კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატოვებს თუ არა სალომე შარვაძე ''ჩემი ცოლის დაქალებს''
დატოვებს თუ არა სალომე შარვაძე ''ჩემი ცოლის დაქალებს''

სა­ლო­მე შარ­ვა­ძე სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ნი­ნას მე­ზო­ბე­ლი ქე­თის როლს თა­მა­შობს. გარ­და ამი­სა, ის ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით - კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­მო­ცე­მი­თა და სა­რეკ­ლა­მო ივენ­თე­ბის მო­წყო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახალ საქ­მეს სულ ცოტა ხნის წინ შე­ე­ჭი­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და შვე­ბუ­ლე­ბა მა­ინც მის­ცეს, რო­მელ­საც ქმრის გა­რე­შე ბა­თუმ­ში შვილ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რებს. რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, მარ­თა ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვია, ამი­ტომ მათი ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა ყვე­ლას სა­ნერ­ვი­უ­ლო თე­მაა.

სი­ახ­ლე

- მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე ავ­სტრი­ულ-ქარ­თულ მე­დი­აჰოლ­დინ­გში, ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დი მყავს. ვა­კე­თებთ კორ­პო­რა­ტი­ულ ჟურ­ნა­ლებს და სა­რეკ­ლა­მო ივენ­თებს, მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით ვმუ-შაობ, თუმ­ცა ივენ­თე­ბის და­გეგ­მვაც მე მე­ხე­ბა.

- ესე იგი ბიზ­ნე­სი­დეა, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­ში გაჩ­ნდა, რე­ა­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე...

- კი, და­ახ­ლო­ე­ბით ასეა (იცი­ნის). რო­დე­საც ვმუ­შა­ობ, ვგეგ­მავ შეხ­ვედ­რებს, მე­უბ­ნე­ბი­ან, ზუს­ტად შენი საქ­მე იპო­ვეო, ეტყო­ბა, ახ­ლოს იყო ეს სფე­რო ჩემ­თან, მეც ძა­ლი­ან მომ­წონ­და ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და ყო­ველ­თვის მინ­დო­და აქ­ტი­უ­რად ჩაბ­მა, იმე­დია, გა­ვა­მარ­თლებ (იღი­მის).

- შენი სხვა სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბა ხომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" და­ტო­ვებ?

- სე­რი­ა­ლი კარ­გია, მაგ­რამ მხო­ლოდ მას­ზე ვერ იქ­ნე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­და­ღე­ბე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად მაქვს, სამ­სა­ხუ­რი­დან ხელს ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­მი­წყო­ბენ, რომ იქაც კარ­გად გა­ვა­კე­თო ჩემი საქ­მე და აქაც. მე­ტიც, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბიც რომ გა­მოჩ­ნდეს, ფილ­მი იქ­ნე­ბა თუ სპექ­ტაკ­ლი, მას­ზეც არ ვი­ტყვი უარს, შე­თავ­სე­ბით ყვე­ლა­ფერს გა­ვუმკლავ­დე­ბი (იღი­მის).

- ალ­ბათ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის გამო ზა­ფხუ­ლის თბი­ლის­ში გა­ტა­რე­ბა გი­წევს...

- მთლად მა­სეც არ არის საქ­მე. მარ­თა­ლია, წე­ლი­წა­დის ცხე­ლი სე­ზო­ნის დიდ ნა­წილს თბი­ლის­ში ვა­ტა­რებ, მაგ­რამ შვე­ბუ­ლე­ბაც მექ­ნე­ბა და ზღვის­პი­რეთ­ში ვა­პი­რებ შვილ­თან ერ­თად წას­ვლას. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოც ხში­რად მი­წევ­და ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა, ახლა კი ორი კვი­რით ვეს­ტუმ­რე­ბი ბა­თუმს.

შეც­ვლი­ლი დღის გან­რი­გი

...სამ­სა­ხურ­ში 11-ის ნა­ხე­ვარ­ზე უნდა გა­მოვ­ცხად­დე, მაგ­რამ ცო­ტას ვაგ­ვი­ა­ნებ ხოლ­მე, იცი­ან, რომ ასე­თი მკაც­რი გრა­ფი­კით არას­დროს მი­მუ­შა­ვია და დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო არა­ფერს მე­უბ­ნე-ბიან. მე­ტიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წე­სით, 11-ის ნა­ხევ­რი­დან 7 სა­ა­თამ­დე ოფის­ში უნდა ვიყო, თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე გა­მო­მიჩ­ნდა, გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მაძ­ლე­ვენ... დი­ლას 9 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ, სა­მა­გი­ე­როდ ადრე ვი­ძი­ნებ, 12 სა­ათ­ზე ვი­თი­შე­ბი, სა­კუ­თარ თავს ვე­ღარ ვცნობ (იცი­ნის), თუმ­ცა ბა­თუმ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით რომ ვი­ყა­ვი, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დი, ღა­მის 4 სა­ათ­ზე ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს ვწყვეტ­დი, მე­ცი­ნე­ბო­და კი­დეც.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დატოვებს თუ არა სალომე შარვაძე ''ჩემი ცოლის დაქალებს''

დატოვებს თუ არა სალომე შარვაძე ''ჩემი ცოლის დაქალებს''

სალომე შარვაძე სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ნინას მეზობელი ქეთის როლს თამაშობს. გარდა ამისა, ის ახალი საქმიანობით - კორპორატიული ჟურნალების გამოცემითა და სარეკლამო ივენთების მოწყობითაა დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალ საქმეს სულ ცოტა ხნის წინ შეეჭიდა, მისი მდგომარეობა გაითვალისწინეს და შვებულება მაინც მისცეს, რომელსაც ქმრის გარეშე ბათუმში შვილთან ერთად გაატარებს. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მართა ძალიან ცელქი ბავშვია, ამიტომ მათი ზღვაზე დასვენება ყველას სანერვიულო თემაა.

სიახლე

- მუშაობა დავიწყე ავსტრიულ-ქართულ მედიაჰოლდინგში, ძალიან კარგი გუნდი მყავს. ვაკეთებთ კორპორატიულ ჟურნალებს და სარეკლამო ივენთებს, მარკეტინგის განხრით ვმუ-შაობ, თუმცა ივენთების დაგეგმვაც მე მეხება.

- ესე იგი ბიზნესიდეა, რომელიც სერიალში გაჩნდა, რეალობაში განახორციელე...

- კი, დაახლოებით ასეა (იცინის). როდესაც ვმუშაობ, ვგეგმავ შეხვედრებს, მეუბნებიან, ზუსტად შენი საქმე იპოვეო, ეტყობა, ახლოს იყო ეს სფერო ჩემთან, მეც ძალიან მომწონდა ეს საქმიანობა და ყოველთვის მინდოდა აქტიურად ჩაბმა, იმედია, გავამართლებ (იღიმის).

- შენი სხვა სამსახურში დასაქმება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დატოვებ?

- სერიალი კარგია, მაგრამ მხოლოდ მასზე ვერ იქნები დამოკიდებული. გადაღებები პერიოდულად მაქვს, სამსახურიდან ხელს ყველანაირად შემიწყობენ, რომ იქაც კარგად გავაკეთო ჩემი საქმე და აქაც. მეტიც, ახალი პროექტებიც რომ გამოჩნდეს, ფილმი იქნება თუ სპექტაკლი, მასზეც არ ვიტყვი უარს, შეთავსებით ყველაფერს გავუმკლავდები (იღიმის).

- ალბათ ახალი სამსახურის გამო ზაფხულის თბილისში გატარება გიწევს...

- მთლად მასეც არ არის საქმე. მართალია, წელიწადის ცხელი სეზონის დიდ ნაწილს თბილისში ვატარებ, მაგრამ შვებულებაც მექნება და ზღვისპირეთში ვაპირებ შვილთან ერთად წასვლას. სამსახურებრივი საქმიანობის გამოც ხშირად მიწევდა ქალაქიდან გასვლა, ახლა კი ორი კვირით ვესტუმრები ბათუმს.

შეცვლილი დღის განრიგი

...სამსახურში 11-ის ნახევარზე უნდა გამოვცხადდე, მაგრამ ცოტას ვაგვიანებ ხოლმე, იციან, რომ ასეთი მკაცრი გრაფიკით არასდროს მიმუშავია და დაგვიანების გამო არაფერს მეუბნე-ბიან. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ წესით, 11-ის ნახევრიდან 7 საათამდე ოფისში უნდა ვიყო, თუ დღის განმავლობაში რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, გასვლის საშუალებასაც მაძლევენ... დილას 9 საათზე ვიღვიძებ, სამაგიეროდ ადრე ვიძინებ, 12 საათზე ვითიშები, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ (იცინის), თუმცა ბათუმში საქმიანი ვიზიტით რომ ვიყავი, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, ღამის 4 საათზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ვწყვეტდი, მეცინებოდა კიდეც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება