სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გორ ამო­ვიც­ნოთ "გა­ყალ­ბე­ბუ­ლი" ტორ­ტე­ბი
რო­გორ ამო­ვიც­ნოთ "გა­ყალ­ბე­ბუ­ლი" ტორ­ტე­ბი

ბო­ლო დროს მარ­ცი­პა­ნით გა­კე­თე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბი თბი­ლის­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მარ­ცი­პა­ნი კან­ფე­ტია, რო­მელ­საც ტორ­ტ­ზე აკ­რა­ვენ და მის­გან ათას­ნა­ირ გა­სა­ფორ­მე­ბელ ფი­გუ­რა­საც ძერ­წა­ვენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ხდე­ბა ასე­თი ტორ­ტის დამ­ზა­დე­ბა და მორ­თ­ვა. ამის შე­სა­ხებ თა­თა გა­ბუ­ნი­ას ვე­სა­უბ­რე.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მი­მაჩ­ნ­და, რომ ქსო­ვა და კერ­ვაც უნ­და მცოდ­ნო­და. კუ­ლი­ნა­რია კი ყო­ველ­თ­ვის ჩე­მი ჰო­ბი იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუ­სეთ­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. იქ ალექ­სან­დ­რე კი­სინ­ცი­დის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კურ­სე­ბი გა­იხ­ს­ნა, სა­დაც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გეს­წავ­ლა და მე­რე კუ­ლი­ნა­რის სერ­ტი­ფი­კატს აი­ღებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ხან­მოკ­ლე სწავ­ლე­ბი­სა, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა - 1.000 დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე. კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სამ­სა­ხურ­საც გთა­ვა­ზობ­დ­ნენ. სწავ­ლა და­ვი­წყე, მაგ­რამ ერ­თი კვი­რის შემ­დეგ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­მექ­მ­ნა და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში დავ­წე­ქი. გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის შემ­დეგ კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მიხ­და. ასე რომ, ის კურ­სი სრუ­ლად ვერ გა­ვი­ა­რე. თუმ­ცა, რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლე. და­ნარ­ჩენს მუდ­მი­ვად ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ვსწავ­ლობ. ხატ­ვა რომ უკე­თე­სად ვი­ცო­დე, სას­წა­უ­ლებს გა­ვა­კე­თებ­დი.

- მოს­კოვ­ში რამ­დენ ხანს ცხოვ­რობ­დით და იქ თუ აცხობ­დით ტორ­ტებს?

- იქ 13 წე­ლი ვი­ცხოვ­რე და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტორ­ტებ­საც ვა­ცხობ­დი. რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, მოს­კოვ­ში ტორ­ტე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რია. თან წო­ნის მი­ხედ­ვით იყი­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, "მას­ტი­კით" (რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მარ­ცი­პანს ეძა­ხი­ან) გა­კე­თე­ბუ­ლი ერ­თი კი­ლო ტორ­ტი 1.200 მა­ნე­თი ღირს, მა­შინ, რო­ცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრე­მით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ტორ­ტის ფა­სი 600 მა­ნე­თია.

- მა­გა­ლი­თად, 20-ნაჭ­რი­ა­ნი ტორ­ტი რამ­დე­ნი კი­ლო იქ­ნე­ბა?

- არ ამი­წო­ნია. მოს­კოვ­ში პა­ტა­რა ტორ­ტი გა­მო­ვაცხ­ვე, რო­მელ­მაც 3 კი­ლო აიწო­ნა. ერ­თ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მა­მის იუბი­ლეს­თ­ვის შე­მიკ­ვე­თა, თან გა­მაფ­რ­თხი­ლა, მა­მა­ჩე­მი ასაკ­შია და კარ­გად და­ნა­მუ­ლი გა­მი­კე­თეო. ის ქა­ლი კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე შეკ­ვე­თას მაძ­ლევ­და, ამი­ტომ 1.000 მა­ნე­თად გა­ვუ­კე­თე. შემ­დეგ მოს­ვ­ლა­ზე სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნა, - შენ­გან პა­ტივ­ნა­ცე­მი ვა­რო. აქ რომ ჩა­მო­ვე­დი და ტორ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი, გა­ვოც­დი. სა­ქორ­წი­ლო ტორ­ტის ერ­თი ნა­ჭე­რი 4 ლა­რი და 50 თეთ­რი ღირ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 200-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლის­თ­ვის რომ დაგ­ჭირ­დეთ, რა დაჯ­დე­ბა. ვიდ­რე მოს­კოვ­ში წა­ვი­დო­დი, მა­ნამ­დე აქ ტორ­ტე­ბი იმით ფა­სობ­და, თუ რამ­დე­ნი კვერ­ცხი სჭირ­დე­ბო­და. ახ­ლა კვერ­ცხს აღა­რა­ვინ ით­ვ­ლის და ნაჭ­რე­ბის მი­ხედ­ვით იყი­დე­ბა.

- თქვე­ნი ტორ­ტე­ბიც ასე ძვი­რი ღირს?

- ამას წი­ნათ სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტი გა­ვა­კე­თე, რო­მელ­ზეც 3 კი­ლო "მას­ტი­კა" დამ­ჭირ­და. კი­ლო "მას­ტი­კა" 12 ლა­რი ღირს. მხო­ლოდ "მას­ტი­კა­ში" გა­და­ვი­ხა­დე 36 ლა­რი. ტორ­ტის მო­სარ­თა­ვად ყვა­ვი­ლე­ბიც ხომ უნ­და გა­მო­მე­ძერ­წა? ამის­თ­ვის კი­დევ ერ­თი კი­ლო "მას­ტი­კა" დავ­ხარ­ჯე. ასეთ ტორ­ტებს რუ­სე­ბი ხე­ლით ნა­მუ­შე­ვარს ეძა­ხი­ან და იქ ეს გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ფა­სობს. ტორ­ტს "მას­ტი­კას" რომ გა­და­აკ­რავ, ნა­კე­ცი არ უნ­და ჰქონ­დეს, ჰა­ე­რი არ უნ­და შე­დი­ო­დეს და მე­ო­რე დღეს უნ­და იჭ­რე­ბო­დეს. რო­მე­ლი ტორ­ტიც მე­ო­რე დღეს არ იჭ­რე­ბა, მას მარ­ცი­პა­ნი აქვს გა­დაკ­რუ­ლი. მარ­ცი­პა­ნი "მას­ტი­კა­ზე" გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა, მაგ­რამ ის ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რა­ვად კი არა, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და სხვა მო­სარ­თა­ვის გა­სა­კე­თებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მოს­კოვ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლია ვედ­რო­ებ­სა თუ კო­ლო­ფებ­ში და აწე­რია, ყვა­ვი­ლე­ბის­თ­ვის არის თუ ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რა­ვად. აქა­უ­რი მარ­ცი­პა­ნი ხმე­ბა და მე­ო­რე დღეს ტორ­ტს ვერ დაჭ­რი, ამი­ტომ პი­რა­დად მე, ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რავ მა­სა­ლას თა­ვად ვამ­ზა­დებ. ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში ზე­ფი­რის ფე­რა­დი კან­ფე­ტე­ბი იყი­დე­ბა, რო­მელ­საც გა­ვალ­ღობ, შაქ­რის პუდრს და­ვუ­მა­ტებ და მზად არის. ერ­თი კვი­რა რომ გე­დოს მა­ცი­ვარ­ში, მა­ინც არ გახ­მე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად დაჭ­რი. "მას­ტი­კის" კი­დევ ერ­თი სა­ი­დუმ­ლო ის არის, რომ მას ყვე­ლა კრე­მის ზე­მო­დან ვერ გა­და­აკ­რავ, გად­ნე­ბა. მის შიგ­ნით მხო­ლოდ ე.წ. "ცი­ვი კრე­მი" გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მარ­ცი­პან­ში მა­ინც ქი­მი­უ­რი მი­ნა­რე­ვე­ბია და ამ ტორ­ტებს ბავ­შ­ვე­ბიც ჭა­მენ. რა­საც ჩემს შვილს ვერ ვაჭ­მევ, იმას ვერც სხვის შვილს გა­ვუ­კე­თებ. მეც ხომ დე­და ვარ. "ორი კა­პი­კის" გა­მო, სხვის შვილს ვერ მოვ­წამ­ლავ. სხვე­ბი მარ­გა­რი­ნით აკე­თე­ბენ ტორ­ტებს. ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი, რომ 19-ლა­რი­ან კა­რაქს ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ 6-9-ლა­რი­ანს ნამ­დ­ვი­ლად ვი­ყე­ნებ. ყვე­ლა კლი­ენ­ტი სახ­ლ­ში მო­დის და აქე­დან მი­აქვს ტორ­ტი. იმი­სი ნამ­დ­ვი­ლად არ მე­ში­ნია, რომ ჩე­მი ნა­ხე­ლა­ვი ვინ­მეს აწყენს. ახ­ლა მო­და­ში "დი­ა­ნას" კრე­მე­ბია. კონ­კ­რე­ტუ­ლი დი­ა­ნა კი არ აკე­თებს, ასე იყი­დე­ბა. არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, რად­გან რა­ღაც ქა­ფია, რო­მე­ლიც ქი­მი­ურ ელე­მენ­ტებ­საც შე­ი­ცავს. თურ­ქეთ­ში თურ­მე ისე­თი ფხვნი­ლი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც 2 კვერ­ცხს აურე­ვენ და 30 ტორ­ტი ცხვე­ბა. ბაზ­რო­ბა­ზე გა­ვი­ა­რე, სა­დაც ტორ­ტის ბის­კ­ვი­ტე­ბი იყი­დე­ბა. 15-ნაჭ­რი­ა­ნი პა­ტა­რა ტორ­ტი 6 ლა­რი ღირს. ეს რო­გორ გა­ვი­გოთ? 10 კვერ­ცხი 3 ლა­რი ღირს. გარ­და ამი­სა, ფქვი­ლი და შა­ქა­რიც ხომ სა­ჭი­როა? ღუ­მელ­ში რომ შედ­გა და გა­მო­აცხო, დე­ნიც ხომ იხარ­ჯე­ბა? 15-ნაჭ­რი­ა­ნი ტორ­ტის გა­მო­ცხო­ბა ასე იაფი ვერ დაჯ­დე­ბა. 6 ლა­რად ვინც ყი­დის, იმას ხომ მცხო­ბე­ლის­გან აქვს აღე­ბუ­ლი... გა­მო­დის, რომ ამ 6 ლა­რი­დან, გა­მომ­ცხობ­საც რჩე­ბა მო­გე­ბა და - გამ­ყიდ­ველ­საც. ე.ი. ეს ბის­კ­ვი­ტი რი­თია გა­კე­თე­ბუ­ლი? თან გამ­ყიდ­ველ­მა ამა­ყად მითხ­რა, - ბის­კ­ვი­ტი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ფუჭ­დე­ბაო. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია... ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და გუ­ლით უნ­და აკე­თოს და აუცი­ლებ­ლად კარ­გად გა­მო­უ­ვა.

- საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბი გაქვთ...

- ყვე­ლა ჩე­მი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი არ არის, ზოგს ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხუ­ლობ. კე­თე­ბი­სას თა­ვად ვხვდე­ბი, რას რა მო­უხ­დე­ბა. ფან­ტა­ზი­ას ნამ­დ­ვი­ლად არ ვუ­ჩი­ვი. ძერ­წ­ვი­სა და ხატ­ვის ნი­ჭი აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, რომ "მას­ტი­კა­ზე" იმუ­შა­ოს. ხატ­ვის­თ­ვის თა­ვი­დან­ვე რომ მი­მექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ახ­ლა ვნა­ნობ, რომ ხატ­ვა­ზე არა­სო­დეს მივ­ლია.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე ტორ­ტი ოჯა­ხისა და მე­გობ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვაცხ­ვე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა მათ­განს ფო­ტოს ვუ­ღებ­დი. ჩემს შვილს გა­უჩ­ნ­და იდეა, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დ­ზე ამეტ­ვირ­თა, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხა და მომ­წე­რა, შეკ­ვე­თებს თუ იღე­ბო? მა­ნამ­დე არც მი­ფიქ­რია, რომ შეკ­ვე­თებ­ზე მე­მუ­შა­ვა. თა­ვი­დან რომ მკი­თხეს, 20-ნაჭ­რი­ან ტორ­ტს რამ­დე­ნად გა­მი­კე­თე­ბო, ისიც კი არ ვი­ცო­დი, ფა­სი რის მი­ხედ­ვით უნ­და გან­მე­სა­ზღვრა. კარ­გი ცხოვ­რე­ბა რომ მქო­ნო­და, რუ­სეთ­ში ხომ არ გა­ვიქ­ცე­ო­დი?.. თუ კლი­ენ­ტის სა­სურ­ვე­ლი ტორ­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ თუ არ შე­მიძ­ლია, ტყუ­ი­ლად არა­ვის დავ­პირ­დე­ბი.

- არ­სე­ბობს ისე­თი ტორ­ტი, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც არ შე­გიძ­ლი­ათ?

- რა თქმა უნ­და. ინ­ტერ­ნეტ­ში ისეთ რა­ღა­ცებს ვნა­ხუ­ლობ, იმას ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ, თუ ისევ სად­მე კურ­სებ­ზე არ ვივ­ლი. ისე, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ვის­წავ­ლო და კვა­ლი­ფი­კა­ცია ავი­მაღ­ლო. ჩე­მი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყობს. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, თუ რა­მე გა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ნამ შე­გიძ­ლია, ის­წავ­ლეო. ახ­ლა დამ­ცი­ნის ხოლ­მე, - სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეა, სი­ბე­რე­ში კი არაო.

- ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა რო­გორ ტორ­ტებ­ზეა?

- რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნაა "მა­მა­კა­ცის ტორ­ტე­ბზე". არ­ყის ბოთ­ლი, შამ­პა­ნუ­რი, ქა­ლის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი და ა.შ. რაც აქ ჩა­მო­ვე­დი, არც ერ­თი მსგავ­სი ტორ­ტის შეკ­ვე­თა არ მი­მი­ღია. აქ სა­დე­დოფ­ლო და სა­ბავ­შ­ვო ტორ­ტე­ბი უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერ­თი შეკ­ვე­თა არ მაქვს ან იმ­დე­ნი შეკ­ვე­თა მაქვს ერ­თად, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს უარ­საც კი ვე­უბ­ნე­ბი. ბავ­შ­ვებს ყუ­რა­დღე­ბას ვერ მო­ვაკ­ლებ, რად­გან პირ­ველ რიგ­ში, დე­და ვარ. რო­ცა ვნა­ხავ, რომ ჩემ­მა შვილ­მა იმე­ცა­დი­ნა, ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მა­ბა­რა, მე­რე ვი­წყებ ტორ­ტის გა­მო­ცხო­ბას.

- შეკ­ვე­თებს კლი­ენ­ტის გე­მოვ­ნე­ბით აკე­თებთ თუ კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­გაქვთ?

- ხში­რად ისეთ შეკ­ვე­თას ვას­რუ­ლებ, თა­ვა­დაც რომ არ მომ­წონს, მაგ­რამ გე­მოვ­ნე­ბა­ზე ხომ არ და­ო­ბენ. დამ­კ­ვეთს მოს­წონს და მი­სი სურ­ვი­ლი უნ­და შე­ვას­რუ­ლო. ერთ პა­ტარ­ძალს სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტი უნ­დო­და, რომ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი წი­თე­ლი იქ­ნე­ბო­და, მე­ო­რე ცო­ტა ღია და მე­სა­მე კი­დევ უფ­რო ღია, თან ზე­მო­დან დი­დი კა­ლე­ბი უნ­და ჰქო­ნო­და და ბო­ლოს ვარ­დიც გა­უ­კე­თეო. ვურ­ჩიე, რომ კა­ლას ვარ­დი არ მო­უხ­დე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­მი­ჯე­რა. ერ­თ­მა კი­დევ - მა­შას (მულ­ტ­ფილ­მის გმი­რი) ტორ­ტი და­მიკ­ვე­თა. მა­შა ბის­კ­ვიტ­ზე დი­დი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. იმ თო­ჯი­ნის გა­კე­თე­ბას ერ­თი კი­ლო "მას­ტი­კა" არ ეყო­ფო­და, თან იმას ხომ გაშ­რო­ბაც სჭირ­დე­ბო­და? და­მი­ჯე­რა და მცი­რე ზო­მის მა­შას დას­ჯერ­და. ეს ჩე­მი შე­მო­სავ­ლის წყა­რო არ არის. უბ­რა­ლოდ, მსი­ა­მოვ­ნებს ამის კე­თე­ბა. ერ­თი სუ­ლი მაქვს, და­წყე­ბულ ტორ­ტს რო­დის მოვ­რ­თავ, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გა­მო­მი­ვა.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ "გა­ყალ­ბე­ბუ­ლი" ტორ­ტე­ბი

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ "გა­ყალ­ბე­ბუ­ლი" ტორ­ტე­ბი

ბო­ლო დროს მარ­ცი­პა­ნით გა­კე­თე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბი თბი­ლის­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მარ­ცი­პა­ნი კან­ფე­ტია, რო­მელ­საც ტორ­ტ­ზე აკ­რა­ვენ და მის­გან ათას­ნა­ირ გა­სა­ფორ­მე­ბელ ფი­გუ­რა­საც ძერ­წა­ვენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ხდე­ბა ასე­თი ტორ­ტის დამ­ზა­დე­ბა და მორ­თ­ვა. ამის შე­სა­ხებ თა­თა გა­ბუ­ნი­ას ვე­სა­უბ­რე.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მი­მაჩ­ნ­და, რომ ქსო­ვა და კერ­ვაც უნ­და მცოდ­ნო­და. კუ­ლი­ნა­რია კი ყო­ველ­თ­ვის ჩე­მი ჰო­ბი იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუ­სეთ­ში გა­და­ვე­დი საცხოვ­რებ­ლად. იქ ალექ­სან­დ­რე კი­სინ­ცი­დის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კურ­სე­ბი გა­იხ­ს­ნა, სა­დაც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გეს­წავ­ლა და მე­რე კუ­ლი­ნა­რის სერ­ტი­ფი­კატს აიღებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ხანმოკლე სწავ­ლე­ბი­სა, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა - 1.000 დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე. კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სამ­სა­ხურ­საც გთა­ვა­ზობ­დ­ნენ. სწავ­ლა და­ვიწყე, მაგ­რამ ერ­თი კვი­რის შემ­დეგ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­მექ­მ­ნა და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში დავ­წე­ქი. გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის შემ­დეგ კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მიხ­და. ასე რომ, ის კურ­სი სრუ­ლად ვერ გა­ვი­ა­რე. თუმ­ცა, რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლე. და­ნარ­ჩენს მუდ­მი­ვად ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ვსწავ­ლობ. ხატ­ვა რომ უკე­თე­სად ვი­ცო­დე, სას­წა­უ­ლებს გა­ვა­კე­თებ­დი.

- მოს­კოვ­ში რამ­დენ ხანს ცხოვ­რობ­დით და იქ თუ აცხობ­დით ტორ­ტებს?

- იქ 13 წე­ლი ვიცხოვ­რე და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტორ­ტებ­საც ვაცხობ­დი. რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, მოს­კოვ­ში ტორ­ტე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რია. თან წო­ნის მი­ხედ­ვით იყი­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, "მას­ტი­კით" (რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მარ­ცი­პანს ეძა­ხი­ან) გა­კე­თე­ბუ­ლი ერ­თი კი­ლო ტორ­ტი 1.200 მა­ნე­თი ღირს, მა­შინ, რო­ცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრე­მით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ტორ­ტის ფა­სი 600 მა­ნე­თია.

- მა­გა­ლი­თად, 20-ნაჭ­რი­ა­ნი ტორ­ტი რამ­დე­ნი კი­ლო იქ­ნე­ბა?

- არ ამი­წო­ნია. მოს­კოვ­ში პა­ტა­რა ტორ­ტი გა­მო­ვაცხ­ვე, რო­მელ­მაც 3 კი­ლო აიწო­ნა. ერ­თ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მა­მის იუბი­ლეს­თ­ვის შე­მიკ­ვე­თა, თან გა­მაფ­რ­თხი­ლა, მა­მა­ჩე­მი ასაკ­შია და კარ­გად და­ნა­მუ­ლი გა­მი­კე­თეო. ის ქა­ლი კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე შეკ­ვე­თას მაძ­ლევ­და, ამი­ტომ 1.000 მა­ნე­თად გა­ვუ­კე­თე. შემ­დეგ მოს­ვ­ლა­ზე სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნა, - შენ­გან პა­ტივ­ნა­ცე­მი ვა­რო. აქ რომ ჩა­მო­ვე­დი და ტორ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი, გა­ვოც­დი. სა­ქორ­წი­ლო ტორ­ტის ერ­თი ნა­ჭე­რი 4 ლა­რი და 50 თეთ­რი ღირ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 200-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლის­თ­ვის რომ დაგ­ჭირ­დეთ, რა დაჯ­დე­ბა. ვიდ­რე მოს­კოვ­ში წა­ვი­დო­დი, მა­ნამ­დე აქ ტორ­ტე­ბი იმით ფა­სობ­და, თუ რამ­დე­ნი კვერ­ცხი სჭირ­დე­ბო­და. ახ­ლა კვერცხს აღა­რა­ვინ ით­ვ­ლის და ნაჭ­რე­ბის მი­ხედ­ვით იყი­დე­ბა.

- თქვე­ნი ტორ­ტე­ბიც ასე ძვი­რი ღირს?

- ამას წი­ნათ სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტი გა­ვა­კე­თე, რო­მელ­ზეც 3 კი­ლო "მას­ტი­კა" დამ­ჭირ­და. კი­ლო "მას­ტი­კა" 12 ლა­რი ღირს. მხო­ლოდ "მას­ტი­კა­ში" გა­და­ვი­ხა­დე 36 ლა­რი. ტორ­ტის მო­სარ­თა­ვად ყვა­ვი­ლე­ბიც ხომ უნ­და გა­მო­მე­ძერ­წა? ამის­თ­ვის კი­დევ ერ­თი კი­ლო "მას­ტი­კა" დავ­ხარ­ჯე. ასეთ ტორ­ტებს რუ­სე­ბი ხე­ლით ნა­მუ­შე­ვარს ეძა­ხი­ან და იქ ეს გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ფა­სობს. ტორტს "მას­ტი­კას" რომ გა­და­აკ­რავ, ნა­კე­ცი არ უნ­და ჰქონ­დეს, ჰა­ე­რი არ უნ­და შე­დი­ო­დეს და მე­ო­რე დღეს უნ­და იჭ­რე­ბო­დეს. რო­მე­ლი ტორ­ტიც მე­ო­რე დღეს არ იჭ­რე­ბა, მას მარ­ცი­პა­ნი აქვს გა­დაკ­რუ­ლი. მარ­ცი­პა­ნი "მას­ტი­კა­ზე" გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა, მაგ­რამ ის ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რა­ვად კი არა, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და სხვა მო­სარ­თა­ვის გა­სა­კე­თებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მოს­კოვ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლია ვედ­რო­ებ­სა თუ კო­ლო­ფებ­ში და აწე­რია, ყვა­ვი­ლე­ბის­თ­ვის არის თუ ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რა­ვად. აქა­უ­რი მარ­ცი­პა­ნი ხმე­ბა და მე­ო­რე დღეს ტორტს ვერ დაჭ­რი, ამი­ტომ პი­რა­დად მე, ტორ­ტ­ზე გა­და­საკ­რავ მა­სა­ლას თა­ვად ვამ­ზა­დებ. ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში ზე­ფი­რის ფე­რა­დი კან­ფე­ტე­ბი იყი­დე­ბა, რო­მელ­საც გა­ვალ­ღობ, შაქ­რის პუდრს და­ვუ­მა­ტებ და მზად არის. ერ­თი კვი­რა რომ გე­დოს მა­ცი­ვარ­ში, მა­ინც არ გახ­მე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივად დაჭ­რი. "მას­ტი­კის" კი­დევ ერ­თი სა­ი­დუმ­ლო ის არის, რომ მას ყვე­ლა კრე­მის ზე­მო­დან ვერ გა­და­აკ­რავ, გად­ნე­ბა. მის შიგ­ნით მხო­ლოდ ე.წ. "ცი­ვი კრე­მი" გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მარ­ცი­პან­ში მა­ინც ქი­მი­უ­რი მი­ნა­რე­ვე­ბია და ამ ტორ­ტებს ბავ­შ­ვე­ბიც ჭა­მენ. რა­საც ჩემს შვილს ვერ ვაჭ­მევ, იმას ვერც სხვის შვილს გა­ვუ­კე­თებ. მეც ხომ დე­და ვარ. "ორი კა­პი­კის" გა­მო, სხვის შვილს ვერ მოვ­წამ­ლავ. სხვე­ბი მარ­გა­რი­ნით აკე­თე­ბენ ტორ­ტებს. ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი, რომ 19-ლა­რი­ან კა­რაქს ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ 6-9-ლა­რი­ანს ნამ­დ­ვი­ლად ვი­ყე­ნებ. ყვე­ლა კლი­ენ­ტი სახ­ლ­ში მო­დის და აქე­დან მი­აქვს ტორ­ტი. იმი­სი ნამ­დ­ვი­ლად არ მე­ში­ნია, რომ ჩე­მი ნა­ხე­ლა­ვი ვინ­მეს აწყენს. ახ­ლა მო­და­ში "დი­ა­ნას" კრე­მე­ბია. კონ­კ­რე­ტუ­ლი დი­ა­ნა კი არ აკე­თებს, ასე იყი­დე­ბა. არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, რად­გან რა­ღაც ქა­ფია, რო­მე­ლიც ქი­მი­ურ ელე­მენ­ტებ­საც შე­ი­ცავს. თურ­ქეთ­ში თურ­მე ისე­თი ფხვნი­ლი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც 2 კვერცხს აურე­ვენ და 30 ტორ­ტი ცხვე­ბა. ბაზ­რო­ბა­ზე გა­ვი­ა­რე, სა­დაც ტორ­ტის ბის­კ­ვი­ტე­ბი იყი­დე­ბა. 15-ნაჭ­რი­ა­ნი პა­ტა­რა ტორ­ტი 6 ლა­რი ღირს. ეს რო­გორ გა­ვი­გოთ? 10 კვერ­ცხი 3 ლა­რი ღირს. გარ­და ამი­სა, ფქვი­ლი და შა­ქა­რიც ხომ სა­ჭი­როა? ღუ­მელ­ში რომ შედ­გა და გა­მო­აცხო, დე­ნიც ხომ იხარ­ჯე­ბა? 15-ნაჭ­რი­ა­ნი ტორ­ტის გა­მოცხო­ბა ასე იაფი ვერ დაჯ­დე­ბა. 6 ლა­რად ვინც ყი­დის, იმას ხომ მცხო­ბე­ლის­გან აქვს აღე­ბუ­ლი... გა­მო­დის, რომ ამ 6 ლა­რი­დან, გა­მომ­ცხობ­საც რჩე­ბა მო­გე­ბა და - გამ­ყიდ­ველ­საც. ე.ი. ეს ბის­კ­ვი­ტი რი­თია გა­კე­თე­ბუ­ლი? თან გამ­ყიდ­ველ­მა ამა­ყად მითხ­რა, - ბის­კ­ვი­ტი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ფუჭ­დე­ბაო. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია... ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და გუ­ლით უნ­და აკე­თოს და აუცი­ლებ­ლად კარ­გად გა­მო­უ­ვა.

- საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბი გაქვთ...

- ყვე­ლა ჩე­მი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი არ არის, ზოგს ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხუ­ლობ. კე­თე­ბისას თა­ვად ვხვდე­ბი, რას რა მო­უხ­დე­ბა. ფან­ტა­ზი­ას ნამ­დ­ვი­ლად არ ვუ­ჩი­ვი. ძერ­წ­ვი­სა და ხატ­ვის ნი­ჭი აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, რომ "მას­ტი­კა­ზე" იმუ­შა­ოს. ხატ­ვის­თ­ვის თა­ვი­დან­ვე რომ მი­მექ­ცია ყუ­რადღე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ახ­ლა ვნა­ნობ, რომ ხატ­ვა­ზე არა­სო­დეს მივ­ლია.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე ტორ­ტი ოჯა­ხისა და მე­გობ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვაცხ­ვე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა მათ­განს ფო­ტოს ვუ­ღებ­დი. ჩემს შვილს გა­უჩ­ნ­და იდეა, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დ­ზე ამეტ­ვირ­თა, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხა და მომ­წე­რა, შეკ­ვე­თებს თუ იღე­ბო? მა­ნამ­დე არც მი­ფიქ­რია, რომ შეკ­ვე­თებ­ზე მე­მუ­შა­ვა. თა­ვი­დან რომ მკითხეს, 20-ნაჭ­რი­ან ტორტს რამ­დე­ნად გა­მი­კე­თე­ბო, ისიც კი არ ვი­ცო­დი, ფა­სი რის მი­ხედ­ვით უნ­და განმესაზღვრა. კარ­გი ცხოვ­რე­ბა რომ მქო­ნო­და, რუ­სეთ­ში ხომ არ გა­ვიქ­ცე­ო­დი?.. თუ კლი­ენ­ტის სა­სურ­ვე­ლი ტორ­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ თუ არ შე­მიძ­ლია, ტყუ­ი­ლად არა­ვის დავ­პირ­დე­ბი.

- არ­სე­ბობს ისე­თი ტორ­ტი, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც არ შე­გიძ­ლი­ათ?

- რა თქმა უნ­და. ინ­ტერ­ნეტ­ში ისეთ რა­ღა­ცებს ვნა­ხუ­ლობ, იმას ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ, თუ ისევ სად­მე კურ­სებ­ზე არ ვივ­ლი. ისე, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ვის­წავ­ლო და კვა­ლი­ფი­კა­ცია ავი­მაღ­ლო. ჩე­მი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მიწყობს. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, თუ რა­მე გა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ნამ შე­გიძ­ლია, ის­წავ­ლეო. ახ­ლა დამ­ცი­ნის ხოლ­მე, - სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეა, სი­ბე­რე­ში კი არაო.

- ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნა რო­გორ ტორ­ტებ­ზეა?

- რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან დიდი მოთხოვ­ნაა "მა­მა­კა­ცის ტორ­ტე­ბზე". არ­ყის ბოთ­ლი, შამ­პა­ნუ­რი, ქა­ლის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი და ა.შ. რაც აქ ჩა­მო­ვე­დი, არც ერ­თი მსგავ­სი ტორ­ტის შეკ­ვე­თა არ მი­მი­ღია. აქ სა­დე­დოფ­ლო და სა­ბავ­შ­ვო ტორ­ტე­ბი უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერ­თი შეკ­ვე­თა არ მაქვს ან იმ­დე­ნი შეკ­ვე­თა მაქვს ერ­თად, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს უარ­საც კი ვე­უბ­ნე­ბი. ბავ­შ­ვებს ყუ­რადღე­ბას ვერ მო­ვაკ­ლებ, რად­გან პირ­ველ რიგ­ში, დე­და ვარ. რო­ცა ვნა­ხავ, რომ ჩემ­მა შვილ­მა იმე­ცა­დი­ნა, ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მა­ბა­რა, მე­რე ვიწყებ ტორ­ტის გა­მოცხო­ბას.

- შეკ­ვე­თებს კლი­ენ­ტის გე­მოვ­ნე­ბით აკე­თებთ თუ კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­გაქვთ?

- ხში­რად ისეთ შეკ­ვე­თას ვას­რუ­ლებ, თა­ვა­დაც რომ არ მომ­წონს, მაგ­რამ გე­მოვ­ნე­ბა­ზე ხომ არ და­ო­ბენ. დამ­კ­ვეთს მოს­წონს და მი­სი სურ­ვი­ლი უნ­და შე­ვას­რუ­ლო. ერთ პა­ტარ­ძალს სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტი უნ­დო­და, რომ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი წი­თე­ლი იქ­ნე­ბო­და, მე­ო­რე ცო­ტა ღია და მე­სა­მე კი­დევ უფ­რო ღია, თან ზე­მო­დან დი­დი კა­ლე­ბი უნ­და ჰქო­ნო­და და ბო­ლოს ვარ­დიც გა­უ­კე­თეო. ვურ­ჩიე, რომ კა­ლას ვარ­დი არ მო­უხ­დე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­მი­ჯე­რა. ერ­თ­მა კი­დევ - მა­შას (მულ­ტ­ფილ­მის გმი­რი) ტორ­ტი და­მიკ­ვე­თა. მა­შა ბის­კ­ვიტ­ზე დი­დი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. იმ თო­ჯი­ნის გა­კე­თე­ბას ერ­თი კი­ლო "მას­ტი­კა" არ ეყო­ფო­და, თან იმას ხომ გაშ­რო­ბაც სჭირ­დე­ბო­და? და­მი­ჯე­რა და მცი­რე ზო­მის მა­შას დას­ჯერ­და. ეს ჩე­მი შე­მო­სავ­ლის წყა­რო არ არის. უბ­რა­ლოდ, მსი­ა­მოვ­ნებს ამის კე­თე­ბა. ერ­თი სუ­ლი მაქვს, დაწყე­ბულ ტორტს რო­დის მოვ­რ­თავ, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გა­მო­მი­ვა.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია