პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე
ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე

"წლე­ვან­დე­ლი წე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რად მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა, წინ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბია, რომ­ლის მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სა­პარ­ლა­მენ­ტო ან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი ბოლო შან­სია ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის. რე­გი­ო­ნებ­ში მათი მყა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ შე­ირ­ყა, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი, თუ სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი მათ სა­სარ­გებ­ლოდ არ და­ფიქ­სირ­დე­ბა, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი რე­გი­ო­ნებ­საც და­კარ­გა­ვენ. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­და რაც შე­ე­ხე­ბა, კო­ა­ლი­ცი­ას ჯერ სა­ბო­ლო­ოდ არა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, ერ­თი­ა­ნად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში თუ კო­ა­ლი­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი ცალ­კე იყ­რი­ან კენ­ჭს. რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, ცალ­კე თი­თო­ე­უ­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც დღეს კო­ა­ლი­ცი­ის რი­გებ­შია, სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს ვერ გა­და­ლა­ხავს, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებ­მა კი შე­საძ­ლოა სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კად გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ", - წერს გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით ვის რა შან­სე­ბი აქვს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე.

"კო­ა­ლი­ცი­ა­ში სულ რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რია, რო­მელ­თაც პა­ტი­ვი აქვთ პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და თუ ადრე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის შვი­დი ან რვა ლი­დე­რი წყვეტ­და ქვეყ­ნის ბედს, ახლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი წყვეტს, მა­გა­ლი­თად, ისეთ სა­კითხს, ვინ უნდა მი­ი­ღოს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლამ­დე მო­ას­წრო და და­ა­სა­ხე­ლა კი­დეც და­ვით ნარ­მა­ნია, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი უნდა იყოს თბი­ლის­ში. თით­ქმის გა­და­წყვე­ტი­ლი სა­კი­თხია, რომ ნარ­მა­ნია იქ­ნე­ბა თბი­ლი­სე­ლე­ბის მერი თუ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს. აქ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვინ იქ­ნე­ბა ნარ­მა­ნი­ას კონ­კუ­რენ­ტი, მე­რო­ბის­თვის კი შე­იძ­ლე­ბა ისეთ­მა ფი­გუ­რებ­მა იბ­რძო­ლონ, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ახ­ლოს არ გა­ი­კა­რა.ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ივა­ნიშ­ვილს არ სურ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვის გუნდში ახ­ლოს ჰყო­ლო­და, თუ შიგ­ნით გუნდს არ სურ­და ჭკვი­ა­ნი და საკ­მა­ოდ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე პო­ლი­ტი­კო­სის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი. ამ ბოლო დროს სამ­წუ­ხა­რო ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა, ჭკვი­ა­ნი და კრე­ა­ტი­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე ექ­სპერ­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გან­ზე გას­წია და ავ­თან­დილ ბე­რი­ძის და მურ­მან დუმ­ბა­ძის მსგავს ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი. ასე­თი ხალ­ხი უფრო იო­ლად სა­მარ­თა­ვია და, რო­გორც ჩანს, ამ მო­საზ­რე­ბით არ სურთ რეს­პუბ­ლი­კე­ლებს, პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და კონ­სერ­ვა­ტო­რებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­თა და ექ­სპერ­ტე­ბით კო­ა­ლი­ცი­ის გა­და­ხა­ლი­სე­ბა. არა­და, ეს მარ­თლა კარ­გი იქ­ნე­ბო­და. შიგ­ნით, კო­ა­ლი­ცი­ა­ში, თვითკრი­ტი­კა ნაკ­ლე­ბად იგ­რძნო­ბა", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის პარ­ტი­ე­ბის სა­ერ­თო კან­დი­და­ტი გახ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე. ზუ­რა­ბიშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა, მაგ­რამ იმე­დია, მას თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მა­ინც არ და­უ­დე­ბენ კვანტს. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი სხვა არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ე­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე რე­გი­ო­ნებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის მარ­თვა­ში. აქ, ცხა­დია, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი და ბო­ლოს და ბო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და­ი­წყებს თუ არა ერთ-ერთი და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რომ სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში, რბი­ლად რომ ვთქვათ, ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ას­წო­როს. ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა კო­დექ­სი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კა­ნო­ნებ­თან ერ­თად სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გეს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი სა­ეჭ­ვოდ პა­სი­უ­რობს და ეტყო­ბა, ეს ხარ­ვე­ზე­ბი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი სა­თა­ვი­სო­დაც მო­ე­წო­ნა. 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი ციკ­ლის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა იქ­ნე­ბა, რი­თიც ამომ­რჩე­ვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლებს ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე­ზე თუ არ ის­ვრის, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მა­ინც და­უ­კარ­გავს, რომ უახ­ლო­ე­სი ათი წლის მან­ძილ­ზე მა­ინც არ ნა­ხოს ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში", - დას­ძენს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე

ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე

"წლევანდელი წელიც პოლიტიკურად მეტად დატვირთული იქნება, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომლის მშვიდობიანად დასრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები ბოლო შანსია ნაციონალებისთვის. რეგიონებში მათი მყარი პოზიციები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეირყა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი, თუ საარჩევნო შედეგები მათ სასარგებლოდ არ დაფიქსირდება, ნაციონალები რეგიონებსაც დაკარგავენ. სახელისუფლებო გუნდა რაც შეეხება, კოალიციას ჯერ საბოლოოდ არა აქვს გადაწყვეტილი, ერთიანად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში თუ კოალიციის სუბიექტები ცალკე იყრიან კენჭს. როგორც პოლიტიკური ექსპერტები ვარაუდობენ, ცალკე თითოეული პარტია, რომელიც დღეს კოალიციის რიგებშია, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, არასაპარლამენტო პარტიებმა კი შესაძლოა საარჩევნო ბლოკად გაერთიანების შემთხვევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე.

"კოალიციაში სულ რამდენიმე ლიდერია, რომელთაც პატივი აქვთ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იმყოფებოდნენ და თუ ადრე ნაციონალების შვიდი ან რვა ლიდერი წყვეტდა ქვეყნის ბედს, ახლა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს რამდენიმე დეპუტატი წყვეტს, მაგალითად, ისეთ საკითხს, ვინ უნდა მიიღოს დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობა.თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებიდან წასვლამდე მოასწრო და დაასახელა კიდეც დავით ნარმანია, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი უნდა იყოს თბილისში. თითქმის გადაწყვეტილი საკითხია, რომ ნარმანია იქნება თბილისელების მერი თუ, რასაკვირველია, არჩევნებში გაიმარჯვებს. აქ ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ნარმანიას კონკურენტი, მერობისთვის კი შეიძლება ისეთმა ფიგურებმა იბრძოლონ, როგორიც, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ახლოს არ გაიკარა.ძნელი სათქმელია, ივანიშვილს არ სურდა სალომე ზურაბიშვილი თავის გუნდში ახლოს ჰყოლოდა, თუ შიგნით გუნდს არ სურდა ჭკვიანი და საკმაოდ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსის შიდა სამზარეულოში ფუსფუსი. ამ ბოლო დროს სამწუხარო ტენდენცია იკვეთება, ჭკვიანი და კრეატიულად მოაზროვნე ექსპერტები, პოლიტიკოსები "ქართულმა ოცნებამ" განზე გასწია და ავთანდილ ბერიძის და მურმან დუმბაძის მსგავს ადამიანებზე გააკეთა არჩევანი. ასეთი ხალხი უფრო იოლად სამართავია და, როგორც ჩანს, ამ მოსაზრებით არ სურთ რესპუბლიკელებს, პარტია "ქართულ ოცნებას" და კონსერვატორებს წარმატებული პოლიტიკოსებითა და ექსპერტებით კოალიციის გადახალისება. არადა, ეს მართლა კარგი იქნებოდა. შიგნით, კოალიციაში, თვითკრიტიკა ნაკლებად იგრძნობა", - წერს სტატიის ავტორი.

"გამოითქვა ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი დასავლური ორიენტაციის პარტიების საერთო კანდიდატი გახდება ადგილობრივ არჩევნებზე. ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა, მაგრამ იმედია, მას თბილისის მერის არჩევნებისთვის მაინც არ დაუდებენ კვანტს. თვითმმართველობის არჩევნები სხვა არასაპარლამენტო პარტიებისთვის სერიოზული შესაძლებლობაა, ადგილობრივ დონეზე რეგიონებში მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. აქ, ცხადია, გასათვალისწინებელია, როგორი იქნება თვითმმართველობის კოდექსი და ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით დაიწყებს თუ არა ერთ-ერთი დაპირების შესრულებას, რომ საარჩევნო კოდექსში, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზები გამოასწოროს. ნაციონალებმა კოდექსი სხვა მნიშვნელოვან კანონებთან ერთად საკუთარ თავზე მოირგეს, ახალი ხელისუფლება კი საეჭვოდ პასიურობს და ეტყობა, ეს ხარვეზებიანი საარჩევნო კოდექსი სათავისოდაც მოეწონა. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები საარჩევნო პოლიტიკური ციკლის დაგვირგვინება იქნება, რითიც ამომრჩეველი ნაციონალებს ისტორიის სანაგვეზე თუ არ ისვრის, იმის შესაძლებლობას მაინც დაუკარგავს, რომ უახლოესი ათი წლის მანძილზე მაინც არ ნახოს ქვეყნის სათავეში", - დასძენს სტატიის ავტორი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა