კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს?
მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს?

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, შე­საძ­ლოა, კენ­ჭი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რად იყა­როს. ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი "პრა­იმ ტა­ი­მი" წერს. გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში უკვე გა­ნი­ხი­ლე­ბა მე­რო­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" მე­რის პოსტზე სხვა კან­დი­და­ტე­ბიც სა­ხელ­დე­ბი­ან: გი­ორ­გი ვა­შა­ძე და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი რექ­ტო­რი, ბაქ­რა­ძის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გიგი უგუ­ლა­ვას, უც­ნო­ბია აპი­რებს თუ არა ის თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბას.

უც­ნო­ბია ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ვინ იბ­რძო­ლებს ქა­ლა­ქის მე­რო­ბის­თვის, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ამ დრო­ის­თვის ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რი აღარ იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ არის ცნო­ბი­ლი რა კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა.

"პრა­იმ თა­ი­მის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, მე­რო­ბის­თვის თავ­დაც­ვის მოქ­მედ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ვა­სა­ძემ იბ­რძო­ლონ. ერთ-ერთ კან­დი­და­ტად ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა "და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მე­ლიც 19 სექ­ტემ­ბერს ძმას­თან, მომ­ღე­რალ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან (უც­ნო­ბი) ერ­თად სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეს­წრო.

რო­გორც გა­ზე­თი წერს, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გუნ­დი­დან კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რო­ბის­თვის მისი პარ­ტი­ის თბი­ლი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გიგ­ლა ბა­რა­მი­ძე იბ­რძო­ლებს, თუმ­ცა ბა­რა­მი­ძე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს?

მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს?

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, კენჭი დედაქალაქის მერად იყაროს. ამის შესახებ გაზეთი "პრაიმ ტაიმი" წერს. გაზეთის ინფორმაციით, პოლიტიკურ კულუარებში უკვე განიხილება მერობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი. "ნაციონალური მოძრაობიდან" მერის პოსტზე სხვა კანდიდატებიც სახელდებიან: გიორგი ვაშაძე და უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე კვიტაშვილი. რაც შეეხება გიგი უგულავას, უცნობია აპირებს თუ არა ის თბილისის მერობაზე კანდიდატურის წამოყენებას.

უცნობია ასევე "ქართული ოცნებიდან" ვინ იბრძოლებს ქალაქის მერობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ივანიშვილი პრემიერი აღარ იქნება და შესაბამისად, არ არის ცნობილი რა კონფიგურაციის იქნება ქართული ოცნება.

"პრაიმ თაიმის" ინფორმაციით, შესაძლოა, მერობისთვის თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ იბრძოლონ. ერთ-ერთ კანდიდატად ასევე განიხილება "დაიცავი საქართველოს" ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 19 სექტემბერს ძმასთან, მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან (უცნობი) ერთად სპორტის სასახლეში მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც გაზეთი წერს, ნინო ბურჯანაძის გუნდიდან კულუარული ინფორმაციით, მერობისთვის მისი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგლა ბარამიძე იბრძოლებს, თუმცა ბარამიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა