პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი: "ნაციონალები" ნიშნავდნენ "მაყურებლებს"
სოზარ სუბარი: "ნაციონალები" ნიშნავდნენ "მაყურებლებს"

სარ­წმუ­ნო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასო­ბით პა­ტიმ­რის მო­თხოვ­ნა, გა­უქ­მდეს 223-ე პრი­მა მუხ­ლი (რაც ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის გამო პა­ტიმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს) "ტა­რა­სას" (ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას) ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არე­უ­ლო­ბის და­წყე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

იმის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, თუ რო­გორ მარ­თა­ვენ ქურ­დე­ბი და "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" დღეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ცოტა ხნის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა სქე­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი: - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" და ად­მი­ნის­ტრა­ცია ერ­თად აწა­მებ­დნენ პა­ტიმ­რებს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დაკ­ვე­თით აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ პა­ტიმ­რებს. მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას და თვით­და­ზი­ა­ნე­ბა­საც კი ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­და.

ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 794 პა­ტი­მა­რია გარ­დაც­ვლი­ლი. მათ შო­რის 36 თვით­მკვლე­ლო­ბაა, 50-მდე პა­ტი­მა­რი კი მოკ­ლუ­ლია, თუმ­ცა ამის გამო არც ერთ დამ­ნა­შა­ვეს პა­სუ­ხი არ უგია. 2011 წლის მარ­ტის თვე­ში 21 პა­ტი­მა­რია გარ­დაც­ვლი­ლი! ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჩვე­ნი მოს­ვლი­დან 8 თვე­ში კი ცი­ხე­ში 15 პა­ტი­მა­რი და­ი­ღუ­პა. დღეს 9 ათა­სი პა­ტი­მა­რი გვყავს და მათ­გან 700-მდე წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბი­სა­გან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნეა, 150 პა­ტი­მა­რი ინ­ვა­ლი­დის ეტლსაა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ჩვენ 298 პა­ტი­მარს გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია ხერ­ხე­მალ­ზე, რო­მე­ლიც ცე­მი­სა­გან ჰქონ­დათ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. 38 კაცს ცე­მის­გან ყუ­რის აპკი აქვს გა­ხეთ­ქი­ლი. 55 პა­ტი­მარს გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია სა­ხი­სა და ცხვი­რის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბის გამო.

გვე­გო­ნა, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ებ­რძო­და ქურ­დულ სამ­ყა­როს, მაგ­რამ 14 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 700-მდე "მა­ყუ­რე­ბე­ლი" დაგ­ვხვდა, მათ­გან 200-მდე ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი. ბევ­რი მათ­გა­ნი დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლია და სახ­ლი­დან ვერ გა­მო­დის, რად­გან იმ პა­ტიმ­რე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბის ეში­ნია, რო­მელ­თაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ვა­ლე­ბით აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ზოგი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" იზო­ლი­რე­ბუ­ლი გვყავს, რად­გან საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ. თუ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტყუ­ილს ამ­ბობ­და, რომ ცი­ხე­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" არ არი­ან და გავ­ლე­ნე­ბი არა აქ­ვთო, ჩვენ არ მო­ვი­ტყუ­ე­ბით. ზო­ნებ­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" ისევ არი­ან და გავ­ლე­ნაც აქვთ. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შეკ­რუ­ლი არ არი­ან. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ისიც მო­ა­ხერ­ხეს, რომ "მა­ყუ­რე­ბე­ლი" (ვახ­ტანგ თი­გიშ­ვი­ლი) და­ნიშ­ნეს "მატ­რო­სოვ­ზე", სა­დაც არას­დროს ყო­ფი­ლან "მა­ყუ­რებ­ლე­ბი".

- მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, დღეს რო­გო­რი სქე­მით იმარ­თე­ბა ცი­ხე­ე­ბი და და­ა­სა­ხე­ლა "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" გვა­რე­ბი.

- გარ­და იმი­სა, რომ ეს სამი წლის წი­ნან­დე­ლი სქე­მა უნდა იყოს, მას­ში ბევ­რი უზუს­ტო­ბაა. მი­ნაშ­ვილ­მა ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კარ­ცე­რის "მა­ყუ­რებ­ლად" ზაქ­რო ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა, რო­დე­საც ქსან­ში კარ­ცე­რი სა­ერ­თოდ არა გვაქვს და მე­ტიც, ასე­თი გვა­რის პა­ტი­მა­რი ვერც და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოვ­ნა­ხეთ და ვერც ცი­ხი­დან გა­სუ­ლებ­ში. სა­ერ­თო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში "მა­ყუ­რებ­ლად" და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ვინ­მე ქე­ბუ­რია, მა­შინ რო­დე­საც სა­ერ­თო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­ა­უქ­მა. მი­ნაშ­ვილ­მა ახ­სე­ნა "სა­სა­დი­ლოს მა­ყუ­რე­ბე­ლი", რო­დე­საც ასე­თი ცნე­ბა არ არ­სე­ბობს. მი­ნაშ­ვი­ლი გვაბ­რა­ლებს იმას, რაც სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­აძ­ლი­ე­რა. უბ­რა­ლოდ, მათ დროს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­დი­ო­და ცი­ხი­დან. პა­ტი­მარს რამე რომ ეთ­ქვა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მარ­თუ­ლი "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" ჩა­მო­ახ­რჩობ­დნენ და იტყოდ­ნენ, თავი მო­იკ­ლაო.

- სა­დაც "მა­ყუ­რე­ბე­ლია", ალ­ბათ, იქ "ობშ­ჩი­ა­კიც" შე­იკ­რი­ბე­ბა.

- ასეა და იმის გამო, რომ პა­ტიმ­რებს "ობშ­ჩი­ა­კის" აკ­რე­ფა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის 5 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე. ქურ­დი "წრი­პა" წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მე­ო­რე­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, რომ "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" და­ე­ნიშ­ნა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში მუ­შა­ო­ბი­სას Mმე და ჩემ­მა მო­ად­გი­ლემ გიგა გი­ორ­გა­ძემ ვნა­ხეთ, ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რო­გორ პი­რო­ბებ­ში იხ­დი­და სას­ჯელს ერთი "მა­ყუ­რე­ბე­ლი", ორი ოთა­ხი ჰქონ­და, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან იკე­ტე­ბო­და და 2 კაცი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ედგა უზარ­მა­ზა­რი პლაზ­მუ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რი, მა­ცი­ვა­რი კი ქო­ქო­სე­ბი­თა და დე­ლი­კა­ტე­სე­ბით იყო სავ­სე.

- ით­ქვა, რომ "ტა­რა­სა" აკონ­ტრო­ლებს "მა­ყუ­რებ­ლებს".

- ის მძი­მე ავად­მყო­ფია. სა­უ­ბა­რიც უჭირს. ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­უშ­ვა, მაგ­რამ შს სა­მი­ნის­ტრომ ისევ და­ა­კა­ვა ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის გამო. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დეს, ვინ და­ა­კა­ვებ­და? რო­დე­საც ხელ­მო­წე­რე­ბი კეთ­დე­ბა 223-ე პრი­მა მუხ­ლის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით და ასეთ წე­რილს ისე­თი პა­ტიმ­რე­ბი აწე­რენ ხელს, რო­მელ­თაც შე­ხე­ბა არა აქვთ ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან, ჩანს, ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტიმ­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ: სუ­ბა­რი: "7-8 დღე აშიმ­ში­ლებ­და ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­ტი­მარს, რო­მე­ლიც "მა­ყუ­რე­ბელს" უნდა გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნა"

სოზარ სუბარი: "ნაციონალები" ნიშნავდნენ "მაყურებლებს"

სოზარ სუბარი: "ნაციონალები" ნიშნავდნენ "მაყურებლებს"

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ასობით პატიმრის მოთხოვნა, გაუქმდეს 223-ე პრიმა მუხლი (რაც ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო პატიმრობას გულისხმობს) "ტარასას" (ტარიელ ფოცხვერიას) ორგანიზებულია და სასჯელაღსრულების სისტემაში არეულობის დაწყებას ისახავს მიზნად.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მართავენ ქურდები და "მაყურებლები" დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა სქემაც გამოაქვეყნა.

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი: - "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს "მაყურებლები" და ადმინისტრაცია ერთად აწამებდნენ პატიმრებს. ადმინისტრაციის დაკვეთით აუპატიურებდნენ პატიმრებს. მათი ნებართვის გარეშე შიმშილობის დაწყებას და თვითდაზიანებასაც კი ვერავინ გაბედავდა.

ცხრა წლის განმავლობაში 794 პატიმარია გარდაცვლილი. მათ შორის 36 თვითმკვლელობაა, 50-მდე პატიმარი კი მოკლულია, თუმცა ამის გამო არც ერთ დამნაშავეს პასუხი არ უგია. 2011 წლის მარტის თვეში 21 პატიმარია გარდაცვლილი! ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან 8 თვეში კი ციხეში 15 პატიმარი დაიღუპა. დღეს 9 ათასი პატიმარი გვყავს და მათგან 700-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 150 პატიმარი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ჩვენ 298 პატიმარს გავუკეთეთ ოპერაცია ხერხემალზე, რომელიც ცემისაგან ჰქონდათ დაზიანებული. 38 კაცს ცემისგან ყურის აპკი აქვს გახეთქილი. 55 პატიმარს გავუკეთეთ ოპერაცია სახისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო.

გვეგონა, წინა ხელისუფლება ებრძოდა ქურდულ სამყაროს, მაგრამ 14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 700-მდე "მაყურებელი" დაგვხვდა, მათგან 200-მდე ძალიან გავლენიანი. ბევრი მათგანი დღეს თავისუფალია და სახლიდან ვერ გამოდის, რადგან იმ პატიმრების შურისძიების ეშინია, რომელთაც ადმინისტრაციის დავალებით აუპატიურებდნენ. ზოგი "მაყურებელი" იზოლირებული გვყავს, რადგან საფრთხე ემუქრებათ. თუ წინა ხელისუფლება ტყუილს ამბობდა, რომ ციხეში "მაყურებლები" არ არიან და გავლენები არა აქვთო, ჩვენ არ მოვიტყუებით. ზონებში "მაყურებლები" ისევ არიან და გავლენაც აქვთ. განსხვავება ის არის, რომ ადმინისტრაციასთან შეკრული არ არიან. "ნაციონალებმა" ისიც მოახერხეს, რომ "მაყურებელი" (ვახტანგ თიგიშვილი) დანიშნეს "მატროსოვზე", სადაც არასდროს ყოფილან "მაყურებლები".

- მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა, დღეს როგორი სქემით იმართება ციხეები და დაასახელა "მაყურებლების" გვარები.

- გარდა იმისა, რომ ეს სამი წლის წინანდელი სქემა უნდა იყოს, მასში ბევრი უზუსტობაა. მინაშვილმა ქსნის დაწესებულების კარცერის "მაყურებლად" ზაქრო ჯანგულაშვილი დაასახელა, როდესაც ქსანში კარცერი საერთოდ არა გვაქვს და მეტიც, ასეთი გვარის პატიმარი ვერც დაწესებულებებში მოვნახეთ და ვერც ციხიდან გასულებში. საერთო რეჟიმის დაწესებულებაში "მაყურებლად" დასახელებულია ვინმე ქებურია, მაშინ როდესაც საერთო რეჟიმის დაწესებულებები არ არსებობს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააუქმა. მინაშვილმა ახსენა "სასადილოს მაყურებელი", როდესაც ასეთი ცნება არ არსებობს. მინაშვილი გვაბრალებს იმას, რაც სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააძლიერა. უბრალოდ, მათ დროს ინფორმაცია არ გამოდიოდა ციხიდან. პატიმარს რამე რომ ეთქვა, "ნაციონალების" მართული "მაყურებლები" ჩამოახრჩობდნენ და იტყოდნენ, თავი მოიკლაო.

- სადაც "მაყურებელია", ალბათ, იქ "ობშჩიაკიც" შეიკრიბება.

- ასეა და იმის გამო, რომ პატიმრებს "ობშჩიაკის" აკრეფაში ეხმარებოდნენ, ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გავათავისუფლე. ქურდი "წრიპა" წელიწადში ორჯერ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაჰყავდათ, რომ "მაყურებლები" დაენიშნა. სახალხო დამცველის ოფისში მუშაობისას Mმე და ჩემმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ ვნახეთ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში როგორ პირობებში იხდიდა სასჯელს ერთი "მაყურებელი", ორი ოთახი ჰქონდა, რომელიც შიგნიდან იკეტებოდა და 2 კაცი ემსახურებოდა, ედგა უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორი, მაცივარი კი ქოქოსებითა და დელიკატესებით იყო სავსე.

- ითქვა, რომ "ტარასა" აკონტროლებს "მაყურებლებს".

- ის მძიმე ავადმყოფია. საუბარიც უჭირს. ტარიელ ფოცხვერია უზენაესმა სასამართლომ გაუშვა, მაგრამ შს სამინისტრომ ისევ დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. ჩვენი ხელისუფლება რომ მასთან თანამშრომლობდეს, ვინ დააკავებდა? როდესაც ხელმოწერები კეთდება 223-ე პრიმა მუხლის გაუქმების მოთხოვნით და ასეთ წერილს ისეთი პატიმრები აწერენ ხელს, რომელთაც შეხება არა აქვთ ქურდულ სამყაროსთან, ჩანს, ავტორიტეტები ჩვეულებრივი პატიმრებით მანიპულირებენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: სუბარი: "7-8 დღე აშიმშილებდა ადმინისტრაცია პატიმარს, რომელიც "მაყურებელს" უნდა გაეუპატიურებინა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა