სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აცმევდა ქუსლიან ფეხსაცმელს დედა ლაშა ონიანს
რატომ აცმევდა ქუსლიან ფეხსაცმელს დედა ლაშა ონიანს

ქუ­თა­ის­ში პე­და­გო­გი დე­დი­სა და ინ­ჟი­ნე­რი მა­მის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, სპორ­ტი, თე­ატ­რი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იზი­დავ­და: პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი დიდ­მა ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა გა­დას­ცა სვა­ნუ­რი ცეკ­ვის­თვის. კრემ­ლის სა­სახ­ლე­შიც არა­ერ­თხელ უცეკ­ვია. დე­დის ნას­წავ­ლი პუნ­ქტუ­ა­ლო­ბა გა­მო­ად­გა, 20 წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. იქ სა­კუ­თა­რი დრა­მის თე­ატ­რი აქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად შო­უ­ებს დგამს ცალ­კე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ბოლო ორი წლის ქარ­თუ­ლი ნომ­რე­ბი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე", რის გა­მოც კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლი არ ას­ცდა. ერთი სი­ტყვით, ბევ­რი და­უგ­როვ­და მო­სა­ყო­ლი. დღეს მსა­ხი­ობ­სა და რე­ჟი­სორს, ლაშა ონი­ანს, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე და 12 წლამ­დე იქ გა­ვი­ზარ­დე. ჩემი მშობ­ლე­ბი სვა­ნე­ბი გახ­ლდნენ. ორი­ვე კარ­გად მღე­რო­და. დედა, მზია მეშ­ვე­ლი­ა­ნი, სპორ­ტსმე­ნი იყო, ტან­მო­ვარ­ჯი­შე, პე­და­გო­გი. მამა, ბი­ჭი­კო ონი­ა­ნი - ინ­ჟი­ნე­რი... წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი სკო­ლა­ში. პირ­ვე­ლი პა­ტა­რა გახ­ლდით სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც 4 წლი­დან სცე­ნა­ზე იდგა. იმ პე­რი­ოდ­ში, 70-იან წლებ­ში, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი არ ცეკ­ვავ­დნენ დიდ სცე­ნა­ზე. პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი დიდ­მა ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა სვა­ნურ ცეკ­ვა­ში გად­მომ­ცა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში. ჩემი ქო­რე­ოგ­რა­ფი მყავ­და, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი. ვი­ყა­ვი "გორ­და­ში", ძმებ ლომ­თა­თი­ძე­ებ­თა­ნაც პროფ­კავ­ში­რებ­ში, ჭა­ბუ­კი­ან­თა­ნაც ვსწავ­ლობ­დი.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბათ მშობ­ლე­ბის მხრი­დან?

- დე­დამ ბავ­შვო­ბი­დან პუნ­ქტუ­ა­ლო­ბას, წეს­რიგს მი­მაჩ­ვია. ჩემი პა­ტა­რა ჩან­თა მქონ­და ყო­ველ­თვის ჩა­ლა­გე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც ეწყო სა­გა­რეო ტა­ნი­სა­მო­სი, სა­რე­პე­ტი­ციო ფორ­მა, პი­რა­დი ნივ­თე­ბი. ეს სა­მოგ­ზა­უ­რო ჩან­თა იყო. 4 წლი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვითმფრი­ნავ­ში ვცხოვ­რობ. მქონ­და უამ­რა­ვი გას­ტრო­ლი. როცა დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბო­და მოს­კოვ­ში, კრემ­ლის სა­სახ­ლე­ში, ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად თით­ქმის ყო­ველ­თვის მეც მივ­დი­ო­დი. პა­ტა­რა კაცს მე­ძახ­დნენ. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი ფი­ზი­კუ­რად და შარ­ვალ-კოს­ტი­უ­მით დავ­დი­ო­დი. ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს მაც­მევ­და დე­და­ჩე­მი, ძა­ლი­ან პა­ტა­რაც რომ არ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი (იცი­ნის).

- მშობ­ლე­ბი ამა­ყობ­დნენ ალ­ბათ თქვე­ნით...

- არა მხო­ლოდ მშობ­ლე­ბი, გვა­რიც. ვმღე­რო­დი კი­დეც, მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე, სპორ­ტი მი­ტა­ცებ­და, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას ვფლობ, უბ­რა­ლოდ, ცეკ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი უფრო დიდი დო­ზით იყო ჩემ­ში... მამა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, უთ­ქმე­ლი კაცი იყო. ისე გა­ვა­ტა­რე ბავ­შვო­ბა, მისი ხმა­მა­ღა­ლი ლა­პა­რა­კი არ მახ­სოვს. ერ­თა­დერ­თხელ მახ­სოვს, სი­გა­რეტ­ზე გა­მო­მი­ჭი­რა, მხო­ლოდ მა­შინ მე­ჩხუ­ბა.

- რო­გორ გა­ი­გო?

- ჩემი დის სა­შუ­ა­ლე­ბით, სხვა ვინ გა­ა­კე­თებ­და, ში­ნა­ურ­მა ჩა­მიშ­ვა (იცი­ნის). ერთი და მყავს და ერთი ძმა მყავ­და, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ არის დღეს ცო­ცხა­ლი. თან­მიმ­დევ­რუ­ლი ტრა­გე­დია გვქონ­და ოჯახ­ში. ჯერ ძმა გარ­და­მეც­ვა­ლა, დე­დამ ვერ გა­და­ი­ტა­ნა და 8 თვე­ში ისიც წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ცოტა ხან­ში მა­მაც მო­მიკ­ვდა. მე და ჩემი და დავ­რჩით. სა­მა­გი­ე­როდ, ძმის­შვი­ლე­ბი, დის­შვი­ლე­ბი და შვი­ლე­ბი მყავს.

- სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რი იყო ოჯახ­ში?

- დე­დაც მუ­შა­ობ­და და მა­მაც. მოგ­ვდი­ო­და ნო­ბა­თი დე­დი­სა და მა­მის სოფ­ლე­ბი­დან. დიდი ოჯა­ხე­ბი ჰქონ­დათ ჩემს მშობ­ლებს. მამა მე­ხუ­თე შვი­ლი იყო, დე­და­ჩე­მი - მე­თერ­თმე­ტე. მა­მას უფ­რო­სი ძმა არის მო­ქან­და­კე, ვახ­ტანგ ონი­ა­ნი. სულ სა­ზღვარ­გა­რეთ იყო, მსოფ­ლიო ტურს აწყობ­და და ძა­ლი­ან კარ­გი სა­თა­მა­შო­ე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და ჩემ­თვის ია­პო­ნი­ი­დან, ამე­რი­კი­დან. ამ მხრივ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- ყვე­ლა მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა ის ქუ­ჩა­ში გა­დის თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად. რა მოგ­ცათ ქუ­ჩამ გა­მოც­დი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

- ეს პე­რი­ო­დი იმ დროს და­ემ­თხვა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ამოტ­რი­ალ­და. 1989 წელს და­ვამ­თავ­რე ინ­სტი­ტუ­ტი. 1988 წლის შიმ­ში­ლო­ბა, 1989 წლის 9 აპ­რი­ლი, ყვვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ა­რე. რუს­თა­ველ­ზე გა­ვი­ზარ­დე, პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში ვცეკ­ვავ­დი... თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი ქუ­ჩამ შემ­ძი­ნა. სხვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო, სხვა ძმა­კა­ცო­ბა, სხვა მე­გობ­რო­ბა. ერთი შეც­დო­მა და მკაც­რად ის­ჯე­ბო­დი. ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი ფორ­მა ხე­ლის გარ­ტყმა იყო.

- მოგ­ხვედ­რი­ათ?

- და­სას­ჯე­ლად არა, მაგ­რამ ჩხუ­ბი ბევ­რჯერ მომ­სვლია, ალექ­სან­დრეს ბაღი რინ­გად იყო ქცე­უ­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

http://www.reitingi.ge/interviu/631-ratom-acmevda-quslian-fekhsacmels-deda-lasha-onians.html?lang=ka-GE
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

რატომ აცმევდა ქუსლიან ფეხსაცმელს დედა ლაშა ონიანს

რატომ აცმევდა ქუსლიან ფეხსაცმელს დედა ლაშა ონიანს

ქუთაისში პედაგოგი დედისა და ინჟინერი მამის ოჯახში გაიზარდა. ცეკვა, სიმღერა, სპორტი, თეატრი, ყველაფერი ერთად იზიდავდა: პირველი ოქროს მედალი დიდმა ილიკო სუხიშვილმა გადასცა სვანური ცეკვისთვის. კრემლის სასახლეშიც არაერთხელ უცეკვია. დედის ნასწავლი პუნქტუალობა გამოადგა, 20 წელია გერმანიაში ცხოვრობს. იქ საკუთარი დრამის თეატრი აქვს. პარალელურად შოუებს დგამს ცალკეული პროექტებისთვის. მის სახელს უკავშირდება ბოლო ორი წლის ქართული ნომრები "ევროვიზიაზე", რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლი არ ასცდა. ერთი სიტყვით, ბევრი დაუგროვდა მოსაყოლი. დღეს მსახიობსა და რეჟისორს, ლაშა ონიანს, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ქუთაისში დავიბადე და 12 წლამდე იქ გავიზარდე. ჩემი მშობლები სვანები გახლდნენ. ორივე კარგად მღეროდა. დედა, მზია მეშველიანი, სპორტსმენი იყო, ტანმოვარჯიშე, პედაგოგი. მამა, ბიჭიკო ონიანი - ინჟინერი... წარჩინებული და პოპულარული მოსწავლე ვიყავი სკოლაში. პირველი პატარა გახლდით საქართველოში, რომელიც 4 წლიდან სცენაზე იდგა. იმ პერიოდში, 70-იან წლებში, პატარა ბავშვები არ ცეკვავდნენ დიდ სცენაზე. პირველი ოქროს მედალი დიდმა ილიკო სუხიშვილმა სვანურ ცეკვაში გადმომცა ფილარმონიაში. ჩემი ქორეოგრაფი მყავდა, ინდივიდუალურ ცეკვებს ვცეკვავდი. ვიყავი "გორდაში", ძმებ ლომთათიძეებთანაც პროფკავშირებში, ჭაბუკიანთანაც ვსწავლობდი.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

- დედამ ბავშვობიდან პუნქტუალობას, წესრიგს მიმაჩვია. ჩემი პატარა ჩანთა მქონდა ყოველთვის ჩალაგებული, რომელშიც ეწყო საგარეო ტანისამოსი, სარეპეტიციო ფორმა, პირადი ნივთები. ეს სამოგზაურო ჩანთა იყო. 4 წლიდან, ფაქტობრივად, თვითმფრინავში ვცხოვრობ. მქონდა უამრავი გასტროლი. როცა დიდი ღონისძიება ტარდებოდა მოსკოვში, კრემლის სასახლეში, ქართულ დელეგაციასთან ერთად თითქმის ყოველთვის მეც მივდიოდი. პატარა კაცს მეძახდნენ. პატარა ვიყავი ფიზიკურად და შარვალ-კოსტიუმით დავდიოდი. ქუსლიან ფეხსაცმელს მაცმევდა დედაჩემი, ძალიან პატარაც რომ არ გამოვჩენილიყავი (იცინის).

- მშობლები ამაყობდნენ ალბათ თქვენით...

- არა მხოლოდ მშობლები, გვარიც. ვმღეროდი კიდეც, მოყვარულის დონეზე, სპორტი მიტაცებდა, თითქმის ყველა სახეობას ვფლობ, უბრალოდ, ცეკვის სიყვარული უფრო დიდი დოზით იყო ჩემში... მამა თავშეკავებული, უთქმელი კაცი იყო. ისე გავატარე ბავშვობა, მისი ხმამაღალი ლაპარაკი არ მახსოვს. ერთადერთხელ მახსოვს, სიგარეტზე გამომიჭირა, მხოლოდ მაშინ მეჩხუბა.

- როგორ გაიგო?

- ჩემი დის საშუალებით, სხვა ვინ გააკეთებდა, შინაურმა ჩამიშვა (იცინის). ერთი და მყავს და ერთი ძმა მყავდა, სამწუხაროდ, აღარ არის დღეს ცოცხალი. თანმიმდევრული ტრაგედია გვქონდა ოჯახში. ჯერ ძმა გარდამეცვალა, დედამ ვერ გადაიტანა და 8 თვეში ისიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ცოტა ხანში მამაც მომიკვდა. მე და ჩემი და დავრჩით. სამაგიეროდ, ძმისშვილები, დისშვილები და შვილები მყავს.

- სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?

- დედაც მუშაობდა და მამაც. მოგვდიოდა ნობათი დედისა და მამის სოფლებიდან. დიდი ოჯახები ჰქონდათ ჩემს მშობლებს. მამა მეხუთე შვილი იყო, დედაჩემი - მეთერთმეტე. მამას უფროსი ძმა არის მოქანდაკე, ვახტანგ ონიანი. სულ საზღვარგარეთ იყო, მსოფლიო ტურს აწყობდა და ძალიან კარგი სათამაშოები ჩამოჰქონდა ჩემთვის იაპონიიდან, ამერიკიდან. ამ მხრივ განებივრებული ვიყავი.

- ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. რა მოგცათ ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?

- ეს პერიოდი იმ დროს დაემთხვა, როცა საქართველოში ყველაფერი ამოტრიალდა. 1989 წელს დავამთავრე ინსტიტუტი. 1988 წლის შიმშილობა, 1989 წლის 9 აპრილი, ყვველაფერი გამოვიარე. რუსთაველზე გავიზარდე, პიონერთა სასახლეში ვცეკვავდი... თავის გადარჩენის ინსტინქტი ქუჩამ შემძინა. სხვა ურთიერთობები იყო, სხვა ძმაკაცობა, სხვა მეგობრობა. ერთი შეცდომა და მკაცრად ისჯებოდი. ყველაზე მსუბუქი ფორმა ხელის გარტყმა იყო.

- მოგხვედრიათ?

- დასასჯელად არა, მაგრამ ჩხუბი ბევრჯერ მომსვლია, ალექსანდრეს ბაღი რინგად იყო ქცეული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

http://www.reitingi.ge/interviu/631-ratom-acmevda-quslian-fekhsacmels-deda-lasha-onians.html?lang=ka-GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია