სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ გვერდწითელი - "ყველა სიმღერა სიყვარულის ისტორიაა"
თამარ გვერდწითელი - "ყველა სიმღერა სიყვარულის ისტორიაა"

ბა­თუ­მი თა­მარ გვერდწი­თე­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალს მას­პინ­ძლობს. გუ­შინ სა­ღა­მოს, სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში თა­მარ გვერდწი­თე­ლის პირ­ვე­ლი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ქარ­თულ სიმ­ღე­რებს და­ეთ­მო. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თა­მარ გვერდწი­თე­ლის მოლ­დო­ვე­ლი, რუსი და ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი.

გვედ­წი­თე­ლის კონ­ცერ­ტი სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ორ სა­ათს გაგ­რძელ­და. ვარ­სკვლავ­მა ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ას­რუ­ლა. კონ­ცერ­ტი კი მომ­ღე­რალ­მა ან­სამ­ბლ "ბა­თუმ­თან" ერ­თად, სიმ­ღე­რით "სა­ქარ­თვე­ლო" გახ­სნა. თა­მარ გვერდწი­თელ­მა ან­სამ­ბლ "ცის­ფერ ტრი­ოს­თან" ერ­თად შე­ას­რუ­ლა რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რაც.

კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მომ­ღერ­ლის დე­დამ, ინა გვერდწი­თელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ყუ­რებ­ლის­გან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იგ­რძნო­ბო­და. თა­მარ გვერდწი­თელ­მა კი ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ დღეს ჩემს გვერ­დით. ფეს­ტი­ვა­ლის დე­ვი­ზია მუ­სი­კა სა­ზღვრის გა­რე­შე, მაგ­რამ ყვე­ლა სიმ­ღე­რა მა­ინც ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, ეს არის ქა­ლის ის­ტო­რია. ის ეხე­ბა ქალს, მის გან­ცდილს, მის გან­ვლილ გზას. ყვე­ლა სიმ­ღე­რა სიყ­ვა­რულ­ზეა და, ალ­ბათ, ასეც უნდა იყოს. ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა პირ­ველ­მა სა­ღა­მომ, მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა მა­ყუ­რებ­ლის სით­ბომ და თით­ქოს არც ვე­ლო­დით ამ­ხე­ლა ემო­ცი­ებს. პირ­ვე­ლი­ვე სიმ­ღე­რით მივ­ხვდით, რომ სა­ჭი­როა ამ მუ­სი­კამ გა­იჟ­ღე­როს. ისე­თი გრძნო­ბა დაგ­ვე­უფ­ლა, რომ მარ­თლა ვჭირ­დე­ბით მსმე­ნელს".

კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია 10-დან 15 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა. ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმს ყვე­ლა ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეწ­ვე­ვა, ვის­თა­ნაც თა­მარ გვერდწი­თელს უმ­ღე­რია. კონ­ცერ­ტებ­ში სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან­სამ­ბლიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ან­სამ­ბლმა რამ­დე­ნი­მე ცეკ­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვა­ლის­თვის დად­გა, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც დღეს სა­ღა­მოს გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის ორ­კესტრიც, ასე­ვე აჭა­რის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­კესტრი. კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია სა­ზე­ი­მოდ 15 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მის პი­ა­ცა­ზე და­ი­ხუ­რე­ბა.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

თამარ გვერდწითელი - "ყველა სიმღერა სიყვარულის ისტორიაა"

თამარ გვერდწითელი - "ყველა სიმღერა სიყვარულის ისტორიაა"

ბათუმი თამარ გვერდწითელის სახელობის მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. გუშინ საღამოს, საზაფხულო თეატრში თამარ გვერდწითელის პირველი საღამო გაიმართა. პროგრამის ძირითადი ნაწილი ქართულ სიმღერებს დაეთმო. კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელის მოლდოველი, რუსი და ამერიკელი მეგობრები.

გვედწითელის კონცერტი საზაფხულო თეატრის სცენაზე ორ საათს გაგრძელდა. ვარსკვლავმა ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. კონცერტი კი მომღერალმა ანსამბლ "ბათუმთან" ერთად, სიმღერით "საქართველო" გახსნა. თამარ გვერდწითელმა ანსამბლ "ცისფერ ტრიოსთან" ერთად შეასრულა რამდენიმე სიმღერაც.

კონცერტის დასრულების შემდეგ მომღერლის დედამ, ინა გვერდწითელმა აღნიშნა, რომ მაყურებლისგან დიდი სიყვარული იგრძნობოდა. თამარ გვერდწითელმა კი ჟურნალისტებს საკუთარი ემოციების შესახებ ესაუბრა.

"შესანიშნავი შემსრულებლები იყვნენ დღეს ჩემს გვერდით. ფესტივალის დევიზია მუსიკა საზღვრის გარეშე, მაგრამ ყველა სიმღერა მაინც ეს არის სიყვარულის ისტორია, ეს არის ქალის ისტორია. ის ეხება ქალს, მის განცდილს, მის განვლილ გზას. ყველა სიმღერა სიყვარულზეა და, ალბათ, ასეც უნდა იყოს. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა საღამომ, მოლოდინს გადააჭარბა მაყურებლის სითბომ და თითქოს არც ველოდით ამხელა ემოციებს. პირველივე სიმღერით მივხვდით, რომ საჭიროა ამ მუსიკამ გაიჟღეროს. ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ მართლა ვჭირდებით მსმენელს".

კონცერტების სერია 10-დან 15 აგვისტოს საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით იმართება. ხუთი დღის განმავლობაში ბათუმს ყველა ის შემსრულებელი ეწვევა, ვისთანაც თამარ გვერდწითელს უმღერია. კონცერტებში სუხიშვილების ნაციონალური ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლმა რამდენიმე ცეკვა სპეციალურად ფესტივალისთვის დადგა, რომლის პრემიერაც დღეს საღამოს გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ოპერისა და ბალეტის ორკესტრიც, ასევე აჭარის ნაციონალური ორკესტრი. კონცერტების სერია საზეიმოდ 15 აგვისტოს ბათუმის პიაცაზე დაიხურება.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება