სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ეპატიჟებოდა კახა მიქაია მიხეილ სააკაშვილს
სად ეპატიჟებოდა კახა მიქაია მიხეილ სააკაშვილს

"სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტი­ჟე­ბა მინ­დო­და იქ, სა­დაც კა­ცებს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, მაგ­რამ არ მა­ცა­ლეს, და­მა­კა­ვეს..." - ამ­ბობს მოძ­რა­ო­ბის - "და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლო" ლი­დე­რი კახა მი­ქა­ია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ქა­ია რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გვი­ან ღა­მით, პრე­ზი­დენ­ტის ზუგ­დი­დის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეჭ­რის მცდე­ლო­ბის­თვის, წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლას მა­შინ შე­ე­ცა­და, რო­დე­საც შე­ნო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რს ხვდე­ბო­და. მი­ქა­ი­ას და­კა­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ზუგ­დი­დის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ას­თან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც გა­ი­მარ­თა, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის პირ­ველ პირს და მას­თან ერ­თად მყოფ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ.

"და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერს ზუგ­დი­დის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ა­კის­რა და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ის თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლია...

- ბა­ტო­ნო კახა, ირ­წმუ­ნე­ბით, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხართ, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეჭ­რას აპი­რებ­დით. ამ საქ­ცი­ელს არ აღიქ­ვამთ ხუ­ლიგ­ნო­ბად?

- არა, მე არ ვარ ხუ­ლი­გა­ნი. ხუ­ლი­გა­ნი და დამ­ნა­შა­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია და სწო­რედ მას ეკის­რე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი და მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლა იმ უბე­დუ­რე­ბა­ზე, რაც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ატ­რი­ა­ლა. მეგ­რე­ლე­ბი ზუგ­დიდ­ში სა­ხელ­მწი­ფო დამ­ნა­შა­ვის პარ­პაშს ვერ ავი­ტანთ. ეს კაცი აქ ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბა­ზე გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად ჩა­მო­ვი­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ლაშ­ქროდ და დროს სა­ტა­რებ­ლად კი არ უნდა მი­დი­ო­დეს, მუხ­ლებ­ზე ფორ­თხვით ცოდ­ვებს უნდა ინა­ნი­ებ­დეს. ის არ­ხე­ი­ნად და­დის იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც მისი ბრძა­ნე­ბით კა­ცებს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ.

- რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მოგ­ცე­მო­დათ, რას გა­ა­კე­თებ­დით?

- მინ­დო­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და გუ­ნა­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის სა­წა­მე­ბელ სა­მა­ლავ­ში და­მე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა. სხვა­თა შო­რის, ად­გი­ლი, სა­დაც მე­გიზ ქარ­და­ვა და კოხ­ტა კო­დუა კა­ცებს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან ხუთ კი­ლო­მეტრშია...

- სა­ა­კაშ­ვილ­სა და გუ­ნა­ვას რის­თვის ეპა­ტი­ჟე­ბო­დით?

- რის­თვის? იმის­თვის, რომ მათ­თვის კი­თხვე­ბი და­მეს­ვა...

- პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ სა­მა­ლა­ვებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და...

- პრე­ზი­დენ­ტმა ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და. უფრო მე­ტიც, ადა­მი­ა­ნებს სწო­რედ მისი ბრძა­ნე­ბით აწა­მებ­დნენ. კოხ­ტა კო­დუ­ას და მე­გიზ ქარ­და­ვას სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბი­სა და ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­პირ­ფა­რე­შო­შიც კი არ უშ­ვებ­დნენ.

- ამის თქმის სა­ფუძ­ველს რა გაძ­ლევთ?

- კარ­გი, რა, ნუ გა­დამ­რევთ ახლა!.. სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­და, კა­ცე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ვის მო­უ­ვი­დო­და აზ­რად?! ვიდ­რე ეს მა­ნი­ა­კი არ და­ის­ჯე­ბა, არ გავ­ჩერ­დე­ბით, მე და ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ყო­ველ­თვის მო­ვა­წყობთ...

- თქვე­ნი პრო­ტეს­ტის ფორ­მე­ბიც არ მო­დის კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში...

- აბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბე­ბი მო­დის კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში?! სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ იმ­დე­ნად "ნაგ­ლია", რომ სა­მეგ­რე­ლო­ში ისევ ჩა­მო­ვა, კი­დევ გა­და­ვიხ­დი 100-ლა­რი­ან ჯა­რი­მას.

- ე.ი. ფიქ­რობთ, რომ 100-ლა­რი­ან ჯა­რი­მას იმ­სა­ხუ­რებ­დით?

- არა, არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, მაგ­რამ გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. ვიცი, რომ თუ კი­დევ შე­ვუქ­მნი დის­კომ­ფორ­ტს პრე­ზი­დენტს, ისევ და­მა­ჯა­რი­მე­ბენ, მაგ­რამ მე ჯა­რი­მე­ბით კი არა, სიკ­ვდი­ლი­თაც ვერ შე­მა­ში­ნე­ბენ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნდა აღ­დგეს. მხო­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ჭე­რა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას არ ნიშ­ნავს. ვერ შე­ვუ­რიგ­დე­ბით იმას, რომ და­ნა­შა­უ­ლის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი, სა­ა­კაშ­ვი­ლი ზუგ­დიდ­ში ჩა­მო­დი­ო­დეს, დღი­სით რეს­ტორ­ნებ­ში ილ­ხენ­დეს, ღა­მით კი რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლებ­თან ერ­თო­ბო­დეს.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ აქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გეხ­მა­რე­ბათ...

- ვაი, მა­გათ პატ­რონს! მე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი არც ვყო­ფილ­ვარ და არც მო­მა­ვალ­ში ვიქ­ნე­ბი. "და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არც კი არ­სე­ბობ­და, სა­ა­კაშ­ვილს რომ დავ­დევ­დი. სხვა­თა შო­რის, მე ვარ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის ცოდ­ვებ­ში ამ­ხი­ლა. მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვაგ­რძე­ლებ, არ მო­ვის­ვე­ნებ, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვილს ცი­ხე­ში არ ვი­ხი­ლავ.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სად ეპატიჟებოდა კახა მიქაია მიხეილ სააკაშვილს

სად ეპატიჟებოდა კახა მიქაია მიხეილ სააკაშვილს

"სააკაშვილის დაპატიჟება მინდოდა იქ, სადაც კაცებს აუპატიურებდნენ, მაგრამ არ მაცალეს, დამაკავეს..." - ამბობს მოძრაობის - "დაიცავი საქართველო" ლიდერი კახა მიქაია. შეგახსენებთ, რომ მიქაია რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობისთვის, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ის რეზიდენციაში შესვლას მაშინ შეეცადა, როდესაც შენობაში პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს ხვდებოდა. მიქაიას დაკავების პარალელურად, ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს და მასთან ერთად მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"დაიცავი საქართველოს" ლიდერს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია...

- ბატონო კახა, ირწმუნებით, რომ უდანაშაულო ხართ, თუმცა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას აპირებდით. ამ საქციელს არ აღიქვამთ ხულიგნობად?

- არა, მე არ ვარ ხულიგანი. ხულიგანი და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია და სწორედ მას ეკისრება სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ყველა იმ უბედურებაზე, რაც 9 წლის განმავლობაში საქართველოში დაატრიალა. მეგრელები ზუგდიდში სახელმწიფო დამნაშავის პარპაშს ვერ ავიტანთ. ეს კაცი აქ ტობავარჩხილის ტბაზე გასასეირნებლად ჩამოვიდა. სააკაშვილი სალაშქროდ და დროს სატარებლად კი არ უნდა მიდიოდეს, მუხლებზე ფორთხვით ცოდვებს უნდა ინანიებდეს. ის არხეინად დადის იმ ქალაქში, სადაც მისი ბრძანებით კაცებს აუპატიურებდნენ.

- რეზიდენციაში შეღწევის საშუალება რომ მოგცემოდათ, რას გააკეთებდით?

- მინდოდა, რომ სააკაშვილი და გუნავა ადამიანების საწამებელ სამალავში დამეპატიჟებინა. სხვათა შორის, ადგილი, სადაც მეგიზ ქარდავა და კოხტა კოდუა კაცებს აუპატიურებდნენ, სააკაშვილის რეზიდენციიდან ხუთ კილომეტრშია...

- სააკაშვილსა და გუნავას რისთვის ეპატიჟებოდით?

- რისთვის? იმისთვის, რომ მათთვის კითხვები დამესვა...

- პრეზიდენტი ამბობს, რომ სამალავებში ადამიანების წამების შესახებ არაფერი იცოდა...

- პრეზიდენტმა ყველაფერი შესანიშნავად იცოდა. უფრო მეტიც, ადამიანებს სწორედ მისი ბრძანებით აწამებდნენ. კოხტა კოდუას და მეგიზ ქარდავას სააკაშვილის ბრძანებისა და ნებართვის გარეშე საპირფარეშოშიც კი არ უშვებდნენ.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- კარგი, რა, ნუ გადამრევთ ახლა!.. სააკაშვილის გარდა, კაცების გაუპატიურება ვის მოუვიდოდა აზრად?! ვიდრე ეს მანიაკი არ დაისჯება, არ გავჩერდებით, მე და ჩემი თანამოაზრეები საპროტესტო აქციებს ყოველთვის მოვაწყობთ...

- თქვენი პროტესტის ფორმებიც არ მოდის კანონთან შესაბამისობაში...

- აბა, სააკაშვილის ქმედებები მოდის კანონთან შესაბამისობაში?! სააკაშვილი თუ იმდენად "ნაგლია", რომ სამეგრელოში ისევ ჩამოვა, კიდევ გადავიხდი 100-ლარიან ჯარიმას.

- ე.ი. ფიქრობთ, რომ 100-ლარიან ჯარიმას იმსახურებდით?

- არა, არ ვიმსახურებდი, მაგრამ გადამახდევინეს. ვიცი, რომ თუ კიდევ შევუქმნი დისკომფორტს პრეზიდენტს, ისევ დამაჯარიმებენ, მაგრამ მე ჯარიმებით კი არა, სიკვდილითაც ვერ შემაშინებენ. სამართლიანობა უნდა აღდგეს. მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის დაჭერა სამართლიანობის აღდგენას არ ნიშნავს. ვერ შევურიგდებით იმას, რომ დანაშაულის მთავარი შემოქმედი, სააკაშვილი ზუგდიდში ჩამოდიოდეს, დღისით რესტორნებში ილხენდეს, ღამით კი რეზიდენციაში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთობოდეს.

- "ნაციონალები" ამბობენ, რომ თქვენ აქციების მოწყობაში "ქართული ოცნება" გეხმარებათ...

- ვაი, მაგათ პატრონს! მე "ქართული ოცნების" წევრი არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები. "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი ვარ და "ქართული ოცნება" არც კი არსებობდა, სააკაშვილს რომ დავდევდი. სხვათა შორის, მე ვარ პირველი ადამიანი, ვინც სააკაშვილი თავის ცოდვებში ამხილა. მომავალშიც ასე გავაგრძელებ, არ მოვისვენებ, ვიდრე სააკაშვილს ციხეში არ ვიხილავ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა