პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ეშმაკი მოხუცები და ლიფტში გაჩხერილი ნარკომანები
ეშმაკი მოხუცები და ლიფტში გაჩხერილი ნარკომანები

"რო­გორც იქნა, მო­ვა­ხერ­ხე და მო­უც­ლე­ლო­ბის გამო დიდი ხნის უნა­ხავ ნა­თე­სავს ვეს­ტუმ­რე. ცოტა ხან­ში კარ­ზე ზა­რის ხმა გა­ის­მა და სახ­ლში პა­ტა­რა ტომ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­მო­ვი­და. დი­ა­სახ­ლისს სტუმ­რის მოს­ვლა გა­უ­ხარ­და და ხუთ ცალ ტო­მა­რა­ში 50 ლარი გა­და­უ­ხა­და.

პა­ტა­რა ტომ­სი­კებ­ში ხურ­და ფული აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ჩემი ნა­თე­სა­ვი ყო­ველ­თვი­უ­რად ახურ­და­ვებს იმ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მე­ლიც ლიფ­ტის გა­მარ­თუ­ლად ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევს კონ­ტროლს. ხურ­და ფული კი, ლიფ­ტით მგზავ­რო­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო.

ხურ­დის ტომ­რე­ბი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა იმ ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში მდე­ბა­რე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის ფა­სი­ა­ნი ლიფ­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ახალ­გაზ­რდამ ვი­ნა­ო­ბი­სა და მისი კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­წო­დე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა, თბი­ლის­ში ლიფ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ თა­მა­მად ისა­უბ­რა.

- რამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნია ლიფ­ტე­ბის ბიზ­ნე­სი და სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნი კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს თბი­ლის­ში ლიფ­ტე­ბის უსაფრ­თხო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას?

- თბი­ლის­ში სულ 7800 ლიფ­ტია. ადრე ეს ბიზ­ნე­სი უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი იყო. ახლა სო­კო­ე­ბი­ვით მომ­რავ­ლდნენ ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ლიფ­ტე­ბის უსაფრ­თხო მუ­შა­ო­ბა­ზე აგე­ბენ პა­სუხს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სა­ვალ­მაც იკლო.

- ლიფ­ტე­ბით მგზავ­რო­ბა 5-10 თეთ­რი ღირს. რო­გორ ახერ­ხებთ ყო­ველ­თვე ამ­დე­ნი ხურ­დის გა­დათ­ვლას და ქა­ღალ­დის ფულ­ზე გა­დაც­ვლას?

- ვინ აწარ­მო­ებს ლიფ­ტე­ბის ბიზ­ნესს, ამის დად­გე­ნა ყო­ველ დი­ლით სხვა­დას­ხვა ბანკთან შე­გიძ­ლი­ათ. "ტო­ნო­ბით" ხურ­და ფუ­ლის გა­და­ხურ­და­ვე­ბა უწევთ ბან­კებს ყო­ველ დი­ლით. ხურ­დის დამ­თვლე­ლი აპა­რა­ტი მეც შე­ვი­ძი­ნე. ამ­დენ რკი­ნის ფულს რა დათ­ვლის?

- ახალ სახ­ლებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ლიფ­ტე­ბია, ე.წ. "ხრუ­შოვ­კებ­ში" კი - ძვე­ლი. მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სად, ძველ ლიფ­ტებს უფრო დას­ჭირ­დე­ბა.

- კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბაა დიღ­მის მა­სივ­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას კვარ­ტა­ლებ­ში მდე­ბა­რე რვა­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის ლიფ­ტებ­ში. თვი­თონ მე­ქა­ნიზ­მი გა­მარ­თუ­ლად კი მუ­შა­ობს, მაგ­რამ ლიფ­ტის კა­ბი­ნე­ბი კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

- რო­გორც ვიცი, ლიფ­ტებ­ში ხურ­დის ჩა­საყ­რელ ყუ­თებ­ში ხურ­და ფუ­ლის გარ­და, მე­ტა­ლის ნივ­თებ­საც ყრი­ან, რომ იმ­გზავ­რონ.

- ეს ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა. გარ­და იმი­სა, რომ ვზა­რალ­დე­ბით, რკი­ნის ფუ­ლის გარ­და, სხვა მე­ტა­ლე­ბის ჩაყ­რა ყუ­თე­ბის მე­ქა­ნიზმს აზი­ა­ნებს და ჭე­დავს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩერ­დე­ბა ლიფ­ტე­ბი და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გას­ვლა ხში­რად გვი­წევს.

- ხურ­და ფუ­ლის გარ­და, რა საგ­ნებს პო­უ­ლობთ ლიფ­ტე­ბის ყუ­თებ­ში?

- 20 წე­ლია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი აღარ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, საბ­ჭო­უ­რი ხურ­და ფუ­ლიც აღარ უნდა იყოს ბევ­რი, მაგ­რამ დღემ­დე მიკ­ვირს, სად ინა­ხავ­დნენ და რა­ტომ ინა­ხავ­დნენ ამ დრომ­დე ამ­დენ 15-კა­პი­კი­ა­ნებს? ძი­რი­თა­დად, ყუ­თებ­ში 15-კა­პი­კი­ა­ნებს ყრი­ან, რომ იმ­გზავ­რონ. ასე­ვე, ხურ­და ფუ­ლის დი­ა­მეტ­რის ზო­მის ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტებს ამ­ზა­დე­ბენ და ისე მგზავ­რო­ბენ. ამ ბოლო დროს მა­ცივ­რე­ბი­სა და ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის შე­სა­ფუთ ყუ­თებ­ზე შე­მოვ­ლე­ბულ პლასტმა­სის ზონ­რებ­საც იყე­ნე­ბენ. ანუ ამ ბრტყელ ზონ­რებს წვეტს უკე­თე­ბენ, ხურ­დის ჩა­საგ­დებ ჭრილ­ში არ­ჭო­ბენ და ასე მგზავ­რო­ბენ. და­ახ­ლო­ე­ბით 1 ტონა 15-კა­პი­კი­ა­ნი და ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტა და­მიგ­როვ­და, რო­მელ­საც გა­რაჟ­ში ვი­ნა­ხავ.

- ალ­ბათ ხში­რია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აც.

- უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი თით­ქმის არ ხდე­ბა, რად­გან ლიფ­ტის კა­ბი­ნის მე­ქა­ნიზ­მი ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ თუ სარ­თულ­ზე კა­ბი­ნა არ გა­ჩერ­დე­ბა, ლიფ­ტის გა­რე­თა კარი არ გა­ი­ღე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­სა და კუ­რი­ო­ზებს, ძა­ლი­ან ბევ­რია.

- მა­გა­ლი­თად?

- რა და­გი­მა­ლოთ და, ცოტა ხნის წინ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლიფ­ტში ერ­თდრო­უ­ლად 4 ლიფ­ტი­ო­რი გა­ი­ჩხი­რა. დახ­მა­რე­ბის­თვის ჩვენ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, რომ კა­ბი­ნი­დან ლიფ­ტი­ო­რე­ბი გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა. ასე­ვე ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ნარ­კო­მა­ნე­ბი ნარ­კო­ტიკს ლიფ­ტის კა­ბი­ნა­ში იკე­თე­ბენ. აჩე­რე­ბენ ლიფტს, "იჩხე­რენ" და შემ­დეგ ვერ გა­მო­დი­ან კა­ბი­ნი­დან. აწ­ვა­ლე­ბენ კარს და სარ­თუ­ლებს შო­რის ჭე­და­ვენ ლიფტს. აგ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ორმა ნარ­კო­მან­მა ლიფ­ტში "გა­ი­ჩხი­რა". თა­ვი­ანთ საქ­მეს რომ მორ­ჩნენ, გა­და­წყვი­ტეს, სარ­თუ­ლებს შო­რის გა­ე­ღოთ კარი და ისე ამომ­ძვრა­ლიყ­ვნენ. ერთ-ერთი გამ­ხდა­რი იყო და თა­ვი­სუფ­ლად ამომ­ძვრა­ლა კა­ბი­ნი­დან. მე­ო­რე კი - მსუ­ქა­ნი და კა­ბი­ნა­სა და ლიფ­ტის გა­ღე­ბულ კარს შო­რის გა­ი­ჩხი­რა. იქვე "ავ­ტოპრო­ფი­ლაქ­ტი­კე­ბია" და ერთ-ერთი "პრო­ფი­ლაქ­ტი­კის" თა­ნამ­შრო­მელს გა­მო­უ­ჩე­ნია ინი­ცი­ა­ტი­ვა, ასუ­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ბოლო სარ­თულ­ზე, სა­დაც ლიფ­ტის ძრა­ვაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მით შეც­დო­მით და­უტ­რი­ა­ლე­ბია კა­ბი­ნის დამ­ჭე­რი ტრო­სე­ბი. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მსუ­ქან ნარ­კო­მანს მეტი სივ­რცე დარ­ჩე­ნო­და ამო­სას­ვლე­ლად, პი­რი­ქით მოხ­და - კა­ბი­ნა­სა და გარე კარს შო­რის მან­ძი­ლი შემ­ცირ­და და ნარ­კო­მანს ნეკ­ნე­ბი და­ე­ლე­წა. ისეთ კა­იფ­ში იყო, ტკი­ვი­ლი არ უგ­რძნია. მომ­ხდა­რის გამო, პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ წა­იყ­ვა­ნა. მოკ­ლედ, დიდ ხი­ფათს გა­დავ­რჩით მა­შინ.

- ასე­ვე ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­ბი­ნად­რე­ებს ძაფ­ზე გა­მობ­მუ­ლი გახ­ვრე­ტი­ლი 5 და 10-თეთ­რი­ა­ნი მო­ნე­ტე­ბი აქვთ და ისე მგზავ­რო­ბენ.

- ადრე უფრო იყო ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ ახლა ხურ­დის ჩა­საყ­რე­ლი ყუ­თე­ბის ტექ­ნო­ლო­გია დავ­ხვე­წეთ და ძა­ფებ­გა­მობ­მუ­ლი ხურ­დე­ბით ლიფ­ტის დაძ­ვრა ძნე­ლია. თუმ­ცა, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე 2 მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი ისე ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებს ამ მე­თოდს, რომ მე თვი­თონ გა­ვოც­დი. არ იცოდ­ნენ, რომ მე ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი მათი სა­დარ­ბა­ზოს ლიფტს. ლიფ­ტში რომ შე­ვე­დი, ხურ­დის ჩაგ­დე­ბა მინ­დო­და ყუთ­ში. ეს მო­ხუ­ცე­ბიც და­მემ­გზავრნენ. შე­მომ­თა­ვა­ზეს - არ გინ­და ხურ­დის ჩაგ­დე­ბა, ჩვენ აგიყ­ვანთ სა­სურ­ველ სარ­თულ­ზეო. - მო­ი­მარ­ჯვეს ბაწ­რი­ა­ნი ხურ­დე­ბი და ოს­ტა­ტუ­რა­დაც ჩა­უშ­ვეს ყუთ­ში. კა­ბი­ნა რომ და­იძ­რა, ასე­ვე ოს­ტა­ტუ­რად ამო­აძ­ვრი­ნეს უკან თა­ვი­ან­თი გახ­ვრე­ტი­ლი 2-თეთ­რი­ა­ნე­ბი. აი, ასე­თი ამ­ბე­ბი ხში­რია ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ეშმაკი მოხუცები და ლიფტში გაჩხერილი ნარკომანები

ეშმაკი მოხუცები და ლიფტში გაჩხერილი ნარკომანები

"როგორც იქნა, მოვახერხე და მოუცლელობის გამო დიდი ხნის უნახავ ნათესავს ვესტუმრე. ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა და სახლში პატარა ტომრებით ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. დიასახლისს სტუმრის მოსვლა გაუხარდა და ხუთ ცალ ტომარაში 50 ლარი გადაუხადა.

პატარა ტომსიკებში ხურდა ფული აღმოჩნდა, რომელსაც ჩემი ნათესავი ყოველთვიურად ახურდავებს იმ კომპანიის წარმომადგენელთან, რომელიც ლიფტის გამართულად ექსპლუატაციას უწევს კონტროლს. ხურდა ფული კი, ლიფტით მგზავრობისთვისაა საჭირო.

ხურდის ტომრებიანი ახალგაზრდა იმ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე მრავალსართულიანი სახლების ფასიანი ლიფტების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. ახალგაზრდამ ვინაობისა და მისი კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, თბილისში ლიფტების მუშაობის შესახებ თამამად ისაუბრა.

-  რამდენად მომგებიანია ლიფტების ბიზნესი და საერთოდ, რამდენი კომპანია უზრუნველყოფს თბილისში ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციას?

-  თბილისში სულ 7800 ლიფტია. ადრე ეს ბიზნესი უფრო მომგებიანი იყო. ახლა სოკოებივით მომრავლდნენ ის კომპანიები, რომლებიც ლიფტების უსაფრთხო მუშაობაზე აგებენ პასუხს. შესაბამისად, შემოსავალმაც იკლო.

-  ლიფტებით მგზავრობა 5-10 თეთრი ღირს. როგორ ახერხებთ ყოველთვე ამდენი ხურდის გადათვლას და ქაღალდის ფულზე გადაცვლას?

-  ვინ აწარმოებს ლიფტების ბიზნესს, ამის დადგენა ყოველ დილით სხვადასხვა ბანკთან შეგიძლიათ. "ტონობით" ხურდა ფულის გადახურდავება უწევთ ბანკებს ყოველ დილით. ხურდის დამთვლელი აპარატი მეც შევიძინე. ამდენ რკინის ფულს რა დათვლის?

-  ახალ სახლებში თანამედროვე ლიფტებია, ე.წ. "ხრუშოვკებში" კი - ძველი. მომსახურება შესაბამისად, ძველ ლიფტებს უფრო დასჭირდება.

-  კატასტროფული ვითარებაა დიღმის მასივსა და ვაჟა-ფშაველას კვარტალებში მდებარე რვასართულიანი კორპუსების ლიფტებში. თვითონ მექანიზმი გამართულად კი მუშაობს, მაგრამ ლიფტის კაბინები კრიტიკას ვერ უძლებს.

-  როგორც ვიცი, ლიფტებში ხურდის ჩასაყრელ ყუთებში ხურდა ფულის გარდა, მეტალის ნივთებსაც ყრიან, რომ იმგზავრონ.

-  ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. გარდა იმისა, რომ ვზარალდებით, რკინის ფულის გარდა, სხვა მეტალების ჩაყრა ყუთების მექანიზმს აზიანებს და ჭედავს. შესაბამისად, ჩერდება ლიფტები და გამოძახებაზე გასვლა ხშირად გვიწევს.

-  ხურდა ფულის გარდა, რა საგნებს პოულობთ ლიფტების ყუთებში?

-  20 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და შესაბამისად, საბჭოური ხურდა ფულიც აღარ უნდა იყოს ბევრი, მაგრამ დღემდე მიკვირს, სად ინახავდნენ და რატომ ინახავდნენ ამ დრომდე ამდენ 15-კაპიკიანებს? ძირითადად, ყუთებში 15-კაპიკიანებს ყრიან, რომ იმგზავრონ. ასევე, ხურდა ფულის დიამეტრის ზომის ლითონის ფირფიტებს ამზადებენ და ისე მგზავრობენ. ამ ბოლო დროს მაცივრებისა და ტელევიზორების შესაფუთ ყუთებზე შემოვლებულ პლასტმასის ზონრებსაც იყენებენ. ანუ ამ ბრტყელ ზონრებს წვეტს უკეთებენ, ხურდის ჩასაგდებ ჭრილში არჭობენ და ასე მგზავრობენ. დაახლოებით 1 ტონა 15-კაპიკიანი და ლითონის ფირფიტა დამიგროვდა, რომელსაც გარაჟში ვინახავ.

-  ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა და უხერხული სიტუაციაც.

-  უბედური შემთხვევები თითქმის არ ხდება, რადგან ლიფტის კაბინის მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თუ სართულზე კაბინა არ გაჩერდება, ლიფტის გარეთა კარი არ გაიღება. რაც შეეხება უხერხულ სიტუაციებსა და კურიოზებს, ძალიან ბევრია.

-  მაგალითად?

-  რა დაგიმალოთ და, ცოტა ხნის წინ ტექნიკური უნივერსიტეტის ლიფტში ერთდროულად 4 ლიფტიორი გაიჩხირა. დახმარებისთვის ჩვენ დაგვიკავშირდნენ, რომ კაბინიდან ლიფტიორები გამოგვეყვანა. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ნარკომანები ნარკოტიკს ლიფტის კაბინაში იკეთებენ. აჩერებენ ლიფტს, "იჩხერენ" და შემდეგ ვერ გამოდიან კაბინიდან. აწვალებენ კარს და სართულებს შორის ჭედავენ ლიფტს. აგლაძის ქუჩაზე გვქონდა შემთხვევა, როდესაც ორმა ნარკომანმა ლიფტში "გაიჩხირა". თავიანთ საქმეს რომ მორჩნენ, გადაწყვიტეს, სართულებს შორის გაეღოთ კარი და ისე ამომძვრალიყვნენ. ერთ-ერთი გამხდარი იყო და თავისუფლად ამომძვრალა კაბინიდან. მეორე კი - მსუქანი და კაბინასა და ლიფტის გაღებულ კარს შორის გაიჩხირა. იქვე "ავტოპროფილაქტიკებია" და ერთ-ერთი "პროფილაქტიკის" თანამშრომელს გამოუჩენია ინიციატივა, ასულა საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე, სადაც ლიფტის ძრავაა დამონტაჟებული. სპეციალური მექანიზმით შეცდომით დაუტრიალებია კაბინის დამჭერი ტროსები. ნაცვლად იმისა, რომ მსუქან ნარკომანს მეტი სივრცე დარჩენოდა ამოსასვლელად, პირიქით მოხდა - კაბინასა და გარე კარს შორის მანძილი შემცირდა და ნარკომანს ნეკნები დაელეწა. ისეთ კაიფში იყო, ტკივილი არ უგრძნია. მომხდარის გამო, პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. მოკლედ, დიდ ხიფათს გადავრჩით მაშინ.

-  ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც მობინადრეებს ძაფზე გამობმული გახვრეტილი 5 და 10-თეთრიანი მონეტები აქვთ და ისე მგზავრობენ.

-  ადრე უფრო იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ ახლა ხურდის ჩასაყრელი ყუთების ტექნოლოგია დავხვეწეთ და ძაფებგამობმული ხურდებით ლიფტის დაძვრა ძნელია. თუმცა, დოლიძის ქუჩაზე 2 მოხუცი ქალბატონი ისე ოსტატურად იყენებს ამ მეთოდს, რომ მე თვითონ გავოცდი. არ იცოდნენ, რომ მე ვემსახურებოდი მათი სადარბაზოს ლიფტს. ლიფტში რომ შევედი, ხურდის ჩაგდება მინდოდა ყუთში. ეს მოხუცებიც დამემგზავრნენ. შემომთავაზეს - არ გინდა ხურდის ჩაგდება, ჩვენ აგიყვანთ სასურველ სართულზეო. - მოიმარჯვეს ბაწრიანი ხურდები და ოსტატურადაც ჩაუშვეს ყუთში. კაბინა რომ დაიძრა, ასევე ოსტატურად ამოაძვრინეს უკან თავიანთი გახვრეტილი 2-თეთრიანები. აი, ასეთი ამბები ხშირია ჩვენს რეალობაში.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია