პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გამო არ გადის სახლიდან გვანცა დარასელია
ვის გამო არ გადის სახლიდან გვანცა დარასელია

სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ "სხვა შუა დღის" წამ­ყვა­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლია თით­ქმის მთელ დროს მის ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მა­მა­კაცს - წლი­ნა­ხევ­რის ერეკ­ლეს უთ­მობს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, შვი­ლის რე­ჟი­მით ცხოვ­რობს. შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდს ნა­ყო­ფი­ე­რად იყე­ნებს, კან­სა და თმას ას­ვე­ნებს, თან აღ­ნიშ­ნავს, მივ­ხვდი, ცხოვ­რე­ბა მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე მა­კი­ა­ჟი­თო. რა ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნას გეგ­მავს გვან­ცა ზღვა­ზე წას­ვლი­სას და რო­გორ შეც­ვა­ლა წლებ­მა მე­უღ­ლეს­თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ "სხვა შუა დღე" იქ­ნე­ბა უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და იმა­ზე უკე­თე­სი, ვიდ­რე იყო. რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს", ჯერ­ჯე­რო­ბით ეს მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ არ იწყე­ბა, რად­გან ახლა "ნი­ჭი­ე­რის" სე­ზო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა დას­ვე­ნე­ბას, მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად ბა­თუმ­ში მივ­დი­ვარ. მინ­დო­და, ბავ­შვი ჩემს სო­ფელ­ში წა­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ავად გა­მიხ­და, ამას სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბიც და­ე­მა­ტა, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ერთი კუ­რორ­ტი აგ­ვერ­ჩია და იქ დაგ­ვეს­ვე­ნა. ასე რომ, ბა­თუმ­ში გა­ვა­ტა­რებთ მთელ თვეს, ძი­ძაც მომ­ყვე­ბა და ბავ­შვთან ერ­თად ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში დას­ვე­ნე­ბა არ გა­მი­ჭირ­დე­ბა.

ერეკ­ლე

- მე­ო­რე ზა­ფხუ­ლია, შვე­ბუ­ლე­ბას ჩემს შვილ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ და მთელ დრო მას ვუთ­მობ. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ სა­ერ­თოდ არ გავ­სულ­ვარ სახ­ლი­დან და სად­მე წას­ვლის სურ­ვი­ლიც არ მქო­ნია. დილა იწყე­ბა ერეკ­ლე­თი, როცა სა­სე­ირ­ნოდ მი­დის, სახ­ლში ჩემს საქ­მე­ებს ვაგ­ვა­რებ, ამა­სო­ბა­ში ბავ­შვი ბრუნ­დე­ბა და ისევ მას­ზე ვერ­თვე­ბი, მოკ­ლედ, ბავ­შვის რე­ჟი­მით ვცხოვ­რობ. სა­მუ­შაო პე­რი­ოდ­ში, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, მა­შინ­ვე ბავ­შვთან მოვ­დი­ო­დი, მაგ­რამ მას­თან სა­თა­მა­შოდ იმ­დე­ნი ენერ­გია და ძალა არ მრჩე­ბო­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დროს მას­თან ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ ისე ვერ ვე­თა­მა­შე­ბო­დი, რო­გორც ახლა.

ერეკ­ლე წლი­ნა­ხევ­რის გახ­ლავთ. მას­ზე რაც უნდა ვთქვა, ქება გა­მო­მი­ვა, მაგ­რამ მარ­თლა ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვია, არ ლა­პა­რა­კობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს გა­გე­ბი­ნებს ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით, თვა­ლით, ცხვი­რით, მი­მი­კით, გარ­და ამი­სა, არის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე, ძა­ლი­ან თბი­ლი და აზ­რი­ა­ნი. დღი­თი­დღე უფრო მე­ტად მაყ­ვა­რებს თავს, ასე­თი ბედ­ნი­ე­რი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. უკვე იმ ასაკ­შია, რომ გვე­ხუ­ტე­ბა, გვკოც­ნის, გა­მო­ხა­ტავს სით­ბოს და გვა­გი­ჟებს. ჩემ­თან სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, მა­მა­მის­თან - სხვა­ნა­ი­რი, ჩემს მი­ცე­მულ შე­ნიშ­ვნა­სა და მა­მა­მი­სის მი­ცე­მულ შე­ნიშ­ვნას შო­რის ძა­ლი­ან დიდი სხვა­ო­ბაა, მას მა­შინ­ვე უჯე­რებს და იგებს მის ნათ­ქვამს. შე­უძ­ლია, მა­მას­თან ერ­თად წა­მოწ­ვეს და ერ­თად უყუ­რონ ტე­ლე­ვი­ზორს, ამას ჩემ­თან არას­დროს აკე­თებს, რად­გან მე სულ გი­ჟუ­რად ვე­თა­მა­შე­ბი და ასე თა­მაშს მთხოვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიყ­ვა­რულს ჩემ­თან უფრო გა­მო­ხა­ტავს, ჩემს მე­უღ­ლეს­თან უფრო მე­ტად მშვიდ­დე­ბა და წყნარ­დე­ბა. როცა მამა აქ არ არის, სულ ენატ­რე­ბა და ახ­სე­ნებს.

- მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზე არ ფიქ­რობ?

- რა თქმა უნდა, ვფიქ­რობ, ოღონდ ასე მალე არა, თუმ­ცა ძა­ლი­ან დიდ შუ­ა­ლედ­საც არ გა­ვა­კე­თებთ.

უმა­კი­ა­ჟოდ...

- ამ შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე ბევ­რად კარ­გია, ვიდ­რე მა­კი­ა­ჟით. კა­ნის­თვის მძი­მე მა­კი­ა­ჟი ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი და სტრე­სუ­ლია, უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რად­გან სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არ შევ­ღე­ბილ­ვარ, კან­მა და­ის­ვე­ნა, აღ­დგა, და­ტე­ნი­ან­და. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა თმა­ზეც, მა­საც სჭირ­დე­ბო­და გან­ტვირ­თვა და ასე­ვე დას­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა ფე­ხებს ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის­გან. სა­ხის ან თმის მო­სავ­ლე­ლად არას­დროს მი­მი­მარ­თავს ხალ­ხუ­რი მე­თო­დის­თვის, რა­ტომ უნდა ვიწ­ვა­ლო, როცა თა­ნა­მედ­რო­ვე კოს­მე­ტი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რია თავ­მოყ­რი­ლი? უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, გა­მო­ვი­ყე­ნო კარ­გი ხა­რის­ხის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მი და ჩა­მო­სა­ბა­ნი გელი, თმის შემ­თხვე­ვა­შიც ზუს­ტად იმა­ვეს ვი­ტყვი, ვი­ყე­ნებ კარგ შამ­პუნ­სა და კონ­დი­ცი­ო­ნერს.

სა­კუ­რორ­ტო სა­მო­სი

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დის, თან მი­აქვს ერთი ან ორი ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის, ასე­ვე იც­ვლის ჩაც­მის სტილ­საც. მარ­თა­ლია, მოკ­ლე შორ­ტი მო­და­შია და აც­ვი­ათ ყვე­ლა­ნა­ირ ფეხ­საც­მელ­ზე, ქუს­ლი­ან­ზე, ჩექ­მა­ზე და ა.შ, მაგ­რამ მე თბი­ლის­ში ძა­ლი­ან მოკ­ლე შორ­ტით არას­დროს ვივ­ლი, რად­გან არ მომ­წონს. ჩემი აზ­რით, ეს უფრო სა­ზღვაო ჩა­საც­მე­ლია და იქა­ურ გან­წყო­ბას შე­ე­ფე­რე­ბა. მე თუ მკი­თხავთ, და­სას­ვე­ნე­ბელ და სა­მუ­შაო სა­მოსს შო­რის უნდა იყოს გან­სხვა­ვე­ბა, ზღვა­ზე უფრო მსუ­ბუ­ქად უნდა გეც­ვას, იქ ნამ­ზე­უ­რის დე­მონ­სტრი­რე­ბას უფრო თა­მა­მად ახ­დენ...

შო­პინ­გი დას­ვე­ნე­ბი­სას

- შო­პინ­გი დას­ვე­ნე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, რო­დე­საც დას­ვე­ნე­ბას ვგეგ­მავთ, ყო­ველ­თვის გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტი სა­ყიდ­ლე­ბის­თვის და ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლი ჩე­მო­დან­ში ახა­ლი ნივ­თე­ბის­თვის. არც ერთხელ არ გავ­სულ­ვარ ქვეყ­ნი­დან ისე, რომ რა­ღაც არ მე­ყი­და და უკან დაბ­რუ­ნე­ბულს ახა­ლი არა­ფე­რი ჩა­მო­მე­ტა­ნა, ეს ალ­ბათ უკვე ჩვე­ვა­ში გა­და­მი­ვი­და იმი­ტომ, რომ სა­მახ­სოვ­რო ნივ­თის ქო­ნის სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, თა­ნაც, სა­ზღვარ­გა­რეთ შე­გიძ­ლია შე­ი­ძი­ნო ისე­თი რამ, რა­საც აქ ვერ იყი­დი. ჩემს მე­უღ­ლეს სა­შინ­ლად არ უყ­ვარს სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი. რო­დე­საც სა­ზღვარ­გა­რეთ ვართ, ის აუ­ცი­ლებ­ლად პო­უ­ლობს მე­გო­ბარს, ერ­თად მივ­დი­ვართ დიდ შო­პინ­გმოლ­ში, ისი­ნი სხდე­ბი­ან კა­ფე­ში, მე კი დავ­დი­ვარ მა­ღა­ზი­ებ­ში, ესაა ოპ­ტი­მა­ლუ­რი გზა იმის­თვის, რომ ერ­თმა­ნეთს ამ სა­კი­თხზე ნერ­ვე­ბი არ მო­ვუ­შა­ლოთ. თუ ვთქვათ, ისეთ ქა­ლაქ­ში ვართ, სა­დაც თავს ში­ნა­უ­რუ­ლად ვგრძნობ, მა­შინ მარ­ტო ვშო­პინ­გობ. მა­გა­ლი­თად, პრა­ღა­ში ხში­რად დავ­დი­ვართ, იქ ერთი ქუ­ჩაა, სა­დაც ბევ­რი მა­ღა­ზი­აა გან­ლა­გე­ბუ­ლი და იქ და­მო­უ­კი­დებ­ლად მივ­დი­ვარ, უკვე კარ­გად ვიც­ნობ ქა­ლაქს და არ და­ვი­კარ­გე­ბი, ყვე­ლა­ფერს მშვი­დად ვათ­ვა­ლი­ე­რებ და ზოგ­ჯერ ექ­ვსი სა­ა­თი ისე გა­დის, ვერ ვი­გებ, ამა­სო­ბა­ში ჩემი მე­უღ­ლე სხვა საქ­მე­ებს აგ­ვა­რებს, იმი­ტომ რომ ამ­დე­ნი სა­ა­თი კი არა, ექ­ვსი წუ­თიც ვერ მიძ­ლებს. მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი იმ­დე­ნად აზარ­ტუ­ლია, რომ დრო­ის შეგ­რძნე­ბა მე­კარ­გე­ბა, მთა­ვა­რია, მეც­ვას მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, მე­ჭი­როს კომ­ფორ­ტუ­ლი ჩან­თა და იყოს კარ­გი ამინ­დი, ასეთ დროს სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი კი არა, ერთი რამ იყი­დო, მაგ­რამ ისე­თი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე, რომ ამ­დენ სი­ა­რუ­ლად ღირ­დეს. ერ­თა­დერ­თხელ მო­მე­წო­ნა ფეხ­საც­მე­ლი ისე, რომ ბოლო კა­პი­კე­ბი გა­და­ვი­ხა­დე და ვი­ყი­დე, მერე კი ვი­ნა­ნე, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთხელ მოხ­და ეს შემ­თხვე­ვა და მე­ო­რედ აღარ გა­ვი­მე­ო­რებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ვის გამო არ გადის სახლიდან გვანცა დარასელია

ვის გამო არ გადის სახლიდან გვანცა დარასელია

სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ ”სხვა შუა დღის” წამყვანი გვანცა დარასელია თითქმის მთელ დროს მის ცხოვრებაში არსებულ უმნიშვნელოვანეს მამაკაცს - წლინახევრის ერეკლეს უთმობს და როგორც თავად ამბობს, შვილის რეჟიმით ცხოვრობს. შვებულების პერიოდს ნაყოფიერად იყენებს, კანსა და თმას ასვენებს, თან აღნიშნავს, მივხვდი, ცხოვრება მაკიაჟის გარეშე ბევრად უკეთესია, ვიდრე მაკიაჟითო. რა ტრადიციის აღდგენას გეგმავს გვანცა ზღვაზე წასვლისას და როგორ შეცვალა წლებმა მეუღლესთან მისი ურთიერთობა, ტელეწამყვანი თავად გიამბობთ.

- გეგმების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ”სხვა შუა დღე” იქნება უფრო მრავალფეროვანი და იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო. რაც შეეხება ”საქართველოს ვარსკვლავს”, ჯერჯერობით ეს მუსიკალური შოუ არ იწყება, რადგან ახლა ”ნიჭიერის” სეზონია. რაც შეეხება დასვენებას, მეუღლესა და შვილთან ერთად დასასვენებლად ბათუმში მივდივარ. მინდოდა, ბავშვი ჩემს სოფელში წამეყვანა, მაგრამ ავად გამიხდა, ამას სხვა გარემოებებიც დაემატა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთი კურორტი აგვერჩია და იქ დაგვესვენა. ასე რომ, ბათუმში გავატარებთ მთელ თვეს, ძიძაც მომყვება და ბავშვთან ერთად ზღვისპირა ქალაქში დასვენება არ გამიჭირდება.

ერეკლე

- მეორე ზაფხულია, შვებულებას ჩემს შვილთან ერთად ვატარებ და მთელ დრო მას ვუთმობ. მაგალითად, გუშინ საერთოდ არ გავსულვარ სახლიდან და სადმე წასვლის სურვილიც არ მქონია. დილა იწყება ერეკლეთი, როცა სასეირნოდ მიდის, სახლში ჩემს საქმეებს ვაგვარებ, ამასობაში ბავშვი ბრუნდება და ისევ მასზე ვერთვები, მოკლედ, ბავშვის რეჟიმით ვცხოვრობ. სამუშაო პერიოდში, სამსახურის შემდეგ, მაშინვე ბავშვთან მოვდიოდი, მაგრამ მასთან სათამაშოდ იმდენი ენერგია და ძალა არ მრჩებოდა, რასაკვირველია, დროს მასთან ვატარებდი, მაგრამ ისე ვერ ვეთამაშებოდი, როგორც ახლა.

ერეკლე წლინახევრის გახლავთ. მასზე რაც უნდა ვთქვა, ქება გამომივა, მაგრამ მართლა ძალიან სხვანაირი ბავშვია, არ ლაპარაკობს, თუმცა ყველაფერს გაგებინებს ჟესტიკულაციით, თვალით, ცხვირით, მიმიკით, გარდა ამისა, არის სიყვარულით სავსე, ძალიან თბილი და აზრიანი. დღითიდღე უფრო მეტად მაყვარებს თავს, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. უკვე იმ ასაკშია, რომ გვეხუტება, გვკოცნის, გამოხატავს სითბოს და გვაგიჟებს. ჩემთან სხვანაირი ურთიერთობა აქვს, მამამისთან - სხვანაირი, ჩემს მიცემულ შენიშვნასა და მამამისის მიცემულ შენიშვნას შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მას მაშინვე უჯერებს და იგებს მის ნათქვამს. შეუძლია, მამასთან ერთად წამოწვეს და ერთად უყურონ ტელევიზორს, ამას ჩემთან არასდროს აკეთებს, რადგან მე სულ გიჟურად ვეთამაშები და ასე თამაშს მთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულს ჩემთან უფრო გამოხატავს, ჩემს მეუღლესთან უფრო მეტად მშვიდდება და წყნარდება. როცა მამა აქ არ არის, სულ ენატრება და ახსენებს.

- მეორე შვილის გაჩენაზე არ ფიქრობ?

- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ოღონდ ასე მალე არა, თუმცა ძალიან დიდ შუალედსაც არ გავაკეთებთ.

უმაკიაჟოდ...

- ამ შვებულების პერიოდში მივხვდი, რომ ცხოვრება მაკიაჟის გარეშე ბევრად კარგია, ვიდრე მაკიაჟით. კანისთვის მძიმე მაკიაჟი ძალიან დამღლელი და სტრესულია, უბედნიერესი ვარ, რადგან სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ არ შევღებილვარ, კანმა დაისვენა, აღდგა, დატენიანდა. იგივე შემიძლია ვთქვა თმაზეც, მასაც სჭირდებოდა განტვირთვა და ასევე დასვენება სჭირდება ფეხებს ქუსლიანი ფეხსაცმლისგან. სახის ან თმის მოსავლელად არასდროს მიმიმართავს ხალხური მეთოდისთვის, რატომ უნდა ვიწვალო, როცა თანამედროვე კოსმეტიკაში ყველაფერია თავმოყრილი? უბრალოდ, ვცდილობ, გამოვიყენო კარგი ხარისხის დამატენიანებელი კრემი და ჩამოსაბანი გელი, თმის შემთხვევაშიც ზუსტად იმავეს ვიტყვი, ვიყენებ კარგ შამპუნსა და კონდიციონერს.

საკურორტო სამოსი

- როდესაც ადამიანი დასასვენებლად მიდის, თან მიაქვს ერთი ან ორი ქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ასევე იცვლის ჩაცმის სტილსაც. მართალია, მოკლე შორტი მოდაშია და აცვიათ ყველანაირ ფეხსაცმელზე, ქუსლიანზე, ჩექმაზე და ა.შ, მაგრამ მე თბილისში ძალიან მოკლე შორტით არასდროს ვივლი, რადგან არ მომწონს. ჩემი აზრით, ეს უფრო საზღვაო ჩასაცმელია და იქაურ განწყობას შეეფერება. მე თუ მკითხავთ, დასასვენებელ და სამუშაო სამოსს შორის უნდა იყოს განსხვავება, ზღვაზე უფრო მსუბუქად უნდა გეცვას, იქ ნამზეურის დემონსტრირებას უფრო თამამად ახდენ...

შოპინგი დასვენებისას

- შოპინგი დასვენების განუყოფელი ნაწილია, როდესაც დასვენებას ვგეგმავთ, ყოველთვის გვაქვს გამოყოფილი ბიუჯეტი საყიდლებისთვის და ასევე გარკვეული ადგილი ჩემოდანში ახალი ნივთებისთვის. არც ერთხელ არ გავსულვარ ქვეყნიდან ისე, რომ რაღაც არ მეყიდა და უკან დაბრუნებულს ახალი არაფერი ჩამომეტანა, ეს ალბათ უკვე ჩვევაში გადამივიდა იმიტომ, რომ სამახსოვრო ნივთის ქონის სურვილი გიჩნდება, თანაც, საზღვარგარეთ შეგიძლია შეიძინო ისეთი რამ, რასაც აქ ვერ იყიდი. ჩემს მეუღლეს საშინლად არ უყვარს საყიდლებზე სიარული. როდესაც საზღვარგარეთ ვართ, ის აუცილებლად პოულობს მეგობარს, ერთად მივდივართ დიდ შოპინგმოლში, ისინი სხდებიან კაფეში, მე კი დავდივარ მაღაზიებში, ესაა ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ ერთმანეთს ამ საკითხზე ნერვები არ მოვუშალოთ. თუ ვთქვათ, ისეთ ქალაქში ვართ, სადაც თავს შინაურულად ვგრძნობ, მაშინ მარტო ვშოპინგობ. მაგალითად, პრაღაში ხშირად დავდივართ, იქ ერთი ქუჩაა, სადაც ბევრი მაღაზიაა განლაგებული და იქ დამოუკიდებლად მივდივარ, უკვე კარგად ვიცნობ ქალაქს და არ დავიკარგები, ყველაფერს მშვიდად ვათვალიერებ და ზოგჯერ ექვსი საათი ისე გადის, ვერ ვიგებ, ამასობაში ჩემი მეუღლე სხვა საქმეებს აგვარებს, იმიტომ რომ ამდენი საათი კი არა, ექვსი წუთიც ვერ მიძლებს. მაღაზიებში სიარული იმდენად აზარტულია, რომ დროის შეგრძნება მეკარგება, მთავარია, მეცვას მოხერხებული ფეხსაცმელი, მეჭიროს კომფორტული ჩანთა და იყოს კარგი ამინდი, ასეთ დროს საყიდლებზე სიარული დიდ სიამოვნებას უკავშირდება. შეიძლება, ბევრი კი არა, ერთი რამ იყიდო, მაგრამ ისეთი კმაყოფილი დარჩე, რომ ამდენ სიარულად ღირდეს. ერთადერთხელ მომეწონა ფეხსაცმელი ისე, რომ ბოლო კაპიკები გადავიხადე და ვიყიდე, მერე კი ვინანე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოხდა ეს შემთხვევა და მეორედ აღარ გავიმეორებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"