სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლი 2013 წლის მთავარ აქტივისტად აღიარეს
ანჯელინა ჯოლი 2013 წლის მთავარ აქტივისტად აღიარეს

ბრი­ტა­ნულ­მა გა­ზეთ­მა The Times-მა ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი 2013 წლის მთა­ვარ აქ­ტი­ვის­ტად აღი­ა­რა.

გა­ზე­თი აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის მოკ­ვე­თის ოპე­რა­ცი­ი­სა, მან ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბა გა­აგ­რძე­ლა. ჯოლი, რო­მე­ლიც გა­ე­როს კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩია, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ უი­ლი­ამ ჰე­იგ­თან ერ­თად კონ­გო­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შინ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკს ეს­ტუმ­რა და ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა.

"მან სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტი კე­თილ­შო­ბი­ლურ საქ­მე­ებს მი­უ­ძღვნა",- წერს გა­ზე­თის რე­დაქ­ცია. გა­მო­ცე­მა მსა­ხი­ო­ბის მიერ გა­წე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­საც აღ­ნიშ­ნავს.

მსა­ხი­ო­ბი გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა საქ­მე­ე­ბის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩის რან­გში, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­ში ბევ­რჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და, ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

"იგი სა­კუ­თარ გავ­ლე­ნას იყე­ნებ­და, რომ სკო­ლე­ბის, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ბა­ნა­კე­ბის, იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გახ­სნის­თვის შე­ე­წყო ხელი",-აღ­ნიშ­ნა­ვენ ავ­ტო­რე­ბი.

2013 წელს ჯო­ლიმ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც რე­დაქ­ცი­ის აზ­რით, გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. რო­დე­საც შე­ი­ტყო რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის სიმ­სივ­ნით და­ა­ვად­დე­ბო­და, ჯოლი პრე­ვენ­ცი­ულ რა­დი­კა­ლურ მას­ტექ­ტო­მი­ა­ზე წა­ვი­და. მას სრუ­ლად ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის ხმა­უ­რი, რა­საც მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­დი­ა­ში გა­მო­იწ­ვევ­და. შემ­დეგ მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის სია, რო­მე­ლიც ამ ოპე­რა­ცი­ას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ანჯელინა ჯოლი 2013 წლის მთავარ აქტივისტად აღიარეს

ანჯელინა ჯოლი 2013 წლის მთავარ აქტივისტად აღიარეს

ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი 2013 წლის მთავარ აქტივისტად აღიარა.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სარძევე ჯირკვლების მოკვეთის ოპერაციისა, მან ლტოლვილთა დახმარება გააგრძელა. ჯოლი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგთან ერთად კონგოში ჰუმანიტარულ კრიზისის დასაძლევად იმყოფებოდა. მაშინ ჰოლივუდის ვარსკვლავი ლტოლვილთა ბანაკს ესტუმრა და ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

"მან საკუთარი სახელი და ავტორიტეტი კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა",- წერს გაზეთის რედაქცია. გამოცემა მსახიობის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებასაც აღნიშნავს.

მსახიობი გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩის რანგში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კონფლიქტის ზონებში ბევრჯერ იმყოფებოდა, ნათქვამია სტატიაში.

"იგი საკუთარ გავლენას იყენებდა, რომ სკოლების, საავადმყოფოების, სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულთა ბანაკების, იურიდიული კონსულტაციების დაწესებულებების გახსნისთვის შეეწყო ხელი",-აღნიშნავენ ავტორები.

2013 წელს ჯოლიმ არჩევანი გააკეთა, რომელიც რედაქციის აზრით, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. როდესაც შეიტყო რომ სავარაუდოდ, სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადდებოდა, ჯოლი პრევენციულ რადიკალურ მასტექტომიაზე წავიდა. მას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ის ხმაური, რასაც მისი გადაწყვეტილება მედიაში გამოიწვევდა. შემდეგ მან გამოაქვეყნა პროცედურებისა და პრობლემების სია, რომელიც ამ ოპერაციასთან იყო დაკავშირებული, ნათქვამია სტატიაში.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება