პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელი სტუმრები და თბილისური სარესტორნე ბიზნესი
უცხოელი სტუმრები და თბილისური სარესტორნე ბიზნესი

ახა­ლი წელი თბი­ლი­სის რეს­ტორ­ნე­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ახალ წელს მეც შევ­ხვდი, სა­დაც შო­უპ­როგ­რა­მაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­ლდათ და მე­ნი­უც. ქარ­თუ­ლი ესტრა­დის მომ­ღერ­ლე­ბი რეს­ტორ­ნი­დან რეს­ტო­რან­ში გა­დარ­ბოდ­ნენ 2-3 სიმ­ღე­რის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ეს ხომ მათ­თვის სა­ა­ხალ­წლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­როა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ რეს­ტო­რანს, სა­დაც ახა­ლი წლის დად­გო­მას შამ­პა­ნუ­რის ბო­კა­ლით ხელ­ში შევ­ხვდი, - იქ ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის: თურ­ქე­ბი, ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი, სი­რი­ე­ლე­ბი და შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბიც კი. უმე­ტე­სო­ბა მა­ინც, მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი­დან გახ­ლდათ. რო­გორც რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯე­რის­გან შე­ვი­ტყვე, სა­ა­ხალ­წლო შო­უპ­როგ­რა­მა­ზე და­სას­წრე­ბად და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად 230 გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თის 70 პრო­ცენ­ტი სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შე­ი­ძი­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ახა­ლი წლის დად­გო­მას ზე­ი­მობ­და, პრო­ფე­სი­ულ­მა ინ­ტე­რეს­მა არ მო­მას­ვე­ნა და ერთი და იგი­ვე კი­თხვა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს და­ვუს­ვი: რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ახალ წელს თბი­ლის­ში შეხ­ვედ­რო­დით?

არ­მე­ნი:

- ახალ წელს რეს­ტორ­ნე­ბი ერე­ვან­შიც მუ­შა­ობს, მაგ­რამ იქ ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა ხუთ­ჯერ ძვი­რი დაგ­ვიჯ­დე­ბო­და. ამი­ტომ აქ ვარ­ჩი­ეთ წა­მოს­ვლა.

- ამ­ხე­ლა გზის გა­მოვ­ლა გი­ღირ­დათ? თან - სი­ცი­ვე­ში...

არ­ტუ­რი:

- ეს რა სი­ცი­ვეა? ერე­ვან­ში 10-20 გრა­დუ­სი ყინ­ვაა!.. აქ ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. სას­ტუმ­რო­ში გავ­ჩერ­დით. რაც ერევ­ნის რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში უნდა დაგ­ვე­ხარ­ჯა, აქ მთე­ლი კვი­რა გვე­ყო­ფა გა­სარ­თო­ბად.

გა­ი­ა­ნე:

- ჩემი მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი სულ თბი­ლის­ში ხვდე­ბი­ან ახალ წელს. წელს ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, აქ აღგ­ვე­ნიშ­ნა ეს დღე­სას­წა­უ­ლი. ერე­ვან­ში ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რია. აქ ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზეც წა­ვალთ და რა­ღა­ცებს ვი­ყი­დით. ერევ­ნის ბაზ­რებ­ზე ლი­ლო­დან ჩა­მო­აქვთ სა­ქო­ნე­ლი სა­ვაჭ­როდ.

- ამ­ბობთ, ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი წლე­ბია, თბი­ლის­ში ატა­რე­ბენ ახალ წელ­სო. და­ბა­ლი ფა­სის გარ­და, კი­დევ რა მოგ­წონთ თბი­ლის­ში?

კა­რი­ნა:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, მა­ინც სა­ზღვარ­გა­რე­თად ით­ვლე­ბა. ჰოდა, ახალ წელს სა­ზღვარ­გა­რეთ ვხვდე­ბით (იცი­ნის). სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა, და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ თბი­ლი­სი, წა­ვი­დეთ ღა­მის კლუ­ბებ­ში, - მოკ­ლედ, ლა­მა­ზად გა­ვა­ტა­როთ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. აქ ნა­თე­სა­ვე­ბიც გვყავს და მა­თაც მო­ვი­ნა­ხუ­ლებთ. ჩემი ერევ­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი ურეკ­ში წა­ვიდ­ნენ ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.

- ზამ­თარ­ში რა უნ­დათ ურეკ­ში?

- ზა­ფხულ­ში მეც ვი­ყა­ვი და­სას­ვე­ნებ­ლად ურეკ­ში. ასე მო­ინ­დო­მეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა. კერ­ძო სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნეს და­უ­რე­კეს და შე­უკ­ვე­თეს. სთხო­ვეს, 4 დღით მათ­თვის გა­ეხ­სნა სას­ტუმ­რო.

- რაც შე­ე­ხე­ბა რეს­ტორ­ნის მე­ნი­უ­სა და შო­უპ­როგ­რა­მას, ალ­ბათ მო­გე­წო­ნათ და ამი­ტომ აარ­ჩი­ეთ აქ ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა, არა?

შო­ღიკ:

- ჩემს ეჩ­მი­ა­ძი­ნელ ნა­თე­სა­ვებ­საც უნ­დო­დათ ამ რეს­ტო­რან­ში ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ ად­გი­ლე­ბი აღარ იყო და სხვა რეს­ტო­რან­ში წა­ვიდ­ნენ. ერე­ვან­შიც კარ­გი კერ­ძე­ბი იცი­ან, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სუფ­რა მა­ინც სულ სხვაა... რაც შე­ე­ხე­ბა შო­უპ­როგ­რა­მას, აქ ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მღე­რი­ან. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ვი­ცა­ნი - ისი­ნი 2 წლის წინ ქარ­თულ-სომ­ხურ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ჩვენ­თან სომ­ხურ სიმ­ღე­რებ­სა და ჯაზს ას­რუ­ლე­ბენ, აქ კი მსოფ­ლიო ჰი­ტე­ბიც სრულ­დე­ბა. ერე­ვან­ში­ცაა სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­თა­მა­შე­ბა და სა­ხა­ლი­სო ვიქ­ტო­რი­ნა და აქაც. მოკ­ლედ, და­ბა­ლი ფა­სე­ბის გამო ვართ აქ.

სომ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის აჟ­ღე­რე­ბა სტუმ­რე­ბის მხი­ა­რუ­ლე­ბის კულ­მი­ნა­ცია აღ­მოჩ­ნდა. მხი­ა­რულ მო­ტი­ვებ­ზე სხვა სტუმ­რე­ბიც აცეკვდნენ. თა­ვი­ან­თი კულ­ტუ­რის წარ­მო­სა­ჩე­ნად, თურ­ქე­ბი და არა­ბე­ბიც გა­ი­სარ­ჯნენ და მუ­სი­კო­სებს შეკ­ვე­თა შეკ­ვე­თა­ზე მის­დი­ო­დათ "ჰა­ბი­ბი­სა" და ცნო­ბი­ლი თურ­ქი მომ­ღერ­ლის, ტარ­კა­ნის რე­პერ­ტუ­ა­რის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის სიმ­რავ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სხვა რეს­ტორ­ნებ­შიც მო­ვი­ძიე და აღ­მოჩ­ნდა, რომ უცხო­ე­ლი კლი­ენ­ტუ­რის ნაკ­ლე­ბო­ბას არც იქ უჩი­ოდ­ნენ. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ შე­იძ­ლე­ბა, რა­ი­მე­თი ვი­ა­მა­ყოთ, ერთ-ერთი - სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნე­სია.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

უცხოელი სტუმრები და თბილისური სარესტორნე ბიზნესი

უცხოელი სტუმრები და თბილისური სარესტორნე ბიზნესი

ახალი წელი თბილისის რესტორნებისთვის უჩვეულოდ ინტერნაციონალური აღმოჩნდა. ერთ-ერთ რესტორანში ახალ წელს მეც შევხვდი, სადაც შოუპროგრამაც მრავალფეროვანი გახლდათ და მენიუც. ქართული ესტრადის მომღერლები რესტორნიდან რესტორანში გადარბოდნენ 2-3 სიმღერის შესასრულებლად, ეს ხომ მათთვის საახალწლოდ შემოსავლის წყაროა.

რაც შეეხება იმ რესტორანს, სადაც ახალი წლის დადგომას შამპანურის ბოკალით ხელში შევხვდი, - იქ ქართველების გარდა, უამრავი უცხოელი იმყოფებოდა, მათ შორის: თურქები, ეგვიპტელები, სირიელები და შოტლანდიელებიც კი. უმეტესობა მაინც, მეზობელი სომხეთიდან გახლდათ. როგორც რესტორნის მენეჯერისგან შევიტყვე, საახალწლო შოუპროგრამაზე დასასწრებად და ქართული ტრადიციული სამზარეულოს დასაგემოვნებლად 230 გაყიდული ბილეთის 70 პროცენტი სომხეთის მოქალაქეებმა შეიძინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ახალი წლის დადგომას ზეიმობდა, პროფესიულმა ინტერესმა არ მომასვენა და ერთი და იგივე კითხვა მეზობელი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქეს დავუსვი: რატომ გადაწყვიტეთ, ახალ წელს თბილისში შეხვედროდით?

არმენი:

- ახალ წელს რესტორნები ერევანშიც მუშაობს, მაგრამ იქ ახალი წლის აღნიშვნა ხუთჯერ ძვირი დაგვიჯდებოდა. ამიტომ აქ ვარჩიეთ წამოსვლა.

- ამხელა გზის გამოვლა გიღირდათ? თან - სიცივეში...

არტური:

- ეს რა სიცივეა? ერევანში 10-20 გრადუსი ყინვაა!.. აქ ოჯახთან ერთად ჩამოვედი. სასტუმროში გავჩერდით. რაც ერევნის რომელიმე რესტორანში უნდა დაგვეხარჯა, აქ მთელი კვირა გვეყოფა გასართობად.

გაიანე:

- ჩემი მეგობრები და ნათესავები სულ თბილისში ხვდებიან ახალ წელს. წელს ჩვენც გადავწყვიტეთ, აქ აღგვენიშნა ეს დღესასწაული. ერევანში ყველაფერი ძვირია. აქ ლილოს ბაზრობაზეც წავალთ და რაღაცებს ვიყიდით. ერევნის ბაზრებზე ლილოდან ჩამოაქვთ საქონელი სავაჭროდ.

- ამბობთ, ნათესავები და მეგობრები წლებია, თბილისში ატარებენ ახალ წელსო. დაბალი ფასის გარდა, კიდევ რა მოგწონთ თბილისში?

კარინა:

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეზობელი ქვეყანაა, მაინც საზღვარგარეთად ითვლება. ჰოდა, ახალ წელს საზღვარგარეთ ვხვდებით (იცინის). საშუალება გვეძლევა, დავათვალიეროთ თბილისი, წავიდეთ ღამის კლუბებში, - მოკლედ, ლამაზად გავატაროთ ახალი წლის დღესასწაულები. აქ ნათესავებიც გვყავს და მათაც მოვინახულებთ. ჩემი ერევნელი მეგობრები ურეკში წავიდნენ ახალი წლის აღსანიშნავად.

- ზამთარში რა უნდათ ურეკში?

- ზაფხულში მეც ვიყავი დასასვენებლად ურეკში. ასე მოინდომეს ჩემმა მეგობრებმა. კერძო სასტუმროს მეპატრონეს დაურეკეს და შეუკვეთეს. სთხოვეს, 4 დღით მათთვის გაეხსნა სასტუმრო.

- რაც შეეხება რესტორნის მენიუსა და შოუპროგრამას, ალბათ მოგეწონათ და ამიტომ აარჩიეთ აქ ახალი წლის შეხვედრა, არა?

შოღიკ:

- ჩემს ეჩმიაძინელ ნათესავებსაც უნდოდათ ამ რესტორანში ახალი წლის შეხვედრა, მაგრამ ადგილები აღარ იყო და სხვა რესტორანში წავიდნენ. ერევანშიც კარგი კერძები იციან, მაგრამ ქართული სუფრა მაინც სულ სხვაა... რაც შეეხება შოუპროგრამას, აქ ცნობილი მომღერლები მღერიან. რამდენიმე მათგანი ვიცანი - ისინი 2 წლის წინ ქართულ-სომხურ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდნენ. ჩვენთან სომხურ სიმღერებსა და ჯაზს ასრულებენ, აქ კი მსოფლიო ჰიტებიც სრულდება. ერევანშიცაა სხვადასხვა სახის გათამაშება და სახალისო ვიქტორინა და აქაც. მოკლედ, დაბალი ფასების გამო ვართ აქ.

სომხური სიმღერების აჟღერება სტუმრების მხიარულების კულმინაცია აღმოჩნდა. მხიარულ მოტივებზე სხვა სტუმრებიც აცეკვდნენ. თავიანთი კულტურის წარმოსაჩენად, თურქები და არაბებიც გაისარჯნენ და მუსიკოსებს შეკვეთა შეკვეთაზე მისდიოდათ "ჰაბიბისა" და ცნობილი თურქი მომღერლის, ტარკანის რეპერტუარის შესასრულებლად.

ჩამოსული სტუმრების სიმრავლის შესახებ ინფორმაცია სხვა რესტორნებშიც მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ უცხოელი კლიენტურის ნაკლებობას არც იქ უჩიოდნენ. ასე რომ, საქართველოში თუ შეიძლება, რაიმეთი ვიამაყოთ, ერთ-ერთი - სარესტორნე ბიზნესია.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია