სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის საბედისწერო გატაცება
ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის საბედისწერო გატაცება

მო­ტო­ციკ­ლე­ტი სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ი­ძი­ნა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან, ეს მხო­ლოდ ძმამ იცო­და. 25 წლის ფო­ტოგ­რა­ფის, ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლის­თვის ეს ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა: 17 ოქ­ტომ­ბერს, ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა... ირაკ­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მის თქმით, მას თა­ვის ტვი­ნის, გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის ღრუს და­ხუ­რუ­ლი, სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო პო­ლიტ­რავ­მე­ბი ჰქონ­და...

მა­რი­ტა ჯა­ნა­შია, მო­დე­ლი:

- ძა­ლი­ან თბი­ლი, და­დე­ბი­თი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო - სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ასე­თი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე არ შე­იძ­ლე­ბა, ამ­ქვეყ­ნად იყოს... ბოლო წუ­თამ­დე არ მჯე­რო­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი და ახ­ლაც მი­ჭირს ამის და­ჯე­რე­ბა... სის­წრა­ფე ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და და ამის სულ მე­ში­ნო­და...

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მო­დე­ლი:

- ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, ირაკ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. გარ­წმუ­ნებთ, ის გახ­ლდათ პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც არა­სო­დეს არა­ვინ ცუდს არ იტყო­და. მეს­მის, ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ არ მახ­სოვს, ვინ­მეს მის­გან გული სტკე­ნო­და. რაც უნდა დიდი პრობ­ლე­მა გქო­ნო­და და რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყა­ვი, საკ­მა­რი­სი იყო, ირაკ­ლის გა­ღი­მე­ბა გე­ნა­ხა, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი მა­შინ­ვე და­გა­ვი­წყდე­ბო­და... როცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლამ მისი ფო­ტო­ე­ბის ატ­ვირ­თვა- გა­ზი­ა­რე­ბა და­ი­წყო, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი და ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბო­და. ირაკ­ლი არ გახ­ლდათ ბა­ი­კე­რი - მო­ტო­ციკ­ლე­ტი მისი ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა იყო... რო­გორც გა­ვი­გე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი იმ გზა­ზე შე­იჭ­რა, რო­მელ­ზეც ირაკ­ლი დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და და მან და­მუხ­რუ­ჭე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. ახლა ბევ­რი წერს, ნა­თელ­ში იყოს ირაკ­ლის სუ­ლიო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი სული ნა­თელ­ში იქ­ნე­ბა. ამ­ქვეყ­ნად დარ­ჩე­ნი­ლებ­მა ვი­დარ­დოთ, სად მოვ­ხვდე­ბით.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- უკვე აღარც ვიცი, მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვაა, როცა გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ სა­ძა­გელ სა­შუ­ა­ლე­ბას კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ეწი­რე­ბი­ან... პირ­ვე­ლი არ ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ ირაკ­ლი, მარ­თლაც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სა­ოც­რად თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ერთხე­ლაც რომ გე­ნა­ხა, და­გა­მახ­სოვ­რდე­ბო­და. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ო­ცა­რი ნიჭი ჰქონ­და და იმ ქვეყ­ნად წას­ვლით ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ატ­კი­ნა გული. გა­მუდ­მე­ბით ამ ფაქ­ტზე ვფიქ­რობ. ახლა უკვე აზრი არ აქვს იმა­ზე ლა­პა­რაკს, რა­საც აღარ ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, ვი­საც ამ ტრან­სპორ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სი აქვს: ან სა­ერ­თოდ შე­ეშ­ვით ამ გა­ტა­ცე­ბას, ან ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იყა­ვით!

სოფო სუ­ლა­ძე, სტუ­დენ­ტუ­რი სახე 2013:

- ირაკ­ლი კონ­კურ­სის - "მის სტუ­დენ­ტუ­რი სახე" ერთ- ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და ჟი­უ­რის წევ­რი იყო. "ლიგ სტუ­დიო" ღო­ნის­ძი­ე­ბის სპონ­სო­რი გახ­ლდათ და კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში ფო­ტო­ებს ირაკ­ლი გვი­ღებ­და. კონ­კურ­სი 14 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა, ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა კი 17- ში, სა­ღა­მოს მოხ­და... ირაკ­ლი იყო ადა­მი­ა­ნი, ვის­გა­ნაც ყო­ველ­თვის უზო­მოდ დიდი სი­კე­თე, სით­ბო და სი­ხა­რუ­ლი მო­დი­ო­და. თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­ლდათ და ყვე­ლა­ფერს ყო­ველ­თვის ღი­მი­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით აკე­თებ­და. ის ჩემ­თვის მე­გობ­რო­ბის ეტა­ლო­ნი იყო. ამ­ქვეყ­ნი­დან ნა­ად­რე­ვი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი წას­ვლით სა­ო­ცა­რი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა. მან ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლო, ჩემ­თვის და­უ­ვი­წყა­რი გამ­ხდა­რი­ყო... ირაკ­ლის ძმის - ლა­შას გარ­და, მისი ოჯა­ხის არც ერ­თმა წევ­რმა არ იცო­და, რომ მას მო­ტო­ციკ­ლე­ტი ჰყავ­და. მის ოჯახ­თან არ მქონ­და შე­ხე­ბა, თო­რემ ამ ამ­ბავს აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყო­დი. იქ­ნებ და­ე­შა­ლათ მის­თვის მო­ტო­ციკ­ლე­ტით სი­ა­რუ­ლი...

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- მო­ტოს აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის აქ­ცი­ა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, თუმ­ცა ვიცი, ეს არა­ფერს მო­ი­ტანს, მო­ტო­ციკ­ლე­ტით სი­ა­რულს არა­ვინ აკ­რძა­ლავს. გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ სა­შუ­ა­ლე­ბას, პი­რა­დად მე, "მო­სი­ა­რუ­ლე კუ­ბოს" ვე­ძა­ხი. ეს ტრან­სპორ­ტი ჩემ­თვის სიკ­ვდილ­თან ასო­ცირ­დე­ბა. სწო­რედ ახლა, მე და ჩემი მე­უღ­ლე ირაკ­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე მივ­დი­ვართ და არც კი ვიცი, რა ძა­ლამ შე­იძ­ლე­ბა, იქ მი­მიყ­ვა­ნოს... ირაკ­ლი და მისი ძმა - ლაშა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის პო­ზი­ტივ­თან, სი­ცო­ცხლის ენერ­გი­ას­თან, ხა­ლის­თან ასო­ცირ­დე­ბოდ­ნენ. ჩვენ ახლო მე­გობ­რე­ბი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მა­ინც, ჩემ­ნა­ი­რე­ბად ვთვლი­დი ორი­ვეს. თუმ­ცა, არ მე­გო­ნა, ეს ბიჭი ასე თუ მიყ­ვარ­და. მის­მა სიკ­ვდილ­მა შემძრა... არც ვი­ცო­დი, ირაკ­ლის მო­ტო­ციკ­ლე­ტი თუ ჰყავ­და, ორი­ვე ძმას მხო­ლოდ მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან ვხე­დავ­დი ხოლ­მე. ირაკ­ლის გარ­და, მე­დარ­დე­ბა ლაშა, რომ­ლის­თვი­საც ტყუ­პის­ცა­ლის და­კარ­გვა ბუ­ნებ­რი­ვია, აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლია. თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ ოჯახს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ირაკ­ლი არა მხო­ლოდ ოჯახ­მა, არა­მედ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა... ჩემი მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ვნიშ­ნავ­დით, როცა რა­მა­ზის მე­გო­ბარ­მა და­უ­რე­კა და უთხრა: ირაკ­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და ყველ­გან გა­და­რე­კეთ, იქ­ნებ რამე უშ­ვე­ლო­ნო. რა­მა­ზი გა­იქ­ცა, მაგ­რამ უკან მა­ლე­ვე, დამ­წუხ­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, - ვერ მო­ვას­წა­რი, გარ­და­იც­ვა­ლაო. მა­შინ არ ვი­ცო­დი, რომ ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვილ­ზე იყო ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მა­ინც და­ვით­რგუ­ნე. სახ­ლში მი­სულ­მა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­ტყე, რომ ის ირაკ­ლი, ვის გა­მოც რა­მაზს და­უ­რე­კეს, ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა...

კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოა ცხოვ­რე­ბა. უსა­მარ­თლო­ბაა, როცა ასე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე, უზო­მოდ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ტო­ვებს სამ­ყა­როს. ამ ამ­ბავ­მა ყვე­ლას დაგ­ვწყვი­ტა გული, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია, ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად ლა­შას სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა და გვერ­დით დგო­მა. მათ სა­მა­გა­ლი­თო, გა­მორ­ჩე­უ­ლი ძმო­ბა ჰქონ­დათ.

P.S. "ცხოვ­რე­ბა­ში არ ინერ­ვი­უ­ლო ორ რა­მე­ზე: ერთი - რო­მელ­საც ეშ­ვე­ლე­ბა და მე­ო­რე - რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა" - ეს ფრა­ზა ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­კუ­თარ გვერ­დზე, სა­ბე­დის­წე­რო მოვ­ლე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­წე­რა.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის საბედისწერო გატაცება

ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის საბედისწერო გატაცება

მოტოციკლეტი სულ რამდენიმე თვის წინ შეიძინა და ოჯახის წევრებიდან, ეს მხოლოდ ძმამ იცოდა. 25 წლის ფოტოგრაფის, ირაკლი ღუღუნიშვილისთვის ეს ახალი გატაცება საბედისწერო აღმოჩნდა: 17 ოქტომბერს, ავტოავარიაში მოყვა... ირაკლი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, მას თავის ტვინის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს დახურული, სიცოცხლისთვის შეუსაბამო პოლიტრავმები ჰქონდა...

მარიტა ჯანაშია, მოდელი:

- ძალიან თბილი, დადებითი და კეთილი ადამიანი იყო - სხვას ვერაფერს გეტყვით. ასეთი ადამიანი მეორე არ შეიძლება, ამქვეყნად იყოს... ბოლო წუთამდე არ მჯეროდა მისი გარდაცვალების ამბავი და ახლაც მიჭირს ამის დაჯერება... სისწრაფე ყოველთვის უყვარდა და ამის სულ მეშინოდა...

გიორგი ნაზღაიძე, ტელეწამყვანი, მოდელი:

- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ირაკლი გამორჩეული ადამიანი იყო. გარწმუნებთ, ის გახლდათ პიროვნება, რომელზეც არასოდეს არავინ ცუდს არ იტყოდა. მესმის, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს მისგან გული სტკენოდა. რაც უნდა დიდი პრობლემა გქონოდა და რთულ მდგომარეობაში ყოფილიყავი, საკმარისი იყო, ირაკლის გაღიმება გენახა, რომ ეს პრობლემები მაშინვე დაგავიწყდებოდა... როცა სოციალურ ქსელში ყველამ მისი ფოტოების ატვირთვა- გაზიარება დაიწყო, დაბადების დღეზე ვიყავი და ვერ გავიგე, რა ხდებოდა. ირაკლი არ გახლდათ ბაიკერი - მოტოციკლეტი მისი ახალი გატაცება იყო... როგორც გავიგე, მოულოდნელად, ავტომანქანის მძღოლი იმ გზაზე შეიჭრა, რომელზეც ირაკლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და მან დამუხრუჭება ვეღარ შეძლო. ახლა ბევრი წერს, ნათელში იყოს ირაკლის სულიო. დარწმუნებული ვარ, მისი სული ნათელში იქნება. ამქვეყნად დარჩენილებმა ვიდარდოთ, სად მოვხვდებით.

სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:

-  უკვე აღარც ვიცი, მერამდენე შემთხვევაა, როცა გადაადგილების ამ საძაგელ საშუალებას კარგი ადამიანები ეწირებიან... პირველი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ირაკლი, მართლაც, განსაკუთრებული, საოცრად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო. ერთხელაც რომ გენახა, დაგამახსოვრდებოდა. კომუნიკაციის საოცარი ნიჭი ჰქონდა და იმ ქვეყნად წასვლით ათასობით ადამიანს ატკინა გული. გამუდმებით ამ ფაქტზე ვფიქრობ. ახლა უკვე აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, რასაც აღარ ეშველება, მაგრამ მინდა მივმართო ყველას, ვისაც ამ ტრანსპორტის მიმართ ინტერესი აქვს: ან საერთოდ შეეშვით ამ გატაცებას, ან ძალიან ფრთხილად იყავით!

სოფო სულაძე, სტუდენტური სახე 2013:

- ირაკლი კონკურსის - "მის სტუდენტური სახე" ერთ- ერთი ორგანიზატორი და ჟიურის წევრი იყო. "ლიგ სტუდიო" ღონისძიების სპონსორი გახლდათ და კონკურსის პერიოდში ფოტოებს ირაკლი გვიღებდა. კონკურსი 14 ოქტომბერს გაიმართა, ეს უბედური შემთხვევა კი 17- ში, საღამოს მოხდა... ირაკლი იყო ადამიანი, ვისგანაც ყოველთვის უზომოდ დიდი სიკეთე, სითბო და სიხარული მოდიოდა. თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ და ყველაფერს ყოველთვის ღიმილით, სიყვარულით აკეთებდა. ის ჩემთვის მეგობრობის ეტალონი იყო. ამქვეყნიდან ნაადრევი და მოულოდნელი წასვლით საოცარი ტკივილი მომაყენა. მან ძალიან მოკლე დროში შეძლო, ჩემთვის დაუვიწყარი გამხდარიყო... ირაკლის ძმის - ლაშას გარდა, მისი ოჯახის არც ერთმა წევრმა არ იცოდა, რომ მას მოტოციკლეტი ჰყავდა. მის ოჯახთან არ მქონდა შეხება, თორემ ამ ამბავს აუცილებლად ვეტყოდი. იქნებ დაეშალათ მისთვის მოტოციკლეტით სიარული...

ხატია სიჭინავა, ტელეწამყვანი:

- მოტოს აკრძალვის მოთხოვნით გამართულ ნებისმიერი სახის აქციაში სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუმცა ვიცი, ეს არაფერს მოიტანს, მოტოციკლეტით სიარულს არავინ აკრძალავს. გადაადგილების ამ საშუალებას, პირადად მე, "მოსიარულე კუბოს" ვეძახი. ეს ტრანსპორტი ჩემთვის სიკვდილთან ასოცირდება. სწორედ ახლა, მე და ჩემი მეუღლე ირაკლის პანაშვიდზე მივდივართ და არც კი ვიცი, რა ძალამ შეიძლება, იქ მიმიყვანოს... ირაკლი და მისი ძმა - ლაშა ჩემთვის ყოველთვის პოზიტივთან, სიცოცხლის ენერგიასთან, ხალისთან ასოცირდებოდნენ. ჩვენ ახლო მეგობრები არ ვიყავით, მაგრამ მაინც, ჩემნაირებად ვთვლიდი ორივეს. თუმცა, არ მეგონა, ეს ბიჭი ასე თუ მიყვარდა. მისმა სიკვდილმა შემძრა... არც ვიცოდი, ირაკლის მოტოციკლეტი თუ ჰყავდა, ორივე ძმას მხოლოდ მანქანის საჭესთან ვხედავდი ხოლმე. ირაკლის გარდა, მედარდება ლაშა, რომლისთვისაც ტყუპისცალის დაკარგვა ბუნებრივია, აუტანელი ტკივილია. თანავუგრძნობ მათ ოჯახს. აღმოჩნდა, რომ ირაკლი არა მხოლოდ ოჯახმა, არამედ მთელმა საქართველომ დაკარგა... ჩემი მეუღლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, როცა რამაზის მეგობარმა დაურეკა და უთხრა: ირაკლი ავარიაში მოყვა და ყველგან გადარეკეთ, იქნებ რამე უშველონო. რამაზი გაიქცა, მაგრამ უკან მალევე, დამწუხრებული დაბრუნდა, - ვერ მოვასწარი, გარდაიცვალაო. მაშინ არ ვიცოდი, რომ ირაკლი ღუღუნიშვილზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მაინც დავითრგუნე. სახლში მისულმა, სოციალური ქსელის საშუალებით შევიტყე, რომ ის ირაკლი, ვის გამოც რამაზს დაურეკეს, ფოტოგრაფი ირაკლი ღუღუნიშვილი ყოფილა...

კახა კუხიანიძე, მომღერალი:

- ზოგჯერ ძალიან უსამართლოა ცხოვრება. უსამართლობაა, როცა ასეთი სიცოცხლით სავსე, უზომოდ კეთილი ადამიანი ტოვებს სამყაროს. ამ ამბავმა ყველას დაგვწყვიტა გული, მაგრამ ბუნებრივია, ახლა ყველაზე მეტად ლაშას სჭირდება მხარდაჭერა და გვერდით დგომა. მათ სამაგალითო, გამორჩეული ძმობა ჰქონდათ.

P.S. "ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი - რომელსაც ეშველება და მეორე - რომელსაც არაფერი ეშველება" - ეს ფრაზა ირაკლი ღუღუნიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, საბედისწერო მოვლენამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია