სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული მოდის ბაზარზე ახალი სახელი - ”გიზი” შემოდის
ქართული მოდის ბაზარზე ახალი სახელი - ”გიზი” შემოდის

ქარ­თუ­ლი მო­დის ბა­ზარ­ზე ახა­ლი სა­ხე­ლი შე­მო­დის. "ვა­ლენ­ტი­ნოს" ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გიზი ჭავ­ჭა­ნი­ძე და დი­ზა­ი­ნე­რი ალექ­სანდ ვოლ­კო­ვი ახალ ქარ­თულ ბრენ­დს ქმნი­ან. "გიზი" მო­დის მიმ­დევ­რებს ტან­საც­მელ­თან ერ­თად ექ­სკლუ­ზი­ურ ფეხ­საც­მელს და აქ­სე­სუ­ა­რებს შეს­თა­ვა­ზებს.

"გიზი" ბა­ზარ­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი ჩვე­ნე­ბით წარ­დგე­ბა. 21 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე-13 კი­ლო­მეტრზე, "მათე მო­ტორ­სის" მე-2 პა­ვი­ლი­ონ­ში 4 სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო - "ჯე­ო­მო­დელ­სი", "ნა­ტა­ლი", "შარ­მი" და "ლუქს-მო­დელ­სი" 35 ექ­სკლუ­ზი­ურ მო­დელს წა­რად­გენს.

გიზი და ვოლ­კო­ვი თა­ვის მო­დე­ლებს მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლით ქმნი­ან - შალი, აბ­რე­შუ­მი, კო­ტო­ნის მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ვა­რი­ა­ცი­ე­ბი, ბეწ­ვი, ტყა­ვი, მი­ნი­სა და მე­ტა­ლის სინ­თე­ზი ჩან­თებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებ­ში და, ასე­ვე, მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი. კომ­პლექ­სუ­რი წარ­მო­ე­ბი­თა და მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბით "გიზი" ბა­ზარ­ზე ახალ სტან­დარტს ამ­კვიდ­რებს.

ახა­ლი მო­დის სახ­ლი გრან­დი­ო­ზულ ჩვე­ნე­ბას გეგ­მავს. შოუ მრა­ვალ­მხრი­ვი იქ­ნე­ბა და ორ­კესტრის და კა­პე­ლას გარ­და, სხვა­დას­ხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი.

ჩვე­ნე­ბას სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად ჟურ­ნალ "ფე­შენ-კო­ლექ­შე­ნის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი რო­მან ალექ­სან­დრო­ვი და ყა­ზა­ხე­თის მო­დის კვი­რე­უ­ლის არტ-დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრ ჩე­მიც და­ეს­წრე­ბი­ან.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

ქართული მოდის ბაზარზე ახალი სახელი - ”გიზი” შემოდის

ქართული მოდის ბაზარზე ახალი სახელი - ”გიზი” შემოდის

ქართული მოდის ბაზარზე ახალი სახელი შემოდის. "ვალენტინოს" ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში გიზი ჭავჭანიძე და დიზაინერი ალექსანდ ვოლკოვი ახალ ქართულ ბრენდს ქმნიან. "გიზი" მოდის მიმდევრებს ტანსაცმელთან ერთად ექსკლუზიურ ფეხსაცმელს და აქსესუარებს შესთავაზებს.

"გიზი" ბაზარზე გრანდიოზული ჩვენებით წარდგება. 21 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, "მათე მოტორსის" მე-2 პავილიონში 4 სამოდელო სააგენტო - "ჯეომოდელსი", "ნატალი", "შარმი" და "ლუქს-მოდელსი" 35 ექსკლუზიურ მოდელს წარადგენს.

გიზი და ვოლკოვი თავის მოდელებს მხოლოდ ნატურალური მასალით ქმნიან - შალი, აბრეშუმი, კოტონის მაღალხარისხიანი ვარიაციები, ბეწვი, ტყავი, მინისა და მეტალის სინთეზი ჩანთებსა და აქსესუარებში და, ასევე, მაღალხარისხიანი მასალისგან დამზადებული კომფორტული ფეხსაცმელი. კომპლექსური წარმოებითა და მაღალი გემოვნებით "გიზი" ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ახალი მოდის სახლი გრანდიოზულ ჩვენებას გეგმავს. შოუ მრავალმხრივი იქნება და ორკესტრის და კაპელას გარდა, სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.

ჩვენებას სხვა სტუმრებთან ერთად ჟურნალ "ფეშენ-კოლექშენის" მთავარი რედაქტორი რომან ალექსანდროვი და ყაზახეთის მოდის კვირეულის არტ-დირექტორი ალექსანდრ ჩემიც დაესწრებიან.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება