სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცირე და საშუალო მაღაზიების გაკოტრება გარდაუვალია
მცირე და საშუალო მაღაზიების გაკოტრება გარდაუვალია

თბი­ლის­ში სა­ცა­ლო ბიზ­ნესს პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, კომ­პა­ნი­ებს გა­კოტ­რე­ბის საფრ­თხე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის მო­ზღვა­ვე­ბამ და სექ­ტორ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდამ შე­უქ­მნა. რო­დე­საც ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ზე, ლა­მის, 3 სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია მო­დის, ცხა­დია, პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის­თვის რთუ­ლია, მათ შო­რის, ბაზ­რის მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვი­საც.

ამ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ "გუდ­ვი­ლი" სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ქარ­ვას­ლა­ში" და­ი­ხუ­რა იმის გამო, რომ ერთ ჭერ­ქვეშ ორი ჰი­პერ­მარ­კე­ტის არ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. პო­ზი­ცი­ე­ბი დათ­მო გლ­დან­ში სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ერთ დროს პო­პუ­ლა­რულ­მა ქსელ­მა "პო­პულ­მა". პრობ­ლე­მე­ბი აქვს "იოლი გას­ტრო­ნო­მი­ა­საც", ხოლო წვრი­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­რე­უბ­ნებ­ში, ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით იხუ­რე­ბა.

პრობ­ლე­მა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის ქსე­ლე­ბი, დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის შემ­დეგ, გა­რე­უბ­ნებ­საც მო­ედვ­ნენ. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ეს ტენ­დენ­ცი­აა.

ახა­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კამ წვრი­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი თა­მა­შ­გა­რე­შედ და­ტო­ვა. მათი მფლო­ბე­ლე­ბი "რე­ზო­ნანსთან" გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ ახა­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის გა­მო­ჩე­ნამ მომ­ხმა­რე­ბე­ლი წა­არ­თვა და უკონ­კუ­რენ­ტო გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდნენ.

სულ რამ­დე­ნი­მე დღეა გლ­და­ნის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი ნა­რინ­ჯის­ფე­რი სუ­პერ­მარ­კე­ტი "ფრე­ში" გა­მოჩ­ნდა. მა­ნამ­დე, იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი ახა­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტი გა­იხ­სნა, ხოლო ერთი და­ხუ­რა. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მეტი მყიდ­ვე­ლი ჰყავს "ფრეშს", რომ­ლის მი­ნის ვიტ­რი­ნა საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი წარ­წე­რის: "ბა­ზარ­ზე და­ბა­ლი ფა­სე­ბის" (რაც ნამ­დვი­ლად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას) წყა­ლო­ბით მომ­ხმა­რე­ბელს იზი­დავს.

მოკ­ლედ, სუ­პერ­მარ­კე­ტებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცია პიკ­ზეა. ყო­ვე­ლი ახ­ლად­გახ­სნი­ლი ობი­ექ­ტი მყიდ­ვე­ლის ახა­ლი სა­ტყუ­ა­რაა. ასე გრძელ­დე­ბა მო­რი­გი ახა­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნამ­დე, ხოლო "ძვე­ლე­ბი" თან­და­თან პო­ზი­ცი­ებს თმო­ბენ. სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, პრო­ცე­სი პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბის და­ხურ­ვით დას­რულ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, კრა­ხი იწ­ვნი­ონ მსხვილ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მაც, რომ­ლე­ბიც ერთი შე­ხედ­ვით, ლი­დერ პო­ზი­ცი­ებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

მო­ნი­ტო­რინ­გის, შე­ფა­სე­ბი­სა და და­გეგ­მვის, მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტი ნო­დარ კა­პა­ნა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ წვრი­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის გა­კოტ­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვაჭ­რო სფე­როს ახალ მო­თა­მა­შე­ებს, ქარ­თულ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს ამ­დე­ნი ახა­ლი მა­ღა­ზია არ სჭირ­დე­ბა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ და­ბა­ლია.

"დიდი მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ამუ­შა­ვე­ბა პა­ტა­რა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის გა­კოტ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ეს გარ­და­უ­ვა­ლი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის­თვის იქცა ტენ­დენ­ცი­ად. პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ებს პი­რო­ბი­თად წვრილ და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სად თუ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ.

ვაჭ­რო­ბის დარ­გში გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არ იკ­ვე­თე­ბა, ეს არის სწრაფ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი. პა­ტა­რა მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბან­ში უამ­რა­ვი გა­იხ­სნა, გა­კოტ­რე­ბის პი­რა­საა. ამ პრო­ცესს ვერ გა­ვექ­ცე­ვით.

ფაქ­ტია, რომ ქარ­თულ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს ამ­დე­ნი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი არ სჭირ­დე­ბა, ამ­დე­ნად, წვრი­ლი ვაჭ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ. ქარ­თუ­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბით ისარ­გებ­ლონ. ეს ეტა­პი ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ გა­ი­ა­რა, დიდი მო­თა­მა­შე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნას პა­ტარ-პა­ტა­რე­ბი ყო­ველ­თვის ეწი­რე­ბი­ან", - გან­მარ­ტავს კა­პა­ნა­ძე.

პრობ­ლე­მე­ბი ამით არ ამო­ი­წუ­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მსხვილ მა­ღა­ზი­ებ­საც გა­უ­ჭირ­დე­ბათ, მათ შო­რის, ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც დღეს აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

"ბო­ლოს და ბო­ლოს, პრობ­ლე­მე­ბი მსხვილ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­სა და ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­საც შე­ექ­მნე­ბათ. მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვი­თი უნა­რი და­ბა­ლია და ეს ფაქ­ტო­რი სა­ვაჭ­რო სექ­ტორ­ზე გავ­ლე­ნას უსა­თუ­ოდ მო­ახ­დენს. პირ­ველ ეტაპ­ზე, პრო­ცე­სი მცი­რე მა­ღა­ზი­ე­ბი­დან და­ი­წყე­ბა და მათი გა­კოტ­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ტენ­დენ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­კემ­ბრი­დან გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი მოხ­დე­ბა გა­და­ხედ­ვა, რამ­დე­ნად უღირთ მა­ღა­ზი­ებს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

ვფიქ­რობ, დარ­ჩე­ბი­ან ის მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც ჰყავთ კარ­გი მე­ნე­ჯე­რე­ბი და მო­მა­რა­გე­ბის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შექ­მნი­ლი", - აცხა­დებს ნო­დარ კა­პა­ნა­ძე.

გა­კოტ­რე­ბულ მა­ღა­ზი­ებს გა­რე­უბ­ნებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ასულ­დგმუ­ლებთ ის, რომ პრო­დუქტს ნი­სი­ად ყი­დი­ან და ამ კა­ტე­გო­რი­ის მყიდ­ვე­ლი ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩათ.

წვრილ მა­ღა­ზი­ებს პრობ­ლე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით ად­რეც შე­ექ­მნათ, "ნუ­გე­შის" და "კო­დას" ტი­პის სა­ვაჭ­რო ჯი­ხუ­რე­ბის გა­მო­ჩე­ნით. თუმ­ცა, ამ ფაქ­ტორს სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

გლ­დან­ში, მე­ექ­ვსე მიკ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კე­ტის მფლო­ბე­ლი ზურა ზა­ქა­რი­ა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი 10 წლის წინ გახ­სნა და ბოლო დრომ­დე მა­ღა­ზი­ას შე­უ­ფერ­ხებ­ლად ამუ­შა­ვებ­და. სა­მი­ო­დე თვის წინ მიმ­დე­ბა­რედ ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტი გა­იხ­სნა. ზა­ქა­რი­ა­ძის თქმით, ახ­ლა­ხან მას კი­დევ ერთი, ანა­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის მა­ღა­ზია "გუდ­მარ­კი" და­ე­მა­ტა, რა­მაც პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ის ბედი იმ­თა­ვით­ვე გა­და­წყვი­ტა.

"მომ­ხმა­რებ­ლის დე­ფი­ცი­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა, კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­შიც კი. რაც ახა­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა, ყვე­ლა მყიდ­ვე­ლი ერ­თბა­შად შე­მო­მე­ცა­ლა. ჯერ­ჯე­რო­ბით ის კა­ტე­გო­რია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე, რო­მელ­საც არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი და თვი­დან თვემ­დე ნი­სი­ად გა­აქვს თავი. ასეთ პი­რო­ბებ­ში მა­ღა­ზია ვერ იმუ­შა­ვებს. მა­ი­სის ბო­ლომ­დე გა­დავ­ხე­დავ და ამ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ვეშ­ვე­ბი. აზრი აღარ აქვს, ბოლო 3 თვეა, რაც წა­გე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ და ასე გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - ამ­ბობს მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც დღეს ასო­ბით ინდმე­წარ­მეა.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მცირე და საშუალო მაღაზიების გაკოტრება გარდაუვალია

მცირე და საშუალო მაღაზიების გაკოტრება გარდაუვალია

თბილისში საცალო ბიზნესს პრობლემები აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, კომპანიებს გაკოტრების საფრთხე სავაჭრო ობიექტების მოზღვავებამ და სექტორში კონკურენციის ზრდამ შეუქმნა. როდესაც ერთ საცხოვრებელ კორპუსზე, ლამის, 3 სასურსათო მაღაზია მოდის, ცხადია, პრობლემის დაძლევა ნებისმიერი კომპანიისთვის რთულია, მათ შორის, ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისთვისაც.

ამ რამდენიმე ხნის წინ "გუდვილი" სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" დაიხურა იმის გამო, რომ ერთ ჭერქვეშ ორი ჰიპერმარკეტის არსებობა შეუძლებელი გახდა. პოზიციები დათმო გლდანში სუპერმარკეტების ერთ დროს პოპულარულმა ქსელმა "პოპულმა". პრობლემები აქვს "იოლი გასტრონომიასაც", ხოლო წვრილი მაღაზიები, განსაკუთრებით კი გარეუბნებში, ერთიმეორის მიყოლებით იხურება.

პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსხვილი სავაჭრო ობიექტების ქსელები, დედაქალაქის ცენტრალური უბნების შემდეგ, გარეუბნებსაც მოედვნენ. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ეს ტენდენციაა.

ახალი მაღაზიების საფასო პოლიტიკამ წვრილი მაღაზიები თამაშგარეშედ დატოვა. მათი მფლობელები "რეზონანსთან" გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ახალი მაღაზიების გამოჩენამ მომხმარებელი წაართვა და უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდნენ.

სულ რამდენიმე დღეა გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნარინჯისფერი სუპერმარკეტი "ფრეში" გამოჩნდა. მანამდე, იმავე ტერიტორიაზე ორი ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა, ხოლო ერთი დახურა. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი მყიდველი ჰყავს "ფრეშს", რომლის მინის ვიტრინა საკმაოდ მიმზიდველი წარწერის: "ბაზარზე დაბალი ფასების" (რაც ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას) წყალობით მომხმარებელს იზიდავს.

მოკლედ, სუპერმარკეტებს შორის კონკურენცია პიკზეა. ყოველი ახლადგახსნილი ობიექტი მყიდველის ახალი სატყუარაა. ასე გრძელდება მორიგი ახალი მაღაზიის გახსნამდე, ხოლო "ძველები" თანდათან პოზიციებს თმობენ. საბოლოოდ კი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პროცესი პატარა მაღაზიების დახურვით დასრულდება. შესაძლოა, კრახი იწვნიონ მსხვილმა მოთამაშეებმაც, რომლებიც ერთი შეხედვით, ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებენ.

მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის, მონაცემთა ანალიზისა და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, რომ წვრილი სავაჭრო ობიექტების გაკოტრება გარდაუვალია. რაც შეეხება სავაჭრო სფეროს ახალ მოთამაშეებს, ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი ახალი მაღაზია არ სჭირდება, რადგან მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია.

"დიდი მაღაზიების ქსელების აქტიური ამუშავება პატარა სავაჭრო ობიექტების გაკოტრებას გამოიწვევს. ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც მრავალი ქვეყნისთვის იქცა ტენდენციად. პატარა მაღაზიებს პირობითად წვრილ და საშუალო ბიზნესად თუ მოვიხსენიებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

ვაჭრობის დარგში გრძელვადიანი პერსპექტივები არ იკვეთება, ეს არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი. პატარა მაღაზია, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში უამრავი გაიხსნა, გაკოტრების პირასაა. ამ პროცესს ვერ გავექცევით.

ფაქტია, რომ ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი სავაჭრო ობიექტი არ სჭირდება, ამდენად, წვრილი ვაჭრობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ქართული სამომხმარებლო ქცევიდან გამომდინარე, შემოსავლიანი მოქალაქეები აქტიური მომხმარებლები არიან, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს შემოსავალი იმ რაოდენობით, რომ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული შემოთავაზებებით ისარგებლონ. ეს ეტაპი ყველა ქვეყანამ გაიარა, დიდი მოთამაშეების გამოჩენას პატარ-პატარები ყოველთვის ეწირებიან", - განმარტავს კაპანაძე.

პრობლემები ამით არ ამოიწურება და საბოლოოდ მსხვილ მაღაზიებსაც გაუჭირდებათ, მათ შორის, ჰიპერმარკეტებსაც, რომლებიც დღეს აქტიურად მუშაობენ.

"ბოლოს და ბოლოს, პრობლემები მსხვილ სავაჭრო ობიექტებსა და ჰიპერმარკეტებსაც შეექმნებათ. მოსახლეობის მსყიდვითი უნარი დაბალია და ეს ფაქტორი სავაჭრო სექტორზე გავლენას უსათუოდ მოახდენს. პირველ ეტაპზე, პროცესი მცირე მაღაზიებიდან დაიწყება და მათი გაკოტრება გარდაუვალია. ტენდენცია, სავარაუდოდ, დეკემბრიდან გამოიკვეთება, მომავალი წლიდან კი მოხდება გადახედვა, რამდენად უღირთ მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება.

ვფიქრობ, დარჩებიან ის მაღაზიები, სადაც ჰყავთ კარგი მენეჯერები და მომარაგების კარგი სპეციალისტები. ძალიან სერიოზული საკითხია ამ მიმართულებით შექმნილი", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

გაკოტრებულ მაღაზიებს გარეუბნებში ჯერჯერობით ასულდგმულებთ ის, რომ პროდუქტს ნისიად ყიდიან და ამ კატეგორიის მყიდველი ჯერ კიდევ შემორჩათ.

წვრილ მაღაზიებს პრობლემები გაცილებით ადრეც შეექმნათ, "ნუგეშის" და "კოდას" ტიპის სავაჭრო ჯიხურების გამოჩენით. თუმცა, ამ ფაქტორს სასურსათო მაღაზიების საქმიანობაზე გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია.

გლდანში, მეექვსე მიკროს ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის მფლობელი ზურა ზაქარიაძე ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტი 10 წლის წინ გახსნა და ბოლო დრომდე მაღაზიას შეუფერხებლად ამუშავებდა. სამიოდე თვის წინ მიმდებარედ ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტი გაიხსნა. ზაქარიაძის თქმით, ახლახან მას კიდევ ერთი, ანალოგიური სტანდარტების მაღაზია "გუდმარკი" დაემატა, რამაც პატარა მაღაზიის ბედი იმთავითვე გადაწყვიტა.

"მომხმარებლის დეფიციტი არასდროს ყოფილა, კრიზისის პერიოდშიც კი. რაც ახალი სუპერმარკეტები გამოჩნდა, ყველა მყიდველი ერთბაშად შემომეცალა. ჯერჯერობით ის კატეგორია შევინარჩუნე, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და თვიდან თვემდე ნისიად გააქვს თავი. ასეთ პირობებში მაღაზია ვერ იმუშავებს. მაისის ბოლომდე გადავხედავ და ამ საქმიანობას შევეშვები. აზრი აღარ აქვს, ბოლო 3 თვეა, რაც წაგებაზე ვმუშაობ და ასე გაგრძელება შეუძლებელია", - ამბობს მაღაზიის მფლობელი, რომლის მდგომარეობაშიც დღეს ასობით ინდმეწარმეა.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია