მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 სულელური ამბავი, რომელიც ადამიანებმა დაიჯერეს
3 სულელური ამბავი, რომელიც ადამიანებმა დაიჯერეს

ეს 3 უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი ჰო­ლი­ვუ­დის სცე­ნა­რი არ გე­გო­ნოთ.

1. სა­ნატ­რე­ლი შვე­ბუ­ლე­ბა და ნარ­კო­ტი­კე­ბი: 64 წლის ავ­სტრა­ლი­ელ­მა ქალ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში გა­თა­მა­შე­ბა­ში გა­ი­მარ­ჯვა. გა­მარ­ჯვე­ბულს კა­ნა­და­ში ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი გა­დას­ცეს, რო­მე­ლიც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­როს, თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თი­სა და ექ­სკურ­სი­ე­ბის ხარ­ჯებს ფა­რავ­და. 1 კვი­რა წყვილ­მა ფან­ტას­ტი­კურ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რა. თუმ­ცა სა­ოც­ნე­ბო შვე­ბუ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნო ფი­ნა­ლით დას­რულ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ ბარ­გში წა­მოს­ვლის წინ 7 კი­ლოგ­რა­მი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნარ­კო­ტი­კი მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი ჩა­დეს. წყვილ­მა ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და და მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აე­რო­პორ­ტში აღ­მოჩ­ნდნენ, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შე­მოწ­მე­ბი­სას და­ად­გი­ნეს, რომ ბარ­გი "ზედ­მე­ტად მძი­მეა". ავ­სტრა­ლი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ კა­ნა­დე­ლი კაცი და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც წყვილს აე­რო­პორ­ტში ელო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ მო­ხუ­ცე­ბუ­ლი წყვი­ლი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლია.

2. ქალ­მა 1 500 დო­ლა­რი iPhone ნაც­ვლად ჩი­ნურ Apple-ში გა­და­ი­ხა­და: ქა­ლაქ ბრიზ­ბენ­ში მცხოვ­რებ­მა ქალ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ ახა­ლი თა­ო­ბის iPhone-ს შე­ძე­ნა სურ­და და მომ­ხმა­რებ­ლებს დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და; მალე მას და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ მაკ­დო­ნალ­დში შეხ­ვედ­რო­და და iPhone ეყი­და. ბედ­ნი­ერ­მა ქალ­მა iPhone-ის ყუთ­ში შე­ფუ­თუ­ლი "ახა­ლი" სმარ­ტფო­ნი 1 500 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ნა­ძე­ნი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ქალ­მა გახ­სნა, თუმ­ცა, ყუთ­ში ჩი­ნეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი Apple დახ­ვდა. ქალ­მა სა­ჩი­ვა­რი პო­ლი­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ; სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თქვეს, რომ ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მებ­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს არ ენ­დონ.

3. მომ­ღე­რალ ნიკ ქე­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თაღ­ლი­თო­ბა: სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ა­ში შეკ­ვე­თი­ლი სამ­კა­უ­ლი კუ­რი­ერ­მა სას­ტუმ­რო­ში მი­ი­ტა­ნა - ავ­ტო­მო­ბილს პი­როვ­ნე­ბა დახ­ვდა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ღერ­ლის ასის­ტენ­ტია და შე­ძე­ნილ ნივთს თა­ვად აუ­ტან­და. კუ­რი­ერ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის ლო­დი­ნის შემ­დეგ იმ იმე­დით, რომ ფულს ჩა­მო­უ­ტან­დნენ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ არა­ვი­თა­რი ვარ­სკვლა­ვი აქ არ ცხოვ­რობ­და. თაღ­ლი­თი დღე­საც ვერ იპო­ვეს. ტან­საც­მლის მა­ღა­ზია Fred Segal-ს კი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი მი­ად­გა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია cracked.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

3 სულელური ამბავი, რომელიც ადამიანებმა დაიჯერეს

3 სულელური ამბავი, რომელიც ადამიანებმა დაიჯერეს

ეს 3 უცნაური ამბავი ჰოლივუდის სცენარი არ გეგონოთ.

1. სანატრელი შვებულება და ნარკოტიკები: 64 წლის ავსტრალიელმა ქალმა ინტერნეტში გათამაშებაში გაიმარჯვა. გამარჯვებულს კანადაში ორკაციანი საგზური გადასცეს, რომელიც ძვირადღირებული სასტუმროს, თვითმფრინავის ბილეთისა და ექსკურსიების ხარჯებს ფარავდა. 1 კვირა წყვილმა ფანტასტიკურ გარემოში გაატარა. თუმცა საოცნებო შვებულება უსიამოვნო ფინალით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ მათ ბარგში წამოსვლის წინ 7 კილოგრამი ფსიქოტროპული ნარკოტიკი მეტამფეტამინი ჩადეს. წყვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მწარე რეალობის წინაშე აეროპორტში აღმოჩნდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბარგი "ზედმეტად მძიმეა". ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ კანადელი კაცი დააკავა, რომელიც წყვილს აეროპორტში ელოდა. სამართალდამცავებმა დაამტკიცეს, რომ მოხუცებული წყვილი თაღლითობის მსხვერპლია.

2. ქალმა 1 500 დოლარი iPhone ნაცვლად ჩინურ Apple-ში გადაიხადა: ქალაქ ბრიზბენში მცხოვრებმა ქალმა ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ახალი თაობის iPhone-ს შეძენა სურდა და მომხმარებლებს დახმარებას სთხოვდა; მალე მას დაურეკეს და უთხრეს, რომ მაკდონალდში შეხვედროდა და iPhone ეყიდა. ბედნიერმა ქალმა iPhone-ის ყუთში შეფუთული "ახალი" სმარტფონი 1 500 დოლარად შეიძინა. მოგვიანებით შენაძენი აღფრთოვანებულმა ქალმა გახსნა, თუმცა, ყუთში ჩინეთში დამზადებული Apple დახვდა. ქალმა საჩივარი პოლიციაში შეიტანა, თუმცა უშედეგოდ; სამართალდამცავებმა თქვეს, რომ ონლაინ რეკლამებსა და შემოთავაზებებს არ ენდონ.

3. მომღერალ ნიკ ქენონთან დაკავშირებული თაღლითობა: საიუველირო მაღაზიაში შეკვეთილი სამკაული კურიერმა სასტუმროში მიიტანა - ავტომობილს პიროვნება დახვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მომღერლის ასისტენტია და შეძენილ ნივთს თავად აუტანდა. კურიერმა რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ იმ იმედით, რომ ფულს ჩამოუტანდნენ გააცნობიერა, რომ არავითარი ვარსკვლავი აქ არ ცხოვრობდა. თაღლითი დღესაც ვერ იპოვეს. ტანსაცმლის მაღაზია Fred Segal-ს კი მატერიალური ზარალი მიადგა.

მომზადებულია cracked.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"