პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი კანი თვალების გარშემო
როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი კანი თვალების გარშემო

ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კანი უფრო თხე­ლი ხდე­ბა და ელას­ტი­უ­რო­ბას კარ­გავს. ნა­ო­ჭე­ბი და ე.წ. "ბა­ტის თა­თე­ბი" თვა­ლის გარ­შე­მო შე­საძ­ლოა 25 წლის ასაკ­ში უკვე გაჩ­ნდეს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მზე­ზე ყოფ­ნა დიდი ხნით გიყ­ვართ, მავ­ნე ჩვე­ვე­ბი გაქვთ და ხში­რად ხართ სტრეს­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ბე­რე გარ­და­უ­ვა­ლია, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს თა­ვი­დან აი­ცი­ლოს მისი თან­მხლე­ბი "ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი". გთა­ვა­ზობთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის თვა­ლის გარ­ჩე­მო ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას.

1. ავო­კა­დო - ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ნა­ო­ჭე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მას­ში შე­მა­ვა­ლი В და Е ვი­ტა­მი­ნე­ბი კანს კვე­ბავს. თქვენ მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი ავო­კა­დო დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ მის­გან ნა­ო­ჭე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა და­ამ­ზა­დოთ. გა­ა­კე­თეთ ცო­ცხა­ლი ხი­ლის­გან "ფაფა" და 20 წუ­თით და­ი­ტა­ნეთ თვა­ლე­ბის გარ­შე­მო. შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ თბი­ლი წყლით ჩა­მო­ი­ბა­ნოთ.

2. კვერ­ცხის ცილა - ის და­გეხ­მა­რე­ბათ "ბა­ტის თა­თე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ცილა კანს ჭი­მავს და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით ამ­დიდ­რებს. გა­ა­ცალ­კე­ვეთ კვერ­ცხის ცილა გუ­ლის­გან და ისე წა­ის­ვით თვა­ლის გარ­შე­მო. გა­ი­ჩე­რეთ 15 წუთი. და შემ­დეგ თბი­ლი წყლით ჩა­მო­ი­ბა­ნეთ. იგი­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­მე­ო­როთ ტუ­ჩე­ბის გარ­ჩე­მო, შე­ე­ცა­დეთ ამ დროს მო­ე­რი­დოთ სი­ცილს.

3. ლიმ­ნის წვე­ნი - ავო­კა­დოს რბი­ლო­ბი დას­რი­სეთ, და­უ­მა­ტეთ ლიმ­ნის წვე­ნი და სწრა­ფად ათ­ქვი­ფეთ ხე­ლის მიქ­სე­რით. სა­სურ­ვე­ლია, რომ მი­ღე­ბუ­ლი მასა მა­შინ­ვე გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ეს ღა­მით, კა­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ვა­კე­თოთ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, გა­ი­ჩე­რეთ ნი­ღა­ბი მთე­ლი ღამე და დი­ლით თბი­ლი წყლით ჩა­მო­ი­ბა­ნეთ. თუ თქვენს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი მასა მოგრჩე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ ის მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხოთ და მომ­დევ­ნო დღის­თვი­საც გა­მო­ი­ყე­ნოთ.

4. კიტ­რის წვე­ნი - ნა­ო­ჭე­ბის გარ­და კიტ­რის წვე­ნი აშო­რებს სი­შა­ვეს თვა­ლე­ბის გარ­შე­მო. გარ­და ამი­სა, ეს ბოსტნე­უ­ლი მდი­და­რია С ვი­ტა­მი­ნით, ის იცავს კა­ნის უჯრე­დებს, ხელს უწყობს კო­ლა­გე­ნი­სა და ელას­ტი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. გა­ხე­ხეთ 1 ან 2 კიტ­რი, და­უ­მა­ტეთ ცოტა ლიმ­ნის წვე­ნი და კარ­გად აუ­რი­ეთ. მი­ღე­ბუ­ლი მასა და­ი­ტა­ნეთ 15-20 წუ­თით და შემ­დეგ ჩა­მო­ი­ბა­ნეთ. შე­გიძ­ლი­ათ კიტ­რის მა­სას ცო­ტა­ო­დე­ნი არა­ჟა­ნი და­უ­მა­ტოთ და 20 წუ­თით გა­ი­ჩე­როთ სა­ხე­ზე.

5. ქო­ქო­სის ზეთი - დაგ­ჭირ­დე­ბათ 2 ჩ. კოვ­ზი ქო­ქო­სის ზეთი, 1ჩ. კოვ­ზი მა­ღალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ნა­ღე­ბი, 1/2 კვერ­ცხის გული და პუ­რის ფქვი­ლი. ათ­ქვი­ფეთ კვერ­ცხის გული ქო­ქო­სის ზეთ­თან ერ­თად და­უ­მა­ტეთ ფქვი­ლი და და­ი­ტა­ნეთ სა­ხე­ზე 20-30 წუ­თით.

6. ანა­ნა­სის წვე­ნი - გარ­და ნიღ­ბე­ბი­სა, ანა­ნა­სის წვე­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი მირ­თმე­ვა ხელს შე­უშ­ლის ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას.

7. ოხ­რა­ხუ­ში - და­ა­ქუც­მა­ცეთ ოხ­რა­ხუ­ში, და­დეთ ბინ­ტის ტამ­პო­ნებ­ზე და გა­ი­ჩე­რეთ 20 წუ­თით თვა­ლე­ბის ქვეშ. ოხ­რა­ხუ­შის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა არა­ჟან­თან ერ­თად. აუ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში არა­ჟა­ნი და და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ოხ­რა­ხუ­ში და გა­ი­ჩე­რეთ თვა­ლის გარ­შე­მო 20 წუ­თით.

8. კარ­ტო­ფი­ლი - კარ­ტო­ფი­ლის ნი­ღა­ბი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა თვა­ლის გარ­შე­მო სი­შა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი უმი კარ­ტო­ფი­ლის ნათ­ლე­ბი და­ი­დეთ თვა­ლე­ბის გარ­შე­მო და 15 წუ­თის შემ­დეგ ჩა­მო­ი­ბა­ნეთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი კანი თვალების გარშემო

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი კანი თვალების გარშემო

ასაკის მატებასთან ერთად კანი უფრო თხელი ხდება და ელასტიურობას კარგავს. ნაოჭები და ე.წ. "ბატის თათები" თვალის გარშემო შესაძლოა 25 წლის ასაკში უკვე გაჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მზეზე ყოფნა დიდი ხნით გიყვართ, მავნე ჩვევები გაქვთ და ხშირად ხართ სტრესში.

მიუხედავად იმისა, რომ სიბერე გარდაუვალია, ბევრი ადამიანი ცდილობს თავიდან აიცილოს მისი თანმხლები "ნაკლოვანებები". გთავაზობთ სახლის პირობებში მოსამზადებელ საშუალებებს, რომელიც ხელს უშლის თვალის გარჩემო ნაოჭების გაჩენას.  

1. ავოკადო -  ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ. მასში შემავალი В და Е  ვიტამინები კანს კვებავს. თქვენ მხოლოდ ნახევარი ავოკადო დაგჭირდებათ, რომ მისგან ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება დაამზადოთ. გააკეთეთ ცოცხალი ხილისგან "ფაფა" და 20 წუთით დაიტანეთ თვალების გარშემო. შემდეგ შეგიძლიათ თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

2. კვერცხის ცილა - ის დაგეხმარებათ "ბატის თათების" წინააღმდეგ ბრძოლაში. ცილა კანს ჭიმავს და აუცილებელი ნივთიერებებით ამდიდრებს. გააცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან და ისე წაისვით თვალის გარშემო. გაიჩერეთ 15 წუთი. და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ ტუჩების გარჩემო, შეეცადეთ ამ დროს მოერიდოთ სიცილს.

3. ლიმნის წვენი - ავოკადოს რბილობი დასრისეთ, დაუმატეთ ლიმნის წვენი და სწრაფად ათქვიფეთ ხელის მიქსერით. სასურველია, რომ მიღებული მასა მაშინვე გამოვიყენოთ და ეს  ღამით, კანის სრულფასოვანი გასუფთავების შემდეგ  გავაკეთოთ. ნუ შეგეშინდებათ, გაიჩერეთ ნიღაბი მთელი ღამე და დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენს მიერ გაკეთებული მასა მოგრჩებათ, შეგიძლიათ ის მაცივარში შეინახოთ და მომდევნო დღისთვისაც გამოიყენოთ.

4. კიტრის წვენი - ნაოჭების გარდა კიტრის წვენი აშორებს სიშავეს თვალების გარშემო.  გარდა ამისა, ეს ბოსტნეული მდიდარია С ვიტამინით, ის იცავს კანის უჯრედებს, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. გახეხეთ 1 ან 2  კიტრი, დაუმატეთ ცოტა ლიმნის წვენი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა დაიტანეთ 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ კიტრის მასას ცოტაოდენი არაჟანი დაუმატოთ და 20 წუთით გაიჩეროთ სახეზე.

5. ქოქოსის ზეთი -  დაგჭირდებათ 2 ჩ. კოვზი ქოქოსის ზეთი, 1ჩ. კოვზი მაღალპროცენტიანი ნაღები, 1/2 კვერცხის გული და პურის ფქვილი. ათქვიფეთ კვერცხის გული ქოქოსის ზეთთან ერთად დაუმატეთ ფქვილი და დაიტანეთ სახეზე 20-30 წუთით.

6. ანანასის წვენი - გარდა ნიღბებისა, ანანასის წვენის ყოველდღიური მირთმევა ხელს შეუშლის ნაოჭების გაჩენას.

7. ოხრახუში -  დააქუცმაცეთ ოხრახუში, დადეთ ბინტის ტამპონებზე და გაიჩერეთ 20 წუთით თვალების ქვეშ. ოხრახუშის გამოყენება შეიძლება არაჟანთან ერთად. აურიეთ ერთმანეთში არაჟანი და დაქუცმაცებული ოხრახუში და გაიჩერეთ თვალის გარშემო 20 წუთით.

8. კარტოფილი -  კარტოფილის ნიღაბი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა თვალის გარშემო სიშავის წინააღმდეგ. გასუფთავებული უმი კარტოფილის ნათლები დაიდეთ თვალების გარშემო და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს