პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აწონონ ჩემი ჯიგარიც" - დავით ნარმანია კორკოტას პასუხობს
"აწონონ ჩემი ჯიგარიც" - დავით ნარმანია კორკოტას პასუხობს

უნდა იყოს თუ არა თბი­ლი­სის მერი აუ­ცი­ლებ­ლად თბი­ლი­სე­ლი - დის­კუ­სია ამ თე­მა­ზე მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და, რაც მმარ­თველ­მა გუნ­დმა ღიად გა­მო­ა­ცხა­და თბი­ლი­სის მე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, და­ვით ნარ­მა­ნია იქ­ნე­ბა.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მერი აუ­ცი­ლებ­ლად თბი­ლი­სე­ლი უნდა იყოს, გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლია. მას ამ პოსტზე სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტად გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მი­აჩ­ნია, იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ "გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ჯიგ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ლი კა­ცია".

მმარ­თვე­ლი გუნ­დის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ კორ­კო­ტაშ­ვილს "დიდი პო­ლი­ტი­კის" სტუ­დი­ი­დან უპა­სუ­ხა: "ძი­რძვე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბის მენ­ტა­ლი­ტეტს ვიც­ნობ, მაგ­რამ მათ ავი­წყდე­ბათ, რომ თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქია. მე 34 წლის ვარ და აქე­დან ბოლო 17 წელი თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, ცალ­კე­ულ გას­ვლებს თუ არ ჩავ­თვლით. ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მებს და ხალ­ხის მენ­ტა­ლი­ტეტს. მე ვიც­ნობ ამ ქა­ლა­ქის სა­ჭი­რო­ე­ბებს. ბა­ტო­ნი კორ­კო­ტა, რო­გორც ჩანს, არ იც­ნობს ჩემს ჯიგ­რი­ა­ნო­ბას და ბევ­რი არ გა­უ­გია. თუ ფიქ­რო­ბენ, რომ ჯი­გარ­მა უნდა გა­და­წო­ნოს ყვე­ლა­ფე­რი, მა­შინ აწო­ნონ ჩემი ჯი­გა­რიც; ეს ჩემ­ში ირო­ნი­ას იწ­ვევს", - აცხა­დებს და­ვით ნარ­მა­ნია.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

"აწონონ ჩემი ჯიგარიც" - დავით ნარმანია კორკოტას პასუხობს

"აწონონ ჩემი ჯიგარიც" - დავით ნარმანია კორკოტას პასუხობს

უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი - დისკუსია ამ თემაზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მმართველმა გუნდმა ღიად გამოაცხადა თბილისის მერის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატი. როგორც ცნობილია, კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია იქნება.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, გია კორკოტაშვილია. მას ამ პოსტზე საუკეთესო კანდიდატად გიორგი გაჩეჩილაძე მიაჩნია, იმ არგუმენტით, რომ "გიორგი გაჩეჩილაძე ჯიგრიანი ქალაქელი კაცია".

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ კორკოტაშვილს "დიდი პოლიტიკის" სტუდიიდან უპასუხა: "ძირძველი თბილისელების მენტალიტეტს ვიცნობ, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია. მე 34 წლის ვარ და აქედან ბოლო 17 წელი თბილისში ვცხოვრობ, ცალკეულ გასვლებს თუ არ ჩავთვლით. ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქის პრობლემებს და ხალხის მენტალიტეტს. მე ვიცნობ ამ ქალაქის საჭიროებებს. ბატონი კორკოტა, როგორც ჩანს, არ იცნობს ჩემს ჯიგრიანობას და ბევრი არ გაუგია. თუ ფიქრობენ, რომ ჯიგარმა უნდა გადაწონოს ყველაფერი, მაშინ აწონონ ჩემი ჯიგარიც; ეს ჩემში ირონიას იწვევს", - აცხადებს დავით ნარმანია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა