მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”მასტერმა” უკრაინელი პოპვარსკვლავი ქართულად აამღერა
”მასტერმა” უკრაინელი პოპვარსკვლავი ქართულად აამღერა

ლილუ ვეგა უკ­რა­ი­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პოპ­მომ­ღე­რა­ლია, ამას­თან, ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნიც, თუმ­ცა მას ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლიც იც­ნობს - მისი სიმ­ღე­რე­ბი კარ­გა ხა­ნია, ქარ­თულ რა­დი­ო­ებ­ში ტრი­ა­ლებს და ჰი­ტე­ბად იქცა. გა­სულ გა­ზა­ფხულ­ზე ლი­ლუმ თბი­ლის­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დის კვი­რე­უ­ლის დღე­ე­ბი გახ­სნა და თვი­თონ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ში, სა­მოსს წა­რად­გენ­და.

მას ქარ­თვე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლო­ბენ. უკ­რა­ი­ნელ­მა მომ­ღე­რალ­მა მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. რომ აქ ჩა­მო­სუ­ლი თბი­ლი­სი­სა თუ სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ყო­ველ­თვის დიდი გა­ტა­ცე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებს, მოს­წონს ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო და აქ სახ­ლის­თვის ქარ­თულ სა­ნე­ლებ­ლებს ყი­დუ­ლობს...

სწო­რედ იმ მო­ტი­ვით, რომ ლი­ლუს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დეს, მის­მა პრო­დი­უ­სე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ მან ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, დუ­ე­ტე­ბი ჩა­წე­როს. პირ­ვე­ლი რე­პე­რი "მას­ტე­რი" შე­არ­ჩი­ეს და და­უ­კავ­შიდ­ნენ.

"მას­ტე­რი" (გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი):

- ლილუ ვე­გას პრო­დი­უ­სე­რე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ და შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ მას­თან დუ­ე­ტი ჩა­მე­წე­რა. რე­პე­რი უნ­დო­დათ და მე ამირ­ჩი­ეს. მეც დავ­თან­ხმდი... ტექ­სტი­სა და მუ­სი­კის და­წე­რაც მო­მიხ­და. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მე გა­ვა­კე­თე, - სიმ­ღე­რას "თბი­ლი­სი-კი­ე­ვი" და­ვარ­ქვით. შემ­დეგ აქ ლი­ლუც ჩა­მო­ვი­და და ნა­მუ­შე­ვა­რი სტუ­დი­ა­ში ჩავ­წე­რეთ. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ტექ­სტი ქარ­თუ­ლია და ლი­ლუც საყ­ვარ­ლად, უკ­რი­ნუ­ლი აქ­ცენ­ტით, ქარ­თუ­ლად მღე­რის. ეს მის­გან გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბაც უნ­დათ და ალ­ბათ, ამის გამო უკ­რა­ი­ნა­ში მო­მი­წევს წას­ვლა. თუმ­ცა მა­ნამ­დე სიმ­ღე­რის პრე­მი­ე­რა ორ დღე­ში, "იმე­დის" დი­ლის ეთერ­ში შედ­გე­ბა.

- მო­გე­წო­ნა ლი­ლუს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- კი, მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, კარ­გი და მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბი­ლი პოპ­მომ­ღე­რა­ლია, თან, გა­და­ცე­მაც მიჰ­ყავს. მოკ­ლედ, კი­ევ­ში მო­და­შია. ისე, უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ე­ბი აქაც მო­და­ში არი­ან და კარ­გია. აბა, ქარ­თვე­ლე­ბი ჩი­ნეთ­ში წა­ვიდ­ნენ და შევ­სე­ბა ხომ უნდა მოხ­დეს? ამ მტკივ­ნე­ულ თე­მა­ზე გა­რეპ­ვას ვა­პი­რებ... მაგ­რად მა­წუ­ხებს ეს სა­კი­თხი.

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

”მასტერმა” უკრაინელი პოპვარსკვლავი ქართულად აამღერა

”მასტერმა” უკრაინელი პოპვარსკვლავი ქართულად აამღერა

ლილუ ვეგა უკრაინაში პოპულარული პოპმომღერალია, ამასთან, ტელე-რადიო წამყვანიც, თუმცა მას ქართველი მსმენელიც იცნობს - მისი სიმღერები კარგა ხანია, ქართულ რადიოებში ტრიალებს და ჰიტებად იქცა. გასულ გაზაფხულზე ლილუმ თბილისში უკრაინული მოდის კვირეულის დღეები გახსნა და თვითონვე მონაწილეობდა ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენებაში, სამოსს წარადგენდა.

მას ქართველი პროდიუსერები ჰყავს, რომლებიც მის საქართველოსთან დაახლოებას ცდილობენ. უკრაინელმა მომღერალმა მიცემულ ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ თავისუფალ დროს საქართველოში ყოფნა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. რომ აქ ჩამოსული თბილისისა თუ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ყოველთვის დიდი გატაცებით ათვალიერებს, მოსწონს ქართულ სამზარეულო და აქ სახლისთვის ქართულ სანელებლებს ყიდულობს...

სწორედ იმ მოტივით, რომ ლილუს საქართველოსთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს, მისმა პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ მან ქართველ შემსრულებლებთან ერთად, დუეტები ჩაწეროს. პირველი რეპერი "მასტერი" შეარჩიეს და დაუკავშიდნენ.

"მასტერი" (გიორგი პავლიაშვილი):

- ლილუ ვეგას პროდიუსერები დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს, რომ მასთან დუეტი ჩამეწერა. რეპერი უნდოდათ და მე ამირჩიეს. მეც დავთანხმდი...  ტექსტისა და მუსიკის დაწერაც მომიხდა. მოკლედ, ყველაფერი მე გავაკეთე, - სიმღერას "თბილისი-კიევი" დავარქვით. შემდეგ აქ ლილუც ჩამოვიდა და ნამუშევარი სტუდიაში ჩავწერეთ. რაც ყველაზე მთავარია, ტექსტი ქართულია და ლილუც საყვარლად, უკრინული აქცენტით, ქართულად მღერის. ეს მისგან გაბედული ნაბიჯია. სავარაუდოდ, ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც უნდათ და ალბათ, ამის გამო უკრაინაში მომიწევს წასვლა. თუმცა მანამდე სიმღერის პრემიერა ორ დღეში, "იმედის" დილის ეთერში შედგება.

- მოგეწონა ლილუსთან თანამშრომლობა?

- კი, მშვენივრად გამოიყურება, კარგი და მეგობრული ადამიანია. თავის ქვეყანაში ცნობილი პოპმომღერალია, თან, გადაცემაც მიჰყავს. მოკლედ, კიევში მოდაშია. ისე, უკრაინელი გოგოები აქაც მოდაში არიან და კარგია. აბა, ქართველები ჩინეთში წავიდნენ და შევსება ხომ უნდა მოხდეს? ამ მტკივნეულ თემაზე გარეპვას ვაპირებ... მაგრად მაწუხებს ეს საკითხი.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება