­თვის მი­სა­ლო­ცი ტექ­სტე­ბიც კი მქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. თუ და­ი­ნა­ხეთ, მე, მაია და სტე­ფა­ნე ჩა­ვე­ხუ­ტეთ ერ­თმა­ნეთს. ერ­თა­დაც ვიმ­ღე­რეთ. ასე არ იყო შარ­შან. თუმ­ცა, პრო­ექ­ტის და­სა­წყის­ში და­ძა­ბუ­ლო­ბაც არ იყო დად­გმუ­ლი. თა­ვი­დან მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, შენ რა­ტომ გირ­ჩე­ვე­ნო. მო­და­ში ვი­ყა­ვი. როცა მარი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე იდგა, ზუს­ტად მახ­სოვს ის ტექ­სტი, რაც მას ვუ­თხა­რი, მწვრთნე­ლი არ იგებს ამ შოუს, ამ შოუს იგებს კონ­კურ­სან­ტი, შენ სა­დაც უნდა წახ­ვი­დე, მო­ი­გებ და თუ ამო­ჩე­მე­ბუ­ლი გაქვს, რომ მე­სა­მედ მო­ვი­გო, მა­შინ წა­მო­დი ჩემ­თან-მეთ­ქი.

- მარი, რა­ტომ აირ­ჩიე დათო?- წინა შო­უ­ებს ვუ­ყუ­რებ­დი, მისი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მი­სა­ღე­ბი იყო ჩემ­თვის. მომ­წონ­და მისი ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან. პრო­ექ­ტში უკვე იმ გან­ზრახ­ვით მი­ვე­დი, რომ და­თოს­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- გა­მარ­ჯვე­ბამ­დე გრძე­ლი და რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლად რო­მე­ლი ტური გახ­სენ­დე­ბა?- ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი, ალ­ბათ, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ლა­ივ­კონ­ცერ­ტი იყო, რომ­ლებ­ზეც და­თომ გა­და­მარ­ჩი­ნა.

- დათო, მწვრთნე­ლი­სა და კონ­კურ­სან­ტის ურ­თი­ერ­თო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შო­უს­თვის. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მა­ი­ა­სა და თაკო ოქ­რო­პი­რი­ძის უთან­ხმო­ე­ბა ვნა­ხეთ. შენ თუ გქო­ნია მსგავ­სი კონ­ფლიქ­ტი კონ­კურ­სან­ტთან?- ჩემი კო­ლე­გე­ბის გან­სჯა ჩემი საქ­მე არ არის. მა­ი­ას­თან მარ­თლა დავ­მე­გობ­რდი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

დათო ფორჩხიძე: ''მლიქვნელი, ფარისეველი და მაფიოზი ვარ''

დათო ფორჩხიძე: ''მლიქვნელი, ფარისეველი და მაფიოზი ვარ''

წელს პროექტს ''ახალი ხმა'' ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. იყო დაპირისპირება კონკურსანტსა და მწვრთნელს შორის, უთანხმოება მწვრთნელებს შორის. ფინალში ჩახუტებული დათო ფორჩხიძე და მაია დარსმელიძეც ვნახეთ. გამარჯვებული კვლავ დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი მარი ჩაჩხიანი გახდა.გამარჯვებული და მისი მწვრთნელი რედაქციაში გვესტუმრნენ.- დათო, მარის გამარჯვებას საზოგადოების დიდი ნაწილი შენ მოგაწერს. იმიტომ არა, რომ მარი გამარჯვების ღირსი არ იყო, მაყურებელს უყვარხარ, როგორ გგონია, რისი დამსახურებაა ეს?- ალბათ, იმის, რომ მინდა, ბავშვი, რომელმაც ამირჩია, ჩემი ცუდი საქციელით არ დავღუპო.

- ცუდი საქციელი ხშირად ეკრანს მიღმა რჩება.- არაფერი იმალება, დამერწმუნეთ. ამ შოუში ბევრი რამ გამოჩნდა... მარი ცოტა დამეჩაგრა. არც კი ვიცოდი, რომ ფინალში გავიდოდა. წინა ორ შოუში მყავდა ჩემი ფავორიტები. ამ ჯერზე გუნდში მყავდა ხუთი ისეთი ბავშვი, რომელსაც ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა. აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ ამ კარგი ბავშვებიდან ერთი მაინც გაიმარჯვებდა, დიდი გახლდათ. ალოგიკურს ამაში ვერაფერს ვხედავ. წესით, ბრმა კასტინგზე ეს შოუ უკვე მოგებული უნდა მქონოდა.

- თუმცა სხვა მწვრთნელებსაც ჰყავდათ ძლიერი კონკურსანტები...- რა თქმა უნდა. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, მარის რომ არ გაემარჯვა, კრიმინალი, დანაშაული იქნებოდა-მეთქი. მეტიც, სხვისთვის მისალოცი ტექსტებიც კი მქონდა მომზადებული. თუ დაინახეთ, მე, მაია და სტეფანე ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ერთადაც ვიმღერეთ. ასე არ იყო შარშან. თუმცა, პროექტის დასაწყისში დაძაბულობაც არ იყო დადგმული. თავიდან მეჩხუბებოდნენ, შენ რატომ გირჩევენო. მოდაში ვიყავი. როცა მარი არჩევანის წინაშე იდგა, ზუსტად მახსოვს ის ტექსტი, რაც მას ვუთხარი, მწვრთნელი არ იგებს ამ შოუს, ამ შოუს იგებს კონკურსანტი, შენ სადაც უნდა წახვიდე, მოიგებ და თუ ამოჩემებული გაქვს, რომ მესამედ მოვიგო, მაშინ წამოდი ჩემთან-მეთქი.

- მარი, რატომ აირჩიე დათო?- წინა შოუებს ვუყურებდი, მისი ყოველი ნაბიჯი მისაღები იყო ჩემთვის. მომწონდა მისი ურთიერთობა მონაწილეებთან. პროექტში უკვე იმ განზრახვით მივედი, რომ დათოსთან წავსულიყავი.

- გამარჯვებამდე გრძელი და რთული გზა გაიარე, განსაკუთრებით რთულად რომელი ტური გახსენდება?- ყველაზე დაძაბული, ალბათ, პირველი და მეორე ლაივკონცერტი იყო, რომლებზეც დათომ გადამარჩინა.

- დათო, მწვრთნელისა და კონკურსანტის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს შოუსთვის. ნახევარფინალში მაიასა და თაკო ოქროპირიძის უთანხმოება ვნახეთ. შენ თუ გქონია მსგავსი კონფლიქტი კონკურსანტთან?- ჩემი კოლეგების განსჯა ჩემი საქმე არ არის. მაიასთან მართლა დავმეგობრდი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება