პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიის ნაპირებთან ლტოლვილებით სავსე გემი ჩაიძირა
იტალიის ნაპირებთან ლტოლვილებით სავსე გემი ჩაიძირა

იტა­ლი­ის კუნ­ძულ ლამ­პე­დუ­ზას­თან გემი ჩა­ი­ძი­რა, რომ­ლის ბორტზე 500-ზე მეტი სო­მა­ლე­ლი და სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ა­გენ­ტო Associated Press-ის ცნო­ბით, მომ­ხდა­რის შე­დე­გად, სულ მცი­რე 62 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი. იტა­ლი­ურ გა­ზეთ La Stampa-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მაშ­ვე­ლებ­მა წყლი­დან 82 გვა­მი ამო­იყ­ვა­ნეს.

და­ღუ­პულ­თა შო­რის ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი და ერთი ორ­სუ­ლი ქა­ლია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს მყოფ­მა მე­თევ­ზე­ებ­მა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა გე­მის ჩა­ძირ­ვამ­დე 150 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეს­ძლეს. კი­დევ 250-მდე ადა­მი­ა­ნი უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. მათი ძი­ე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

სა­ა­გენ­ტო France-Presse-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკი­პაჟ­მა გემ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბა კუ­ნულ ლამ­პე­დუ­ზა­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 კმ-ის მოშ­რე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა. იტა­ლი­ე­ლი მე­სა­ზღვე­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად სო­მა­ლე­ლებ­მა სა­ბა­ნი დაწ­ვეს, თუმ­ცა ცე­ცხლის ალი გემ­ბან­ზე დიდი სის­წრა­ფით გავ­რცელ­და, რა­მაც პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია. შე­დე­გად გემი გა­დაბ­რუნ­და. მე­ო­რე ვერ­სი­ით, ხან­ძრის მი­ზე­ზი მოკ­ლე ჩარ­თვა გახ­და.

მომ­ხდარს უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რო­მის პაპი და გე­მის ჩა­ძირ­ვას სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი უწო­და. 2013 წლის ივ­ლის­ში, პაპი ლამ­პე­დუ­ზას სტუმ­რო­ბა და არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რან­ტე­ბის სა­კი­თხი­სად­მი იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას შე­ე­ცა­და.

ბოლო დროს აფ­რი­კა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­დე­გად, იტა­ლი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რან­ტე­ბის რი­ცხვი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. მხო­ლოდ 25 სექ­ტემ­ბერს, ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იტა­ლი­ა­ში 700-ზე მეტი მიგ­რან­ტი ჩა­ვი­და. მათი უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სი­რი­ი­დან იყო.

ევ­რო­პა­ში სა­მუ­შა­ოს სა­შოვ­ნად, აფ­რი­კი­დან წა­მო­სუ­ლი მიგ­რან­ტე­ბი იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწო­რედ კუნ­ძულ ლამ­პე­დუ­ზა­დან ხვდე­ბი­ან. ამ ფაქტს ხელს კუნ­ძუ­ლის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უწყობს, რო­მე­ლიც ტუ­ნი­სის ნა­პი­რი­დან 120 კმ-ითაა და­შო­რე­ბუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ flot.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

იტალიის ნაპირებთან ლტოლვილებით სავსე გემი ჩაიძირა

იტალიის ნაპირებთან ლტოლვილებით სავსე გემი ჩაიძირა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 500-ზე მეტი სომალელი და სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე 62 ადამიანია დაღუპული. იტალიურ გაზეთ La Stampa-ს ინფორმაციით კი, მაშველებმა წყლიდან 82 გვამი ამოიყვანეს.

დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ორსული ქალია. შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა მეთევზეებმა და სამაშველო სამსახურებმა გემის ჩაძირვამდე 150 ადამიანის გადარჩენა შესძლეს. კიდევ 250-მდე ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ძიება ამ დრომდე გრძელდება.

სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, ეკიპაჟმა გემზე არსებული გაუმართაობა კუნულ ლამპედუზადან დაახლოებით 1 კმ-ის მოშრებით აღმოაჩინა. იტალიელი მესაზღვეების ყურადღების მისაქცევად სომალელებმა საბანი დაწვეს, თუმცა ცეცხლის ალი გემბანზე დიდი სისწრაფით გავრცელდა, რამაც პანიკა გამოიწვია. შედეგად გემი გადაბრუნდა. მეორე ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა რომის პაპი და გემის ჩაძირვას სამარცხვინო ფაქტი უწოდა. 2013 წლის ივლისში, პაპი ლამპედუზას სტუმრობა და არალეგალური მიგრანტების საკითხისადმი იტალიის ხელისუფლების ყურადღების მიქცევას შეეცადა.

ბოლო დროს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად, იტალიისკენ მიმავალი არალეგალური მიგრანტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ 25 სექტემბერს, ერთი დღის განმავლობაში იტალიაში 700-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მათი უმეტესი ნაწილი სირიიდან იყო.

ევროპაში სამუშაოს საშოვნად, აფრიკიდან წამოსული მიგრანტები იტალიის ტერიტორიაზე სწორედ კუნძულ ლამპედუზადან ხვდებიან. ამ ფაქტს ხელს კუნძულის გეოგრაფიული მდგომარეობა უწყობს, რომელიც ტუნისის ნაპირიდან 120 კმ-ითაა დაშორებული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა