კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შე­საძ­ლო­ა ნას­ვა­მი არ იყო და ალ­კო­ტეს­ტი მა­ინც გა­წით­ლდეს"
"შე­საძ­ლო­ა ნას­ვა­მი არ იყო და ალ­კო­ტეს­ტი მა­ინც გა­წით­ლდეს"

ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნი­ხი­ლეს ცვლი­ლე­ბე­ბი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში", რო­მე­ლიც ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვი­სას, მარ­თვის უფ­ლე­ბის ერ­თი წლით ჩა­მორ­თმე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პარ­ლა­მენ­ტარ­თა ნა­წილ­მა ეს ნორ­მა ზედ­მე­ტად მკაც­რად მი­იჩ­ნი­ა, ერ­თ-ერ­თმა ისიც თქვა, სჯობს პირ­ველ ჯერ­ზე ჯა­რი­მა გავ­ზარ­დოთ, ის და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი უნ­და იყოს, რამ­დე­ნიც მძღოლს პურ­მა­რი­ლი და­უჯ­და­ო. ამ მე­ტად აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზე საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის ექ­სპერ­ტი, იუ­რის­ტი ნუკ­რი კვი­ნი­კა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- გა­აჩ­ნი­ა, რა ხა­რის­ხის ნას­ვა­მო­ბა და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ამ­გვარ მკაცრ სან­ქცი­ებს, არ­სე­ბობს მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე ხა­რის­ხის სიმ­თვრა­ლე, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბისთ­ვის კი არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რამ­დე­ნად ნას­ვა­მია მძღო­ლი, ყვე­ლა ერთ ტა­ფა­ზე იწ­ვის... ტრა­დი­ცი­ე­ბიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, ზოგ­ჯერ საფ­ლავ­ზე გავ­დი­ვართ, ერთ ჭი­ქა ღვი­ნოს ვსვამთ. 50 გრა­მი სას­მე­ლის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა უგო­ნო სიმ­თვრა­ლეს­თან გა­ი­გივ­დეს. მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ მსუ­ბუ­ქად ნას­ვა­მი მძღო­ლი მე­ტად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი­ა, რე­აქ­ცი­ის­თვი­საც ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა, საფ­რთხეს უფ­რო დრო­უ­ლად აღიქ­ვამს, არც სწრა­ფად მოძ­რა­ობს, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ არ გა­ა­ჩე­როს. ვფიქ­რობ, მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის სიმ­თვრა­ლე­ზე სან­ქცი­ე­ბი არ უნ­და იყოს, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა მძი­მე ხა­რის­ხის სიმ­თვრა­ლეს, კა­ნო­ნი მკაც­რი უნ­და იყოს­, ა­რა­თუ მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, შე­იძ­ლე­ბა, 6 თვით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ჯა­რი­მას­თან ერ­თად.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მძღო­ლის სიმ­თვრა­ლის ხა­რის­ხის დად­გე­ნა?

- ამ­ჟა­მინ­დე­ლი ალ­კო­ტეს­ტი, შე­იძ­ლე­ბა, ნას­ვა­მიც არ იყო, ისე გა­წით­ლდეს, ვერ დგინ­დე­ბა რამ­დე­ნი პრო­მი­ლე ალ­კო­ჰო­ლია ორ­გა­ნიზ­მში. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, 0,2 პრო­მი­ლეს თუ აღე­მა­ტე­ბა სის­ხლში ალ­კო­ჰო­ლის რა­ო­დე­ნო­ბა, უკ­ვე მსუ­ბუქ სიმ­თვრა­ლედ ით­ვლე­ბა, თუმ­ცა, ქვეყ­ნე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ეს ზღვა­რი 0,4 პრო­მი­ლე­დან იწყ­ე­ბა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ზო­გი­ერთ შტატ­ში 0,8 პრო­მი­ლეს ზე­მოთ მი­იჩ­ნე­ვა და ის­ჯე­ბა ნას­ვა­მო­ბა. ამას­თან, ამ ქვე­ყა­ნა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია მე­თო­დი, რო­ცა პო­ლი­ცი­ე­ლი ნას­ვა­მო­ბის ხა­რისხს მძღო­ლის რე­აქ­ცი­ე­ბით ამოწ­მებს და არა იმით, რა რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კო­ჰო­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. თა­ვად მი­ნა­ხავს, რო­გორ ამოწ­მე­ბენ, არის თუ არა მძღო­ლი ადეკ­ვა­ტუ­რი, შე­უძ­ლია თუ არა რე­ა­გი­რე­ბა საფ­რთხე­ზე, გა­ივ­ლის თუ არა სწორ ხაზ­ზე და ა.შ. თუ ტეს­ტი ჩა­ა­ბა­რე, აღარ და­გა­ჯა­რი­მე­ბენ.

- ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი ნარ­კო­ტეს­ტე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა პრო­მი­ლეს სა­ზო­მი­თა და ბეჭ­დვი­თი ფუნ­ქცი­ით.

- ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კა­ხეთ­ში ყოფ­ნი­სას გა­ნაცხ­ა­და, რომ ახალ ალ­კო­ტეს­ტებს შე­უძ­ლია გან­საზღ­ვროს, რამ­დე­ნი პრო­მი­ლე ალ­კო­ჰო­ლია სის­ხლში, მაგ­რამ ეს ტეს­ტე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს მა­სობ­რი­ვად არა აქვთ. მთა­ვა­რი კი ისა­ა, რომ კა­ნო­ნით არ ხდე­ბა გრა­და­ცი­ა, რა ხა­რის­ხის სიმ­თვრა­ლეს­თან გვაქვს საქ­მე. ფაქ­ტია ისიც, რომ საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რიცხ­ვი არ კლე­ბუ­ლობს, ამი­ტომ ოქ­როს შუ­ა­ლე­დია გა­მო­სა­ძებ­ნი, მძღო­ლის უფ­ლე­ბე­ბიც და­ცუ­ლი უნ­და იყოს და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლი­საც; ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი­ა, ზო­გი მძღო­ლის­თვის 100 გრა­მი ღვი­ნოც შე­იძ­ლე­ბა "საკ­მა­რი­სი" იყოს, ქა­ლი-­მძღო­ლის­თვის - ერ­თი კა­თხა ლუ­დიც, ზო­გი­ერ­თში კი 300 გრა­მი სას­მე­ლი მსუ­ბუქ თრო­ბას იწ­ვევს. ასე­ვე, გა­აჩ­ნი­ა, რა საკ­ვებ­თან მი­ი­ღებ ალ­კო­ჰოლს. ასე რომ, ჯა­რი­მა, სან­ქცი­ე­ბი სიმ­თვრა­ლის ხა­რის­ხის თა­ნა­ზო­მა­დი უნ­და იყოს­. მკაც­რად უნ­და ის­ჯე­ბო­დეს ისიც, ვინც ავ­ტო­მან­ქა­ნას არაფ­ხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ახ­ლო­ბელს გა­დას­ცემს.

ცნო­ბის­თვის

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მძღო­ლი, ვინც სა­ჭეს­თან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაჯ­დო­მის გა­მო 25 ში­ლინ­გით და­ა­ჯა­რი­მეს, ლონ­დო­ნე­ლი ტაქ­სის­ტი ჯორჯ სმი­თი იყო, ეს 1897 წელს მოხ­და; მას შემ­დეგ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი გა­ვი­და, მაგ­რამ ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა... ნას­ვამ მძღო­ლებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ისე ებ­რძვი­ან, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ, თან ეროვ­ნულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ამი­ტომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ალ­კო­ჰო­ლის ის მი­ნი­მა­ლუ­რი დო­ზა, რომ­ლის მიღ­მაც ჯა­რი­მა და მკაც­რი სან­ქცი­ე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი: გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ლუ­დის კულ­ტი­ა, მძღო­ლის სის­ხლში ალ­კო­ჰო­ლის და­საშ­ვე­ბი ზღვა­რი 0,29 პრო­მი­ლე­ა, საფ­რან­გეთ­ში, ღვი­ნის ქვე­ყა­ნა­ში - 0,5 პრო­მი­ლე, აშ­შ-ის უმ­რავ­ლეს შტა­ტ­ში - 0,8 პრო­მი­ლე, თუმ­ცა, 21 წლამ­დე ახალ­გაზ­რდის და­ჯა­რი­მე­ბის­თვის 0,2 პრო­მი­ლეც საკ­მა­რი­სი­ა, რუ­სეთ­ში, სა­დაც პა­ტივს არაყს სცე­მენ, ეს ნორ­მა 1-­ლი სექ­ტემ­ბრი­დან 0,32 პრო­მი­ლე იქ­ნე­ბა, მძღოლს კი პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე მარ­თვის მოწ­მო­ბის 1,5 დან 2 წლამ­დე ჩა­მორ­თმე­ვა და 30 000 რუბ­ლი ჯა­რი­მა ემუქ­რე­ბა.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"შე­საძ­ლო­ა ნას­ვა­მი არ იყო და ალ­კო­ტეს­ტი მა­ინც გა­წით­ლდეს"

"შე­საძ­ლო­ა ნას­ვა­მი არ იყო და ალ­კო­ტეს­ტი მა­ინც გა­წით­ლდეს"

ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნი­ხი­ლეს ცვლი­ლე­ბე­ბი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში", რო­მე­ლიც ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვი­სას, მარ­თვის უფ­ლე­ბის ერ­თი წლით ჩა­მორ­თმე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პარ­ლა­მენ­ტარ­თა ნა­წილ­მა ეს ნორ­მა ზედ­მე­ტად მკაც­რად მი­იჩ­ნი­ა, ერ­თ-ერ­თმა ისიც თქვა, სჯობს პირ­ველ ჯერ­ზე ჯა­რი­მა გავ­ზარ­დოთ, ის და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი უნ­და იყოს, რამ­დე­ნიც მძღოლს პურ­მა­რი­ლი და­უჯ­და­ო. ამ მე­ტად აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზე საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის ექ­სპერ­ტი, იუ­რის­ტი ნუკ­რი კვი­ნი­კა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- გა­აჩ­ნი­ა, რა ხა­რის­ხის ნას­ვა­მო­ბა და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ამ­გვარ მკაცრ სან­ქცი­ებს, არ­სე­ბობს მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე ხა­რის­ხის სიმ­თვრა­ლე, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბისთ­ვის კი არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რამ­დე­ნად ნას­ვა­მია მძღო­ლი, ყვე­ლა ერთ ტა­ფა­ზე იწ­ვის... ტრა­დი­ცი­ე­ბიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, ზოგ­ჯერ საფ­ლავ­ზე გავ­დი­ვართ, ერთ ჭი­ქა ღვი­ნოს ვსვამთ. 50 გრა­მი სას­მე­ლის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა უგო­ნო სიმ­თვრა­ლეს­თან გა­ი­გივ­დეს. მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ მსუ­ბუ­ქად ნას­ვა­მი მძღო­ლი მე­ტად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი­ა, რე­აქ­ცი­ის­თვი­საც ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა, საფ­რთხეს უფ­რო დრო­უ­ლად აღიქ­ვამს, არც სწრა­ფად მოძ­რა­ობს, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ არ გა­ა­ჩე­როს. ვფიქ­რობ, მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის სიმ­თვრა­ლე­ზე სან­ქცი­ე­ბი არ უნ­და იყოს, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა მძი­მე ხა­რის­ხის სიმ­თვრა­ლეს, კა­ნო­ნი მკაც­რი უნ­და იყოს­, ა­რა­თუ მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, შე­იძ­ლე­ბა, 6 თვით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ჯა­რი­მას­თან ერ­თად.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მძღო­ლის სიმ­თვრა­ლის ხა­რის­ხის დად­გე­ნა?

- ამ­ჟა­მინ­დე­ლი ალ­კო­ტეს­ტი, შე­იძ­ლე­ბა, ნას­ვა­მიც არ იყო, ისე გა­წით­ლდეს, ვერ დგინ­დე­ბა რამ­დე­ნი პრო­მი­ლე ალ­კო­ჰო­ლია ორ­გა­ნიზ­მში. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, 0,2 პრო­მი­ლეს თუ აღე­მა­ტე­ბა სის­ხლში ალ­კო­ჰო­ლის რა­ო­დე­ნო­ბა, უკ­ვე მსუ­ბუქ სიმ­თვრა­ლედ ით­ვლე­ბა, თუმ­ცა, ქვეყ­ნე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ეს ზღვა­რი 0,4 პრო­მი­ლე­დან იწყ­ე­ბა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ზო­გი­ერთ შტატ­ში 0,8 პრო­მი­ლეს ზე­მოთ მი­იჩ­ნე­ვა და ის­ჯე­ბა ნას­ვა­მო­ბა. ამას­თან, ამ ქვე­ყა­ნა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია მე­თო­დი, რო­ცა პო­ლი­ცი­ე­ლი ნას­ვა­მო­ბის ხა­რისხს მძღო­ლის რე­აქ­ცი­ე­ბით ამოწ­მებს და არა იმით, რა რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კო­ჰო­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. თა­ვად მი­ნა­ხავს, რო­გორ ამოწ­მე­ბენ, არის თუ არა მძღო­ლი ადეკვა­ტუ­რი, შე­უძ­ლია თუ არა რე­ა­გი­რე­ბა საფ­რთხე­ზე, გა­ივ­ლის თუ არა სწორ ხაზ­ზე და ა.შ. თუ ტეს­ტი ჩა­ა­ბა­რე, აღარ და­გა­ჯა­რი­მე­ბენ.

- ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი ნარ­კო­ტეს­ტე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა პრო­მი­ლეს სა­ზო­მი­თა და ბეჭ­დვი­თი ფუნ­ქცი­ით.

- ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კა­ხეთ­ში ყოფ­ნი­სას გა­ნაცხ­ა­და, რომ ახალ ალ­კო­ტეს­ტებს შე­უძ­ლია გან­საზღ­ვროს, რამ­დე­ნი პრო­მი­ლე ალ­კო­ჰო­ლია სის­ხლში, მაგ­რამ ეს ტეს­ტე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს მა­სობ­რი­ვად არა აქვთ. მთა­ვა­რი კი ისა­ა, რომ კა­ნო­ნით არ ხდე­ბა გრა­და­ცი­ა, რა ხა­რის­ხის სიმ­თვრა­ლეს­თან გვაქვს საქ­მე. ფაქ­ტია ისიც, რომ საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რიცხ­ვი არ კლე­ბუ­ლობს, ამი­ტომ ოქ­როს შუ­ა­ლე­დია გა­მო­სა­ძებ­ნი, მძღო­ლის უფ­ლე­ბე­ბიც და­ცუ­ლი უნ­და იყოს და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლი­საც; ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი­ა, ზო­გი მძღო­ლის­თვის 100 გრა­მი ღვი­ნოც შე­იძ­ლე­ბა "საკ­მა­რი­სი" იყოს, ქა­ლი-­მძღო­ლის­თვის - ერ­თი კათხა ლუ­დიც, ზო­გი­ერ­თში კი 300 გრა­მი სას­მე­ლი მსუ­ბუქ თრო­ბას იწ­ვევს. ასე­ვე, გა­აჩ­ნი­ა, რა საკ­ვებ­თან მი­ი­ღებ ალ­კო­ჰოლს. ასე რომ, ჯა­რი­მა, სან­ქცი­ე­ბი სიმ­თვრა­ლის ხა­რის­ხის თა­ნა­ზო­მა­დი უნ­და იყოს­. მკაც­რად უნ­და ის­ჯე­ბო­დეს ისიც, ვინც ავ­ტო­მან­ქა­ნას არაფ­ხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ახ­ლო­ბელს გა­დას­ცემს.

ცნობისთვის

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მძღო­ლი, ვინც სა­ჭეს­თან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაჯ­დო­მის გა­მო 25 ში­ლინ­გით და­ა­ჯა­რი­მეს, ლონ­დო­ნე­ლი ტაქ­სის­ტი ჯორჯ სმი­თი იყო, ეს 1897 წელს მოხ­და; მას შემ­დეგ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი გა­ვი­და, მაგ­რამ ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა... ნასვამ მძღო­ლებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ისე ებ­რძვი­ან, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ, თან ეროვ­ნულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ამი­ტომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ალ­კო­ჰო­ლის ის მი­ნი­მა­ლუ­რი დო­ზა, რომ­ლის მიღ­მაც ჯა­რი­მა და მკაც­რი სან­ქცი­ე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი: გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ლუ­დის კულ­ტი­ა, მძღო­ლის სის­ხლში ალ­კო­ჰო­ლის და­საშ­ვე­ბი ზღვა­რი 0,29 პრო­მი­ლე­ა, საფ­რან­გეთ­ში, ღვი­ნის ქვე­ყა­ნა­ში - 0,5 პრო­მი­ლე, აშ­შ-ის უმ­რავ­ლეს შტა­ტ­ში - 0,8 პრო­მი­ლე, თუმ­ცა, 21 წლამ­დე ახალ­გაზ­რდის და­ჯა­რი­მე­ბის­თვის 0,2 პრო­მი­ლეც საკ­მა­რი­სი­ა, რუ­სეთ­ში, სა­დაც პა­ტივს არაყს სცე­მენ, ეს ნორ­მა 1-­ლი სექ­ტემ­ბრი­დან 0,32 პრო­მი­ლე იქ­ნე­ბა, მძღოლს კი პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე მარ­თვის მოწ­მო­ბის 1,5 დან 2 წლამ­დე ჩა­მორ­თმე­ვა და 30 000 რუბ­ლი ჯა­რი­მა ემუქ­რე­ბა.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია