სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკრი კაპანაძის ყოფილი მეუღლის გულახდილი ინტერვიუ
ნუკრი კაპანაძის ყოფილი მეუღლის გულახდილი ინტერვიუ

ბა­ტო­ნი ალექს და­ვი­თი­ა­ნი ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 25 წლის წინ, მე­უღ­ლეს­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. ამ­ჟა­მად მისი კომ­პა­ნია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 500- მდე ოფისს აერ­თი­ა­ნებს და სწავ­ლის მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მთე­ლი დე­და­მი­წის მას­შტა­ბით იპო­ვონ სა­სურ­ვე­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. შარ­შან­დე­ლი წელი მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან რუ­სე­თის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ამ სა­პა­ტიო აკა­დე­მი­კო­სად აირ­ჩია. ამ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს თბი­ლის­ში უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და კე­თი­ლის­მყო­ფე­ლი ჰყავს, რომ­ლებ­თა­ნაც კონ­ტაქ­ტი არას­დროს გა­უ­წყვე­ტია. ალექს და­ვი­თი­ა­ნი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 6 წლის წინ, ჩვენს საყ­ვა­რელ მომ­ღე­რალ­თან, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძეს­თან და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო... ახლა ბა­ტო­ნი ალი­კო ისევ და­ნიშ­ნუ­ლია და ბედ­ნი­ე­რე­ბის ძი­ე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ეს ახა­ლი ნა­ბი­ჯი "გზის" ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნიც გახ­და. ჩვენ მას ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი მა­რი­კა ან­თი­ას სახ­ლში ვეს­ტუმ­რეთ და კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ სიყ­ვა­რულს მარ­თლაც არა აქვს სა­ზღვრე­ბი.

- ბა­ტო­ნო ალი­კო, გი­ლო­ცავთ ნიშ­ნო­ბას... ბედ­ნი­ე­რე­ბი ჩან­ხართ და ეს ისე­თი თვალ­ში სა­ცე­მია, თით­ქოს აღარც არა­ფე­რი უნდა გკი­თხოთ, მაგ­რამ რაკი ეს ქორ­წი­ნე­ბა რი­გით მე­ო­თხე იქ­ნე­ბა თქვენ­თვის, მა­ინც ღირს რა­ღა­ცე­ბის და­ზუს­ტე­ბა...

- კი ბა­ტო­ნო, და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს. არც იმას ვმა­ლავ, რო­დე­საც ბედ­ნი­ე­რი ვარ და არც იმას, როცა კარ­ზე მწუ­ხა­რე­ბა მო­მად­გე­ბა.

- ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობთ, მაგ­რამ თბი­ლი­სე­ლებ­თან კონ­ტაქტს არა­სო­დეს წყვეტთ.

- ამე­რი­კა­ში მრა­ვა­ლი წლის წინ, მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად გა­ვემ­გზავ­რე. ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი ვნა­ხე, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ტრა­გე­დი­აც გა­და­ვი­ტა­ნე: 32- წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ჩემი მე­უღ­ლე, თინა გარ­და­იც­ვა­ლა. ამან მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა. თინა აღარ იყო და თით­ქოს, გა­რე­მოც შე­იც­ვა­ლა. იგი­ვე სახ­ლი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მეხ­ვივ­ნენ გარ­შე­მო, მაგ­რამ თავს მა­ინც ძა­ლი­ან მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი. რა­ღაც მსგავსს ალ­ბათ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­ნიც­დი­ან, რო­დე­საც მე­უღ­ლე, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ეც­ლე­ბათ ხე­ლი­დან, მაგ­რამ ამის ცოდ­ნა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გამ­შვი­დებს. მოკ­ლედ, ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, თბი­ლის­ში ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და სწო­რედ მა­შინ შევ­ხვდი ნუკ­რის.

- მახ­სოვს, მა­შინ თბი­ლის­ში ამ­ბობ­დნენ, - ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­ურ კაცს გაჰ­ყვა ცო­ლა­დო.

- დიდი მად­ლო­ბა, თუ ასე მი­იჩ­ნევს ვინ­მე... ნუკ­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია და მას­თან შეხ­ვედ­რა ნამ­დვი­ლად დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი ვერ აე­წყო. ალ­ბათ ამი­სი მი­ზე­ზი ის გახ­ლდათ, რომ პი­რა­დი ტრა­გე­დია ახა­ლი გა­და­ტა­ნი­ლი მქონ­და და ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვი ის, ვინც ვარ. ალ­ბათ ავად ვი­ყა­ვი, ალ­ბათ ცოლ­ზე მე­ტად მა­შინ, წა­მა­ლი მჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სურ­ვი­ლი, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა აგ­ვე­წყო, ორი­ვეს ნამ­დვი­ლად გვქონ­და... არ გა­მოგ­ვი­ვი­და და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ახლა მი­ზე­ზებს? მთა­ვა­რი ხომ ის არის, რომ მა­შინ მარ­თლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და გულ­წრფე­ლად გვე­გო­ნა, რომ ეს ქორ­წი­ნე­ბა სა­მუ­და­მო იყო.

- ის ქორ­წი­ნე­ბა 6 თვის თავ­ზე დამ­თავ­რდა და თქვენ ისევ ახალ უღელ­ში, თა­მა­მად გაჰ­ყა­ვით თავი. ხა­თუ­ნა - რი­გით მე­სა­მე მე­უღ­ლე თქვენ­თან ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვი­და, არა?

- ხა­თუ­ნა ასე­თია: ძა­ლი­ან კარ­გი ხა­სი­ა­თის, უშუ­ა­ლო, მე­გობ­რუ­ლი. ის ჩემს მე­გობ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. ეს ქორ­წი­ნე­ბა არ­ცთუ ისე უიღ­ბლო და არ­ცთუ ისე ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა, ჩვენ ოთხი წელი გა­ვა­ტა­რეთ ერ­თად... ბო­ლოს მივ­ხვდით, რომ კარ­გი მე­გობ­რო­ბი­დან ცოლ- ქმრად ვე­რაფ­რით გა­და­ვი­ქე­ცით და რაკი ეს გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, ამი­ტომ არც და­ცი­ლე­ბა ყო­ფი­ლა ტრა­გე­დია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხა­თუ­ნას ოჯა­ხიც, მისი შვი­ლე­ბი და სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს დავ­კარ­გავ. ეს მა­რი­კა­მაც იცის, ხა­თუ­ნა­საც იც­ნობს და არა­ფე­რი აქვს ამი­სი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო.

- ბა­ტო­ნო ალი­კო, თქვენ 32 წელი იცხოვ­რეთ მე­უღ­ლეს­თან... ახლა კი ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, მე­ო­თხედ ქორ­წინ­დე­ბით. რად­გან მა­რი­კა გა­ვი­ცა­ნი, ცო­ტა­თი მეს­მის კი­დეც თქვე­ნი - ის სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბის ან იმ ფაქ­ტის გამო, რომ მა­რი­კა ან­თია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, არ უნდა შემ­დგა­რი­ყო ეს ქორ­წი­ნე­ბა.

- ეს ქორ­წი­ნე­ბა იმ სიყ­ვა­რუ­ლის შე­დე­გია, რომ­ლის ჩა­ნა­სა­ხიც 30 წლის წი­ნან­დელ ამ­ბებ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ. მა­შინ თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის პრო­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი, მა­რი­კა კი სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა აკა­დე­მი­ის სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლა­დაც აირ­ჩი­ეს. რა თქმა უნდა, ის ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონ­და და მათ შო­რის, მეც. როცა წლე­ბი გა­ვი­და და ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით, ისევ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. თან უკვე პა­ტა­რა გო­გო­ნა კი არა, ზრდას­რუ­ლი, მშვე­ნი­ე­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ქალი იყო... ჩვენ მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად კი არა, ში­ნა­გა­ნა­დაც გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. მივ­ხვდი, რო­გო­რი ჭკვი­ა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია, უსა­ზღვროდ თბი­ლი. მოკ­ლედ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში გა­რეგ­ნო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა, აი ახლა, მო­წი­ფუ­ლო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლად გა­და­იქ­ცა და ამის­თვის ბე­დის მად­ლი­ე­რი ვარ.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­კა, როცა სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლად აგირ­ჩი­ეს, უკვე გა­თხო­ვი­ლი იყა­ვით. წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც თქვენც დიდი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, მარ­ტო დარ­ჩით, შემ­თხვე­ვამ ისევ შე­გახ­ვედ­რათ ყო­ფილ პრო­რექ­ტორს...

მა­რი­კა:

- სტუ­დენ­ტო­ბა უბედ­ნი­ე­რე­სი ხა­ნაა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის. მე ქან­და­კე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი და ჩემი მე­უღ­ლეც, რო­მე­ლიც 14 წლი­დან სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­და, ამა­ვე სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტი იყო. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვარ და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რა­საც მა­შინ ჩვე­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი ითა­ვებ­და, მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბა­ში "დე­მონ­სტრა­ტო­რი" ვი­ყა­ვი, ვა­კე­თებ­დით გა­მო­ფე­ნებს და სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლიც გავ­ხდი... ამ ყვე­ლა­ფერს კი ბა­ტო­ნი ალი­კო უძღვე­ბო­და. მახ­სოვს ის სცე­ნაც, რო­მე­ლიც სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლის კონ­კურ­სის­თვის და­მიდ­გეს: ეს ყვე­ლა­ფე­რი ზაზა შენ­გე­ლი­ას სცე­ნა­რით გან­ხორ­ცი­ელ­და და დიდი აჟი­ო­ტა­ჟიც გა­მო­იწ­ვია... ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩემს ქმარ­ზე და ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, ალი­კოს­თან მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და... მერე წლე­ბი გა­ვი­და და ზუს­ტად 8 წლის წინ, რო­დე­საც ჩემი უმ­ცრო­სი ვაჟი - ბა­ქა­რი 4 წლის იყო, მე­უღ­ლე გარ­და­მეც­ვა­ლა... ეს იმ­დე­ნად დიდი შოკი იყო, რომ ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ გა­დავ­რჩი და ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შევ­ძე­ლი.

- ბა­ტონ ალი­კოს რო­გორ შეხ­ვდით?

- თა­ვად მომ­ძებ­ნა "ფე­ის­ბუ­კის" დახ­მა­რე­ბით. ის თბი­ლი, კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია და უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ამი­ტო­მაც ჰყავს. მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა... რო­გორც ჩანს, სა­დღაც თვა­ლი მოჰ­კრა ჩემს სა­ხელ­სა და გვარს და მა­შინ­ვე მო­მი­კი­თხა. უსა­ზღვროდ გა­მი­ხარ­და. რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს "ფე­ის­ბუ­კით" ვე­სა­უბ­რე­ბო­დით და ბევ­რი რამ გა­ვი­გე მის შე­სა­ხებ. ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სიყ­მაწ­ვი­ლე­ში ვიც­ნობ­დი, ახ­ლი­დან აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

- რო­დის მიხ­ვდით, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, ცო­ტა­თი უფრო მეტი ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე ყო­ფილი პრო­რექ­ტო­რი­სა და ნას­ტუ­დენ­ტა­რის მე­გობ­რო­ბა?

- რა­ღაც პა­ტა­რა გან­წყო­ბი­ლე­ბა მა­შინ­ვე გაჩ­ნდა... ოღონდ ცოტა ხან­ში, სი­უ­ჟე­ტი ვნა­ხე, სა­დაც მისი და ნუკ­რი კა­პა­ნა­ძის ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობ­დნენ და ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ რა­ღაც მო­მეჩ­ვე­ნა- მეთ­ქი. მი­ვუ­ლო­ცე. ოღონდ, ეს იმ­დე­ნად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ლოც­ვა აღ­მოჩ­ნდა, რომ სახ­ტად დავ­რჩი - ალი­კომ მი­თხრა, რომ და­შორ­დნენ. მოკ­ლედ, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი. აღარ ვი­ცო­დი, რო­გორ მე­ნუ­გე­შე­ბი­ნა... მერე მალე შევ­ხვდით.

- რო­გო­რი შეხ­ვედ­რა იყო: მე­გობ­რუ­ლი თუ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის პა­ე­მა­ნი?

- პრინ­ციპ­ში, უფრო მე­გობ­რუ­ლი... ძა­ლი­ან კარ­გი სა­ღა­მო გა­ვა­ტა­რეთ, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ და მო­მეჩ­ვე­ნა, რომ რა­ღაც ჩა­ი­სა­ხა კი­დეც ჩვენ შო­რის... როცა დამ­შვი­დო­ბე­ბის წინ მა­კო­ცა, აი, მა­შინ მივ­ხვდი, რომ არა­ფე­რიც არ მომჩვე­ნე­ბია, მაგ­რამ... იმ დღის მერე ჩემ­თვის აღარ და­უ­რე­კავს.

- ვი­თომ შე­ე­შინ­და ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის?

- არ ვიცი... მერე წლე­ბის შემ­დეგ ამიხ­სნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე გან­ცდილს ჰგავ­და და ამან აი­ძუ­ლა, გაქ­ცე­უ­ლი­ყო.

- გა­იქ­ცა კი­დეც და კი­დევ ერთხელ და­ქორ­წინ­და.

- და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ხა­თუ­ნაც გა­მაც­ნო. ესეც უც­ნა­უ­რად მოხ­და: და­მი­რე­კა თბი­ლის­ში ვარ და კა­ფე­ში შევ­ხვდეთ ერ­თმა­ნეთ­სო. პა­ე­მან­ზე მი­ვე­დი, ალი­კო მარ­ტო დამ­ხვდა, მაგ­რამ ცოტა ხან­ში ხა­თუ­ნაც მო­ვი­და... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დე­ბო­დი. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ის კოც­ნაც მე­გობ­რუ­ლი იყო- მეთ­ქი და ორი­ვე ჩემს სახ­ლში, მწვად­ზე დავ­პა­ტი­ჟე. ძა­ლი­ან კარ­გი სა­ღა­მო გა­მოგ­ვი­ვი­და. ალი­კოს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონ­და, რა­საც ვთა­ვა­ზობ­დი... მერე წა­ვიდ­ნენ...

- და ისევ და­ი­კარ­გა?

- არა, ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლი­სას მი­რე­კავ­და და ვხვდე­ბო­დით მე­გობ­რუ­ლად. მისი თბი­ლი­სუ­რი ვი­ზი­ტე­ბის ერთი დღე ყო­ველ­თვის ჩემი იყო... რად­გან ძა­ლი­ან მრცხვე­ნო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის ჩე­მი­ვე "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის" გამო, თავი ვა­ი­ძუ­ლე, ჭეშ­მა­რი­ტი მე­გო­ბა­რი­ვით მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და მგო­ნი, არც არა­ფე­რი შემ­შლია... ბო­ლოს კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა...

- ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა ანუ მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაც დამ­თავ­რდა?

- უფრო მე­ტიც, მი­თხრა, რომ ჩემ­თან ერ­თად უნ­დო­და ცხოვ­რე­ბა... ჯერ ამე­რი­კა­ში ჩა­სას­ვლე­ლად მე­პა­ტი­ჟე­ბო­და. მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვთქვი მას­თან სტუმ­რო­ბა­ზე, ამი­ტომ თა­ვად ჩა­მო­ვი­და და აი, ახლა ერ­თად ვართ... ბევ­რი კი ვებ­რძო­ლე სა­კუ­თარ თავს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რთუ­ლი იყო. ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და ვიცი, რომ ალი­კოც თავს კარ­გად გრძნობს.

- რა შე­იც­ვა­ლა ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ახლა მივ­ხვდი, რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, როცა გა­თე­ნე­ბაც გი­ხა­რია და და­ღა­მე­ბაც. ალი­კოს ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩემი შვი­ლე­ბი... ახლა ახალ სახ­ლში ვა­პი­რებთ გა­დას­ვლას, რო­მე­ლიც ალი­კოს მო­თხოვ­ნებს ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს... ორი­ვეს უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი გვყავს და მო­დი­ან მო­სა­ლო­ცად, სა­ნა­ხა­ვად.

- ბა­ტო­ნო ალი­კო, ახლა რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- მე და მა­რი­კა იან­ვარ­ში ლას- ვე­გას­ში და­ვი­წერთ ჯვარს. წინ ამე­რი­კა გვე­ლო­დე­ბა, ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. დედა და ძმა კი უკვე გა­ვა­ცა­ნი მა­რი­კას.

დეა ცუც­ქი­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ნუკრი კაპანაძის ყოფილი მეუღლის გულახდილი ინტერვიუ

ნუკრი კაპანაძის ყოფილი მეუღლის გულახდილი ინტერვიუ

ბატონი ალექს დავითიანი ამერიკაში საცხოვრებლად 25 წლის წინ, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად გაემგზავრა. ამჟამად მისი კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 500- მდე ოფისს აერთიანებს და სწავლის მსურველებს საშუალებას აძლევს, მთელი დედამიწის მასშტაბით იპოვონ სასურველი სასწავლებელი. შარშანდელი წელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რუსეთის სამხატვრო აკადემიამ საპატიო აკადემიკოსად აირჩია. ამ წარმატებულ ადამიანს თბილისში უამრავი მეგობარი და კეთილისმყოფელი ჰყავს, რომლებთანაც კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია. ალექს დავითიანი ფართო საზოგადოებამ 6 წლის წინ, ჩვენს საყვარელ მომღერალთან, ნუკრი კაპანაძესთან დაქორწინების შემდეგ გაიცნო... ახლა ბატონი ალიკო ისევ დანიშნულია და ბედნიერების ძიებისკენ გადადგმული ეს ახალი ნაბიჯი "გზის" ინტერესის საგანიც გახდა. ჩვენ მას ახალდანიშნული მარიკა ანთიას სახლში ვესტუმრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სიყვარულს მართლაც არა აქვს საზღვრები.

- ბატონო ალიკო, გილოცავთ ნიშნობას... ბედნიერები ჩანხართ და ეს ისეთი თვალში საცემია, თითქოს აღარც არაფერი უნდა გკითხოთ, მაგრამ რაკი ეს ქორწინება რიგით მეოთხე იქნება თქვენთვის, მაინც ღირს რაღაცების დაზუსტება...

- კი ბატონო, დასამალი არაფერი მაქვს. არც იმას ვმალავ, როდესაც ბედნიერი ვარ და არც იმას, როცა კარზე მწუხარება მომადგება.

- ამერიკაში ცხოვრობთ, მაგრამ თბილისელებთან კონტაქტს არასოდეს წყვეტთ.

- ამერიკაში მრავალი წლის წინ, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად გავემგზავრე. ამ ქვეყანაში ბევრი სიხარული და სიყვარული ვნახე, მაგრამ ჩემი ცხოვრების დიდი ტრაგედიაც გადავიტანე: 32- წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჩემი მეუღლე, თინა გარდაიცვალა. ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. თინა აღარ იყო და თითქოს, გარემოც შეიცვალა. იგივე სახლი და იგივე ადამიანები მეხვივნენ გარშემო, მაგრამ თავს მაინც ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი. რაღაც მსგავსს ალბათ სხვა ადამიანებიც განიცდიან, როდესაც მეუღლე, საყვარელი ადამიანი ეცლებათ ხელიდან, მაგრამ ამის ცოდნა ვერანაირად ვერ გამშვიდებს. მოკლედ, ამის შემდეგ გადავწყვიტე, თბილისში ჩამოვსულიყავი და სწორედ მაშინ შევხვდი ნუკრის.

- მახსოვს, მაშინ თბილისში ამბობდნენ, - ნუკრი კაპანაძე ძალიან სიმპათიურ კაცს გაჰყვა ცოლადო.

- დიდი მადლობა, თუ ასე მიიჩნევს ვინმე... ნუკრი განსაკუთრებული ქალბატონია და მასთან შეხვედრა ნამდვილად დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რაღაცები ვერ აეწყო. ალბათ ამისი მიზეზი ის გახლდათ, რომ პირადი ტრაგედია ახალი გადატანილი მქონდა და ჯერ კიდევ არ ვიყავი ის, ვინც ვარ. ალბათ ავად ვიყავი, ალბათ ცოლზე მეტად მაშინ, წამალი მჭირდებოდა, მაგრამ სურვილი, რომ ოჯახური ცხოვრება აგვეწყო, ორივეს ნამდვილად გვქონდა... არ გამოგვივიდა და რა მნიშვნელობა აქვს ახლა მიზეზებს? მთავარი ხომ ის არის, რომ მაშინ მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი და გულწრფელად გვეგონა, რომ ეს ქორწინება სამუდამო იყო.

- ის ქორწინება 6 თვის თავზე დამთავრდა და თქვენ ისევ ახალ უღელში, თამამად გაჰყავით თავი. ხათუნა - რიგით მესამე მეუღლე თქვენთან ამერიკაში ჩამოვიდა, არა?

- ხათუნა ასეთია: ძალიან კარგი ხასიათის, უშუალო, მეგობრული. ის ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ. ეს ქორწინება არცთუ ისე უიღბლო და არცთუ ისე ხანმოკლე აღმოჩნდა, ჩვენ ოთხი წელი გავატარეთ ერთად... ბოლოს მივხვდით, რომ კარგი მეგობრობიდან ცოლ- ქმრად ვერაფრით გადავიქეცით და რაკი ეს გავაცნობიერეთ, ამიტომ არც დაცილება ყოფილა ტრაგედია. ძალიან მიყვარს ხათუნას ოჯახიც, მისი შვილები და სულაც არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს დავკარგავ. ეს მარიკამაც იცის, ხათუნასაც იცნობს და არაფერი აქვს ამისი საწინააღმდეგო.

- ბატონო ალიკო, თქვენ 32 წელი იცხოვრეთ მეუღლესთან... ახლა კი ამ მოკლე პერიოდში, მეოთხედ ქორწინდებით. რადგან მარიკა გავიცანი, ცოტათი მესმის კიდეც თქვენი - ის საოცრად მომხიბვლელი ქალბატონია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მხოლოდ გარეგნობის ან იმ ფაქტის გამო, რომ მარიკა ანთია საკმაოდ წარმატებული ადამიანია, არ უნდა შემდგარიყო ეს ქორწინება.

- ეს ქორწინება იმ სიყვარულის შე­დეგია, რომლის ჩანასახიც 30 წლის წინანდელ ამბებში უნდა ვეძებოთ. მაშინ თბილისის სამხატვრო აკადემიის პრორექტორი ვიყავი, მარიკა კი სტუდენტი გახლდათ. ძალიან ლამაზი გოგონა აკადემიის სილამაზის დედოფლადაც აირჩიეს. რა თქმა უნდა, ის ყველას ძალიან მოსწონდა და მათ შორის, მეც. როცა წლები გავიდა და ერთმანეთს შევხვდით, ისევ ძალიან მომეწონა. თან უკვე პატარა გოგონა კი არა, ზრდასრული, მშვენიერი, თავისუფალი ქალი იყო... ჩვენ მხოლოდ გარეგნულად კი არა, შინაგანადაც გავიცანით ერთმანეთი. მივხვდი, როგორი ჭკვიანი და სასიამოვნო ადამიანია, უსაზღვროდ თბილი. მოკლედ, ახალგაზრდობაში გარეგნობით გამოწვეული აღფრთოვანება, აი ახლა, მოწიფულობაში სიყვარულად გადაიქცა და ამისთვის ბედის მადლიერი ვარ.

- ქალბატონო მარიკა, როცა სილამაზის დედოფლად აგირჩიეს, უკვე გათხოვილი იყავით. წლების შემდეგ, როდესაც თქვენც დიდი ტრაგედიის შემდეგ, მარტო დარჩით, შემთხვევამ ისევ შეგახვედრათ ყოფილ პრორექტორს...

მარიკა:

- სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ყველა ადამიანისთვის. მე ქანდაკების ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩემი მეუღლეც, რომელიც 14 წლიდან სიგიჟემდე მიყვარდა, ამავე სასწავლებლის სტუდენტი იყო. ძალიან აქტიური ვარ და ყველა ღონისძიებაში, რასაც მაშინ ჩვენი სასწავლებელი ითავებდა, მეც ვმონაწილეობდი. მოდების ჩვენებაში "დემონსტრატორი" ვიყავი, ვაკეთებდით გამოფენებს და სილამაზის დედოფალიც გავხდი... ამ ყველაფერს კი ბატონი ალიკო უძღვებოდა. მახსოვს ის სცენაც, რომელიც სილამაზის დედოფლის კონკურსისთვის დამიდგეს: ეს ყველაფერი ზაზა შენგელიას სცენარით განხორციელდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია... ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, შეყვარებული ჩემს ქმარზე და ამიტომ, ბუნებრივია, ალიკოსთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა... მერე წლები გავიდა და ზუსტად 8 წლის წინ, როდესაც ჩემი უმცროსი ვაჟი - ბაქარი 4 წლის იყო, მეუღლე გარდამეცვალა... ეს იმდენად დიდი შოკი იყო, რომ ახლაც არ მჯერა, რომ გადავრჩი და ცხოვრების გაგრძელება შევძელი.

- ბატონ ალიკოს როგორ შეხვდით?

- თავად მომძებნა "ფეისბუკის" დახმარებით. ის თბილი, კაცთმოყვარე ადამიანია და უამრავი მეგობარი ამიტომაც ჰყავს. მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანებთან ურთიერთობაა... როგორც ჩანს, სადღაც თვალი მოჰკრა ჩემს სახელსა და გვარს და მაშინვე მომიკითხა. უსაზღვროდ გამიხარდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს "ფეისბუკით" ვესაუბრებოდით და ბევრი რამ გავიგე მის შესახებ. ის ადამიანი, რომელსაც სიყმაწვილეში ვიცნობდი, ახლიდან აღმოვაჩინე.

- როდის მიხვდით, რომ ეს ურთიერთობა შეიძლებოდა, ცოტათი უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე ყო­ფილი პრორექტორისა და ნასტუდენტარის მეგობრობა?

- რაღაც პატარა განწყობილება მაშინვე გაჩნდა... ოღონდ ცოტა ხანში, სიუჟეტი ვნახე, სადაც მისი და ნუკრი კაპანაძის ქორწინების შესახებ ლაპარაკობდნენ და ვიფიქრე, ალბათ რაღაც მომეჩვენა- მეთქი. მივულოცე. ოღონდ, ეს იმდენად დაგვიანებული მილოცვა აღმოჩნდა, რომ სახტად დავრჩი - ალიკომ მითხრა, რომ დაშორდნენ. მოკლედ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. აღარ ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა... მერე მალე შევხვდით.

- როგორი შეხვედრა იყო: მეგობრული თუ ქალისა და მამაკაცის პაემანი?

- პრინციპში, უფრო მეგობრული... ძალიან კარგი საღამო გავატარეთ, ბევრი ვისაუბრეთ და მომეჩვენა, რომ რაღაც ჩაისახა კიდეც ჩვენ შორის... როცა დამშვიდობების წინ მაკოცა, აი, მაშინ მივხვდი, რომ არაფერიც არ მომჩვენებია, მაგრამ... იმ დღის მერე ჩემთვის აღარ დაურეკავს.

- ვითომ შეეშინდა ამ ურთიერთობის გაღრმავების?

- არ ვიცი... მერე წლების შემდეგ ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი უკვე განცდილს ჰგავდა და ამან აიძულა, გაქცეულიყო.

- გაიქცა კიდეც და კიდევ ერთხელ დაქორწინდა.

- დაქორწინებამდე ხათუნაც გამაცნო. ესეც უცნაურად მოხდა: დამირეკა თბილისში ვარ და კაფეში შევხვდეთ ერთმანეთსო. პაემანზე მივედი, ალიკო მარტო დამხვდა, მაგრამ ცოტა ხანში ხათუნაც მოვიდა... წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. ვიფიქრე, ალბათ ის კოცნაც მეგობრული იყო- მეთქი და ორივე ჩემს სახლში, მწვადზე დავპატიჟე. ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა. ალიკოს ყველაფერი მოსწონდა, რასაც ვთავაზობდი... მერე წავიდნენ...

- და ისევ დაიკარგა?

- არა, ყოველი ჩამოსვლისას მირეკავდა და ვხვდებოდით მეგობრულად. მისი თბილისური ვიზიტების ერთი დღე ყოველთვის ჩემი იყო... რადგან ძალიან მრცხვენოდა საკუთარი თავის ჩემივე "მოჩვენებების" გამო, თავი ვაიძულე, ჭეშმარიტი მეგობარივით მოვქცეულიყავი და მგონი, არც არაფერი შემშლია... ბოლოს კი ყველაფერი შეიცვალა...

- ყველაფერი შეიცვალა ანუ მესამე ქორწინებაც დამთავრდა?

- უფრო მეტიც, მითხრა, რომ ჩემთან ერთად უნდოდა ცხოვრება... ჯერ ამერიკაში ჩასასვლელად მეპატიჟებოდა. მე კატეგორიული უარი ვთქვი მასთან სტუმრობაზე, ამიტომ თავად ჩამოვიდა და აი, ახლა ერთად ვართ... ბევრი კი ვებრძოლე საკუთარ თავს, ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ ალიკოც თავს კარგად გრძნობს.

- რა შეიცვალა ნიშნობის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?

- ახლა მივხვდი, რა არის ბედნიერება, როცა გათენებაც გიხარია და დაღამებაც. ალიკოს ძალიან უყვარს ჩემი შვილები... ახლა ახალ სახლში ვაპირებთ გადასვლას, რომელიც ალიკოს მოთხოვნებს ყველა პარამეტრით დააკმაყოფილებს... ორივეს უამრავი მეგობარი და ახლობელი გვყავს და მოდიან მოსალოცად, სანახავად.

- ბატონო ალიკო, ახლა რა გეგმები გაქვთ?

- მე და მარიკა იანვარში ლას- ვეგასში დავიწერთ ჯვარს. წინ ამერიკა გველოდება, ჩემი შვილები და შვილიშვილები. დედა და ძმა კი უკვე გავაცანი მარიკას.

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება