პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოს-ანჯელესში "ემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ლოს-ანჯელესში "ემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ნო­კი­ას თე­ატ­რში პრეს­ტი­ჟუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრე­მი­ის, "ემის" და­ჯილ­დო­ე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი პო­ზი­რებ­დნენ.

ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ბრწყი­ნავ­და კო­ლუმ­ბი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი სო­ფია ვერ­გა­რა, რო­მელ­მაც არ­ჩე­ვა­ნი ამე­რი­კე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ვერა ვან­გის წი­თელ კა­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა. სექ­სუ­ა­ლურ­მა მსა­ხი­ობ­მა არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტა რჩე­ულ სტილს და ღრმად ამოჭ­რი­ლი დე­კოლ­ტე შე­არ­ჩია. ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ერ­თად მი­ვიდ­ნენ მამა-შვი­ლი, ალეკ და აირ­ლენდ ბოლ­დუ­ი­ნე­ბი. აირ­ლენ­დს ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე მონ­დო­მე­ბით პო­ზი­რებ­და და ავ­ტოგ­რა­ფე­ბიც გუ­ლუხ­ვად და­ა­რი­გა. მო­დელ ჰე­ი­დი კლუ­მის კა­ბა­ზე მო­დის სახ­ლმა "ვერ­სა­ჩემ" იზ­რუ­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მსა­ხი­ობ მეთ დე­ი­მონს მე­უღ­ლე ლუ­სი­ა­ნა ახ­ლდა. მა­იკლ დუ­გ­ლა­სი კი თე­ატ­რში მარ­ტო მი­ვი­და. თუმ­ცა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი პრე­მი­ის მი­ღე­ბი­სას, მსა­ხი­ობ­მა სცე­ნი­დან ყო­ფილ მე­უღ­ლეს, კეტ­რინ ზეტა ჯონსს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მსურს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მე­უღ­ლეს, კეტ­რინს, შვი­ლებს დი­ლან­სა და კე­რის. ასე­ვე, ჩემს უფ­როს ვაჟს კა­მე­რონს და იმე­დი მაქვს, მისი ნახ­ვის ნე­ბას დამ­რთა­ვენ", - გა­ნა­ცხა­და მა­იკლმა.

2013 წლის "ემის" გა­მარ­ჯვე­ბულ­თა ნუს­ხა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი კო­მე­დი­ურ ტე­ლე­სე­რი­ალ­ში - მე­რი­ე­ტი ვე­ვე­რი, "ძიძა ჯეკი".

კო­მე­დი­უ­რი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი - თინა ფეი და ტრე­ი­სი უა­ი­გ­ფილ­დი.

მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კაცი კო­მე­დი­ურ ტე­ლე­სე­რი­ალ­ში - ტონი ჰოლი, "Veep".

კო­მე­დი­უ­რი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რა - გეილ მან­კუ­ზო, "თა­ნა­მედ­რო­ვე ოჯა­ხი".

სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი დრა­მა­ტუ­ლი სე­რი­ა­ლის­თვის - ჰენ­რი ბრო­მე­ლი, "სამ­შობ­ლო"

მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კაცი დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში - ჯეფ და­ნი­ელ­სი, "ახა­ლი ამ­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა".

მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კაცი მინი სე­რი­ალ­სა თუ ფილმში - მა­იკლ დუ­გ­ლა­სი, Behind the Candelabra.

მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი მინი სე­რი­ალ­სა თუ ფილმში - ელენ ბარ­სტი­ნი, "პო­ლი­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი".

სა­უ­კე­თე­სო ქო­რე­ოგ­რა­ფია - დე­რერ ჰოფი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი".

სა­უ­კე­თე­სო რე­ა­ლი­თი სა­კონ­კურ­სო შოუ - "ხმა".

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია yahoo.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ლოს-ანჯელესში "ემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში "ემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში ნოკიას თეატრში პრესტიჟული ამერიკული სატელევიზიო პრემიის, "ემის" დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.  წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინაშე ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანები პოზირებდნენ.

ცერემონიალზე განსაკუთრებით ბრწყინავდა კოლუმბიელი მსახიობი სოფია ვერგარა, რომელმაც არჩევანი ამერიკელი დიზაინერის, ვერა ვანგის წითელ კაბაზე შეაჩერა. სექსუალურმა მსახიობმა არც ამჯერად უღალატა რჩეულ სტილს და ღრმად ამოჭრილი დეკოლტე შეარჩია. ცერემონიალზე ერთად მივიდნენ მამა-შვილი, ალეკ და აირლენდ ბოლდუინები. აირლენდს ფოტოგრაფების წინაშე მონდომებით პოზირებდა და ავტოგრაფებიც გულუხვად დაარიგა. მოდელ ჰეიდი კლუმის კაბაზე მოდის სახლმა "ვერსაჩემ" იზრუნა. ღონისძიებაზე მსახიობ მეთ დეიმონს მეუღლე ლუსიანა ახლდა. მაიკლ დუგლასი კი თეატრში მარტო მივიდა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის მიღებისას, მსახიობმა სცენიდან ყოფილ მეუღლეს, კეტრინ ზეტა ჯონსს მადლობა გადაუხადა.

"მსურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, კეტრინს, შვილებს დილანსა და კერის. ასევე, ჩემს უფროს ვაჟს კამერონს და იმედი მაქვს, მისი ნახვის ნებას დამრთავენ", - განაცხადა მაიკლმა.

2013 წლის "ემის" გამარჯვებულთა ნუსხა ასე გამოიყურება:

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ ტელესერიალში - მერიეტი ვევერი, "ძიძა ჯეკი".

კომედიური ტელესერიალის საუკეთესო სცენარი - თინა ფეი და ტრეისი უაიგფილდი.

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ ტელესერიალში - ტონი ჰოლი, "Veep".

კომედიური ტელესერიალის საუკეთესო რეჟისურა - გეილ მანკუზო, "თანამედროვე ოჯახი".

საუკეთესო სცენარი დრამატული სერიალისთვის - ჰენრი ბრომელი, "სამშობლო"

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში - ჯეფ დანიელსი, "ახალი ამბების განყოფილება".

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი მინი სერიალსა თუ ფილმში - მაიკლ დუგლასი, Behind the Candelabra.

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი მინი სერიალსა თუ ფილმში - ელენ ბარსტინი, "პოლიტიკური ცხოველები".

საუკეთესო ქორეოგრაფია - დერერ ჰოფი, "ცეკვავენ ვარსკვლავები".

საუკეთესო რეალითი საკონკურსო შოუ - "ხმა".

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება