სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ გურგენაშვილი - "მინდა, დრამატული როლი ვითამაშო..."
ნოდარ გურგენაშვილი - "მინდა, დრამატული როლი ვითამაშო..."

"რთუ­ლია სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის სწრა­ფად შეს­წავ­ლა. ადრე ამ ცეკ­ვე­ბი­სად­მი რა­ტომ­ღაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და. ახლა კი მივ­ხვდი, მა­გა­რი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მისი ათ­ვი­სე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რულ პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობს და რო­გორც ამ­ბობს, ცეკ­ვას უკვე მუ­ღა­მიც და­უ­ჭი­რა. ნო­დარს დიდი სურ­ვი­ლი აქვს, დრა­მა­ტულ ჟანრ­ში მო­სინ­ჯოს სა­კუ­თა­რი თავი და და­ამ­სხვრი­ოს მას­ზე შექ­მნი­ლი სტე­რე­ო­ტი­პი, რომ მხო­ლოდ კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის მსა­ხი­ო­ბია.

- "შუა ქა­ლაქ­ში" შენ მიერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი - პა­ა­ტა არ გე­ნატ­რე­ბა? მით უფრო, რომ დღეს ყვე­ლა პე­ტოს გე­ძა­ხის...

- მე­ნატ­რე­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა. ხალ­ხიც მიჩ­ვე­უ­ლი იყო იმ პერ­სო­ნაჟს, მაგ­რამ მე პა­ა­ტა კი არა, მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი ვარ. მოკ­ლედ, რა­ღაც იწყე­ბა და მერე სრულ­დე­ბა. ის პრო­ექ­ტი უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო და დას­რულ­და კი­დეც. მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა რა­ღაც სხვა...

- პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის წყა­ლო­ბით გახ­დი და კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის მსა­ხი­ო­ბა­დაც "შუა ქა­ლაქ­ში" ჩა­მო­ყა­ლიბ­დი, არა?

- კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში რომ გი­ღე­ბენ, ეს კარ­გია, მაგ­რამ სულ ამ ჟანრ­ში მუ­შა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი არა მარ­ტო კო­მე­დი­ა­ში, ყვე­ლა ჟანრ­ში უნდა მოვ­სინ­ჯო. სულ ერთი და იმა­ვეს კე­თე­ბა დამ­ღლე­ლიც არის. სი­ახ­ლეა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ არ და­იშ­ტამ­პო...

- რად­გან "შუა ქა­ლაქ­ში"და­ი­ხუ­რა, ახლა ალ­ბათ მეტი შან­სი გა­გიჩ­ნდა, ძა­ლე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მო­სინ­ჯო, არა?

- შან­სი კი მო­მე­ცა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ კო­მე­დი­უ­რი რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­მი­წევს, რად­გან "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში"ვრჩე­ბი. განა ეს არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა ჟანრ­შიც მინ­და, რა­ღაც გა­ვა­კე­თო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს დრა­მა.

- რო­მელ კო­მე­დი­ურ რო­ლებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში"ახალ პრო­ექ­ტებს ვა­კე­თებთ. ამ ეტაპ­ზე სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- რო­გორ ფიქ­რობ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ დრა­მა­ში რომ ითა­მა­შო, შეძ­ლებ იმ სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვას, რომ კო­მი­კო­სი მსა­ხი­ო­ბი ხარ?

- რაც უფრო მალე მო­მე­ცე­მა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მით უკე­თე­სია. ერთი-ორ­ჯერ პა­ა­ტას­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და გა­მიკ­ვირ­და. ასე რომ, არის ხალ­ხი, ვი­საც უნდა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა. კო­მე­დია მიყ­ვარს და მთე­ლი გუ­ლით ვმუ­შა­ობ როლ­ზე, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ჩემ­თან ჟან­რობ­რი­ვად ახ­ლოს დრა­მა უფ­როა.

- მა­ყუ­რებ­ლის­თვის ღი­მი­ლის მოგ­ვრა უფრო რთუ­ლი მგო­ნია, ვიდ­რე, მის­თვის გუ­ლის აჩუ­ყე­ბა. რას იტყვი?

- ჰო, ასეა. შე­იძ­ლე­ბა, ქუ­ჩა­ში გა­ი­ა­რო და იმ­დე­ნი გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი რამ ნახო, ტი­რი­ლით გას­კდე. რაც შე­ე­ხე­ბა იუ­მორს, თუ ის ხა­რის­ხი­ა­ნი არ არის, მა­ყუ­რებ­ლის გა­ღი­მე­ბა ძნე­ლია.

- გარ­და იმი­სა, რომ დრა­მა­ტუ­ლი რო­ლის თა­მა­ში გინ­და, გა­ვი­გე, რომ სპექ­ტაკ­ლის დად­გმის სურ­ვი­ლიც გაქვს...

- კი, ასე­თი სურ­ვი­ლი დიდი ხნის წინ გა­მიჩ­ნდა. ჯერ კი­დევ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა იდეა მო­მი­ვი­და, რე­ჟი­სუ­რა­ში მო­მე­სინ­ჯა ძალა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი არ და­მიმ­თავ­რე­ბია და ბევ­რი ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლი, რაც უნდა ვი­ცო­დე - წე­სით, ნას­წავ­ლი უნდა მქონ­დეს - არ ვიცი, მი­მაჩ­ნია, რომ ამას შევ­ძლებ! სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლო­ვა­ნი ხომ მა­ინც თვი­თონ ყა­ლიბ­დე­ბა? გა­წე­ულ შრო­მას არა­ვის ვუ­კარ­გავ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ვე­რა­ვინ გას­წავ­ლის, რა რო­გორ უნდა გა­ა­კე­თო. რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თვი­თონ უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე. ძა­ლი­ან მინ­და და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის "სო­ლო­მან მორ­ბე­ლა­ძის"დად­გმა. ბოლო დროს კლდი­აშ­ვი­ლი თა­ვი­დან გა­და­ვი­კი­თხე და არა მარ­ტო "სო­ლო­მან მორ­ბე­ლა­ძე", სა­ერ­თოდ, მთე­ლი მისი შე­მოქ­მე­დე­ბა სხვა კუ­თხით და­ვი­ნა­ხე. მოკ­ლედ, ვეც­დე­ბი, ეს იდეა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რე და ვინ იყო შენი პე­და­გო­გი?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა 2004 წელს და­ვამ­თავ­რე. დათო კო­ბა­ხი­ძის ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი. ბა­ტო­ნი დათო კარ­გი კა­ცია და რაც მთა­ვა­რია, კარ­გი პე­და­გო­გია. მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ღმერ­თმა ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ამ ადა­მი­ანს შე­მახ­ვედ­რა.

- მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­თან ერ­თად ისევ მუ­შა­ობ?

- კი. ჩვენს ჯგუფს "ელექტრო­მა­უ­სი"და­ვარ­ქვი და სხვა­დას­ხვა კლუბ­სა თუ ბარ­ში ვუკ­რავთ. სხვა­თა შო­რის, თა­ვად ვწერ ტექ­სტებს და მუ­სი­კას. მოკ­ლედ, ახლა ჩემს თავ­ში დიდი ალი­ა­ქო­თია ანუ რას მი­ვა­ნი­ჭო პრი­ო­რი­ტე­ტი, რა გა­ვა­კე­თო, ვერ გა­და­მი­წყვე­ტია. მგო­ნი, ჯერ მა­ინც, მუ­სი­კას უნდა მივ­ხე­დო, რად­გა­ნაც ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად, ეს საქ­მე მსი­ა­მოვ­ნებს.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ნოდარ გურგენაშვილი - "მინდა, დრამატული როლი ვითამაშო..."

ნოდარ გურგენაშვილი - "მინდა, დრამატული როლი ვითამაშო..."

"რთულია სამეჯლისო ცეკვების სწრაფად შესწავლა. ადრე ამ ცეკვებისადმი რატომღაც არასერიოზული დამოკიდებულება მქონდა. ახლა კი მივხვდი, მაგარი ყოფილა, მაგრამ მისი ათვისება ძალზე რთულია", - ამბობს მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი, რომელიც პოპულარულ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს და როგორც ამბობს, ცეკვას უკვე მუღამიც დაუჭირა. ნოდარს დიდი სურვილი აქვს, დრამატულ ჟანრში მოსინჯოს საკუთარი თავი და დაამსხვრიოს მასზე შექმნილი სტერეოტიპი, რომ მხოლოდ კომედიური ჟანრის მსახიობია.

- "შუა ქალაქში" შენ მიერ შექმნილი პერსონაჟი - პაატა არ გენატრება? მით უფრო, რომ დღეს ყველა პეტოს გეძახის...

- მენატრება და სასიამოვნოდ მახსენდება. ხალხიც მიჩვეული იყო იმ პერსონაჟს, მაგრამ მე პაატა კი არა, მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი ვარ. მოკლედ, რაღაც იწყება და მერე სრულდება. ის პროექტი უნდა დამთავრებულიყო და დასრულდა კიდეც. მომავალში დაიწყება რაღაც სხვა...

- პოპულარული სერიალის წყალობით გახდი და კომედიური ჟანრის მსახიობადაც "შუა ქალაქში" ჩამოყალიბდი, არა?

- კომედიურ სერიალში რომ გიღებენ, ეს კარგია, მაგრამ სულ ამ ჟანრში მუშაობა არ შეიძლება. როგორც მსახიობმა, საკუთარი ძალები არა მარტო კომედიაში, ყველა ჟანრში უნდა მოვსინჯო. სულ ერთი და იმავეს კეთება დამღლელიც არის. სიახლეა საჭირო იმისთვის, რომ არ დაიშტამპო...

- რადგან "შუა ქალაქში"დაიხურა, ახლა ალბათ მეტი შანსი გაგიჩნდა, ძალები სხვა მიმართულებითაც მოსინჯო, არა?

- შანსი კი მომეცა, მაგრამ ჯერჯერობით ისევ კომედიური როლების შესრულება მომიწევს, რადგან "ღამის შოუს სტუდიაში"ვრჩები. განა ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ პარალელურად, სხვა ჟანრშიც მინდა, რაღაც გავაკეთო. ძალიან მიყვარს დრამა.

- რომელ კომედიურ როლებზეა ლაპარაკი?

- "ღამის შოუს სტუდიაში"ახალ პროექტებს ვაკეთებთ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

- როგორ ფიქრობ, ფსიქოლოგიურ დრამაში რომ ითამაშო, შეძლებ იმ სტერეოტიპის დამსხვრევას, რომ კომიკოსი მსახიობი ხარ?

- რაც უფრო მალე მომეცემა ამის შესაძლებლობა, მით უკეთესია. ერთი-ორჯერ პაატასგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟის განსახიერება შემომთავაზეს და გამიკვირდა. ასე რომ, არის ხალხი, ვისაც უნდა ექსპერიმენტების გაკეთება. კომედია მიყვარს და მთელი გულით ვმუშაობ როლზე, მაგრამ მგონია, რომ ჩემთან ჟანრობრივად ახლოს დრამა უფროა.

- მაყურებლისთვის ღიმილის მოგვრა უფრო რთული მგონია, ვიდრე, მისთვის გულის აჩუყება. რას იტყვი?

- ჰო, ასეა. შეიძლება, ქუჩაში გაიარო და იმდენი გულის ამაჩუყებელი რამ ნახო, ტირილით გასკდე. რაც შეეხება იუმორს, თუ ის ხარისხიანი არ არის, მაყურებლის გაღიმება ძნელია.

- გარდა იმისა, რომ დრამატული როლის თამაში გინდა, გავიგე, რომ სპექტაკლის დადგმის სურვილიც გაქვს...

- კი, ასეთი სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა. ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მესამე კურსზე ვიყავი, როცა იდეა მომივიდა, რეჟისურაში მომესინჯა ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სარეჟისორო ფაკულტეტი არ დამიმთავრებია და ბევრი ტექნიკური დეტალი, რაც უნდა ვიცოდე - წესით, ნასწავლი უნდა მქონდეს - არ ვიცი, მიმაჩნია, რომ ამას შევძლებ! საბოლოოდ, ხელოვანი ხომ მაინც თვითონ ყალიბდება? გაწეულ შრომას არავის ვუკარგავ, მაგრამ საბოლოოდ, ვერავინ გასწავლის, რა როგორ უნდა გააკეთო. როგორც პროფესიონალი, თვითონ უნდა ჩამოყალიბდე. ძალიან მინდა დავით კლდიაშვილის "სოლომან მორბელაძის"დადგმა. ბოლო დროს კლდიაშვილი თავიდან გადავიკითხე და არა მარტო "სოლომან მორბელაძე", საერთოდ, მთელი მისი შემოქმედება სხვა კუთხით დავინახე. მოკლედ, ვეცდები, ეს იდეა განვახორციელო.

- რამდენი წელია, რაც თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრე და ვინ იყო შენი პედაგოგი?

- უნივერსიტეტში სწავლა 2004 წელს დავამთავრე. დათო კობახიძის ჯგუფში ვიყავი. ბატონი დათო კარგი კაცია და რაც მთავარია, კარგი პედაგოგია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ამ ადამიანს შემახვედრა.

- მუსიკალურ ჯგუფთან ერთად ისევ მუშაობ?

- კი. ჩვენს ჯგუფს "ელექტრომაუსი"დავარქვი და სხვადასხვა კლუბსა თუ ბარში ვუკრავთ. სხვათა შორის, თავად ვწერ ტექსტებს და მუსიკას. მოკლედ, ახლა ჩემს თავში დიდი ალიაქოთია ანუ რას მივანიჭო პრიორიტეტი, რა გავაკეთო, ვერ გადამიწყვეტია. მგონი, ჯერ მაინც, მუსიკას უნდა მივხედო, რადგანაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად, ეს საქმე მსიამოვნებს.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება