სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთიდან საქართველოში მატლიანი იოგურტი შემოჰქონდათ
რუსეთიდან საქართველოში მატლიანი იოგურტი შემოჰქონდათ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტ "წი­თელ ხიდ­ზე" რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან 12 490 კი­ლოგ­რა­მი რძის პრო­დუქ­ტით დატ­ვირ­თუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­მო­ვი­და. ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად პრო­დუქ­ტში, კერ­ძოდ, იო­გურ­ტში ობი და მატ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის N429-ე დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქო­ნე­ლი ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნას და­უბ­რუ­ნეს. გვე­სა­უბ­რე­ბა "სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ლია თო­დუა:

- მარ­თა­ლია, ამ იო­გურ­ტის მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ტა­ნა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­ყიდ­ვა ვერ მო­ხერ­ხდა, მაგ­რამ სა­შიშ­რო­ე­ბა იმი­სა, რომ ეს ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი­ყო, მომ­ხმა­რე­ბელს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ექ­ცია და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო პრო­დუქ­ტი შე­ე­ძი­ნა, სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რი იყო. სა­ხელ­მწი­ფომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აკონ­ტრო­ლოს სა­ბა­ჟო­ე­ბი, უნდა ვი­ცო­დეთ, შე­მო­დის თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საღი პრო­დუქ­ცია. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ უხა­რის­ხო იო­გურ­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს, მაგ­რამ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ ასე­თი შე­მოწ­მე­ბე­ბი კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დე­ბა და გახ­შირ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს სა­ბა­ჟო­ებ­ზე შე­მო­სუ­ლი სურ­სა­თის ყვე­ლა პარ­ტი­ას არ ამოწ­მე­ბენ, ხდე­ბა შერ­ჩე­ვი­თი შე­მოწ­მე­ბა. ასეთ დროს კი შემ­თხვე­ვით თუ აღ­მო­ა­ჩე­ნენ ხოლ­მე ვა­და­გა­სულ პრო­დუქტს. უხა­რის­ხო­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ყუ­რა­დღე­ბოა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­აც: ჩვენ ვყი­დუ­ლობთ არა მარ­ტო რუ­სულ ან უცხო­ურ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას, არა­მედ ად­გი­ლობ­რივს - ქარ­თულ­საც. აქ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ არც კი გვაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, თუ რა არის ფალ­სი­ფი­კა­ცია. ახლა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის კო­დექ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი მუ­შავ­დე­ბა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ, მაგ­რამ მი­ზანს მა­ინც ვერ მი­ვაღ­წი­ეთ - სა­ხელ­მწი­ფო ჯი­უ­ტად ამ­ბობს უარს ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ზე.

- თქვე­ნი აზ­რით, რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ეს სი­ჯი­უ­ტე?

- იმით, რომ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მთე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რათა გა­ნი­სა­ზღვროს, რას ნიშ­ნავს ფალ­სი­ფი­კა­ცია. ავი­ღოთ თუნ­დაც რძის პრო­დუქ­ტი: ამ­ჟა­მად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის, თუ რა შე­დის მას­ში, ამი­ტომ რძის პრო­დუქ­ტად საღ­დე­ბა მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ცი­აც. თით­ქმის 90 პრო­ცენ­ტი რძის პრო­დუქ­ტე­ბი­სა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ყი­დუ­ლობს, შე­ი­ცავს მცე­ნა­რე­ულ ცხიმს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს რძის პრო­დუქ­ტი არ არის. ეს ცნე­ბე­ბი, მათი გან­მარ­ტე­ბე­ბი უნდა მო­წეს­რიგ­დეს, დად­გინ­დეს, მერე კი უნდა შე­მუ­შავ­დეს მე­თო­დე­ბი, თუ რო­გორ უნდა შე­მოწ­მდეს ამა თუ იმ პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ამა­ზე უარს ამ­ბობს იმ მი­ზე­ზით, რომ მათ სულ რა­ღაც ოცი შემ­მოწ­მე­ბე­ლი ჰყავთ, ეტყო­ბა, ამ სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა სა­ა­გენ­ტოს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, რო­გორც ჩანს, ფუ­ლიც ცოტა აქვთ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბი­საც ეში­ნი­ათ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რუსეთიდან საქართველოში მატლიანი იოგურტი შემოჰქონდათ

რუსეთიდან საქართველოში მატლიანი იოგურტი შემოჰქონდათ

რამდენიმე დღის წინ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდზე" რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან 12 490 კილოგრამი რძის პროდუქტით დატვირთული ავტომანქანა შემოვიდა. ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შედეგად პროდუქტში, კერძოდ, იოგურტში ობი და მატლები აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის N429-ე დადგენილების თანახმად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნეს. გვესაუბრება "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა:

- მართალია, ამ იოგურტის მაღაზიებში შეტანა და მომხმარებლისთვის მიყიდვა ვერ მოხერხდა, მაგრამ საშიშროება იმისა, რომ ეს ვადაგასული პროდუქტი ქვეყანაში შემოსულიყო, მომხმარებელს ყურადღება არ მიექცია და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტი შეეძინა, სავსებით რეალური იყო. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა აკონტროლოს საბაჟოები, უნდა ვიცოდეთ, შემოდის თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე საღი პროდუქცია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ უხარისხო იოგურტი გაანადგურეს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ასეთი შემოწმებები კიდევ უფრო გამკაცრდება და გახშირდება. სამწუხაროდ, ჩვენს საბაჟოებზე შემოსული სურსათის ყველა პარტიას არ ამოწმებენ, ხდება შერჩევითი შემოწმება. ასეთ დროს კი შემთხვევით თუ აღმოაჩენენ ხოლმე ვადაგასულ პროდუქტს. უხარისხოზე არანაკლებ საყურადღებოა ფალსიფიცირებული პროდუქციაც: ჩვენ ვყიდულობთ არა მარტო რუსულ ან უცხოურ ფალსიფიცირებულ პროდუქციას, არამედ ადგილობრივს - ქართულსაც. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არც კი გვაქვს განსაზღვრული, თუ რა არის ფალსიფიკაცია. ახლა სურსათის უვნებლობის კოდექსის ახალი ვარიანტი მუშავდება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სპეციალისტებმა ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ - სახელმწიფო ჯიუტად ამბობს უარს ფალსიფიკაციასთან ბრძოლაზე.

- თქვენი აზრით, რით შეიძლება აიხსნას ეს სიჯიუტე?

- იმით, რომ ამის განხორციელება საკმაოდ რთულია. მთელი კანონმდებლობის მოწესრიგება იქნება საჭირო, რათა განისაზღვროს, რას ნიშნავს ფალსიფიკაცია. ავიღოთ თუნდაც რძის პროდუქტი: ამჟამად ჩვენს ქვეყანაში განსაზღვრული არ არის, თუ რა შედის მასში, ამიტომ რძის პროდუქტად საღდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქციაც. თითქმის 90 პროცენტი რძის პროდუქტებისა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყიდულობს, შეიცავს მცენარეულ ცხიმს, სინამდვილეში ეს რძის პროდუქტი არ არის. ეს ცნებები, მათი განმარტებები უნდა მოწესრიგდეს, დადგინდეს, მერე კი უნდა შემუშავდეს მეთოდები, თუ როგორ უნდა შემოწმდეს ამა თუ იმ პროდუქციის ხარისხი. სურსათის ეროვნული სააგენტო ამაზე უარს ამბობს იმ მიზეზით, რომ მათ სულ რაღაც ოცი შემმოწმებელი ჰყავთ, ეტყობა, ამ სამუშაოს ჩატარება სააგენტოს ძალებს აღემატება, როგორც ჩანს, ფულიც ცოტა აქვთ და პასუხისმგებლობის აღებისაც ეშინიათ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია