კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედაგოგთა გამოცდების შედეგმა მშობლები აღაშფოთა
პედაგოგთა გამოცდების შედეგმა მშობლები აღაშფოთა

სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გით, მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას პე­და­გო­გე­ბის გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს უყუ­რა­დღე­ბო­ბას აბ­რა­ლე­ბენ. პრობ­ლე­მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი მის სას­წრა­ფო მოგ­ვა­რე­ბას ითხო­ვენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი იყო.

ქვე­ყა­ნა­ში გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის პრობ­ლე­მა დიდი ხა­ნია, არ­სე­ბობს. წლე­ბის წინ ამ სფე­რო­ში გა­ტარ­და რე­ფორ­მა, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერთ დროს პროგ­რე­სულ ნა­ბი­ჯად აფა­სებ­და. დღეს ფაქ­ტე­ბი სულ სხვა რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის შე­დე­გის მი­ხედ­ვით, 356 პე­და­გო­გი­დან 342-მა ფი­ზი­კა­ში ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ შეძ­ლო, მა­თე­მა­ტი­კა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 86%-ს შე­ად­გენს, ქი­მი­ა­ში - 91%-ს, ბი­ო­ლო­გი­ა­ში კი - 77%-ია.

მას­წავ­ლებ­ლებს ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა გა­უ­ჭირ­დათ და­ნარ­ჩენ საგ­ნებ­შიც, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 82.6%-ია, სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში - 74%. ის­ტო­რი­ა­სა და გე­ოგ­რა­ფი­ა­ში შე­და­რე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გი და­ფიქ­სირ­და - 57-49%.

"რე­ზო­ნან­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რას ფიქ­რო­ბენ თა­ვად მშობ­ლე­ბი ამ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გის გამო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მომ­ხდარს ყვე­ლა­ზე მძაფ­რად ისი­ნი გა­ნიც­დი­ან. ერთ-ერთი მათ­გა­ნია ელე­ნე დად­ვა­ნიც:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის პრობ­ლე­მა დიდი ხა­ნია, დგას. ის, რომ ჩემი შვი­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნით სხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­ტო­ლებს ჩა­მორ­ჩე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლის ბრა­ლია. ყვე­ლას არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ბავ­შვს ევ­რო­პა­ში მის­ცეს გა­ნათ­ლე­ბა. წიგნ­თან კონ­ტაქ­ტი თა­ვი­დან­ვე შე­ვაყ­ვა­რე, გა­მო­ვუ­მუ­შა­ვე მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი ვერ იქ­ნე­ბა, თუ კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ეყო­ლე­ბა. პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან გაკ­ვე­თილ­ზე ყო­ველ­თვის მომ­ზა­დე­ბულს ვუშ­ვებ.

აქამ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ თუ ბავ­შვს უნდა, სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა­საც მი­ი­ღებს, მაგ­რამ ახლა აღარ ვიცი, რა ვი­ფიქ­რო. თუ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს, ჩემს შვილს რა უნდა ას­წავ­ლონ? არ ვიცი, ეს გა­უ­გებ­რო­ბაა თუ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი.

გა­მოც­დე­ბის შე­დე­გი თუკი მარ­თლაც პე­და­გოგ­თა გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბაა, მა­შინ სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­სა­ვალ­ზე სას­წრა­ფოდ უნდა იფიქ­როს და შემ­დეგ რა­ღაც ზო­მას მი­მარ­თოს. არ მინ­და, ამის გამო ჩემი შვი­ლი და­ი­ჩაგ­როს და შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა ვერ მი­ი­ღოს. ცოდ­ნა ხომ გა­რან­ტი­აა, მო­მა­ვა­ლი კე­თილ­დღე­ო­ბი­სა. ამა­ში უამ­რავ თან­ხას და ენერ­გი­ას ვდებ", - ამ­ბობს ელე­ნე დად­ვა­ნი.

ელე­ნეს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ნატა დო­ლი­ძეს. მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, მას მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­უც­ვლია და მომ­ხდარს გა­უ­გებ­რო­ბას უწო­დებს.

"ჩემი შვი­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ბავ­შვს ნამ­დვი­ლად კარგ ცოდ­ნას აძ­ლე­ვენ. იცი­ან სა­კუ­თა­რი სა­გა­ნი და სთხო­ვენ კი­დეც მის მომ­ზა­დე­ბას. ბევრ მშო­ბელს უთ­ქვამს, ჩემ დროს უკე­თე­სი სწავ­ლა იყოო, მაგ­რამ ასე არაა. გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მშო­ბელ­თან და ბავ­შვთან მი­მარ­თე­ბა­ში შე­იც­ვა­ლა. ადრე თუ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბის­თვის სა­ჩუქ­რის მი­ტა­ნა იყო სა­ჭი­რო, ახლა ამის­თვის ცოდ­ნას ითხო­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ზე პე­და­გო­გე­ბის ჩაჭ­რას, არ ვიცი, რისი ბრა­ლი უნდა იყოს. შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ სის­ტე­მაა გა­უ­მარ­თა­ვი, შე­იძ­ლე­ბა დრო არ ეყოთ ან ტეს­ტე­ბი მკაც­რად გას­წორ­და. მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბას ნამ­დვი­ლად ვერ დავ­წა­მებ. მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ მათი ცოდ­ნის დო­ნით", - ამ­ბობს ნატა დო­ლი­ძე.

გა­ნათ­ლე­ბა და მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ეს არის სა­ხელ­მწი­ფო­სა და მშობ­ლის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა, პრობ­ლე­მა ისევ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. ეს ფაქ­ტი აღი­ზი­ა­ნებს მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას. მათი სურ­ვი­ლია, ბავ­შვმა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს.

"ის, რომ სკო­ლებ­ში კი­დევ გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, სა­ხელ­მწი­ფოს ბრა­ლია. ამ­დე­ნი ხა­ნია რე­ფორ­მას ატა­რე­ბენ და რა გახ­და, რომ არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლა? რამ­დე­ნი წელი შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი არ იყოს მის სრუ­ლად აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, მაგ­რამ ოდ­ნავ წინ მა­ინც, ხომ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის შე­დეგ­მა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­მაკ­ვირ­ვა და ამა­ღელ­ვა. ზო­გა­დად ვი­ცო­დი, რომ პრობ­ლე­მა სკო­ლებ­ში იყო, მაგ­რამ ასეთ სუ­რათს თუ მი­ვი­ღებ­დით, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფომ და­ი­წყოს ამის გა­მო­სას­წო­რებ­ლად სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ჩა­უ­ტა­რონ მას­წავ­ლებ­ლებს გა­დამ­ზა­დე­ბა, ტრე­ნინ­გე­ბი. ამის სახ­სრე­ბი უნდა გა­მო­ი­ნა­ხოს.

ეს შე­დე­გი მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლე­ბის ბრა­ლი არაა. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ გა­ნათ­ლე­ბის ფასი არ ვი­ცით და სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევთ ასეთ სა­ჭი­რო კად­რებს.

მე, რო­გორც მშო­ბე­ლი, ამ ფაქ­ტით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ბავ­შვი აზ­როვ­ნე­ბას სკო­ლა­ში ეჩ­ვე­ვა. თუ პე­და­გოგს არ ექ­ნე­ბა კარ­გი ბა­ზი­სი, ბუ­ნებ­რი­ვია, ცოდ­ნას ბავ­შვსაც ვერ გა­დას­ცემს. მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ზრუნ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. იგი ჩემ­სა და სხვის შვი­ლებ­ზე მო­მა­ვალ­ში და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა", - ამ­ბობს ლია ხვე­დე­ლი­ა­ნი.

"რე­ზო­ნან­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ აჩ­ვე­ნეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა ასე­თი მძი­მე შე­დე­გი და მი­ზე­ზის გარ­კვე­ვას თა­ვად პე­და­გო­გებ­თან შე­ვე­ცა­დეთ. მათი ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ წლე­ულს შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი ტეს­ტე­ბი იყო და ერ­თა­დერთ პრობ­ლე­მად დრო­ის სიმ­ცი­რე და­ა­სა­ხე­ლეს.

"მი­მაჩ­ნია, რომ ტეს­ტე­ბი სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის იყო. სულ 15 სა­კი­თხი მო­ვი­და, მე­ო­რე დღეს კი ზე­პი­რი ჩა­ვა­ბა­რეთ. სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი ბევ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. წინა წლებ­ში კი­თხვე­ბი შე­და­რე­ბით რთუ­ლი, დრო კი ნაკ­ლე­ბი გვქონ­და. შარ­შან მუ­შა­ო­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი სამ საათ ნა­ხე­ვა­რი იყო, ახლა იგი 4 სა­ა­თამ­დეა გაზ­რდი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბა მა­ინც იგ­რძნო­ბო­და. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იგი 5 სა­ა­თამ­დე გა­იზ­რდე­ბა. ეს სა­კი­თხი მარ­ტო მე არ მა­წუ­ხებს, ბევ­რი გახ­ლდათ ისე­თი ჩემს სექ­ტორ­ში, ვი­საც დრო არ ეყო. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ტეს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დაგ­ვი­რი­გეს, 4 ნა­წი­ლად იყო და­ყო­ფი­ლი. ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა თი­თო­ე­ულ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თო­რემ სა­ერ­თოდ არ გა­გის­წო­რე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ზოგ­მა თემა ვერ მო­ას­წრო და ამის გამო ნაშ­რომს აღარ შე­უ­მოწ­მე­ბენ", - ამ­ბობს უცხო ენის პე­და­გო­გი ანა კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი.

მა­რი­ამ აფ­ცი­ა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

პედაგოგთა გამოცდების შედეგმა მშობლები აღაშფოთა

პედაგოგთა გამოცდების შედეგმა მშობლები აღაშფოთა

სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგით, მშობლების უმეტესობა შეშფოთებულია. შექმნილ ვითარებას პედაგოგების გაუნათლებლობასა და სახელმწიფოს უყურადღებობას აბრალებენ. პრობლემის გამოაშკარავების შემდეგ, ისინი მის სასწრაფო მოგვარებას ითხოვენ. მასწავლებლების ნაწილის ინფორმაციით კი, სასერტიფიკაციო გამოცდები, წინა წლებთან შედარებით, გამარტივებული იყო.

ქვეყანაში გაუნათლებლობის პრობლემა დიდი ხანია, არსებობს. წლების წინ ამ სფეროში გატარდა რეფორმა, რასაც ხელისუფლება ერთ დროს პროგრესულ ნაბიჯად აფასებდა. დღეს ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგის მიხედვით, 356 პედაგოგიდან 342-მა ფიზიკაში ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, მათემატიკაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 86%-ს შეადგენს, ქიმიაში - 91%-ს, ბიოლოგიაში კი - 77%-ია.

მასწავლებლებს ზღვარის გადალახვა გაუჭირდათ დანარჩენ საგნებშიც, სამოქალაქო განათლებაში, ეს მაჩვენებელი 82.6%-ია, სახვით ხელოვნებაში - 74%. ისტორიასა და გეოგრაფიაში შედარებით უკეთესი შედეგი დაფიქსირდა - 57-49%.

"რეზონანსი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ თავად მშობლები ამ სავალალო შედეგის გამო. როგორც აღმოჩნდა, მომხდარს ყველაზე მძაფრად ისინი განიცდიან. ერთ-ერთი მათგანია ელენე დადვანიც:

"საქართველოში გაუნათლებლობის პრობლემა დიდი ხანია, დგას. ის, რომ ჩემი შვილი წიგნიერების დონით სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებს ჩამორჩება, პირველ რიგში, სკოლის ბრალია. ყველას არ აქვს საშუალება, ბავშვს ევროპაში მისცეს განათლება. წიგნთან კონტაქტი თავიდანვე შევაყვარე, გამოვუმუშავე მის მიმართ ინტერესი, პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება, თუ კარგი მასწავლებელი არ ეყოლება. პირველივე კლასიდან გაკვეთილზე ყოველთვის მომზადებულს ვუშვებ.

აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ბავშვს უნდა, სათანადო ცოდნასაც მიიღებს, მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. თუ მასწავლებლებმა ზღვარი ვერ გადალახეს, ჩემს შვილს რა უნდა ასწავლონ? არ ვიცი, ეს გაუგებრობაა თუ რეალური სურათი.

გამოცდების შედეგი თუკი მართლაც პედაგოგთა გაუნათლებლობაა, მაშინ სახელმწიფომ გამოსავალზე სასწრაფოდ უნდა იფიქროს და შემდეგ რაღაც ზომას მიმართოს. არ მინდა, ამის გამო ჩემი შვილი დაიჩაგროს და შესაბამისი განათლება ვერ მიიღოს. ცოდნა ხომ გარანტიაა, მომავალი კეთილდღეობისა. ამაში უამრავ თანხას და ენერგიას ვდებ", - ამბობს ელენე დადვანი.

ელენესგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ნატა დოლიძეს. მიუხედავად არსებული მონაცემებისა, მას მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია და მომხდარს გაუგებრობას უწოდებს.

"ჩემი შვილის მასწავლებლებით კმაყოფილი ვარ. ბავშვს ნამდვილად კარგ ცოდნას აძლევენ. იციან საკუთარი საგანი და სთხოვენ კიდეც მის მომზადებას. ბევრ მშობელს უთქვამს, ჩემ დროს უკეთესი სწავლა იყოო, მაგრამ ასე არაა. გარდა ამისა, მასწავლებლის დამოკიდებულებაც მშობელთან და ბავშვთან მიმართებაში შეიცვალა. ადრე თუ უმაღლესი შეფასებისთვის საჩუქრის მიტანა იყო საჭირო, ახლა ამისთვის ცოდნას ითხოვენ.

რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგების ჩაჭრას, არ ვიცი, რისი ბრალი უნდა იყოს. შეიძლება თვითონ სისტემაა გაუმართავი, შეიძლება დრო არ ეყოთ ან ტესტები მკაცრად გასწორდა. მასწავლებლებს გაუნათლებლობას ნამდვილად ვერ დავწამებ. მე კმაყოფილი ვარ მათი ცოდნის დონით", - ამბობს ნატა დოლიძე.

განათლება და მომავალ თაობაზე ზრუნვა ქვეყნის კეთილდღეობასთან ასოცირდება. ეს არის სახელმწიფოსა და მშობლის უპირველესი მიზანი. მიუხედავად ვითარების გამოსწორების არაერთი მცდელობისა, პრობლემა ისევ მოუგვარებელია. ეს ფაქტი აღიზიანებს მშობლების უმეტესობას. მათი სურვილია, ბავშვმა ხარისხიანი განათლება მიიღოს.

"ის, რომ სკოლებში კიდევ გაუნათლებლობაზე საუბრობენ, სახელმწიფოს ბრალია. ამდენი ხანია რეფორმას ატარებენ და რა გახდა, რომ არაფერი გვეშველა? რამდენი წელი შეიძლება საკმარისი არ იყოს მის სრულად აღმოსაფხვრელად, მაგრამ ოდნავ წინ მაინც, ხომ უნდა წავსულიყავით.

სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგმა, სიმართლე გითხრათ, გამაკვირვა და ამაღელვა. ზოგადად ვიცოდი, რომ პრობლემა სკოლებში იყო, მაგრამ ასეთ სურათს თუ მივიღებდით, ნამდვილად არ მეგონა. აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს ამის გამოსასწორებლად სწრაფი მოქმედება, მაგალითად, ჩაუტარონ მასწავლებლებს გადამზადება, ტრენინგები. ამის სახსრები უნდა გამოინახოს.

ეს შედეგი მარტო მასწავლებლების ბრალი არაა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ განათლების ფასი არ ვიცით და სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ ასეთ საჭირო კადრებს.

მე, როგორც მშობელი, ამ ფაქტით შეწუხებული ვარ, რადგან ბავშვი აზროვნებას სკოლაში ეჩვევა. თუ პედაგოგს არ ექნება კარგი ბაზისი, ბუნებრივია, ცოდნას ბავშვსაც ვერ გადასცემს. მასწავლებლებზე ზრუნვა აუცილებელია. იგი ჩემსა და სხვის შვილებზე მომავალში დადებითად აისახება", - ამბობს ლია ხვედელიანი.

"რეზონანსი" დაინტერესდა, რატომ აჩვენეს მასწავლებლებმა ასეთი მძიმე შედეგი და მიზეზის გარკვევას თავად პედაგოგებთან შევეცადეთ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ წლეულს შედარებით მარტივი ტესტები იყო და ერთადერთ პრობლემად დროის სიმცირე დაასახელეს.

"მიმაჩნია, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო. სულ 15 საკითხი მოვიდა, მეორე დღეს კი ზეპირი ჩავაბარეთ. სასერტიფიკაციო გამოცდები ბევრად გამარტივებული აღმოჩნდა. წინა წლებში კითხვები შედარებით რთული, დრო კი ნაკლები გვქონდა. შარშან მუშაობისთვის განსაზღვრული სამ საათ ნახევარი იყო, ახლა იგი 4 საათამდეა გაზრდილი.

მიუხედავად ამისა, დროის უკმარისობა მაინც იგრძნობოდა. კარგი იქნება, თუ იგი 5 საათამდე გაიზრდება. ეს საკითხი მარტო მე არ მაწუხებს, ბევრი გახლდათ ისეთი ჩემს სექტორში, ვისაც დრო არ ეყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტესტები, რომლებიც დაგვირიგეს, 4 ნაწილად იყო დაყოფილი. ზღვარის გადალახვა თითოეულში აუცილებელია, თორემ საერთოდ არ გაგისწორებენ. მაგალითად, ზოგმა თემა ვერ მოასწრო და ამის გამო ნაშრომს აღარ შეუმოწმებენ", - ამბობს უცხო ენის პედაგოგი ანა კიკაჩეიშვილი.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია