მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოპინგომანია - დამოკიდებულების ერთ-ერთი საშიში ფორმა
შოპინგომანია - დამოკიდებულების ერთ-ერთი საშიში ფორმა

შო­პინ­გო­მა­ნია, ონო­მა­ნია, შო­პოჰო­ლიზ­მი ან უბ­რა­ლოდ, ყიდ­ვა­მა­ნია - ამ სენს, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, ბევ­რი ატა­რებს. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ამე­რი­კა­ში შო­პინ­გო­მა­ნი­ით 15 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, 55 მი­ლი­ო­ნი კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ზღვარ­ზეა. ინ­გლის­ში ყიდ­ვის სენი ზრდას­რუ­ლე­ბის 10%-ს აქვს შეყ­რი­ლი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის მი­უ­ხე­და­ვად, "ყიდ­ვა­მა­ნი­ით" რამ­დე­ნად არი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ზარ­დე­ბი თუ ზრდას­რუ­ლე­ბი, ამის გა­სარ­კვე­ვად რამ­დე­ნი­მე ბრენ­დულ მა­ღა­ზი­ას ვეს­ტუმ­რე. კონ­სულ­ტან­ტე­ბის თქმით, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბა არ არის, მა­ღა­ზი­ა­ში ძი­რი­თა­დად, "დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი" შე­დი­ან...

ანა­ნო, კონ­სულ­ტან­ტი:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში არ­ცთუ ისე და­ბა­ლი ფა­სე­ბია, მყიდ­ვე­ლი არ გვაკ­ლია. ძი­რი­თა­დად, ერ­თგუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი გვყავს. ხში­რად, ხალ­ხი უბ­რა­ლოდ, და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად შე­მო­დის. ტან­საც­მლის თვა­ლი­ე­რე­ბა, ვფიქ­რობ, ცალ­კე და­ა­ვა­დე­ბაა. ასე­თი სე­ნით შე­პყრო­ბი­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა, სა­ა­თი ან 2 სა­ა­თი მა­ღა­ზი­ა­ში ისე გა­ა­ტა­რონ, თით­ქოს მუ­ზე­უმ­ში იყ­ვნენ... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა რამ­დე­ნი­მე სა­მო­სის სხვა­დას­ხვა ზომა გა­უ­სინ­ჯავთ, სარ­კის წინ დიდ­ხანს უტ­რი­ა­ლი­ათ და სა­ბო­ლო­ოდ, არა­ფე­რი უყი­დი­ათ...

ნანა ვა­და­ჭ­კო­რია ექ­სპე­დი­ტორ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­წე­რი­ლი ნივ­თე­ბი შე­მო­აქვს...

- ძი­რი­თა­დად, ტან­საც­მელს, ფეხ­საც­მელ­სა და ელექტრო­ტექ­ნი­კას იწე­რენ. გა­მო­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი თან­და­თან საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს. აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებს თით­ქმის ყვე­ლა რე­ის­ზე აქვთ ამა­ნა­თი და თითო შეკ­ვე­თის თან­ხა 300-დან 500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კერ­ძო პი­რე­ბის გარ­და, მსხვი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც არი­ან - ისი­ნი ასო­ბით კილო სა­ქო­ნელს ყი­დუ­ლო­ბენ. რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ: მო­ლო­დი­ნის პე­რი­ო­დია აზარ­ტუ­ლი. ზო­გი­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო წვრილ­მანს იწერს, ოღონდ კი რა­ღა­ცის მო­ლო­დინ­ში იყოს... თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც უკვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზი­ებ­ზე და ბან­კი­დან თუ ახ­ლობ­ლე­ბის­გან ვა­ლებს იღე­ბენ. იმა­საც გე­ტყვით, რომ ეს ის სე­ნია, რო­მე­ლიც ადრე თუ გვი­ან თა­ვის­თა­ვად იკურ­ნე­ბა - გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ქონ­ლის გა­მო­წე­რის ინ­ტე­რესს კარ­გავს...

ნა­თია ბე­დე­ნაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლი "შო­პოჰო­ლი­კია". მისი შე­მო­სავ­ლის 80% (ზოგ­ჯერ მე­ტიც) იმ სი­ა­მოვ­ნე­ბას ეწი­რე­ბა, რა­საც სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი, სა­მო­სის არ­ჩე­ვა, მო­სინ­ჯვა და ყიდ­ვა ანი­ჭებს. თურ­მე, შო­პინ­გო­მა­ნებს მა­ღა­ზი­ე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, დეპ­რე­სია ახა­სი­ა­თებთ, ნა­თი­ას კი დეპ­რე­სია მხო­ლოდ მა­შინ ეუფ­ლე­ბა, თუ მის­თვის სა­სურ­ველ ნივთს ან ტან­საც­მელს ვერ შე­ი­ძენს...

- მა­ღა­ზი­ე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი ხარ. ამას სა­ჭი­რო­ე­ბის გამო აკე­თებ თუ უბ­რა­ლოდ, ყიდ­ვის პრო­ცე­სი გსი­ა­მოვ­ნებს?

ნა­თია:

- შო­პინ­გის სურ­ვი­ლი გა­მუდ­მე­ბით მაქვს. თუ ტან­საც­მე­ლი მო­მე­წო­ნა და ჩემი ზომა არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, ყვე­ლას ვე­კი­თხე­ბი, - სად შე­იძ­ლე­ბა, რომ ვი­შო­ვო-მეთ­ქი? თუ ვერ­სად ვნა­ხე, მის ძებ­ნას ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­წყებ, რად­გან გა­მუდ­მე­ბით მა­წუ­ხებს სა­სურ­ველ სა­მოს­ზე ფიქ­რი. ისე, რა­ღა­ცის გა­მო­წე­რას მა­ღა­ზი­ა­ში მის­ვლა და ნივ­თის ყიდ­ვა მირ­ჩევ­ნია...

- გა­მო­წე­რის შემ­დეგ, სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის მი­ღე­ბის მო­ლო­დი­ნი არ გა­ნი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას?

- კი, მაგ­რამ ბევ­რად სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ახა­ლი ნივ­თი ხელთ მაქვს, ყო­ველ­გვა­რი მო­ლო­დი­ნის გა­რე­შე. ყიდ­ვა­ზე არა­ნაკ­ლებ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი და შემ­დეგ უკვე ქა­ღალ­დის პარ­კე­ბით სი­ა­რუ­ლი... გა­მო­წე­რის დროს ყიდ­ვის სი­ხა­რუ­ლი ნაკ­ლე­ბია. თა­ნაც, ამ მო­ლო­დინს სე­რი­ო­ზუ­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბა ახ­ლავს თან: მო­მერ­გე­ბა თუ არა? იქ­ნე­ბა თუ არა ისე­თი, რო­გო­რიც ფო­ტო­ზე ჩანს? ხში­რია დე­ფექ­ტის შემ­თხვე­ვაც.

- შო­პინ­გო­მა­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერთ-ერთი ნი­შა­ნი ნივ­თე­ბის ყიდ­ვის გამო ფუ­ლის სეს­ხე­ბაა. ეს გა­ხა­სი­ა­თებს?

- ფული მხო­ლოდ დის­თვის გა­მო­მირ­თმე­ვია, რათა ტან­საც­მე­ლი მე­ყი­და. მე­გობ­რებს ან მშობ­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ვა­წუ­ხებ. თუმ­ცა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხა შო­პინ­გი­სას ბოლო თეთ­რამ­დე და­მი­ხარ­ჯავს. მაქვს კი­დევ ასე­თი ამო­ჩე­მე­ბა: და­ბა­დე­ბის დღის­თვის ყო­ველ­თვის ვაგ­რო­ვებ ფულს, რათა მერე სა­ყიდ­ლებ­ზე წა­ვი­დე. გა­თენ­დე­ბა თუ არა, "სა­შო­პინ­გოდ" მივ­დი­ვარ. ეს პრო­ცე­სი მარ­თლაც, აზარ­ტუ­ლია. ამ­ბო­ბენ, - მო­თა­მა­შე­ე­ბი თა­მა­ში­სას დრო­ის შეგ­რძნე­ბას კარ­გა­ვე­ნო. ჰოდა, მეც ასე მე­მარ­თე­ბა, როცა მა­ღა­ზი­ებ­ში დავ­დი­ვარ. შარ­შან, ამის გამო, ოქსფორდში ჯგუფს ჩა­მოვ­რჩი და მა­შინ ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე - ქსო­ვი­ლე­ბის გამო რა­ღაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოვ­ტო­ვე...

- რად­გან გაბ­რაზ­დი, გა­მო­დის, მთლად "გან­წი­რუ­ლი" არ ხარ. უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბი თუ გი­ყი­დია?

- როცა რა­ღა­ცას ვყი­დუ­ლობ, ვფიქ­რობ, რომ ის ნივ­თი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­მად­გე­ბა. თუმ­ცა, მა­ინც და­მიგ­როვ­და უამ­რა­ვი ისე­თი რამ, რა­საც ვერ ვი­ყე­ნებ და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით, სამ­კა­ულს ეხე­ბა.

- ონო­მა­ნი­ას შო­პინ­გის შემ­დგო­მი დეპ­რე­სია ახა­სი­ა­თებს. ეს გან­ცდა რამ­დე­ნად ნაც­ნო­ბია შენ­თვის?

- ძი­რი­თა­დად, იმას ვყი­დუ­ლობ, რაც მომ­წონს, ამი­ტომ ასე­თი გან­ცდა არ მაქვს. მაგ­რამ აი, თუ ის ნივ­თი ვერ ვი­ყი­დე, რაც მინ­დო­და, მაგ­რად "ვიგ­რუ­ზე­ბი".

- სე­ილ­ზო­მა­ნია ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­სად­მი ავად­მყო­ფუ­რი ლტოლ­ვაა. ფას­დაკ­ლე­ბებს ალ­ბათ, თვალ­ყურს ადევ­ნებ...

- ზუს­ტად ვიცი, რო­მელ მა­ღა­ზი­ა­ში რა დროს და რო­გო­რი ფას­დაკ­ლე­ბაა. თა­ნაც, ელექტრო­ნულ ფოს­ტა­სა და მო­ბი­ლურ­ზე მომ­დის ინ­ფორ­მა­ცია ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ.

P.S. ხში­რად წარ­მოდ­გე­ნაც არ გვაქვს, რომ "ყიდ­ვა­და­მო­კი­დე­ბუ­ლი" გვქვია, რა­საც მე­დი­ცი­ნა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ნარ­კო­ტიკ­ზე, ალ­კოჰოლ­ზე, სი­გა­რეტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან აი­გი­ვე­ბენ. შო­პოჰო­ლიზ­მი, ისე­ვე, რო­გორც სხვა სა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ნელ-ნელა იპყრობს ჩვენს ქცე­ვა­სა და ნერ­ვულ სის­ტე­მას, თან­და­თან იზ­რდე­ბა "დოზა" და მცირ­დე­ბა პი­რა­დი ან ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია!..

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

შოპინგომანია - დამოკიდებულების ერთ-ერთი საშიში ფორმა

შოპინგომანია - დამოკიდებულების ერთ-ერთი საშიში ფორმა

შოპინგომანია, ონომანია, შოპოჰოლიზმი ან უბრალოდ, ყიდვამანია - ამ სენს, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ბევრი ატარებს. კვლევების მიხედვით, ამერიკაში შოპინგომანიით 15 მილიონი ადამიანია დაავადებული, 55 მილიონი კი დამოკიდებულების ზღვარზეა. ინგლისში ყიდვის სენი ზრდასრულების 10%-ს აქვს შეყრილი. მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად, "ყიდვამანიით" რამდენად არიან დაავადებული ქართველი მოზარდები თუ ზრდასრულები, ამის გასარკვევად რამდენიმე ბრენდულ მაღაზიას ვესტუმრე. კონსულტანტების თქმით, დღის განმავლობაში, თუ განსაკუთრებული ფასდაკლება არ არის, მაღაზიაში ძირითადად, "დამთვალიერებლები" შედიან...

ანანო, კონსულტანტი:

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მაღაზიაში არცთუ ისე დაბალი ფასებია, მყიდველი არ გვაკლია. ძირითადად, ერთგული კლიენტები გვყავს. ხშირად, ხალხი უბრალოდ, დასათვალიერებლად შემოდის. ტანსაცმლის თვალიერება, ვფიქრობ, ცალკე დაავადებაა. ასეთი სენით შეპყრობილებმა შეიძლება, საათი ან 2 საათი მაღაზიაში ისე გაატარონ, თითქოს მუზეუმში იყვნენ... ყოფილა შემთხვევა, როცა რამდენიმე სამოსის სხვადასხვა ზომა გაუსინჯავთ, სარკის წინ დიდხანს უტრიალიათ და საბოლოოდ, არაფერი უყიდიათ...

ნანა ვადაჭკორია ექსპედიტორ კომპანიაში მუშაობს, რომელსაც საქართველოში ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით გამოწერილი ნივთები შემოაქვს...

- ძირითადად, ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ელექტროტექნიკას იწერენ. გამოწერების რაოდენობა კი თანდათან საგრძნობლად მატულობს. აქტიურ მომხმარებლებს თითქმის ყველა რეისზე აქვთ ამანათი და თითო შეკვეთის თანხა 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. მომხმარებლები კერძო პირების გარდა, მსხვილი ორგანიზაციებიც არიან - ისინი ასობით კილო საქონელს ყიდულობენ. როგორც მომხმარებლები ამბობენ: მოლოდინის პერიოდია აზარტული. ზოგიერთი უმნიშვნელო წვრილმანს იწერს, ოღონდ კი რაღაცის მოლოდინში იყოს... თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც უკვე დამოკიდებულია ინტერნეტ-მაღაზიებზე და ბანკიდან თუ ახლობლებისგან ვალებს იღებენ. იმასაც გეტყვით, რომ ეს ის სენია, რომელიც ადრე თუ გვიან თავისთავად იკურნება - გარკვეული დროის შემდეგ მომხმარებლების უმეტესობა საქონლის გამოწერის ინტერესს კარგავს...

ნათია ბედენაშვილი ნამდვილი "შოპოჰოლიკია". მისი შემოსავლის 80% (ზოგჯერ მეტიც) იმ სიამოვნებას ეწირება, რასაც საყიდლებზე სიარული, სამოსის არჩევა, მოსინჯვა და ყიდვა ანიჭებს. თურმე, შოპინგომანებს მაღაზიებიდან დაბრუნების შემდეგ, დეპრესია ახასიათებთ, ნათიას კი დეპრესია მხოლოდ მაშინ ეუფლება, თუ მისთვის სასურველ ნივთს ან ტანსაცმელს ვერ შეიძენს...

- მაღაზიების ხშირი სტუმარი ხარ. ამას საჭიროების გამო აკეთებ თუ უბრალოდ, ყიდვის პროცესი გსიამოვნებს?

ნათია:

- შოპინგის სურვილი გამუდმებით მაქვს. თუ ტანსაცმელი მომეწონა და ჩემი ზომა არ აღმოჩნდება, ყველას ვეკითხები, - სად შეიძლება, რომ ვიშოვო-მეთქი? თუ ვერსად ვნახე, მის ძებნას ინტერნეტში ვიწყებ, რადგან გამუდმებით მაწუხებს სასურველ სამოსზე ფიქრი. ისე, რაღაცის გამოწერას მაღაზიაში მისვლა და ნივთის ყიდვა მირჩევნია...

- გამოწერის შემდეგ, სასურველი ნივთის მიღების მოლოდინი არ განიჭებს სიამოვნებას?

- კი, მაგრამ ბევრად სასიამოვნოა, როცა ახალი ნივთი ხელთ მაქვს, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. ყიდვაზე არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებს შერჩევის პროცესი და შემდეგ უკვე ქაღალდის პარკებით სიარული... გამოწერის დროს ყიდვის სიხარული ნაკლებია. თანაც, ამ მოლოდინს სერიოზული ნერვიულობა ახლავს თან: მომერგება თუ არა? იქნება თუ არა ისეთი, როგორიც ფოტოზე ჩანს? ხშირია დეფექტის შემთხვევაც.

- შოპინგომანებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი ნივთების ყიდვის გამო ფულის სესხებაა. ეს გახასიათებს?

- ფული მხოლოდ დისთვის გამომირთმევია, რათა ტანსაცმელი მეყიდა. მეგობრებს ან მშობლებს ჯერჯერობით, არ ვაწუხებ. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა შოპინგისას ბოლო თეთრამდე დამიხარჯავს. მაქვს კიდევ ასეთი ამოჩემება: დაბადების დღისთვის ყოველთვის ვაგროვებ ფულს, რათა მერე საყიდლებზე წავიდე. გათენდება თუ არა, "საშოპინგოდ" მივდივარ. ეს პროცესი მართლაც, აზარტულია. ამბობენ, - მოთამაშეები თამაშისას დროის შეგრძნებას კარგავენო. ჰოდა, მეც ასე მემართება, როცა მაღაზიებში დავდივარ. შარშან, ამის გამო, ოქსფორდში ჯგუფს ჩამოვრჩი და მაშინ ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე - ქსოვილების გამო რაღაც ძალიან საინტერესო გამოვტოვე...

- რადგან გაბრაზდი, გამოდის, მთლად "განწირული" არ ხარ. უსარგებლო ნივთები თუ გიყიდია?

- როცა რაღაცას ვყიდულობ, ვფიქრობ, რომ ის ნივთი აუცილებლად გამომადგება. თუმცა, მაინც დამიგროვდა უამრავი ისეთი რამ, რასაც ვერ ვიყენებ და ეს განსაკუთრებით, სამკაულს ეხება.

- ონომანიას შოპინგის შემდგომი დეპრესია ახასიათებს. ეს განცდა რამდენად ნაცნობია შენთვის?

- ძირითადად, იმას ვყიდულობ, რაც მომწონს, ამიტომ ასეთი განცდა არ მაქვს. მაგრამ აი, თუ ის ნივთი ვერ ვიყიდე, რაც მინდოდა, მაგრად "ვიგრუზები".

- სეილზომანია ფასდაკლებებისადმი ავადმყოფური ლტოლვაა. ფასდაკლებებს ალბათ, თვალყურს ადევნებ...

- ზუსტად ვიცი, რომელ მაღაზიაში რა დროს და როგორი ფასდაკლებაა. თანაც, ელექტრონულ ფოსტასა და მობილურზე მომდის ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ.

P.S. ხშირად წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ "ყიდვადამოკიდებული" გვქვია, რასაც მედიცინასა და ფსიქოლოგიაში ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე დამოკიდებულებასთან აიგივებენ. შოპოჰოლიზმი, ისევე, როგორც სხვა სახის დამოკიდებულება, ნელ-ნელა იპყრობს ჩვენს ქცევასა და ნერვულ სისტემას, თანდათან იზრდება "დოზა" და მცირდება პირადი ან ოჯახის ბიუჯეტი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია!..

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია