სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია
მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია

ქარ­თველ მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალს, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს, უცხო­ე­ლე­ბი თამი ადამ­სად იც­ნო­ბენ. ის 7 წლი­დან ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი უცხო ენაც იცის. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო მისი სამ­შობ­ლოა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი ცოტა არ იყოს, უჭირს. სა­მა­გი­ე­როდ, ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა "მი­წა­ზე" არა­სო­დეს გაც­ვლის.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე. 7 წლამ­დე თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი და პირ­ვე­ლი კლა­სი აქ და­ვამ­თავ­რე, მერე კი მშობ­ლებ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად ჰო­ლან­დი­ა­ში წა­ვე­დი. იქ 3 წელი ვი­ყა­ვით. პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ჩემს კლას­ში სწავ­ლობ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის შვი­ლი - ნიკა ორ­ჯო­ნი­კი­ძე.

- ასეთ პა­ტა­რა გო­გოს უცხო ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა, თა­ნა­ტო­ლებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა არ გა­გი­ჭირ­და?

- ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რი ვი­ყა­ვი და კლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მი­ჭირ­და. სხვა­თა შო­რის, ენის ბა­რი­ე­რიც მალე გა­დავ­ლა­ხე.

- ჰო­ლან­დი­ი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გა­დახ­ვე­დით?

- ჰო­ლან­დი­ი­დან შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ვე­დით. დიდ­ხანს არც იქ გვი­ცხოვ­რია. სკო­ლა მო­ნა­კო­ში და­ვამ­თავ­რე. ამ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­ძი­ნე. ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მო­ნა­კოს პრინ­ცე­სა აუ­რე­ლი­ას­თან. ჩვენ ლა­მის ერ­თად, დე­ბი­ვით გა­ვი­ზარ­დეთ და ბო­ლოს დავ­ნა­თე­სავ­დით კი­დეც - მისი ნათ­ლია გავ­ხდი.

- ასე­თი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორ ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დათ?

- ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი ახ­ლობ­ლობ­დნენ. მა­მა­ჩემ­სა და მა­მა­მისს მო­ნა­კო­ში სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენც და­ვახ­ლოვ­დით. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 18 წლის ასაკ­ში, მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი და დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა სწო­რედ რუ­სეთ­ში და­მე­წყო. მოკ­ლედ, დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში ჩავფრინ­დი და სამ­სა­ხი­ო­ბო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე. ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობ­დი იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია.

- რო­გორც ვიცი, მღე­რი კი­დეც...

- სიმ­ღე­რა ჩემი ჰო­ბია, ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. მოს­კოვ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, შევ­ქმე­ნი სა­კუ­თა­რი სტუ­დია, სა­დაც ვწერ­დი სიმ­ღე­რებს ჰიპ-ჰო­პის სტილ­ში და გა­მო­ვუშ­ვი ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით - "მსოფ­ლი­ოს მარ­თვა". ამ ალ­ბომ­ზე 6 წელი ვმუ­შა­ობ­დი და ბო­ლოს, სწო­რედ მისი წყა­ლო­ბით, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი რე­პე­რი გავ­ხდი. ჩემ­ზე არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა... სტუ­დი­ა­ში მყავ­და მოს­წავ­ლე­ე­ბიც, რომ­ლებ­საც ვო­კალ­ში ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი და სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რა­შიც ვეხ­მა­რე­ბო­დი.

- კონ­ცერ­ტებ­ზე თუ გა­მო­დი­ო­დი?

- რა თქმა უნდა, გა­მოვ­დი­ო­დი და მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­ვი­ჩი­ნე. მათ ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რი მოს­წონ­დათ... ალ­ბო­მის გა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­ვემ­გზავ­რე. მინ­დო­და, ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა იქ კი­დევ უფრო მე­ტად გა­მეღრმა­ვე­ბი­ნა.

- ამე­რი­კა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ვინ გა­ფი­ნან­სებ­და?

- მოს­კოვ­ში ყოფ­ნი­სას ფული სა­კუ­თა­რი შრო­მით და­ვაგ­რო­ვე: სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დი, კონ­ცერ­ტე­ბი­და­ნაც მქონ­და შე­მო­სა­ვა­ლი და ა.შ. მაგ­რამ ცხა­დია, ამე­რი­კა­ში მყოფს მშობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბიც მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ...

- გყავ­და იქ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც გზის გაკ­ვალ­ვა­ში და­გეხ­მა­რა?

- გვერ­დით არა­ვინ მყავ­და, სრუ­ლი­ად მარ­ტო ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ვარ და ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი შრო­მით მი­ვაღ­წიო. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე. ძა­ლი­ან კარ­გი სტუ­დენ­ტო­ბა მქონ­და, ყო­ვე­ლი დღე სა­სი­ა­მოვ­ნო და შთამ­ბეჭ­და­ვი გახ­ლდათ... სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­შიც ვსწავ­ლობ­დი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ბევრ მსა­ხი­ობს აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ლექ­ცი­ებს მი­კი­თხავ­დნენ პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­რი­ლინ მონ­როს, ალ პა­ჩი­ნო­სა და რო­ბერტ დე ნი­როს ას­წავ­ლიდ­ნენ მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბას. თა­ვად ალ პა­ჩი­ნოც მი­კი­თხავ­და ლექ­ცი­ებს. ის ნი­ჭი­ე­რი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტომ კრუ­ზი და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის მა­მაც გვეს­ტუმ­რა და სას­წავ­ლებ­ლის გვერ­დით არ­სე­ბულ კა­ფე­ში ყა­ვაც კი დავ­ლიე მათ­თან ერ­თად. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ხში­რად ვხვდე­ბი ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს. აქ ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია, მაგ­რამ მათ ქარ­თვე­ლებს ვერ შე­ვა­და­რებ: სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ სა­მა­გა­ლი­თო მე­გობ­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი იცი­ან!

- ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­მარ­თულ სი­ლა­მა­ზისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! კონ­კურ­სში მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

- ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვად გა­დავ­წყვი­ტე. რო­დე­საც შე­ვი­ტყვე, რომ სი­ლა­მა­ზისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! კონ­კურ­სი, სა­ხელ­წო­დე­ბით "მსოფ­ლი­ოს დე­დო­ფა­ლი" ტარ­დე­ბო­და, ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი გავ­გზავ­ნე, მერე და­მი­კავ­შირ­დნენ და კას­ტინ­გიც გა­ვი­ა­რე. ამ კონ­კურ­სში 30-ზე მეტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- ვინ გახ­და "მსოფ­ლი­ოს დე­დო­ფა­ლი"?

- "მსოფ­ლი­ოს დე­დო­ფა­ლი" ეს­პა­ნე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და. მე გა­ვი­მარ­ჯვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "სა­უ­კე­თე­სო ტანი" და გავ­ხდი "მის სა­ქარ­თვე­ლო" ლოს-ან­ჯე­ლეს­ში. ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. გა­მარ­ჯვე­ბა­ზე არც ვოც­ნე­ბობ­დი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­დგე­ნა იყო. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც აცხა­დე­ბენ, რომ შენ ხარ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ტაშს გიკ­რა­ვენ.

- რა­ი­მე პრი­ზი თუ გად­მოგ­ცეს?

- კი, ოქ­როს "სტა­ტუ­ეტ­კა" მომ­ცეს. ეს კონ­კურ­სი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ჩვენ-ჩვე­ნი პრი­ზი იუ­ნეს­კოს გა­და­ვე­ცით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მსოფ­ლი­ოს პა­ტა­რებს ეხ­მა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ეს­პა­ნე­თის წარ­მო­მად­გე­ნელს, მას 100 ათა­სი დო­ლა­რი გა­დას­ცეს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებ?

- ვა­პი­რებ, ოღონდ - ცოტა ხნით. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი სტუ­დია მქონ­დეს, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბებ­სა და მომ­ღერ­ლებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამაღ­ლე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი, მათ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებ. ყვე­ლა­ზე დიდი და მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა მინ­და, არის ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­ვიც­ნო. ასე მგო­ნია, მას­თან რა­ღაც მა­კავ­ში­რებს.

- იქ­ნებ დაგ­ვი­კონ­კრე­ტო, რას გუ­ლის­ხმობ?

- ჩემ­სა­ვით, სა­ა­კაშ­ვილ­მაც 5 უცხო ენა იცის. მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და შე­უ­პო­ვა­რია ისე­ვე, რო­გორც მე (იცი­ნის). მოკ­ლედ, რა­ღა­ცე­ბით ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ.

- რა შე­გიძ­ლია, ამე­რი­კელ მა­მა­კა­ცებ­ზე გვი­თხრა?

- თუკი რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი შე­მიყ­ვარ­დე­ბა, ცო­ლო­ბა­ზე უარს არ ვე­ტყვი. თუმ­ცა, გა­მო­გი­ტყდე­ბით და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რად ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ავირ­ჩიო. სა­სურ­ვე­ლია, თუ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბა.

- ალ­ბათ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავს, არა?

- კი, ბევ­რნი არი­ან (იღი­მის). თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ჩემი გული არა­ვის ეკუთ­ვნის. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ. აქ ძი­რი­თა­დად, ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქე­ბა უყ­ვართ - ამ გზით ცდი­ლო­ბენ ქა­ლის გუ­ლის მო­გე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ემ­ნე­ბის­თვის დრო არ მრჩე­ბა, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვარ.

- რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 29-ის გავ­ხდი, დავ­ბერ­დი უკვე (იცი­ნის).

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობ, რითი ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ახლა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებ­ში ვარ ჩაბ­მუ­ლი, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს სპონ­სო­რე­ბის მო­ძებ­ნა­ში ვეხ­მა­რე­ბი. ასე­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში "ახა­ლი ხმა". მსგავ­სი კონ­კურ­სი ხომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ტარ­დე­ბა და მას­ში ჩემი და - ანჩო დო­ლი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს. მას ძა­ლი­ან კარ­გი ხმა აქვს და დიდი იმე­დი მაქვს, რომ გა­ი­მარ­ჯვებს.

- თამი, ამე­რი­კა­ში ქი­რით ცხოვ­რობ?

- რა თქმა უნდა! აქ სახ­ლის შე­ძე­ნა უდი­დე­სი ფუ­ფუ­ნე­ბაა. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტულ, კე­თილ­მო­წყო­ბილ სახ­ლში ვცხოვ­რობ. მაქვს აუზი, ფიტ­ნე­სი, სა­უ­ნა, ბარი...

- შენი ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი თა­მა­რია, მაგ­რამ "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გი­წე­რია, რომ თამი ადამ­სი ხარ...

- ასეა. როცა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ჩა­მო­ვე­დი, ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა მირ­ჩია, ისე­თი ფსევ­დო­ნი­მი შე­მერ­ჩია, რომ აქ ად­ვი­ლად და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნათ. ჰო­ლი­ვუდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მოკ­ლე და ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გვა­რი გქონ­დეს. მოკ­ლედ, თამი ადამ­სი ჩემი ფსევ­დო­ნი­მია, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ასე მიც­ნო­ბენ.

- რო­გორც ვიცი, ამე­რი­კულ ფილმში გი­ღე­ბენ. რა შე­გიძ­ლია გვი­თხრა ამის შე­სა­ხებ?

- დიახ, სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე, მაგ­რამ ამა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ­ჯე­რო­ბით, არ მსურს... ისე, ამე­რი­კულ ფილ­მებ­ში ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­მი­ღეს, ბოლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! კი შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლია და მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, ჯერ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვფიქ­რობ.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია

მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია

ქართველ მსახიობსა და მომღერალს, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, უცხოელები თამი ადამსად იცნობენ. ის 7 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და შესაბამისად, ბევრი უცხო ენაც იცის. მართალია, საქართველო მისი სამშობლოა, მაგრამ ქართულად ლაპარაკი ცოტა არ იყოს, უჭირს. სამაგიეროდ, ამბობს, რომ საქართველოს სხვა "მიწაზე" არასოდეს გაცვლის.

- საქართველოში დავიბადე. 7 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი და პირველი კლასი აქ დავამთავრე, მერე კი მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად ჰოლანდიაში წავედი. იქ 3 წელი ვიყავით. პრესტიჟულ სკოლაში დავდიოდი. ჩემს კლასში სწავლობდა ცნობილი ქართველი ბიზნესმენის შვილი - ნიკა ორჯონიკიძე.

- ასეთ პატარა გოგოს უცხო ქალაქში ცხოვრება, თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდა?

- ძალიან კონტაქტური ვიყავი და კლასელებთან ურთიერთობა არ მიჭირდა. სხვათა შორის, ენის ბარიერიც მალე გადავლახე.

- ჰოლანდიიდან საცხოვრებლად რომელ ქვეყანაში გადახვედით?

- ჰოლანდიიდან შვეიცარიაში გადავედით. დიდხანს არც იქ გვიცხოვრია. სკოლა მონაკოში დავამთავრე. ამ ქვეყანაში უამრავი მეგობარი და ახლობელი ადამიანი შევიძინე. ახლო მეგობრული ურთიერთობა მქონდა მონაკოს პრინცესა აურელიასთან. ჩვენ ლამის ერთად, დებივით გავიზარდეთ და ბოლოს დავნათესავდით კიდეც - მისი ნათლია გავხდი.

- ასეთი ახლო ურთიერთობა როგორ ჩამოგიყალიბდათ?

- ჩვენი მშობლები ახლობლობდნენ. მამაჩემსა და მამამისს მონაკოში საერთო ბიზნესი ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ჩვენც დავახლოვდით. სკოლის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ასაკში, მოსკოვში გამგზავრება გადავწყვიტე. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი და დიდი სურვილი მქონდა, სამსახიობო კარიერა სწორედ რუსეთში დამეწყო. მოკლედ, დედასთან ერთად მოსკოვში ჩავფრინდი და სამსახიობო აკადემიაში ჩავაბარე. ძალიან ბევრს ვშრომობდი იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.

- როგორც ვიცი, მღერი კიდეც...

- სიმღერა ჩემი ჰობია, ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მოსკოვში სწავლის პერიოდში, შევქმენი საკუთარი სტუდია, სადაც ვწერდი სიმღერებს ჰიპ-ჰოპის სტილში და გამოვუშვი ალბომი სახელწოდებით - "მსოფლიოს მართვა". ამ ალბომზე 6 წელი ვმუშაობდი და ბოლოს, სწორედ მისი წყალობით, ძალიან ცნობილი რეპერი გავხდი. ჩემზე არაერთი სტატია დაიწერა... სტუდიაში მყავდა მოსწავლეებიც, რომლებსაც ვოკალში ვამეცადინებდი და სიმღერების ჩაწერაშიც ვეხმარებოდი.

- კონცერტებზე თუ გამოდიოდი?

- რა თქმა უნდა, გამოვდიოდი და მოსკოვში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გავიჩინე. მათ ჩემი რეპერტუარი მოსწონდათ... ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ლოს-ანჯელესში გავემგზავრე. მინდოდა, ჩემი სამსახიობო განათლება იქ კიდევ უფრო მეტად გამეღრმავებინა.

- ამერიკაში სწავლის პერიოდში ვინ გაფინანსებდა?

- მოსკოვში ყოფნისას ფული საკუთარი შრომით დავაგროვე: სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი, კონცერტებიდანაც მქონდა შემოსავალი და ა.შ. მაგრამ ცხადია, ამერიკაში მყოფს მშობლები და მეგობრებიც მეხმარებოდნენ...

- გყავდა იქ ისეთი ადამიანი, ვინც გზის გაკვალვაში დაგეხმარა?

- გვერდით არავინ მყავდა, სრულიად მარტო ვიყავი. ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება ვარ და ვცდილობ, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიო. ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ჩავაბარე. ძალიან კარგი სტუდენტობა მქონდა, ყოველი დღე სასიამოვნო და შთამბეჭდავი გახლდათ... სასწავლებელი, რომელშიც ვსწავლობდი, მსოფლიოში ცნობილ ბევრ მსახიობს აქვს დამთავრებული. ლექციებს მიკითხავდნენ პედაგოგები, რომლებიც მერილინ მონროს, ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს ასწავლიდნენ მსახიობის ოსტატობას. თავად ალ პაჩინოც მიკითხავდა ლექციებს. ის ნიჭიერი და ძალიან საინტერესო ადამიანია. უნივერსიტეტში ტომ კრუზი და ანჯელინა ჯოლის მამაც გვესტუმრა და სასწავლებლის გვერდით არსებულ კაფეში ყავაც კი დავლიე მათთან ერთად. სუპერმარკეტებში ხშირად ვხვდები ლეონარდო დი კაპრიოს. აქ ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ მათ ქართველებს ვერ შევადარებ: საქართველოში ხომ სამაგალითო მეგობრობა და სიყვარული იციან!

- ლოს-ანჯელესში გამართულ სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსში მიიღე მონაწილეობა...

- ამ კონკურსში მონაწილეობა თავად გადავწყვიტე. როდესაც შევიტყვე, რომ სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კონკურსი, სახელწოდებით "მსოფლიოს დედოფალი" ტარდებოდა, ჩემი მონაცემები გავგზავნე, მერე დამიკავშირდნენ და კასტინგიც გავიარე. ამ კონკურსში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

- ვინ გახდა "მსოფლიოს დედოფალი"?

- "მსოფლიოს დედოფალი" ესპანეთის წარმომადგენელი გახდა. მე გავიმარჯვე ნომინაციაში - "საუკეთესო ტანი" და გავხდი "მის საქართველო" ლოს-ანჯელესში. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. გამარჯვებაზე არც ვოცნებობდი. ჩემთვის მთავარი ჩვენი ქვეყნის წარდგენა იყო. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც აცხადებენ, რომ შენ ხარ საქართველოს წარმომადგენელი და ტაშს გიკრავენ.

- რაიმე პრიზი თუ გადმოგცეს?

- კი, ოქროს "სტატუეტკა" მომცეს. ეს კონკურსი საქველმოქმედო იყო და ყველა გამარჯვებულმა ჩვენ-ჩვენი პრიზი იუნესკოს გადავეცით. მოგეხსენებათ, ეს ორგანიზაცია მსოფლიოს პატარებს ეხმარება. რაც შეეხება ესპანეთის წარმომადგენელს, მას 100 ათასი დოლარი გადასცეს.

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

- ვაპირებ, ოღონდ - ცოტა ხნით. დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში საკუთარი სტუდია მქონდეს, რომლის წყალობითაც ახალბედა მსახიობებსა და მომღერლებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში დავეხმარები, მათ ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ. ყველაზე დიდი და მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლა მინდა, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გავიცნო. ასე მგონია, მასთან რაღაც მაკავშირებს.

- იქნებ დაგვიკონკრეტო, რას გულისხმობ?

- ჩემსავით, სააკაშვილმაც 5 უცხო ენა იცის. მიზანდასახული და შეუპოვარია ისევე, როგორც მე (იცინის). მოკლედ, რაღაცებით ერთმანეთს ვგავართ.

- რა შეგიძლია, ამერიკელ მამაკაცებზე გვითხრა?

- თუკი რომელიმე მათგანი შემიყვარდება, ცოლობაზე უარს არ ვეტყვი. თუმცა, გამოგიტყდებით და დიდი სურვილი მაქვს, ცხოვრების თანამგზავრად ქართველი მამაკაცი ავირჩიო. სასურველია, თუ პროფესიით მსახიობი იქნება.

- ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, არა?

- კი, ბევრნი არიან (იღიმის). თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი გული არავის ეკუთვნის. თაყვანისმცემლებისგან განებივრებული ვარ. აქ ძირითადად, ყვავილების ჩუქება უყვართ - ამ გზით ცდილობენ ქალის გულის მოგებას. სამწუხაროდ, პაემნებისთვის დრო არ მრჩება, ძალიან დატვირთული ვარ.

- რამდენი წლის ხარ?

- 29-ის გავხდი, დავბერდი უკვე (იცინის).

- ახლა რას საქმიანობ, რითი ხარ დაკავებული?

- ახლა საქველმოქმედო პროექტებში ვარ ჩაბმული, ბავშვთა საავადმყოფოებს სპონსორების მოძებნაში ვეხმარები. ასევე ვმონაწილეობ მუსიკალურ პროექტში "ახალი ხმა". მსგავსი კონკურსი ხომ საქართველოშიც ტარდება და მასში ჩემი და - ანჩო დოლიძე მონაწილეობს. მას ძალიან კარგი ხმა აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს.

- თამი, ამერიკაში ქირით ცხოვრობ?

- რა თქმა უნდა! აქ სახლის შეძენა უდიდესი ფუფუნებაა. ძალიან კომფორტულ, კეთილმოწყობილ სახლში ვცხოვრობ. მაქვს აუზი, ფიტნესი, საუნა, ბარი...

- შენი ქართული სახელი თამარია, მაგრამ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გიწერია, რომ თამი ადამსი ხარ...

- ასეა. როცა ლოს-ანჯელესში ჩამოვედი, ჩემმა პროდიუსერმა მირჩია, ისეთი ფსევდონიმი შემერჩია, რომ აქ ადვილად დაემახსოვრებინათ. ჰოლივუდში აუცილებელია, მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი გვარი გქონდეს. მოკლედ, თამი ადამსი ჩემი ფსევდონიმია, ლოს-ანჯელესში ასე მიცნობენ.

- როგორც ვიცი, ამერიკულ ფილმში გიღებენ. რა შეგიძლია გვითხრა ამის შესახებ?

- დიახ, სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით, არ მსურს... ისე, ამერიკულ ფილმებში ეპიზოდურ როლებში რამდენჯერმე გადამიღეს, ბოლო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კი შედარებით სერიოზულია და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ ამ ყველაფერზე ვფიქრობ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"