სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სენატორი 21-საათიანი სიტყვით გამოვიდა
ამერიკელი სენატორი 21-საათიანი სიტყვით გამოვიდა

ტე­ხა­სის შტა­ტის რეს­პუბ­ლი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ტედ კრუ­ზი აშშ-ის კონ­გრე­სის ზედა პა­ლა­ტა­ში სი­ტყვით გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც 21 სა­ა­თი და 19 წუთი გაგ­რძელ­და. პო­ლი­ტი­კო­სის გა­მოს­ვლა ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა ატა­რებს.

გა­მოს­ვლის დროს კრუ­ზი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ 2010 წელს და­წყე­ბუ­ლი რე­ფორ­მა "არ მუ­შა­ობს" და ბი­უ­ჯე­ტი­დან არ უნდა და­ფი­ნანსდეს. 42 წლის სე­ნა­ტორ­მა ლა­პა­რა­კი 24 სექ­ტემ­ბერს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 14:41 სთ-ზე და­ი­წყო, მან თა­ვი­დან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მოს­ვლას, სა­ნამ ფეხ­ზე დგო­მას შეძ­ლებ­და, გა­აგ­რძე­ლებ­და.

თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი კო­ლე­გას პე­რი­ო­დუ­ლად ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­დნენ - სა­უ­ბარს სა­კუ­თა­რი რეპ­ლი­კე­ბით აწყვე­ტი­ნებ­დნენ.

დრო რომ გა­ეყ­ვა­ნა, კრუ­ზი მთა­ვარ თე­მას უხ­ვევ­და: იგი აშშ-ში კუ­ბი­დან ჩა­სუ­ლი მა­მის რთულ ცხოვ­რე­ბას იხ­სე­ნებ­და და ცო­ლის ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში შო­ბის აღ­ნიშ­ვნის სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რობ­და.

ამ საქ­ცი­ე­ლით სე­ნა­ტო­რი ცდი­ლობ­და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის (რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის და­ფი­ნან­სე­ბის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს) სე­ნატ­ში კენ­ჭისყრა შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა.

მსგავს პრაქ­ტი­კას - გა­წე­ლი­ლი სი­ტყვით ამე­რი­კუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მუ­შა­ო­ბის ხე­ლის შეშ­ლას "ფი­ლი­ბას­ტე­რი" ჰქვია და მას უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ.

შე­დე­გად, კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა სე­ნატ­ში მა­ინც დე­მოკ­რა­ტე­ბის გეგ­მით გაგ­რძელ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Associated Press-ის მი­ხედ­ვით.

ამერიკელი სენატორი 21-საათიანი სიტყვით გამოვიდა

ამერიკელი სენატორი 21-საათიანი სიტყვით გამოვიდა

ტეხასის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში სიტყვით გამოვიდა, რომელიც 21 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. პოლიტიკოსის გამოსვლა ჯანდაცვის რეფორმის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელსაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა ატარებს.

გამოსვლის დროს კრუზი ირწმუნებოდა, რომ 2010 წელს დაწყებული რეფორმა "არ მუშაობს" და ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს. 42 წლის სენატორმა ლაპარაკი 24 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 14:41 სთ-ზე დაიწყო, მან თავიდანვე განაცხადა, რომ გამოსვლას, სანამ ფეხზე დგომას შეძლებდა, გააგრძელებდა.

თანამოაზრეები კოლეგას პერიოდულად ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდნენ - საუბარს საკუთარი რეპლიკებით აწყვეტინებდნენ.

დრო რომ გაეყვანა, კრუზი მთავარ თემას უხვევდა: იგი აშშ-ში კუბიდან ჩასული მამის რთულ ცხოვრებას იხსენებდა და ცოლის ვეგეტარიანელი ნათესავების გარემოცვაში შობის აღნიშვნის სირთულეებზე საუბრობდა.

ამ საქციელით სენატორი ცდილობდა წარმომადგენლობითი პალატის დამტკიცებული კანონპროექტის (რომელიც ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს) სენატში კენჭისყრა შეეფერხებინა.

მსგავს პრაქტიკას -  გაწელილი სიტყვით ამერიკული საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ხელის შეშლას "ფილიბასტერი" ჰქვია და მას უმცირესობის წარმომადგენლები იყენებენ.

შედეგად, კანონის განხილვა სენატში მაინც დემოკრატების გეგმით გაგრძელდება.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა