სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა
სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­ლა­ში ფერ­მე­რე­ბის ნა­წილ­მა ციტ­რუ­სი გა­და­ყა­რა. გა­დაყ­რი­ლი მან­და­რი­ნი ambebi.ge-ს ფო­ტო­კა­მე­რა­მაც და­ა­ფიქ­სი­რა. მო­სახ­ლე­ო­ბა ტო­ნო­ბით გა­ყი­ნულ და გა­ფუ­ჭე­ბულ ციტ­რუსს მდი­ნა­რე­ებ­სა და მან­და­რი­ნის ბა­ღებ­ში ყრის. ხა­ლა­ში მცხოვ­რებ­მა გუ­რამ შა­ქა­რიშ­ვილ­მა ციტ­რუ­სის გა­დაყ­რის მი­ზე­ზად რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა და­ა­სა­ხე­ლა. ის გან­მარ­ტავს, რომ თოვ­ლის მოს­ვლამ­დე მოკ­რე­ფი­ლი 10 ტონა მან­და­რი­ნი­დან მხო­ლოდ ექ­ვსის რე­ა­ლი­ზა­ცია შეძ­ლო, ისიც მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის გა­რე­შე. მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი კი სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ას - კი­ლოგ­რამ­ზე 15 თეთ­რს ით­ვა­ლის­წი­ნებს. გუ­რამ შა­ქა­რიშ­ვი­ლი ვერც 15 თეთ­რი­ან სუბ­სი­დი­ას მი­ი­ღებს და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მის გამო გა­დაყ­რი­ლი 4 ტო­ნის კომ­პენ­სი­ა­ცი­ა­საც არა­ვინ გა­და­უხ­დის.

"გა­თო­ვე­ბამ­დე 10 ტონა მან­და­რი­ნი მოვკრი­ფე და რო­გორც კი მყიდ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდა, 6 ტონა გავ­ყი­დე, დარ­ჩე­ნი­ლი 4 ტო­ნის წვე­ნის ქარ­ხა­ნა­ში ჩა­ბა­რე­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ დიდ­თოვ­ლო­ბის გამო გზე­ბი ჩა­ი­კე­ტა, მან­ქა­ნის და­ქი­რა­ვე­ბა ძვი­რი ღირ­და, სარ­დაფ­ში დაყ­რი­ლი 4 ტონა მან­და­რი­ნი გა­ფუჭ­და და გა­დავ­ყა­რე. ორი ამ­დე­ნიც ხე­ებ­ზეა დარ­ჩე­ნი­ლი. ის 6 ტონა გავ­ყი­დე 24 დე­კემ­ბერს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი არ გაგ­ვი­ფორ­მეს, სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ას - 15 თეთ­რს ვერ ავი­ღებ", - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ შა­ქა­რიშ­ვილ­მა.

შა­ქა­რიშ­ვი­ლე­ბის მე­ზო­ბელ ბაღ­ში ფერ­მერ­მა ფორ­თოხ­ლის ხე­ე­ბი გა­ჩე­ხა. სო­ფელ ხა­ლას მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ მე­ციტ­რუ­სე­ო­ბამ "ფასი და­კარ­გა". ფერ­მერ­მა ხა­სან კა­ჭახ­მა­ძე­მაც ვერ მი­ი­ღო 15-თეთ­რი­ა­ნი სუბ­სი­დია. ის ამ­ბობს, რომ შუ­ა­მავ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ციტ­რუსს ყი­დუ­ლო­ბენ, სუბ­სი­დი­ის­თვის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტს ვერ აფორ­მე­ბენ.

"შუ­ა­მა­ვა­ლი მო­ვი­და და ერთ კილო მან­და­რინ­ზე 50 თეთ­რი გა­და­მი­ხა­და. მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი ვთხო­ვე, მაგ­რამ არ გა­მი­ფორ­მა. სუბ­სი­დი­ის აღე­ბას ვიცი, რომ ვერ შევ­ძლებ", - ხა­სან კა­ჭაყ­მა­ძემ.

სო­ფელ ხა­ლას მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე, რო­მელ­მაც აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს არ­ჩილ ხა­ბა­ძეს აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ზაურ ფუტ­კა­რა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა მოს­თხო­ვა:

"ეს ერთი ხე­ო­ბის პრობ­ლე­მა არ არის, იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა სხვა ხე­ო­ბებ­შიც. იმის ნაც­ვლად, რომ დიდი და­პი­რე­ბე­ბი - ციტ­რუ­სი იქ­ნე­ბო­და გა­და­ზი­დუ­ლი სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში, გა­და­ზიდ­ვა და­წყე­ბუ­ლია მდი­ნა­რე­ებ­ში. რე­ა­ლო­ბა არის იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მიერ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბა არ არის ადექ­ვა­ტუ­რი შე­დე­გი­სა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა არის რე­ა­ლო­ბა. არ­ჩილ ხა­ბა­ძემ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მა­ტყუ­ა­რა მი­ნისტრს და­ა­ტო­ვე­ბი­ნოს თა­ნამ­დე­ბო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძემ.

აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ავ­თან­დილ მეს­ხი­ძე კი აცხა­დებს, რომ ფერ­მე­რებს მან­და­რი­ნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის და 15-თეთ­რი­ა­ნი სუბ­სი­დი­ის მი­ღე­ბის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ. ავ­თან­დილ მეს­ხი­ძე ამ­ბობს, რომ ფერ­მე­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 15-თეთ­რი­ა­ნი სუბ­სი­დი­ის მით­ვი­სე­ბის ინ­ტე­რე­სი არა­ვის აქვს.

"სტან­დარ­ტუ­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი მან­და­რი­ნი სულ გა­ი­ყი­და. თუ ვინ­მემ გა­თო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ყი­ნუ­ლი მან­და­რი­ნი მოკ­რი­ფა და გა­და­ყა­რა, ეს მისი ნე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, სულ არ სჭირ­დე­ბო­დეს ადა­მი­ანს და არ დაკ­რი­ფოს. სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს სუბ­სი­დი­ის სა­კითხს. ფერ­მერ­მა უნდა აი­ღოს მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი, რო­მელ­საც მისი და სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის ხელ­მო­წე­რა უნდა ჰქონ­დეს. გა­დამ­ზი­და­ვებს კი არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ აქვთ, რომ არ გას­ცენ დო­კუ­მენ­ტა­ცია", - აღ­ნიშ­ნა ავ­თან­დილ მეს­ხი­ძემ.

აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ექ­სპორტზე 60 ტო­მან­დე სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ციტ­რუ­სია გა­ტა­ნი­ლი, ხოლო ქო­ბუ­ლე­თის სა­წარ­მომ ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 9 ათა­სი ტონა არას­ტან­დარ­ტუ­ლი ციტ­რუ­სი ჩა­ი­ბა­რა.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა

სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ფერმერების ნაწილმა ციტრუსი გადაყარა. გადაყრილი მანდარინი ambebi.ge-ს ფოტოკამერამაც დააფიქსირა. მოსახლეობა ტონობით გაყინულ და გაფუჭებულ ციტრუსს მდინარეებსა და მანდარინის ბაღებში ყრის. ხალაში მცხოვრებმა გურამ შაქარიშვილმა ციტრუსის გადაყრის მიზეზად რეალიზაციის პრობლემა დაასახელა. ის განმარტავს, რომ თოვლის მოსვლამდე მოკრეფილი 10 ტონა მანდარინიდან მხოლოდ ექვსის რეალიზაცია შეძლო, ისიც მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე. მიღება-ჩაბარების აქტი კი სახელმწიფო სუბსიდიას - კილოგრამზე 15 თეთრს ითვალისწინებს. გურამ შაქარიშვილი ვერც 15 თეთრიან სუბსიდიას მიიღებს და რეალიზაციის პრობლემის გამო გადაყრილი 4 ტონის კომპენსიაციასაც არავინ გადაუხდის.

"გათოვებამდე 10 ტონა მანდარინი მოვკრიფე და როგორც კი მყიდველი გამოჩნდა, 6 ტონა გავყიდე, დარჩენილი 4 ტონის წვენის ქარხანაში ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა, მანქანის დაქირავება ძვირი ღირდა, სარდაფში დაყრილი 4 ტონა მანდარინი გაფუჭდა და გადავყარე. ორი ამდენიც ხეებზეა დარჩენილი. ის 6 ტონა გავყიდე 24 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტი არ გაგვიფორმეს, სახელმწიფო სუბსიდიას - 15 თეთრს ვერ ავიღებ", - აღნიშნა გურამ შაქარიშვილმა.

შაქარიშვილების მეზობელ ბაღში ფერმერმა ფორთოხლის ხეები გაჩეხა. სოფელ ხალას მოსახლეობა ამბობს, რომ მეციტრუსეობამ "ფასი დაკარგა". ფერმერმა ხასან კაჭახმაძემაც ვერ მიიღო 15-თეთრიანი სუბსიდია. ის ამბობს, რომ შუამავლები, რომლებიც ციტრუსს ყიდულობენ, სუბსიდიისთვის მიღება-ჩაბარების აქტს ვერ აფორმებენ.

"შუამავალი მოვიდა და ერთ კილო მანდარინზე 50 თეთრი გადამიხადა. მიღება-ჩაბარების აქტი ვთხოვე, მაგრამ არ გამიფორმა. სუბსიდიის აღებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ", - ხასან კაჭაყმაძემ.

სოფელ ხალას მოსახლეობას შეხვდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ბარამიძე, რომელმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოსთხოვა:

"ეს ერთი ხეობის პრობლემა არ არის, იგივე სიტუაციაა სხვა ხეობებშიც. იმის ნაცვლად, რომ დიდი დაპირებები - ციტრუსი იქნებოდა გადაზიდული საექსპორტო ქვეყნებში, გადაზიდვა დაწყებულია მდინარეებში. რეალობა არის იმის საწინააღმდეგო, რომ სოფლის მეურნეობის მიერ გაწეული მუშაობა არ არის ადექვატური შედეგისა. აბსოლუტურად სხვა არის რეალობა. არჩილ ხაბაძემ მიიღოს გადაწყვეტილება და მატყუარა მინისტრს დაატოვებინოს თანამდებობა", - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე კი აცხადებს, რომ ფერმერებს მანდარინის რეალიზაციის და 15-თეთრიანი სუბსიდიის მიღების მხრივ პრობლემები არ აქვთ. ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ ფერმერებისთვის გამოყოფილი 15-თეთრიანი სუბსიდიის მითვისების ინტერესი არავის აქვს.

"სტანდარტული, ხარისხიანი მანდარინი სულ გაიყიდა. თუ ვინმემ გათოვების შემდეგ გაყინული მანდარინი მოკრიფა და გადაყარა, ეს მისი ნებაა. შეიძლება, სულ არ სჭირდებოდეს ადამიანს და არ დაკრიფოს. სამთავრობო კომისია ყველა მუნიციპალიტეტში კოორდინაციას უწევს სუბსიდიის საკითხს. ფერმერმა უნდა აიღოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც მისი და სოფლის რწმუნებულის ხელმოწერა უნდა ჰქონდეს. გადამზიდავებს კი არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ არ გასცენ დოკუმენტაცია", - აღნიშნა ავთანდილ მესხიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირწმუნება, რომ ექსპორტზე 60 ტომანდე სარეალიზაციო ციტრუსია გატანილი, ხოლო ქობულეთის საწარმომ ბოლო მონაცემებით, 9 ათასი ტონა არასტანდარტული ციტრუსი ჩაიბარა.

ნინო ხოზრევანიძე, ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია